• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Saturday, December 30, 2017

ფორმულა 1: გრან პრი 2017


                          2017 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სრული სარბოლო სესიებით

1) ავსტრალია 


2) ჩინეთი


3) ბაჰრეინი


4) რუსეთი


5) ესპანეთი


6) მონაკო


7) კანადა


8) აზერბაიჯანი


9) ავსტრია


10) დიდი ბრიტანეთი


11) უნგრეთი


12) ბელგია


13) იტალია


14) მალაიზია


15) სინგაპური


16) იაპონია


17) ამერიკის შეერთებული შტატები 


18) მექსიკა


19) ბრაზილია


20) არაბთა გაერთიანებული საამიროები (აბუ დაბი)



საბოლოო ჯამში სია ასე გამოიყურება:

მრბოლელთა


კონსტრუქტორთა


Monday, December 25, 2017

ჰენრი ფორდის "რბოლა რომელმაც ყველაფერი შეცვალა" და ყინულოვანი რეკორდი

მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ავტოინდუსტრია არ იყო განვითარებული და გზა და გზა ეტაპობრივად ვითარდებოდა, ადამიანის სურვილი ყოლოდა უსწრაფესი ავტომობილი, გაემარჯვა რბოლებში. დაემყარებინა რეკორდები და ა.შ ძალზედ აქტუალური იყო. ამის ერთ-ერთი მაგალითია  - Ford 999.

სანამ უშუალოდ 999-ის ისტორიას დავიწყებდე, მანამდე პატარა ისტორიით დავიწყებ, რაც ამ ყველაფერს უძევს წინ. ჰენრი ფორდმა გარდა გამოგონებისა, ადრეული ინტერესი ნახა სარბოლო ავტომობილებშიც და 1901 წელს 26 ცხენის ძალიანი ავტომობილი შექმნა, რომელსაც Sweepstakes უწოდა. გააჩნდა 8.8 ლიტრი მოცულობის 2 ცილინდრიანი 40 ცხენის ძალის მქონე ძრავი (შედარებისთვის იგი 2.9 ლიტრით უფრო მეტი იყო, ვიდრე დღეს NASCAR-ი იყენებს) მარტივი საწვავის შეფრქვევის სისტემით ფაიფურის იზოლატორით (თანამედროვე სანთლების წინაპარი) რომელიც ადგილობრივი სტომატოლოგის მიერ იქნა დამზადებული პროტეზის მასალისაგან. ჯამში 115 კმ/სთ-ს ანვითარებდა, რომლითაც იმ დროინდელი საუკეთესო ამერიკელ მრბოლელი, ალექსანდერ ვინტონი დაამარცხა და საკუთარი კომპანია დაარსა Henry Ford Company-ს სახელწოდებით. ამ მოვლენას Ford Motor Company-ს ისტორიაში "რბოლა რომელმაც ყველაფერი შეცვალა" ეწოდება. თუმცა, 1902 წელს როდესაც მას უკვე გააჩნდა საკუთარი კომპანია და შეეძლო დამოუკიდებელი საქმიანობა, მოულოდნელად იგი დატოვა და კადილაკს შეუერთდა იმავე წელს. აქვე დავძენ, რომ ამ რბოლის შემდეგ მან მისი "სარბოლო კარიერა" დაასრულა.

ჰენრი ფორდის პირველი სარბოლო ნაბიჯები Sweepstakes-ით. დღეს იგი აღდგენილია და იმყოფება მისივე სახელობის მუზეუმში.

სწორედ აქედან იწყება ზემოთხსენებული ავტომობილის (Ford 999) ისტორიაც. მან დაიწყო თანამშრომლობა ველომრბოლელ ტომ კუპერთად და გუნდთან, რომელთაც უნდა შეექმნათ ორი მსგავსი აგებულების სარბოლო ავტომობილი, რომლებსაც სახელები არ ქონდა. ისინი უბრალოდ წითელ და ყვითელ ფერებში გადაღებეს. საბოლოო შედეგი ამ პროექტის იყო - უზარმაზარი ძრავი ე.წ შიშველ შასზე, რომელსაც არანაირი ექსტერიული სამუშაოები არ ჩატარებია. ორივე ავტომობილი ღრმად მოდერნიზირებული იყო, რასაც მისი 18.9 ლიტრი მოცულობის I ტიპის 4 ცილინდრიანი ძრავი, 100 კილოიანი მქნევარა, 184 მილიმეტრის მქონე წვის კამერის დიამეტრი და 180 მილიმეტრის მქონე დგუში მეტყველებდა. რაც საბოლოო ჯამში 70-დან 100 ცხენის ძალამდე მერყეობდა. არ გააჩნდა ამორტიზაცია, დიფერენციალი, ხოლო საჭის მექანიზმი დაუმუშავებელი მაბრუნებელი მეტალის ღერძით მუშაობდა. პროექტი საბოლოო ჯამში 5000 დოლარი დაჯდა.

ჰენრი ფორდი მართავს Ford 999-ს

როდესაც ავტომობილები რბოლამდე ორი კვირით ადრე ტესტირებისას არ დაიქოქნენ ფორდმა მისი წილი 800 დოლარად მიყიდა ბარნი ოლდფილდსა და კუპერს. 1902 წლის ზაფხულში ამ ორმა წითელს დაარქვეს 999 Empire State Express No.999 საპატივცემულოდ (4-4-0 ტიპის ორთქმავალი, რომელმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა სიჩქარის განვითარებაში 1893 წლის 10 მაისს (181.1 კმ/სთ), ხოლო ყვითელს - Arrow (ისარი). ოლდფილდმა რომელსაც არანაირი მართვის გამოცდილება არ ქონია, 999 ის მართვა შეისწავლა და იმავე წლის ოქტომბერში 8 კილომეტრიან რბოლაში, ცნობილი როგორც "მწარმოებელთა თასი" მიიღო მონაწილეობა, სადაც ვინტონი დაამარცხა. (ჯამში 2-0 ფორდის სასარგებლოდ) და გროსსე პოინტეს ტრეკზე სიჩქარის რეკორდიც დაამყარა. ამავდროულად კუპერმა თავი შეიკავა რბოლებისგან როდესაც ოლდფილდი ვინტონს ეპაექრებოდა  დარჩენილი დრო.

