• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Friday, March 25, 2016

Lamborghini Centenario ოფიციალურად


კომპანია Lamborghini-ი დამაარსებელი Ferrucio–ს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. Aventador SV–ს ბაზაზე აწყობილ Centenario–ს, კარბონის ექსტერიერი გააჩნია და მისი მაქსიმალური წონა 1.520 კილოგრამს იწონის, მისი წონის და სიმძლავრის ფარდობა კი 1.97 კილოგრამს შეადგენს 1 ცხენისძალაზე. კარბონის დეტალებმა ადგილი ექსტერიერში მხოლოდ წონის გამო არ დაიკავეს, მათ აგრესიული და ძალიან აეროდინამიკური ვიზუალიც შექმნეს, რაც აუმჯობესებს ავტომობილის პერფორმანსს.

ცვლილებები ინტერიერსაც შეეხო სადაც 10.1 ინჩიანი თაჩსქრინი, ძვირფასი ტყავი და კარბონის დეტალები ჩამონტაჟდა.

რაღა თქმა უნდა 6.5 ლიტრიანმა V12–მაც გარკვეული მოდიფიკაციები გაიარა და მას ამჯერად 770 ცხენისძალა გააჩნია. Centenario–ს 0–100 კმ/სთ–მდე ასაჩქარებლად 2.8 წამი სჭირდება, 0–300 კმ/სთ–მდე კი 23.5 წამი, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ–ს შეადგენს.

აღსანიშნავია უკანა თვლების მოხვევის სისტემა და ახალი სამუხრუჭე სისტემა, რომელიც ცენტენარიოს 100 კმ/სთ–დან 30 მეტრში ჩერდება, ხოლო 300 კმ/სთ–დან 290 მეტრში.

Lamborghini, Centenario–ს მხოლოდ 40 ერთეულად გამოუშვებს რომელთაგან 20 როდსტერი იქნება. თითქმის ყველა მათგანი უკვე გაყიდულია საწყის ფასად 1.9 მილიონი.