• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Thursday, September 3, 2015

Honda Civic Type-R


ეს Civic-ი ძალიან მაგარი ტიპია. ამაზე მეტი რადიკალურობა თითქმის წარმოუდგენელია
სიმძაფრე და განსაკუთრებული ხასიათი არც წინამორბედ მოდელს აკლდა. პირიქით, ველური Civic-ი თავისი 8500-ბრუნიანი VTEC-ით თავის კატეგორიაში ნაღდი ჩემპიონი იყო. ერთი ეგ იყო, რომ შიშველი ციფრები ამ მანქანის Performance-დაპირებებს ისე ვეღარ შეესაბამებოდა, როგორც საჭირო გახლდათ. მიუხედავად შედარებით რბილი შესრულებისა, ველური «სივიკის» კონკურენტები ბოლო დროს უფრო სწრაფები გახდნენ, რაც «ჰონდასთვის» ახალ გამოწვევად იქცა - გამოწვევად, რომელსაც იაპონელებმა ახალი Civic Type-R-ით უპასუხეს. თავად ამ ახალი მოდელის გამოწვევა კი ის არის, რომ ეს მანქანა, არც მეტი და, ეშმაკმა დალახვროს, არც ნაკლები, ყველაზე სწრაფი წინაამძრავიანი კომპაქტი უნდა იყოს!

შესაბამისია ის რადიკალურობა, რომელიც იაპონელებმა ახალ მოდელს მიანიჭეს. რადიკალურობაში ვგულისხმობთ როგორც ვიზუალურ (სპოილერები, ცოტა არ იყოს ზედმეტი დაპირების მომცემი 4 მაყუჩი და ა.შ.), ისე ტექნიკურ მხარესაც, რაც ამ მანქანის ტესტირებისას, პირველივე მეტრებზე ვიგრძენით.
მართვით მიღებული ახალი შეგრძნებებიდან, ყველაზე მძაფრი ემოცია წესით სრულიად ახალ, პერსონალურად Type-R-ისთვის შექმნი 4-ცილინდრიან Turbo-ძრავას უნდა გამოეწვია, რომელიც 2500 ბრუნიდან 400-ნიუტონმეტრიან ბრუნის მომენტს ავითარებს, მაგრამ არა - მართალია, ეს ცხადად მაგარი ძრავაა, მაგრამ პირადად მე ყველაზე მეტად სულ სხვა რამ, კერძოდ კი Honda-ს უკომპრომისოდ შესრულებული წინა დაკიდება მომეწონა. ეს გახლავთ ორად გაყოფილი და ამით კიდევ უფრო დაჭიმული და ხისტი დაკიდება წინ - თავისი მექანიკური დიფერენციალით და უახლესი საბურავებით, რომლებიც «ჰონდას» პარტნიორმა Continental-მა შეუქმნა. აქვე უნდა ვახსენოთ ასევე ახალი, ადაპტირებადი სავალი ნაწილიც, რომელიც საბურავებს ცალკეულად მართავს, რათა ზედმეტი მოძრაობები მინიმუმამდე შემცირდეს. და უნდა ვთქვა, რომ ეს სისტემა ძალიან კარგად ფუნქციონირებს!

თუმცა მეორე სიჩქარეში გარკვეული უკმარისობები მაინც იგრძნობა, რაც წინაამძრავიანი სპორტული კოპაქტისთვის დამახასიათებელია, აი, მესამე საფეხურიდან კი «ჰონდა» თავის სიმძლავრეს სრულად აკონტროლებს. გადაცემები ექსტრემალურად მოკლეა, ძრავა ბრუნების ჰორიზონტისკენ (7000) ყოველთვის ბეჯითად მიიწევს და საერთო ჯამში მართლაც თითქმის ისე იქცევა, როგორც ატმოსფერული აგრეგატი. თამამად ვიტყვი, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ტურბირებული ძრავა, რომელიც ოდესმე გამიტესტავს და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ბევრი კონკურენტისგან განსხვავებით, არავინ ზღუდავს - არაფერი ზღუდავს 270 კმ/სთ-მდე! დაუჯერებელია!

ასე რომ, მაღალი ბრუნების მოყვარულ ყველა ენთუზიასტს შეუძლია მშვიდად იყოს: ახალმა Type-R-მა თავისი უმთავრესი ღირებულებებიდან მცირეოდენიც კი არ დაკარგა! პირიქით, უფრო რადიკალური და ველური გახდა. შესაბამისია შედეგიც, რომელიც ამ ავტომობილმა ნიურბურგრინგის ნორდშლაიფეზე აჩვენა - შედეგი, რომელიც წინაამძრავიანებში ახალ რეკორდს ნიშნავს: 7:50,63 წუთი! ცნობისათვის, რეკორდი ბოლოს Renault Mégane R.S. Trophy-R-ს ეკუთვნოდა, რომელმაც «ნორდშლაიფე» ამ «ჰონდაზე» თითქმის 4 წამით გვიან გაიარა.

► Honda Civic Type-R
ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; მოცულობა: 1996 სმ3; სიმძლავრე: 228 კვტ (310 ცხ. ძ.) 6500 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 400 ნმ/2500-4500; მაქს. სიჩქარე: 270 კმ/სთ; აჩქარება: 0-100 კმ/სთ: 5,7 წამში; ამძრაობა: წინა/6-საფ. გად. კოლოფი; ავზი: 50 ლ; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4390/1878-2065*/1466 მმ; ბაზა: 2590 მმ; საბარგული: 498-1214 ლ; წონა: 1382 კგ; საწვავის ხარჯი (EU): 7,3 ლ. Super/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 170 გ/კმ; ფასი: 34 000 ევრო

                                                         წყარო: Auto Bild Georgia