ჰენრი ფორდი  (მარჯვნივ) ბარნი ოლდფილდთან ერთად Ford 999-ის ფონზე

ისარს, რომელსაც ქონდა არაჩვეულებრივი სარბოლო ისტორია, 1903 წლის სექტემბერში რბოლის დროს დაიმტვრა. სადაც ფრენკ დეი, რომელიც მას მართავდა გარდაიცვალა. ფორდმა იგი გამოისყიდა, შეაკეთა და უნდოდა ისევ 999-ის დარქმევა. ვინაიდან და რადგანაც ეს სახელი უკვე დაკავებული იყო, მას მოუწია New 999 (ახალი 999), Red Devil (წითელი ეშმაკი) ან რაიმე კომბინაციის დარქმევა. 1904 წლის 12 იანვარს ნიუ ბალტიმორში (მიჩიგანის შტატი), ფორდი თვითონ მართავდა თავიდან მონათლულ 999-ს სადაც ახალი რეკორდი, 147. 05 კმ/სთ დაამყარა ყინულზე, სენთ ქლეირის ტბაზე, რამაც საბოლოოდ ფორდის ახალი კომპანიის სახელის გათქმას შეუწყო ხელი.

Sunday, December 24, 2017

ელექტრონულ მართვის სისტემაში გამოყენებული სენსორები

სენსორების დანიშნულებაა დააფიქსირონ სამუშაო პარამეტრის შესაძლო ცვლილება და აღნიშნული ინფორმაცია შემდგომი გადამუშავებისთვის მიაწოდონ მართვის ბლოკს. რის საფუძველზეც, ძრავის მუშაობის ოპტიმალური რეჟიმი განისაზღვრება. ელექტრონული მართვის სისტემაში გამოყენებული სენსორები, შესაძლებლობების მიხედვით განსხვავებულია. კერძოდ: განსხვავებებია სენსორის მიერ მართვის ბლოკისთვის მიწოდებული სიგნალის სახეობაში. არსებობს 2 ტიპის სიგნალი: ანალოგური და ციფრული. სენსორების განვითარებასთან ერთად გარდა ციფრული სიგნალის გამომუშავებისა, მათ გააჩნიათ თვითკალიბრების ფუნქცია, ასევე ზოგიერთი სენსორი თავისთავში მოიცავს მიკროკონტროლერებს, რომლებიც უკვე გადამუშავებულ ინფორმაციას გადასცემენ მართვის ბლოკს. სენსორების კონტრუქციული სრულყოფა საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის გადამუშავების საშუალება მივცეთ მართვის ბლოკს. თვითონ სენსორები ურთიერთკავშირშია ერთიანი საინფორმაციო პროტოკოლით.

  კონსტრუქციული მახასიათებლების მიხედვით განარჩევენ 4 ტიპის სენსორებს:

  • SE > სენსორები, რომლებიც მოიპოვებენ მხოლოდ ინფორმაციას, ხოლო მის შემდგომ გადამუშავებას როგორც ანალოგური ისე ციფრული სიგნალის დონეზე უზრუნველყოფს მართვის ბლოკი.

  • SE | SA > სენსორები, რომლებიც გამოიმუშავებენ ანალოგურ სიგნალს. ხოლო, შემდგომ დამუშვებას მართვის ბლოკი უზრუნველყოფს...

  • SE | SA | AD > სენსორები, რომლებიც მართვის ბლოკს ინფორმაციას აწვდიან ციფრული სიგნალის სახით.

  • SE | SA | AD | MC > სენსორები, რომლებიც უკვე დამუშავებულ ინფორმაციას უგზავნიან მართვის ბლოკს. ისინი აღჭურვილნი არიან როგორც ანალოგური და ციფრული სიგნალის წარმომქმნელი კონსტრუქციით, ისე ინფორმაციის დამუშავების მიკროკონტროლერით.

Friday, December 22, 2017

ბენზინზე მომუშავე ძრავების ელექტრონული მართვის სისტემა

ძრავის მუშაობის ელექტრონული მართვის სისტემა Motronic-ი შეიქმნა ფირმა Bosch-ის მიერ 1979 წელს. მისი მიზანი იყო საწვავის შეფრქვევის და ნაპერწკლის მიწოდების პერიოდი ელექტრონული მართვის სისტემის მეშვეობით თანხვედრაში მოეყვანა. ანუ, ანთების წინსწრების კუთხის რეგულირება განეხორციელებინა ონლაინ რეჟიმში. რაც თავისთავად გამორიცხავს ელექტრონული მართვის სისტემის არმქონე ძრავებისთვის აუცილებელ სარეგულირებო სამუშაოების შესრულებას. შესაბამისად აღნიშნული სისტემა უფრო ეკონომიურს და ეკოლოგიურს ხდის შიგაწვის ძრავს. კომპიუტერული სისტემების და მიკროელექტრონიკის განვითარებამ საშუალება მოგვცა Motronic სისტემას და შესაბამისად ელექტრონულ მართვას დავუქვემდებაროთ შიგაწვის ძრავის მუშაობის თითქმის ყველა პროცესი.

ელექტრონული მართვის სისტემის პირველი პროდუქტი Motronic სისტემა უმეტესად გავრცელებულია ევროპის ბაზარზე, ხოლო მისი ანალოგები ან აღნიშნული სისტემის სახეცვლილი ვერსიები ამერიკასა და აზიის ბაზრებზე. Motronic სისტემა ისევე როგორც სხვა ელექტრობული მართვის სისტემები შედგება 3 ძირითადი ელემენტისაგან. ესენია: ინფორმაციის მოპოვებისა და გადაცემის საშუალებები, ანუ სენსორები, ინფორმაციის გადამუშავების საშუალებები, ანუ მიკროკონტროლერები და კომპიუტერები, რომელთა დანიშნულებაა გარდა ინფორმაციის გადამუშავებისა შესაბამისი ბრძანების დამუშავებისა და გაცემის საშუალებაც. და ბოლოს, კომპიუტერისგან გაცემული ბრძანების შემსრულებელი ელემენტები, ანუ სხვადასხვა ტიპის ბიჯური ელექტრო ძრავები, სოლენოიდები და აქტუატორები. რომელთა დანიშნულებაცაა მიმდინარე პროცესების უშუალო კორექტირება.

მაგალითისთვის: ასე გამოიყურება E30/E36 ელექტრონული მართვის ბლოკი

ძრავის სამუშაო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემაში არსებული ძირითადი სენსორებია:

1. ჰაერის მიწოდების სისტემაში არსებული სენსორებია: ჰაერის ხარჯმზომი სენსორი, (მისი არქონის შემთხვევაში ზოგიერთ ავტომობილზე გამოიყენება შემშვებ კოლექტორში აბსოლუტური წნევის სენსორი), ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურის სენსორი - აღნიშნული სენსორი ჩაბერვის სისტემის მქონე ძრავებზე გამოიყენება არამარტო ატმოსფერული, არამედ ტურბინის გავლის შემდგომ არსებული ჰაერის ნაკადის ტემპერატურის შესამოწმებლადაც. იგივე შემთხვევაში გამოიყენება ე.წ ბარო სენსორი ჩაბერვის სისტემაში არსებული წნევის გასაზომად, დროსელის ფარის გასაზომად მობრუნების კუთხის სენსორი - რომლის დანიშნულებაცაა განსაზღვროს მძღოლის მიერ მოთხოვნილი ძრავის სადატვირთო რეჟიმი.

