• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Friday, March 25, 2016

Bugatti Chiron ოფიციალურად


Bugatti Chiron–ს თავისუფლად შეგვიძლია წლის დებიუტი ვუწოდოთ, რადგან სუპერ ავტომობილთა კლასში აღნიშნული ბრენდი ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ოფიციალური დებიუტი ჟენევის ავტო შოუზე შედგა და მომხმარებელმა პროდუქციისთვის მზა ვერსია იხილა.

ეს გახლავთ Vision Gran Turismo კონცეფტის მზა ვერსია, რომლის დანიშნულებაც ლეგენდარული Veyron–ის ჩანაცვლებაა. ბუგატის ბოსი Wolfgang Dürheimer–ი აცხადებს რომ ჩაირონი სრულიად ახალი პროდუქტია, რომელსაც ვეირონთან საერთო არაფერი გააჩნია, თუ არ ჩავთვლით W16 8 ლიტრიან ძრავას 4 ტურბო დამბერით, რომელმაც საკმაოდ სერიოზული ცვლილებები განიცადა და Chiron–ის კაპოტქვეშ 1.500 ცხენისძალას და 1.600 ნიუტონმეტრს წარმოქმნის.

ასევე განახლებულია 7 საფეხურიანი ორმაგი გადაბმულობის მქონე გადაცემათა კოლოფი, რომელიც AWD სისტემასთან მუშაობს. ამჟამინდელი ინფორმაციით 1.995 კილოგრამი წონის მქონე მდიდრული ჰიპერქარი Chiron–ი, 0–100 კმ/სთ–მდე 2.5 წამში ჩქარდება, 0–200 კმ/სთ–მდე 6.5 წამში, 0–300 კმ/სთ–მდე 13.6–ში მაქსიმალური სიჩქარე კი 420 კმ/სთ–ა.

თუმცა ბუგატელები ამობენ, რომ მისი მონაცემები გაყიდვების დაწყებამდე შესაძლოა კიდევ შეიცვალოს ანუ გაუმჯობესდეს. Bugatti–ს უკვე 150 შეკვეთა აქვს მიღებული ახალ Chiron–ზე, რომელიც მხოლოდ 500 ეგზემპლარად გამოვა და თითოეული მათგანის ფასი 2.61 მილიონი დოლარი იქნება.

პროდუქცია საფრანგეთში Molsheim–ის ქარხანაში დაიწყება, მფლობელები კი კუთვნილ ავტომობილებს წლის ბოლოდან მიიღებენ.