• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Showing posts with label Alfa Romeo. Show all posts
Showing posts with label Alfa Romeo. Show all posts

Thursday, May 17, 2018

Alfa Romeo Giulia-ს კუპე ვერსიის წარდგენას აპირებს


გასული თვის ჭორებიდან გამომდინარე, რომელიც მოიცავდა იმას, რომ Alfa Romeo მუშაობდა Giulia-ს 3 კარიან ვერსიაზე, რომელიც იქნებოდა Quadrifogio-ს ვერსიაზე მაღალი შესაძლებლობის, რაც მოიცავს 641 ცხენის ძალას, გამართლდა. თუმცა მიიღებს თუ არა ის ჰიბრიდულ სისტემას Ferrari-სგან ჯერ კიდევ უცნობია. ყოველშემთხვევაში, სუპერქარის კონკურენტის წარდგენა რომ მოხდება Fiat Chrysler Automobiles ხელმძღვანელის სერხიო მარჩიონეს მიერ ივნისში, ეს ეჭვგარეშეა.


Giulia-ს კუპე წარსდგება ახალ SUV მოდელთან ერთად, რომელიც Stelvio-ზე დიდი იქნება და Alfa-ს შტატების SUV-ების მარკეტზე გზას გაუხსნის. ეს უკანასკნელი კი ჰიბრიდულ დანამატებს მიიღებს. თუმცა რას, ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.

რაც შეეხება Giulia-ს ძრავთა გამას, იგი მიიღებს: Veloce-ს 276 ცხენის ძალიან I ტიპის 4 ცილინდრიან 2.0 ლიტრი მოცულობის ტურბო ბენზინის ძრავს და Quadrifogio-ს V ტიპის 6 ცილინდრიან 2.9 ლიტრი მოცულობის ტურბო ძრავს. თუმცა, აქედან პირველი 345 ცხენის ძალით იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო მეორე 641-ით. ეს უკანასკნელი კი Giulia-ს ყველაზე ძლიერმოქმედ მოდელად ხდის რომელიც Alfa-ს ყავს ე.წ "სამოქალაქო გზებისთვის" და სულ რაღაც 20 ცხენის ძალით ჩამორჩება მის ნათესავ Ferrari 488-ს


ორივე მოდელის გაყიდვები დაიწყება 2019 წლიდან.

Friday, March 25, 2016

Alfa Romeo Disco Volante Cabrio


Carrozzeria Touring Superleggera წარმოგვიდგენს Disco Volante Coupe–ს Spyder ვერსიას, რომელიც ოფიციალურად Geneva Motor Show–ზე წარდგა.

სპაიდერი კუპეს იდენტურია, თუმცა უსახურაოდ და მას გააჩნია ახალი ლურჯი საღებავი, ძალიან არაორდინარული დიზაინი, იტალიური სტილი და გემოვნებიანი ინტერიერი როდსტერს ძალიან მიმზიდველს ხდის.

კუპეს მსგავსად როდსტერსაც 450 ცხენისძალიანი, 4.7 ლიტრიანი V8 გააჩნია, რომელიც ნახევრად ავტომატური 6 საფეხურიანი გად. კოლოფით იმართება. კუპეში 0–100 კმ/სთ–ს 4.2 წამში აღწევს, მაქსიმალური სიჩქარე კი 290 კმ/სთ–ა, თუმცა მეტი წონის და ნაკლებად აეროდინამიკურობის გამო, Disco Volante Spyder–ი ასეთი პერფორმანსით არ გამოირჩევა.

Tuesday, October 20, 2015

Alfa Romeo-ს ისტორია



“ალფა რომეოს” საოცარი ისტორია საფრანგეთიდან იწყება, თუმცა მისი დიდება იტალიას უკავშირდება. 1900 წელს ალექსანდრე დარაკმა ავტომობილების წარმოების მანუფაქტურა საფრანგეთიდან მილანში, “პორტელოს” ფაბრიკაში გადაიტანა. აქ წარმოებულ ავტომობილებს პარიზიდან იმპორტირებული 1 ან 2-ცილინდრიანი ძრავები ჰქონდათ. როგორც დარაკი ვარაუდობდა, პროექტმა არ გაამართლა და 1909 წელს მან თავისი ავტოქარხანა იტალიურ “Anonima Lombarda Fabrica Automobil”-ს იგივე “ალფას” მიჰყიდა.
1910 წლიდან იწყება კომპანია “ალფას” ისტორია. იგი ამზადებდა ავტომობილებს 4-ცილინდრიანი ძრავით. ხოლო 1915 წელს, ამ ავტოსაწარმოს სათავეში ჩაუდგა ავტოსპორტის მცოდნე და საუკეთესო ინჟინერი ნიკოლა რომეო და კომპანიის სახელწოდებაც “ალფა რომეო” გახდა. მან ძველი, 4-ცილინდრიანი ძრავა, 6 და 8- ცილინდრიანი ძრავით შეცვალა.
1920 წელს, ოპერის მომღერალმა ჯუზეპე კამპარიმ, “ალფა რომეოს” პირველი დიდი გამარჯვება მოუტანა ავტორბოლაში. მან ასევე აიღო ფრანგული გრან პრი “ალფა რომეოს” პირველი ავტომობილით “გრან პრი ალფა რომეო P2”, რომელიც ვიტორიო ჯანოს მიერ იყო აწყობილი.
1930 წელს დაამზადეს პირველი ერთადგილიანი ავტომობილი “P3 ალფა”, რომელიც პირველად 1932 წელს წარმოადგინეს. “P3” ძალიან ლამაზი, სარბოლი და გამარჯვებისათვის დაბადებული ავტომობილი იყო, რომლითაც ცნობილმა და გამოცდილმა ავტომრბოლელებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს.
2000 წელს “ალფა რომეომ” სამყარო კიდევ ერთხელ დაამარცხა ახალი ავტომობილით “156 Sportswagon”.
“ალფა რომეოს” გეგმაში აქვს ისეთი ავტომობილის შექმნა, რომელიც ნებისმიერ, რთულად გასავლელ გზას ადვილად გადალახავს და თავის პატრონს პრობლემას არ შეუქმნის. საცდელი ნიმუში უკვე მოფიქრებულია.