2. საწვავის მიწოდების სისტემაში არსებული სენსორები: საწვავის ავზში არსებული საწვავის დონის განმსაზღვრელი სენსორი - რომელიც დამახასიათებელია აბსოლუტურად ყველა სახეობის სისტემისათვის და საწვავის მიწოდების მაგისტრალში არსებული წნევის სენსორი - რომელიც დამახასიათებელია ე.წ GDI ძრავებისთვის. აღნიშნულ სენსორის დანიშნულებაა განსაზღვროს წნევა მაღალი წნევის კონტურში.

3. ძრავის მექანიკური ელემენტების მუშაობის პარამეტრების განსაზღვრის სენსორები: ძრავის მუხლა ლილვის ბრუნთა რიცხვისა და მდებარეობის განმსაზღვრელი სენსორი ე.წ ინდუქციური სენსორი - მისი დანიშნულებაა ძრავის მუხლა ლილვის შემობრუნების დაფიქსირება, რის საფუძველზეც ელექტრონული მართვის სისტემა ძრავს ამუშავებს და განსაზღვრავს სხვადასხვა სადატვირთო რეჟიმს, მანაწილებელი ლილვის სენსორი - რომლის დახმარებითაც ელექტრონული მართვის ბლოკი ამოწმებს ცილინდრების მუშაობის რიგს, დეტონაციის სენსორი - მისი დანიშნულებაა დააფიქსიროს ცილინდრში არსებული შესაძლო დეტონაციური წვა. არსებობის შემთხვევაში მართვის ბლოკი უზრუნველყოფს ანთების წინსწრების კუთხის ცვლილებას, ძრავის პერანგში არსებული გაგრილების ტემპერატურის სენსორი - აღნიშნული სენსორი აგრეთვე გამოიყენება გამაგრილებელი სითხის რადიატორში, აქსელერატორის მობრუნების კუთხის სენსორი - მისი დანიშნულებაა დაფიქსირდეს მძღოლის სურვილი ძრავის სადატვირთო რეჟიმის შესახებ.

4. გადამუშავებული აირის გამომშვებ სისტემაში არსებული ლამბდა სენსორები - მათი დანიშნულებაა კატალიზატორამდე განსაზღვროს ნამწვი-აირების ქიმიური შემადგენლობა. უმეტესად ჟანგბადის შემცველობა (აღნიშნული სენსორი უმეტესად გვხვდება დასახელებით o2 სენსორი) და ე.წ ფართო ზოლიანი ლამბდა სენსორი, რომელიც გვხვდება კატალიზატორის შემდეგ და გამოიყენება უმეტესად აზოტის შემცველობის განსაზღვრისთვის. ლამბდა სენსორებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მართვის ბლოკი ახდენს ნამწვი აირების განსაზღვული დოზის დაბრუნებას წვის კამერაში.

სენსორებიდან მიღებული ინფორმაცია საჭიროებს შემდგომ გადამუშავებას და შესაბამისი ბრძანების მომზადებას, რისთვისაც ელექტრონული მართვის სისტემაში გამოიყენება სრულფასოვანი კომპიუტერი, სადაც ინფორმაციის დამუშავებისა და ბრძანების მომზადების პროცესი მიმდინარეობს ციფრულ რეჟიმში.

სენსორების, რეგულატორების და პოსტში ჩამოთვლილის  ზოგადი არასრული სქემა

მართვის ბლოკის მიერ მომზადებული ბრძანების მიზანია შევცვალოთ ან კორექტირება მოვახდინოთ არსებული პროცესის, რისთვისაც ელექტრონული მართვის სისტემაში გამოიყენება შემსრულებელი მოწყობილობები. აღნიშნული შემსრულებელი მოწყობილობებია:

1. საწვავის მიწოდების სისტემაში არსებული საწვავის ტუმბოს რელე - რომლის მართვაც ხორციელდება მართვის ბლოკიდან გაგზავნილი იმპულსის საფუძველზე, საწვავის მოწოდების მაღალი წნევის აკუმულატორში არსებული წნევის რეგულატორი - რომლის საშუალებითაც მართვის ბლოკი მაღალი წნევის აკუმულატორში წნევის მუდმივობას უზრუნველყოფს, ფრქვევანები - რომლის საშუალებითაც მართვის ბლოკი უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობისა და შესაბამისი დროის პერიოდის მიხედვით საწვავის მიწოდებას ძრავას ცილინდრის წვის კამერაში, დიზელის სისტემაში არსებული საწვავის შემთბობი სანთლები (სპირალები) და მათი რელე. სანთლების დახმარებით გაადვილებულია ცივი ძრავის გაშვების პროცესი.

2. ჰაერის სისტემაში არსებული ნამწვი-აირების რეცირკულაციის სარქველი (EGR) - რომლის დანიშნულებაა მართვის ბლოკის ბრძანების შესაბამისად ნამწვი-აირების განსაზღვრელი ოდენობა ხელმეორედ დააბრუნოს ცილინდრის წვის კამერაში, დროსელის ფარის მობრუნების ელექტრო ამძრავი - რომლის დახმარებითაც მართვის ბლოკი უზრუნველყოფს მძღოლის მიერ მოთხოვნილი სადატვირთო რეჟიმის შესაბამისად გახსნას დროსელის ფარი ან დაკეტოს, ჩაბერვის სისტემაში არსებული წნევის სარეგულირებო სარქველი wastegate - აღნიშნული სარქველის დახმარებით, მართვის ბლოკი ინარჩუნებს მუდმივ წნევას ჩაბერვის სისტემაში, უქმისვლის რეგულატორები - მათი დახმარებით მართვის ბლოკი უზრუნველყოფს ძრავის მუშაობას უქმსვლაზე ისე რომ არ ჩაქვრეს ძრავი.

3. ანთების სისტემაში არსებული შემსრულებელი ელემენტები. ესენია: ანთების მაღალი ძაბვის კოჭა თავისი სანთლებით. შედარებით ძველი წარმოების ძრავებზე ცალკე ერთეულად არსებული ანთების ელექტრონული მართვის ბლოკი.

