• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Showing posts with label Porsche. Show all posts
Showing posts with label Porsche. Show all posts

Tuesday, November 24, 2015

Porsche–ს ისტორია

პორშეს ისტორია ფერდინანდ პორშეს სახელს უკავშირდება, კომპანიის დამაარსებელი, გამომგონებელი, ინჟინერი, დიზაინერი, Daimler-ის (შემდგომში Mercedes-Benz) ხელმძღვანელი, Mercedes-Benz SSK–ისა დაVolkswagen beetle–ის შემქმნელი,  1000ზე მეტი პატენტის ავტორი და 1999 წელს, საუკუნის ავტო–ინჟინერად დასახელებული ფერდინანდ პორშე 1875 წელს, ჩრდილოეთ ბოჰემიაში (დღევანდელი ჩეხეთის ტერიტორია), გერმანულენოვან ოჯახში დაიბადა.














1931 წლამდე, სანამPorsche GMBH–ს დააარსებდა, ფერდინანდ პორშემ 1898 წელს შექმნა პირველი ელექტრო ავტომობილი – P1. 1905 წელს ის დასახელდა ავსტრიის ყველაზე გამორჩეულ ავტო-ინჟინერად. 1906 წელს დანიშნეს Austro-Daimler–ის მთავარ დიზაინერად, 1916 წელს მმართველ დირექტორად. 1924–1929 წლებში ის Daimler Motoren Gesellschaft–ის ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. კომპანიის დატოვების შემდეგ, 1931 წელს, პორშე შტუტგარტში დაბრუნდა და მისი ადვოკატის – ანტონ ფიხის ფინანსური მხარდაჭერით, საბოლოოდ შექმნა საკუთარი კომპანია, (პროცენტულად, კომპანიის ყველზე დიდ წილს დღესაც ეს 2 ოჯახი ფლობს), დაიქირავა ძველი მეგობრები, რომლებიც სხვადასხვა საწარმოში მუშაობისას შეიძინა. თავდაპირველად, კომპანია სხვა ავტო ბრენდებისთვის ქმნიდა დიზაინს. შემოსავლების ზრდასთან ერთად, ფერდინანდ პორშემ საკუთარ დიზაინზე დაიწყო მუშაობა, რომელიც მან დაიმლერ–ბენც–ში მუშაობისას შექმნა. 1932 წელს გერმანიაში, AUDI-ს, DKW-ს, Horch–ის Wanderer–ის ბრენდების მონაწილეობით შეიქმნა ავტო გაერთიანება, რომელმაც პორშეს უხმო ახალი ავტომობილის დიზაინის შესაქმნელად.
1933 წელს, ბერლინის მოტორ შოუზე, გერმანიის კანცლერმა – ადლოფ ჰიტლერმა საზოგადოებას გააცნო თავისი განზრახვა, ქვეყნის „მოტორიზების“ შესახებ. ამ სურვილის განხორციელების შედეგად, ყველა გერმანელს უნდა ჰყოლოდა ავტომობილი ან ტრაქტორი. პროექტის ფარგლებში, გერმანულ ავტო მწარმოებელი კომპანიებისთვის გამოიყო დიდი თანხები, რომელიც სინამდვილეში არა ტრაქტორის, არამედ ომის წინა სამზადისში, სამხედრო ტექნიკის შესაქმნელად იხარჯებოდა. Porsche GMBH – მა II მსოფლიო ომისთვის Tiger Tank და Elephunt Tank Destroyer შექმნა.
beetle 34






1935 წელმა ფერდინანდ პორშეს და მის კომპანიას უდიდესი აღიარება მოუტანა. ამ წელს ჰიტლერმა პორშეს „ხალხის ავტომობილის“ (Volks-Wagen–ის) შექმნა დაავალა. შედეგად მივიღეთ პირველიVolkswagen Beetle.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, საფრანგეთის მთავრობამ პორშე და ფიხი დააპატიმრა, როგორც ომის დამნაშავეები. 2 წლიანი პატიმრობის შემდეგ, 











პორშემ და მისმა ვაჟიშვილმა პატარა ქალაქ გმუნდში, ძველ საწყობში, ხელით ააწყვეს 49 ცალი „Porsche 356“, პირველი მოდელი ამ ბრენდის ქვეშ, თუმცა მისი სერიული წარმოება იმ დროისთვის შეუძლებელი იყო, რადგან კომპანიას ამერიკული ემბარგო ედო. ფერი (ფერდინანდ პორშე უმცროსი), ერთ–ერთი “356“–ით “Volkswagen”–ის დილერებს ესტუმრა და ამ მოდელის შეკვეთების მიღება შესთავაზა. ნელ–ნელა, წარმოების პროცესში უმცროსმა პორშემ მოახერხა კომპანიის აღდგენა და ემბარგოსგან დახსნა, რის შემდეგაც, 1500 ეგზემპლარი პორშე „356“ დაამზადა. მომდევნო 17 წლის განმავლობაში, პორშემ 78 000 „356“ გაყიდა… 1951 წელს უფროსი ფერდინანდ პორშე გარდაიცვალა და მართვის სფერო მისმა ვაჟიშვილმა გადაიბარა.










