• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Saturday, September 5, 2015

Ford-ის ახალი V8 ატმოსფერული ძრავი


Ford-მა თავისი სრულიად ახალი, ატმოსფერული V8 ძრავის მახასიათებლები გამოაქვეყნა. ამ აგრეგატით Mustang-ის ორი ვერსია – Shelby GT350 და Shelby GT350R აღიჭურვება. 5.2-ლიტრიანი ძრავი 526 ცხენის ძალას (7 500 ბრ/წთ-ზე) და 581 ნიუტონმეტრს (4 750 ბრ/წთ-ზე) გამოუმშავებს. მისი მუშა მოცულობის ყოველი პირობითი ლიტრი 102 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ მაჩვენებლით და საერთო სიმძლავრით, ცისფერი ოვალის ისტორიაში,ყველაზე მძლავრი ატმოსფერული ძრავია, რომელიც საგზაო ავტომობილისთვისაა განკუთვნილი.

გარდა ამისა, Ford-ის ისტორიაში, მის სერიულ აგრეგატებს შორის, ყველაზე მაღალი მაქსიმალური ბრუნთა რიცხვი (8 250 ბრ/წთ) აქვს. უფრო მეტიც, მაქსიმალური მომენტის დაახლოებით 90 პროცენტს, ბრუნთა რიცხვების ფართო დიაპაზონში (3 450-7 000 ბრ/წთ) იძლევა. და მაბრუნი მომენტის და სიმძლავრის პიკების ბრუნთა რიცხვებს შორის სხვაობა 3 000 ბრუნია წუთში, რაც მას სარბოლო ძრავისთვის შესაფერის თვისებებს სძენს.

ახალ ძრავთან წყვილში, ორივე ვერსიაზე (Shelby GT350 და Shelby GT350R) მხოლოდ 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი იმუშავებს. კოლოფის სახელია Tremec TR-3160 და ის მცირე წონითაც გამოირჩევა და მაღალ ბრუნვებზე მუშაობის უნარითაც. მისი კორპუსი და გადაბმულობის სეგმენტიც ალუმინისგანაა დამზადებული, რისი წყალობითაც, წონის შემცირების გარდა, გაზრდილია ძრავისა და კოლოფის კვანძის საერთო სიმტკიცე.

ახალი V8 ძრავის კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ მუხლა ლილვის მრუდმხარას ყელებს შორის გაშლის კუთხე 180 გრადუსია. ესეც სარბოლო ძრავებისთვისაა დამახასიათებელი. ცისფერი ოვალის განმარტებით, ასეთი კონსტრუქცია, ცილინდრიდან ნამწვი აირის გამოშვების და წვის ფაზებს შორის იდეალური დაშორების საშუალებას იძლევა, რაც ძრავს უკეთ „სუნთქვის“ საშუალებას აძლევს, რის პასუხადაც ის მეტ სიმძლავრეს გამოიმუშავებს.
                                                                      წყარო: SmartBox