Thursday, November 16, 2017

ავტომობილის ძრავის და სხვა ძირითადი აგრეგატების ელექტრონული მართვის სისტემა


ელექტრონული მართვის სისტემა უზრუნველყოფს აგრეგატებსა და კვანძებში მიმდინარე სამუშაო პროცესების მართვას ონლაინ რეჟიმში. რაც, აუცილებელია აღნიშნული პროცესები ოპტიმალურ დონეზე წარმართოს. მაგალითად: შიგაწვის ძრავის გაგრილების სისტემაში არსებული გამაგრილებელი სითხის ტემპერატურის სენსორის მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მართვის ბლოკი განსაზღვრავს ძრავის მუშაობის რამდენიმე პარამეტრს. მათ შორის, ძრავის ცილინდრის წვის კამერაში შეშვებული სამუშაო ნარევის პროპორციის, უქმსვლაზე (ხალასტოი) ძრავის მუშაობის ბრუნთა რიცხვს, ციფრული თერმოსტატის მოქმედებაში მოყვანის პერიოდს და სხვა.

გამაგრილებელი სითხის ტემპერატურის სენსორი


ავტომობილის აგრეგატების და კვანძების ელექტრონული მართვის სისტემებიდან ყველაზე მეტად რთული და სრულყოფილი, ძრავის მუშაობის ელექტრონული მართვის სისტემაა (სურათი პირველი). ძრავის ელექტრონული მართვის სისტემა, ისევე როგორც სხვა კვანძების მართვის სისტემები, ფუნქციონირებს ძირითადი სქემის მიხედვით. ინფორმაციის მომპოვებელი კომპონენტები > ინფორმაციის დამუშავების განყოფილება > ბრძანების შემსრულებელი ელემენტები. ინფორმაციის მომპოვებელი ელემენტები, ესაა სხვადასხვა სახეობისა და ტიპის სენსორები (სურათი მეორე), რომელთა საშუალებითაც ძრავის მუშაობის დროს ხორციელდება ძირითადი სამუშაო პარამეტრების მონიტორინგი. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველდე ძრავში მინდინარე პროცესის სამუშაო პარამეტრის მნშვნელობა კორექტირდება ისე, რომ მიღებული იყოს ძრავის მუშაობის ოპტიმალური რეჟიმი. ინფორმაციის გადამუშავების პროცესს ელექტრონულ მართვის სისტემაში ახორციელებს მართვის ბლოკი, რომელიც წარმოადგენს სრულფასოვან კომპიუტერებს და გარდა ინფორმაციის დამუშავებისა უზრუნველყოფს ძრავის მუშაობის რეჟიმის მაკორექტირებელი ბრძანების გაცემას. რაც შეეხება შემსრულებელ ელემენტებს, ესენია: სხვადასხვა ტიპის რელეები, სარქველები, აქტუატორები, სოლენოიდები (პატარა ელექტრო ძრავი), სხვადასხვა რეგულატორები და სხვა.

რელე

აქტუატორი


სოლენოიდი

რეგულატორი

შიგაწვის ძრავის გადამუშავებული აირების გამომშვები სისტემა

წვის შედეგად მიღებული პროდუქტების გამოშვება ძრავის ცილინდრიდან წარმოებს გამომშვები  სარქველის ან სარქველების დახმარებით, საიდანაც მაღალი ტემპერატურის მქონე ნამწვი აირები გამომშვები კოლექტორის გავლით ხვდება მაყუჩის მფილტრავ განყოფილებაში და გამოდის ატმოსფეროში. გადამუშავებულიაირების გამომშვებ სისტემას წაეყენება 2 ძირითადი მოთხოვნა:

1. უზრუნველყოს ნამწვი აირების ფილტრაცია ისე, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ნახშირორჟანგის და აზოტის ჟანგეულების შემცველობა, რაც მიიღწევა გამომშვებ სისტემაში კატალიზატორის გამოყენებით, აგრეთვე აირების შემცველობის მუდმივი მონიტორინგით.

2. ნამწვი აირები რაც შეიძლება დაბალი დონის ხმაურით გამოვიდნენ ატმოსფეროში. აღნიშნული მიიღზევა გადამუშავებული აირების გამომშვები სისტემის სპეციალური კონსტრუქციის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს აირების სიჩქარის შემცირებას და შესაბამისად აირების გამოშვების ხმაურის დონის სიმცირეს.

გადამუშავებული აირების გამომშვები ზოგადი სისტემა შედგება: A - მაყუჩი, B - პირველი ლამბდა სენსორი (იგივე  Co) B (2) - მეორე ლამბდა სენსორი (იგივე ფართოზოლიანი ), C - კატალიზატორი, D - გამომშვები მილაკი, E - მილაკის კუდი.

გადამუშვებული აირების სისუფთავე დამოკიდებულია სატრანსპორტო საშუალებაში გამოყენებული საწვავის ხარისხზე, ასევე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობაზე. კერძოდ: ძრავის მუშაობის პროცესის ელექტრონული მართვის სისტემაზე, რაც მოიცავს ისეთ ძირითად კვანძებს როგორიცაა: ანთების სისტემა, კვების სისტემა, აირ-გამანაწილებელი ფასების ელექტრონული მართვა, გაგრილების სისტემა და გადამუშავებული აირების გამომშვები სისტემა. აღნიშნული სისტემებიდან, ჩვენ განსახილველი გვაქვს მხოლოდ გადამუშავებული აირების მართვის სისტემა. გადამუშვებული აირების სისუფთავის კონტროლი ხორციელდება ელექტრონული მართვის სისტემის შესაბამისი სენსორებისა და შემსრულებელი ელემენტების გამოყენებით. კერძოდ: ინფორმაციის მომძიებელ ელემენტებად ანუ სენსორებად გამოყენებული გვაქვს ფართოზოლიანი და Co-ს შემცველობის განსაზღვრის ლამბდა სენსორები. ხოლო შემსრულებელ ელემენტად EGR (ნამწვი აირების რეცირკულაციის) სარქველი. ჩაბერვის სისტემის გამოყენების შემთხვევაში ე.წ wastegate ანუ წნევის სარეგულირებელი სარქველი, რომლის მოქმედებაში მოყვანაც ჩაბერვის სისტემაში არსებული წნევის ინფორმაციის საფუძველზე ხდება.

                               EGR სარქველი                                                 Wastegate სარქველი
                                  ორივე მათგანის ვიზუალი ხშირ შემთხვევაში განსხვავებულია


ლამბდა სენსორების დანიშნულებაა უზრუნველყონ მართვის ბლოკისთვის ინფორმაციის მიწოდება ნამწვ აირებში მავნე ნივთიერებების შემცველობის შესახებ. ამათგან Co-ს შემხველობის განმსაზღვრელი ლამბდა ზონდი და ფართოზილიანი ლამბდა ზონდი მუშაობს პრინციპითა და დანიშნულებით განსხვავებულია. კერძოდ: Co-ს მონიტორინგის ლამბდა სენსორი დგას გამომშვებ კოლექტორზე კატალიზატორამდე, ხოლო ფართოზოლიანი ლამბდა სენსორი კატალიზატორის შემდეგ. ანუ ფართოზოლიანი ლამბდა სენსორის დანიშნულებაა განსაზღვროს კატალიზატორის გავლის შემდეგ მავნე ნივთიერებების შემცველობა ნამწვ აირებში, რის საფუძველზეც ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ კატალიზატორის ვარგისიანობაზე.