1963 წელს, კომპანიამ მუშაობა ლეგენდარულ მოდელზე,Porsche 911–ზე დაიწყო. თავდაპირველად, ავტომობილს 901 ერქვა, თუმცა ეს პეჟოს ნუმერაციას წააგავდა და მისი სახელწოდება მალევე 911–ად გადაკეთდა. ეს სპორტ–კუპე სამოციანი წლების ავტო სიმბოლოდ იქცა, რამაც კომპანიას კოლოსალური შემოსავლები მოუტანა. კლასიკური მოდელი, 1963დან 1998მდე– 35 წლის განმავლობაში გამოდიოდა და 2013 წლისთვის, მის 50 წლის იუბილეზე 820 000 „911“ იყო გაყიდული. 1989 წლამდე გამოსული 150 000 ერთეული პორშე 911 დღესაც მოძრაობს მსოფლიოს გზებზე. თავად მოდელი კი უკვდავია (1963–present)!
1972 წელს, ფერი პორშემ გადაწყვიტა კომპანიაში სოიჩირო ჰონდა–ს პოლიტიკა გაეტარებინა, რაც კომპანიის უშუალო მართველობის ოჯახის წევრებისგან გათავისუფლებას გულისხმობდა. შედეგად, კომპანიაში შეიქმნა აღმასრულებელი ბორდი, რომელიც გამოცდილი მენეჯერებით დაკომპლექტდა და სამეთვალყურეო ბორდი, რომელშიც პორშეს და ფიხის ოჯახის წევრები შედიოდნენ.
პორშე მუდმივად ინარჩუნებდა მჭიდრო ურთიერთობებს ფოლკსვაგენთან. 1969 წელს კომპანიებმა შექმნეს Volkswagen-Porsche 914 ფოლკსვაგენის ძრავით და 914–6 პორშეს ძრავით. 1976 წელს შეიქმნა Porsche 912E და 924, რომელიც Audi-ს მრავალ კომპონენტს შეიცავდა (Audi VW–ს შემადგენლობაში შედის).
928






პორშემ მრავალი მმართველი გამოიცვალა და წარუმატებელი მოდელებიც ჰქონდა, როგორიცაა მაგალითად 928, (1978–1995წ) რომელსაც ბევრი თქვენგანი სავარაუდოდ პირველად ხედავს, მაგრამ კომპანია სიმძლავრის, სტაბილურობის და საიმედოობის იმიჯს არ კარგავდა.
Porsche_Boxster_black_vl





1996 წელს პორშემ გაყიდვაში ახალი მოდელი – Boxter ჩაუშვა, რომლის 1–ლი ვერსიაც 2004 წლამდე გამოდიოდა. დღეს ბოქსტერის უკვე მე–3 თაობის მოდელი სიმძლავრის და აგრესიულობის მხრივ, საკუთარ კლასში კვლავ ნოვატორია.
Porsche-Cayenne-S-2002-2007-Photo-14






2002 წელს, კომპანიამ წარადგინა Porsche Cayenne რამდენიმე ვერსიით (S), (Turbo), (Turbo S). ეს იყო პორშეს პირველი და წარმატებული მცდელობა მაღალი გამავლობის საავტომობილო კლასში. დღეს Cayenne–ის მეორე თაობის მოდელს აწარმოებს. 2004 წლიდან Toyota-სთან თანამშრომლობის შედეგად, უკვე Cayenne S E-Hybrid–იც გამოდის.
2005 წლიდან პორშეს სახლს ახალი სერია, Cayman დაემატა. 2009 წლიდანPanamera, 2013დან 918 Spyder, 2014 წელს კი Cayenne-თან შედარებით, უფრო მცირე ზომის ქროსოვერი Macan.
დღეს, კომპანია 7 მოდელს უშვებს, ყველა მოდიფიკაციით ჯამურად – 44-ს. მიუხედავად იმისა, რომ პორშე მხოლოდ მაღალი კლასის ავტომობილებს აწარმოებს, მისი გაყიდვების სტატისტიკა მუდმივად იზრდება. 2010 წელთან შედარებით, ეს რიცხვი თითქმის უკვე გაორმაგებულია.
წელი/ერთეული
2010 – 97,273
2011 – 116,978
2012 – 143,096
2013 – 162,145
2014 – 189,849
კომპანიის ისტორია, რეალურად 120 წლის წინ დაიწყო, როდესაც ფერდინანდ პორშემ პირველ ელექტრო ავტომობილს P1 (პორშე, როგორც N1) დაარქვა. კონცერნი, რომლის სლოგანია „შემცვლელი არ არსებობს“, არსებული მოდელების გაუმჯობესების გარდა, ამჟამად, პორშე ელექტრო–ქარ Pajun–ის კონცეპტს ავითარებს, რომელიც პანამერას ბაზაზე მუშავდება. მისი წარდგენის სავარაუდო თარიღად 2018 წელი სახელდება.