Friday, October 9, 2015

ალფა რომეო თავის პირველ SUV-ს ტესტავს


”ალფა რომეოს” საქმე დაახლოებით ისეა, როგორც საფეხბურთო კლუბ ლევერკუზენის ”ბაიერის” საქმეა გერმანულ ფეხბურთში: ყველაფერი კარგად გამოიყურება, მაგრამ დიდ წარმატებებს სხვები აღწევენ. ”ალფას” წარუმატებლობის მიზეზი პირველ რიგში ალბათ ისაა, რომ იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო SUV-ებს ყიდულობს და ამ კლასის ავტომობილები თვით ”იაგუარმა” და ”ბენტლიმაც” კი გამოუშვეს, ”ალფას” თავისი SUV ჯერ კიდევ არ ჰყავს.

ამიტომაც გადაწყვიტეს იტალიელებმა, რომ 2016 წლიდან თავისი პირველი SUV გამოუშვან. ”ალფა რომეო” დიდი ხანია, პირველ პროტოტიპებს ტესტავს, მაგრამ აქამდე კარგად მალავდნენ, ახლა კი პაპარაცებმა აღმოაჩინეს. უცნობია თვით ავტომობილის სახელწოდებაც - გამოითქვა ვარაუდები, რომ ”ალფას” პირველ SUV-ს Alfa Romeo 949-ს დაარქმევენ, მაგრამ ეს ვარაუდი არ მართლდება.



ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, როგორი დიზაინი ექნება ავტომობილს - ხომ იცით, ”ალფას” შემთხვევაში ვიზუალი მართლაც ყველაზე საინტერესოა. მართალია, ფოტოებზე მანქანას ვხედავთ, მაგრამ მთავარი კითხვა მაინც უპასუხოდ რჩება, რადგან ამ ფოტოებზე არაფერი ჩანს. საქმე იმაშიცაა, რომ ამ შენიღბულ ავტომობილს რეალურად მხოლოდ ახალი ”ალფას” ტექნიკა აქვს - ტექნიკა, რომელიც Fiat 500L-ის ”სამოსითაა” შეფუთული.

თუმცა ეს ფოტოები ერთ დეტალს მაინც გვიმხელენ: ”ფიატის” ძარა (4,15 მეტრი) მნიშვნელოვნად წაუგრძელებიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი BMW X3-ის (4,65 მეტრი) ლიგაში ითამაშებს.

ინსაიდერების ინფორმაციით, ”ალფას” პირველ SUV-ში ბევრი რამ იქნება გადმოღებული ახალი Alfa Romeo Giulia-დან. ფანები კი იმედოვნებენ, რომ ამ მანქანასაც ექნება 6-ცილინდრიანი ძრავა ორმაგი ტურბოდამბერით. საქმე ისაა, რომ ეს აგრეგატი ”ფერარის” საჯინიბოში შექმნეს და მისი სიმძლავრე 510 ცხენის ძალაა.



ახალი და პირველი SUV ”ალფა რომეოს” პირველი ნაბიჯი იქნება წარმატებისკენ. 2018 წლამდე იტალიელები ჯამში 8 ახალ მოდელს გეგმავენ და უნდათ, რომ წელიწადში მინიმუმ 400 000 ავტომობილი გაყიდონ. შედარებისთვის: 2013 წელს ”ალფამ” მხოლოდ 74 000 ახალი მოდელი გაყიდა. პრინციპში, ამაში ალოგიკური არაფერია, რადგან თუ დღეს გუნდში SUV არ გყავს, ვერანაირ თასს ვერ მოიგებ.

”ალფა რომეომ” ახალ გეგმებში 5 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია ჩადო. აქედან ორი მილიარდი ე.წ. Giorgio-პლატფორმის შექმნას მოხმარდა. სწორედ ამ პლატფორმაზე შეიქმნა ახალი Giulia, რომლის პრეზენტაცია იტალიელებმა ივნისში გამართეს. აღსანიშნავია, რომ კომპაქტური SUV-იც ამ პლატფორმაზე აეწყობა და 2016 წლიდან გამოვა. ”ალფას” პირველი SUV ”ფოლკსვაგენ ტიგუანის”, BMW X3-ის, Audi Q5-ისა და ამ კლასის სხვა წარმომადგენლების კონკურენტი იქნება.

                                                                        წყარო: Auto Bild Georgia