ლამბდა სენსორი

Co-ს განმსაზღვრელი ლამბდა სენსორის მიერ დაფიქსირებული მავნე ნივთიერებების სიჭარბე ნამწვ აირებში ელექტრონული მართვის ბლოკს აიძულებს მოქმედებაში მოიყვანოს ნამწვი აირების რეცირკულაციის სარქველი (NARS, იგივე EGR), რომლის დახმარებით ნამწვი აირების განსაზღვრული ოდენობა ბრუნდება წვის კამერაში განმეორებითი დაწვისთვის. აღნიშნული საშუალებას გვაძლევს გამონაბოლქვის განსაზღვრულ მოცულობაში შევამციროთ მავნე ნივთიერებების რაოდენობა. ჩაბერვის სისტემაში არსებული წნევის სარეგულირებო სარქველი (wastegate) უზრუნველყოფს ჩაბერვის სისტემაში არსებული წნევის რეგულირებას ნამწვი აირების ტურბინის გვერდის ავლით გაშვების გზით.

EGR სარქველის მუშაობის ვიდეო

Sunday, November 12, 2017

შიგაწვის ძრავის შეზეთვის სისტემა


ძრავის მუშაობის თავისებურებიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ უმეტესად შეუღლებული დეტალები სრიალის ხახუნით მოძრაობენ ერთმანეთის მიმართ, აუცილებელია მიიღოთ სრიალის ხახუნის ის სახეობა, რომელიც მიკროდონეზე შემოწმებისას გორვის ხახუნის მახასიათებელს შეიცავს. აღნიშნულის მიზანია შემცირდეს მოხახუნე ელემენტების ცვეთის ინტენსიურობა, რომელიც ყველაზე მაღალია დეტალების მისახმარისების  პერიოდში და მისახმარისების პერიოდის გავლის შემდეგ აღნიშნული სიდიდე მუდმივია. ცვეთის ინტენსიურობის მუდმივობის შესაბარჩუნებლად, აუცილებელია ვუზრუნველყოთ ე.წ სველი (ან თხევადი) ხახუნი, ნაცვლად მშრალი ან ნახევრადმშრალის. სველი ხახუნი მიიღწევა მოხახუნე დეტალების ზედაპირზე ზეთის ინტენსიური მიწოდების შედეგად, რაშიც ძრავის შეზეთვის სისტემა გვეხმარება. მოხახუნე დეტალებისთვის მიწოდებული ზეთის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს მუშაობის და სადატვირთო პირობებს ისე, რომ მოხახუნე ზედაპირზე მუდმივად იყოს ზეთის თხელი ფენა.

(სურათი: champion777.ucoz .com)

შეზეთვის სისტემის მთავარი ამოცანაა მუდმივად იყოს ზეთის თხელი ფენა მოხახუნე დეტალების ზედაპირზე.  ყველაზე დატვირთულ დეტალებს იგი წნევით მიეწოდება, ხოლო ნაკლებად დატვირთულს–გაშხეფვით და თვითდინებით.  ასევე, აგრილებს მოხახუნე ზედაპირებს და იცავს მათ კოროზიისაგან. შეზეთვის სისტემის მთავარი კონსტრუქციული ელემენტებია: ზეთის ტუმბო, ზეთის ფილტრი, შეზეთვის სისტემის სადინარები, (რიგ შემთხვევაში გამოიყენება ზეთის გაგრილების რადიატორი), შეზეთვის სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ზეთის კარტერი ე.წ რეზერვუარი.

როგორ მუშაობს ზეთი ძრავში

თანამედროვე ავტომობილებში შეზეთვის სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის დამატებულია ელექტრონული მართვის ელემენტები. ესენია: ზეთის ტემპერატურის და სიბლანტის განმსაზღვრელი სენსორები.


 ზეთის ტემპერატურის სენსორი
სიბლანტის განმსაზღვრელი სენსორი 

ხოლო რაც შეეხება პროპილაქტიკურ მხარეს..


შეზეთვის სისტემის ტექნიკური მომსახურების ძირითადი სამუშაო და ზეთის შეცვლის სამუშო, რომელიც განეკუთვნება პროფილაქტიკურ სამუშაოების ჯგუფს. ზეთის შეცვლის პერიოდულობა დამოკიდებულია ავტომწარმოებელზე და კონკრეტულ საექსპულატაციო გარემოზე. ზეთის შეცვლის სამუშაო მოითხოვს შეირჩეს შესაბამისი მარკის ზეთი ჩამოვუშვათ კარტერიდან ნამუშავები ზეთი, დავხუროთ კარტერი, ჩავასხათ შედარებით დაბალი სიბლანტის ზეთი, (მაგალითისთვის სატრანსმისიო) ვამუშაოთ მაქსიმუმ 3 წუთის განმავლობაში და ჩამოვუშვათ აღნიშნული ზეთი. ამის შემდეგ, ძრავის მოხახუნე დეტალების ნამწვისგან გასაწმენდად გამოიყენება სპეციალური დანამატი. ზეთვისთვის აღნიშნულ დანამატს ვასხამთ ზეთის სასხმელი არხიდან, ვიდრე ზეთს შევცვლით. ვამუშავებთ მხოლოდ უქმსვლაზე 3-5 წუთის განმავლობაში, ჩამოვუშვებთ ნამუშევარ ზეთს, ვცვლით ნამუშევარ ფილტრს და ვაკეთებთ შეზეთვის სისტემის ახალი ზეთით შევსებას.

ავტომობილის ძრავის გაგრილების სისტემა

ძრავის გაგრილების სისტემის დანიშნულებაა უზრუნველყოს ძრავის ნორმალური თბური რეჟიმის შენარჩუნება. კერძოდ: არ მოხდეს ძრავის გადახურება ან ზედმეტად გადაციება. გაგრილების სისტემის ძირითადი განყოფილებაა ძრავის გამაგრილებელი სითხის პერანგი, რომელიც გარს აკრავს ძრავის ცილინდრების ბლოკს. გამაგრილებელი სითხის პერანგიდან აუცილებელია ზედმეტი ტემპერატურის მქონე სითხე გავუშვათ გამაგრილებელ რადიატორში, სადაც ხდება სითბოს ართმევა და ნორმალური ტემპერატურის სითხის მიწოდება კვლავ ძრავის ცილინდრების ბლოკისკენ. გამაგრილებელი სითხის ცირკულაციას გაგრილების სისტემაშo უზრუნველყოფს შესაბამისი ტუმბო (წყლის პომპა), რომელიც მოქმედებაშ მოდის მუხლა ლილვის დაბრუნების შედეგად.