Monday, September 7, 2015

პორშემ სპორტქარების მეფე განაახლა


”პორშემ” 911 განაახლა და ფრანკფურტის ავტოშოუზე წარმოგვიდგენს. მთავარი სიახლეს ის არის, რომ Carrera და Carrera S ტურბირებული ძრავებით აღიჭურვა. თუმცა გარკვეული ვიზუალური ცვლილებებიც სახეზეა. მოდერნიზებული 911-ის გაყიდვები 12 დეკემბერს იწყება, საწყისი ფასი კი 94 344 ევროა.


ფეისლიფტის შემდეგ სალონში გამოჩნდა ეკრანი Multitouch-ფუნქციით (7-დუიმიანი). სმარტფონების მულტიმედიურ სისტემასთან დაკავშირება WLAN-ითაა შესაძლებელი და სისტემას აქვს Apple CarPlay-ც. Carrera-ს განახლებულ მოდელებს სერიულად მოყვება სავალი ნაწილი PASM, რომელიც ასევე განახლებულია. დამატებით თანხის გადახდის შემთხვევაში Carrera S-ის (ასევე Turbo და GT3) უკანა ღერძიც მოუხვევს. ასევე სიახლეა ის, რომ შესაბამის ღილაკზე თითის დაჭერის შემდეგ 911 წინა მხარეს 40 მილიმეტრით წევს.

პირველად: Turbo-ძრავები Carrera-მოდელებში

911-ის ისტორიაში პირველად ხდება ისე, რომ Carrera და Carrera S ტურბირებული ძრავებით აღიჭურვა. ორივე ვერსიაში წარმოდგენილია 3-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ძრავები. Carrera-ში ტურბოაგრეგატის სიმძლავრე 370 ცხენის ძალა, ბრუნის მაქსიმალური მომენტი კი 450 ნიუტონმეტრია, ხოლო Carrera S-ის შემთხვევაში კი - 420 ცხენის ძალა და 500 ნმ.


ამრიგად, ორივე ვერსიის შემთხვევაში მივიღეთ 20 ცხენისძალითა და 60 ნმ-ით მეტი, ვიდრე Carrera-ს წინამორბედ მოდელებში, ატმოსფერული ძრავების შემთხვევაში გვქონდა. ”პორშეს” სახელგანთქმული PDK დამატებითი ოფციის სახითაა ხელმისაწვდომი, რომელიც Sport Chrono-პაკეტთან ერთად ავტომობილს 100 კმ/სთ სისწრაფეს 4 წამზე ნაკლებ დროში ავითარებინებს.


GT3-ში ატმოსფერული ძრავა დარჩება

კლასიკური, ატმოსფერული ძრავის ფანებისთვის რჩება მხოლოდ GT3-ვარიანტები. ამ მოდელებში თავიდან ტურბო-ტექნიკა არ გამოჩნდება. ”პორშეში” აცხადებენ, რომ ატმოსფერული ძრავების ”დაჩაგვრის” ძირითადი მიზეზი გამონაბოლქვის მუდმივად გამკაცრებადი ევროპული მოთხოვნებია. ძრავის ნაკლები მოცულობითა და ნაკლები ბრუნებით (”Downsizing”, ”Downspeeding”) , ტურბოაგრეგარები ნაკლებ საწვავსაც მოიხმარენ და გარემოსაც ნაკლებად აბინძურებენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, კლასიკურ ატმოსფერულ ძრავებს დღემზე უამრავი ავტომოყვარული ეტრფის.
რობინ ჰორნიგი
ტექნიკური მონაცემები Porsche 991 Facelift
მოდელი
ძრავა
მოცულობა
სიმძლავრე
ბრუნის მომენტი
0-100 კმ/სთ
მაქს. სიჩქარე
911 Carrera
6-ცილ.-Boxer
2981 სმ3
370 ცხ. ძ.
450 ნმ
4,6(4,4/4,2) წმ
295 (293) კმ/სთ
911 Carrera S
6-ცილ.-Boxer
2981 სმ3
420 ცხ. ძ.
500 ნმ
4,3(4,1/3,9) წმ
308 (306) კმ/სთ
911 Carrera Cabriolet
6-ცილ.-Boxer
2981 სმ3
370 ცხ. ძ.
450 ნმ
4,8(4,6/4,4) წმ
292 (290) კმ/სთ
911 Carrera S Cabriolet
6-ცილ.-Boxer
2981 სმ3
420 ცხ. ძ.
500 ნმ
4,5(4,3/4,1) წმ
306 (304) კმ/სთ



                                                                     წყარო: Auto Bild Georgia