გაგრილების სისტემის ზოგადი სქემა

გაგრილების სისტემა შედგება ორი განყოფილებისაგან.
1. ჩაკეტილი მოკლე წრე როდესაც გამაგრილებელი სითხე მოძრაობს მხოლოდ ცილინდრების ბლოკის არსებულ პერანგში და ასევე მიეწოდება სალონის გამათბობელის სისტემის რადიატორს. 
2. მოკლე წრეზე გამაგრილებელი სითხის დასაშვებ ტემპერატურაზე (80-100 გრადუსი) გათბობის შემდეგ თერმოსტატის საშუალებით მისი მიწოდება წარმოებს დიდ წრეზე რადიატორისკენ. სითხის ტემპერატურის ცვლილება რადიატორში წარმოებს ავტომობილის შემხვედრი ჰაერის ნაკადის მიერ, ხოლო თუ ავტომობილის სიჩქარე დაბალია და საკმარისი არ არის რადიატორში არსებული გამაგრილებელი სითხის ტემპერატურის დასაწევად, მას უზრუნველყოფს გაგრილების სისტემაში არსებული ვენტილიატორი.

ძრავის მოკლე და დიდ წრეზე მუშაობის ვიდეო

გამაგრილებელი სითხის ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად იცვლება მისი მოცულობაც. კერძოდ: გაცხელების შემთხვევაში სითხის მოცულობა იმატებს, ამიტომ აუცილებელია, რომ ავიცილოთ თავდან გაგრილების სისტემაში სითხის დონის კლება ან ზედმეტად არ მოხდეს სისტემის გადავსება. აუცილებელია გაგრილების სისტემაშ დავამატოთ საფართოვებელი ავზი, რომელიც აღჭურვილია სახურავ-სარქველით, რომელიც ორთქლის მატების შემთხვევაში უზრუნველყოფს გაგრილების სისტემის დაცვას ზედმეტი წნევისგან.

კლასიკური გაგრილების სისტემის ძირითადი კონსტუქციული ელემენტებია: 1. გამაგრილებელი სითხის ტუმბო 2. თერმოსტატი 3. რადიატორი 4. საფართოებელი ავზი 5. რადიატორის ვენტილიატორი 6. სალონის გათბობის სისტემის რადიატორი.

(სურათი: champion777.ucoz .com)

თერმოსტატი არის მოწყობილობა, რომელიც ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად უზრუნველყოფს სარქველის გაღებას ან ჩაკეტვას. მასში გამოყენებულია ადვილად აქროლვადი სითხე, რომელიც 70-80 გრადუს ტემპერატურაზე ორთქლად იქცევა. ორთქლად ქცევის შედეგად ვღებულობთ განსაზღვრულ სივრცეში მაღალ წნევას, ხოლო მაღალი წნევის მოქმედებით ვხსნით სარქველს. აღნიშნული კონსტრუქცია არის შედარებით მოძველებული კონსტრუქცია თერმოსტატისთვის. თანამედროვე პირობებში ავტომობილზე გამოიყენება ციფრული თერმოსტატები, რომელიც მოქმედებაში მოდის ელექტრონული მართვის ბლოკის მიერ მოცემული ბრძანების საფუძველზე.

მექანიკური და ციფრული თერმოსტატი ვიზუალურად თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისგან

თანამედროვე ავტომობილის ძრავის გაგრილების სისტემაში არსებობს სისტემის ელექტრონული მართვის ელემენტები. კერძოდ: ტემპერატორული სენსორები, რომლებიც განთავსებულნი არიან ძრავის ცილინდრის ბლოკზე ან თერმოსტატის კორპუსზე და რადიატორში. პირველ შემთხვევაში ინფორმაცია ტემპერატურის შესახებ გვჭირდება ძრავისთვის მიწოდებული სამუშაო ნარევის ოპტიმალური პროპორციის მოსამზადებლად, ხოლო მეორე შემთხვევაში რადიატორში არსებული ტემპერატურის სენსორის ინფორმაციის საფუძველზე მართვის ბლოკი უზრუნველყოფს ელექტრო ვენტილიატორის ჩართვას.

მაგალითისთვის: ისრით აღნიშნულია ცილინდრის ბლოკზე არსებული ტემპერატურის სენსორი

შიგაწვის ძრავის კვების სისტემა

კვების სისტემის დანიშნულებაა უზრუნველყოს შესაბამისი პროპორციის სამუშაო ნარევის მომზადება და მისი მიწოდება ცილინდრის წვის კამერაში. კვების სისტემის ძირითადი კონსტრუქციული ელემენტებია ბენზინის ძრავის შემთხვევაში: საწვავის ავზი მასში მოთავსებული ელექტრო ტუმბოთი, რომელიც აღჭურვილია მფილტრავი ელემენტით, დაბალი წნევის მილსადენები ბენზინის ძირითადი ფილტრით და სამუშაო ნარევის წარმოქმნის სისტემა. დიზელის ძრავის შემთხვევაში: კონსტრუქციული ელემენტები ანალოგიურია. განსხვავება მხოლოდ მაღალი წნევის კონტურის არსებობაა თავისი მაღალი წნევის ტუმბოთი.


სამუშაო ნარევის წარმოქმნის სისტემა ავტომობილის განვითარებასთან ერთად დაიხვეწა და უფრო განსხვავებული გახდა წინა სისტემებთან შედარებით. სამუშაო ნარევის პირველი სახეობა არის კარბურატორი, რომელიც მუშაობს ე.წ სტატიკური ინფორმაციის საფუძველზე. რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია ონლაინ რეჟიმში ცვალოს სამუშაო ნარევის პროპორცია ძრავის მუშაობის რეჟიმიდან გამომდინარე. კარბურატორით აღჭურვილი კვების სისტემა არ მოიცავს ცალკე გამოყოფილ ჰაერის მიწოდების სისტემას, ის გაერთიანებულია კარბურატორთან. კაბურატორით აღჭურვილი კვების სისტემის შემთხვევაში ძრავის ცილინდრებს სამუშაო ნარევი მიეწოდება შეწოვით ანუ თვითდინებით. შესაბამისად კარბურატორში სამუშაო ნარევის მიღება წარმოებს ჰაერის მოძრაობის სიჩქარეზე დამოკიდებულებით. კერძოთ: რაც უფრო მეტია ბრუნთა რიცხვი, მით უფრო მაღალია კარბურატორის დიფუზორში გამავალი ჰაერის ნაკადის სიჩქარე და შესაბამისად მიწოდებული საწვავის ოდენობაც მეტია. კარბურატორის ძირითადი ელემენტებია: ჰაერისა და ბენზინის ე.წ "ჟიკლიორები" საიდანაც ხდება შესაბამისად ჰაერისა და ბენზინის მიწოდება, დიფუზორი ან დიფუზორები, ტივტივა კამერა რომელიც კარბურატორში არსებული საწვავის დონის მუდმივობას უზრუნველლყოფს, დამაჩქარებელი ტუმბო, რომელიც მყისიერი დატვირთვისას ე.წ ბუსტ რეჟიმში გამოიყენება და ძრავის უქმსვლაზე მუშაობის რეგულატორი, რომელიც ბოლო პერიოდში უმეტესად გამოიყენებოდა ელექტრო ამძრავით.


ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კარბურატორის გამოყენება შეიზღუდა. ის ჩაანაცვლა სამუშაო ნაევის წარმოქმნის განსხვავებულმა სისტემამ, რომელშიცად საწვავისა და ჰაერის მიწოდების სისტემა ცალ-ცალკე დაიყო. კერძოდ: საწვავის მიწოდების სისტემაში გამოვიყენეთ ელექტრო-მაგნიტური ფრქვევანა, ხოლო ჰაერის მიწოდების კონტური საწვავის მიწოდების კონტურისგან დამოუკიდებელია. აღნიშნულ სისტემას შეფრქვევის სისტემა ეწოდება ე.წ პრისკი. თავდაპირველი ვარიანტი ითვალისწინებს შემშვებ კოლექტორზე ერთი ფრქვევანის გამოყენებას, რომლის მიერ გაფრქვეული საწვავის ნაკადის მართვა ხორციელდება ნაკადის რეგულირების ფარის მეშვეობით. აღნიშნული სისტემის შემდგომი განვითარებაა ე.წ წერტილოვანი პრისკი, რომელიც გულისხმობს იმდენი ფრქვევანის არსებობას, რამდენი ცილინდრიც აქვს ძრავს. აღნიშნულ სისტემას ცალკე კონტურად გამოყოფილი აქვს ჰაერის მიწოდების სისტემა, რომელიც აღჭურვილია სამუშაო ნარევის წარმოქმნისთვის საჭირო ჰაერის ოდენობის განმსაზღვრელი სენსორებით, ასევე ძრავის დატვირთვის რეჟიმის ცვლილების განსახორციელებლად საჭირო დროსელის კვანძით. თანამედროვე კვების სისტემა აღჭურვილია ელექტრონული მართვის ელემენტებით. სამუშაო ნარევის წარმოქმნის ელექტრონული მართვის სისტემის დახმარებით კვების სისტემა ახორციელებს უკვე დინამიკური ინფორმაციის საფუძველზე, რაც ნიშნავს ძრავის ონლაინ რეჟიმში მიმდინარე პროცესების შესაბამისად სამუშაო ნარევის პროპორციის მომზადებას. ბენზინით მომუშავე ძრავების კვების სისტემის განვითარების საბოლოო ეტაპია ბენზინის უშუალო შეფრქვევა ძრავის ცილინდრის წვის კამერაში. აღნიშნული კვების სისტემის განმასხვავებელი კონსტრუქციული ელემენტებია: მაღალი წნევის კონტური, რომელიც აღჭურვილია მაღალი წნევის ტუმბოთი, მაღალი წნევის მილსადენებით, გამანაწილებელი მილსადენებით, რომელიც თავის მხრივ აღჭურვილია წნევის სენსორითა და რეგულატორით.

(სურათი: champion777.ucoz .com)

დიზელის ძრავის კვების სისტემა არსებობს ძირითადად ორგვარი კონსტრუქციის. ორივე შემთხვევაში გვაქვს ორი განყოფილება: დაბალი და მაღალი წნევის. მაღალი წნევის კონტური ადრეულ ვარიანტებში გვაქვს: მაღალი წნევის სექციებიანი ტუმბო (სექციების რაოდენობა ძრავის ცილინდრების რაოდენობის ტოლია), მაღალი წნევის მილსადენები და მექანიკური ამძრავის ან ელექტრო მაგნიტური ფრქვევანა. კვების სისტემის მეორე ვარიანტი არის Common Rail სისტემა. თანამედროვე დიზელის ძრავებისადმი წაყენებული ეკოლოგიური მოთხოვნები კონსტრუქტორებს უბიძგებს შექმნან ისეთი სისტემები, რომლის საშუალებითაც კიდევ უფრო მეტად გავზრდით  შეფრქვევის წნევას წვის კამერაში. აღნიშნული სისტემის განმასხვავებელი კონსტრუქციული ელემენტია ტუმბო-ფრქვევანა.
                  სექციებიანი ტუმბო                                                           Common Rail სისტემა

თანამედროვე ძრავის კვების სისტემა მოიცავს ტურბო ჩაბერვას, რაც გულისხმობს ცილინდრის წვის კამერაში ჰაერის მაღალი წნევით შეშვებას. აღნიშნული მიიღწევა ტურბო კომპრესორით ან სუპერკომპრესორით. ჩაბერვის სისტემა წნევის მუდმივობის შესანარჩუნებლად აღჭურვილია წნევის საზომი სენსორებით და წნევის საერგულირებო სარქველით. ტურბო კომპრესორის გამოყენების შემთხვევაში ცხელი ჰაერის გასაგრილებლად გამოიყენება ჰაერის გაგრილების რადიატორი, ე.წ ინტერქულერი.

                     
საბოლოო ჯამში კვების სისტემის ძირითადი კონსტრუქციული ელემენტებია. საწვავის მიწოდების სისტემაში: საწვავის ავზი ელექტრო ტუმბოთი და დონის შესამოწმებელი სენსორით, დაბალი მილსადენებითა და ფილტრით, ავზის ვენტილაციის სარქველითა და ადსორბერით (ორთქლის გადამამუშავებელი სითხედ) მაღალი წნევის ტუმბო, მაღალი წნევის მილსადენები, გამანაწილებელი მილსადენი (ლიანდაგი) წნევის სარქველითა და სენსორით, მექანიკური და ელექტრო მაგნიტური ფრქვევანებით. აღნიშნული სისტემა ითვალისწინებს საწვავის უკუმიმართულებით გადაგზავნის კონტურს, რომელშიდაც გათვალისწინებულია საწვავის გამაგრილებელი მოწყობილობები. ბენზინით მომუშავე ძრავების შემთხვევაში ჰაერის მიწოდების სისტემაში გვხვდება დროსელის კვანძი, უქმისვლის რეგულატორით და ფარის მობრუნების კუთხის სენსორით.


შიგაწვის ძრავის კვების სისტემის ოპტიმალური მუშაობისთვის აუცილებელია ნამწვი აირების რეცირკულაციისა და გადამუშავების სისტემა. აღნიშნული სისტემა ემსახურება როგორც ეკოლოგიური პარამეტრების გაუმჯობესებას, ისე სამუშაო ნარევის ოპტიმალური პროპორციის განსაზღვრას. გადამუშავებული აირების გამომშვები სისტემა აღჭურვილია ლამბდა სენსორით, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს სამუშაო ნარევის პროპორციაზე. ლამბდა სენსორის ინფორმაციის საფუძველზე მართვის ბლოკს მოქმედებაში მოჰყავს ნამწვი აირების რეცირკულაციის სარქველი (EGR).

წითლად აღნიშნულია ჩამოთვლილი EGR და ლამბდა სენსორები

Thursday, November 2, 2017

ახალი თაობის Shelby 1000


2012 წელს, როდესაც კუნთ მაგარ ავტომობილებში ბუმი იყო, თუ ვის უფრო დიდი ბლოკი ქონდა, Shelby American-მა წარადგინა Shelby 1000, რომელიც 1200 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და ამით საკმაოდ სოლიდური პასუხი გასცა იმ დროისთვის Dodge-სა და Chevrolet-ს. 5 წლის შემდეგაც არ აყოვნებს Shelby და იგივე მეთოდს იმეორებს, ისევე კარგი პასუხისთვის.

ლას ვეგასში SEMA კვირის შოუზე, Shelby-მ წარადგინა ახალი თაობის Shelby 1000. დიდად დროც არ გაწელა და ფანებსაც მალევე გაუმხილა მისი ტექნიკური მონაცემებიც. ასევე არც ახალი მუსტანგების მფლობელებისთვის დაუწყვიტია გული. კომპანიამ მათ წარუდგინა 1000 ცხენის ძალიანი მოდიფიკაცია, რომელიც 2015 წლის (S550 ძარის) მქონე V8 Mustang-ისთვის იქნება განკუთვნილი.

ავტომობილს ჩაუტარდა მოდერნიზაცია ტრეკისთვის განკუთვნილ ამორტიზაციაზე, ძარაზე, სამუხრუჭე სისტემაზე და სუპერდამჭირხნზე.


ძალურ აგრეგატად გამოყენებულია ქარხნული 5.2 ლიტრი მოცულობის V ტიპის 8 ცილინდრიანი ძრავი, რომელსაც 4.5 ლიტრი მოცულობის სუპერდამჭირხნი ემსახურება, 90 გრადუსის მქონე მუხლა ლილვი, მოდერნიზირებული ცილინდრის თავები GT350-დან, მაღალი წნევის შეფრქვევის სისტემა, ინტერქულერი, განახლებული მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ელექტრონული მართვის სისტემა და ტუნინგი. 

ექსტერიერის განახლებაში შევიდა: ახალი წინა ფასცია, ძარის ზედა, წინა ფრთები, პანელები, უკანა დიფუზორი, გამომშვები სისტემა და გაფართოებული წინა და უკანა ბაზა. ძირზე: სრულად რეგულირებადი ამორტიზაცია, გაძლიერებული ღერძები და მორგვები, გამაგრებული საბურავების დამჭერები, გაფართოებული საბურავები და Brembo-ს სამუხრუჭე სისტემა.


განსხვავებით მისი წინამორბედისგან, რომელიც 5.8 ლიტრი მოცულობით იყო აღჭურვილი და 1200 ცხენის ძალას აღწევდა, ახალი მოდელი მას 0.6 ლიტრი მოცულობითა და 200 ცხენის ძალით ჩამორჩება. როგორც კომპანიაში ამბობენ, 5.8 ლიტრი მოცულობის ძრავები აღარ იწარმოება თუმცა, ეს ხელს არ უშლის იმ ფაქტს, რომ ახალი მოდელი წინაზე გაცილებით უკეთესია. ასევე თუკი წინა მოდელს ოფციის სახით მოყვებოდა ქალაქისა და უგზოობის ოფცია და შეიძლებოდა ქალაქში გადაადგილება, ახალი მხოლოდ ტრეკით შემოიფარგლება.

გაყიდვები დაიწყება 2018 წლის პირველ კვარტალში, წელიწადში 50 ავტომობილის დამზადების გადაწყვეტილებით და საწყისი ფასით - $170.000

Saturday, October 21, 2017

Partisan One - ავტომობილი საუკუნოვანი გარანტიით


ერთი შეხედვით ეს "Minecraft-ში" აწყობილი ან/და HMMWV-ის ტიპის ავტომობილი, თანამედროვეობის ნამდვილი Willys MB-ია - სახელად Partisan One. რომელიც არც თუ ისე ცნობილმა გერმანულმა კომპანიამ - Partisan Motors-მა შეიმუშავა. პირველივე შეხედვის თანავე ჩანს კომპანიის ძირითადი აქცენტი გაკეთებულია მის სამხედრო დანიშნულებაზე, თუმცა იგი სამოქალაქო ბაზარზეც გამოჩნდება და რაც ყველაზე მთავარია, მწარმოებლისგან 100 წლიანი გარანტია გაიცემა!


ასეთი ვიზუალიდან გამომდინარე მისი მომსახურება იაფი და მარტივია, ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ძალური თუ ძარული დანადგარების დაყენება მარტივად. ასეთი უპირატესობიდან გამომდინარე, მისი ტექნოლოგია ძალიან შეზღუდულია. გამოყენებულია მხოლოდ საჭის, სატერფულების, სავარძლების და განათების მექანიზმები.


მისი მამოძრავებელი ძალა გათვალისწინებულია იყოს ისევე როგორც შიგაწვის, ასევე ჰიბრიდული ან სრული ელექტრო. სტანდარტი კი Fiat-ის 2.8 ლიტრი მოცულობის I ტიპის 4 ცილინდრიანი დიზელის ძრავია, რომელიც 148 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სვლის მარაგი 1609 კილომეტრი.


სურათებზე აღნიშნული მოდელი 4 720 მილიმეტრი სიგრძის, 2 300 მილიმეტრი სიგანის და 2 230 მილიმეტრი სიმაღლის სამკარიანია ძარაა. კომპანია სამომავლოდ ხუთკარიან 6x6 და უფრო შორეულ მომავალში 8x8 ვერსიის დამზადებსაც აპირებს. ოფციის სახით კი მყიდველს ნაღმ და მტვერ საწინააღმდეგო ძირს შესთავაზებს.

Partisan One-ის საწყისი ფასი 49.500 ევროა.

Tuesday, October 17, 2017

ავტომობილის ABS (Anti-lock braking) სისტემა


ABS ცნობილი ასევე როგორც CAB (Controller Anti-lock Brake) ჩვეულებრივ მოიცავს ელექტრონულ მართვის სისტემას, საბურავის სიჩქარის სენსორებს და სულ ცოტა ერთ ან ორ ჰიდრავლიკურ სარქველს მუხრუჭის ჰიდრავლიკაში. ელექტრონული მართვის სისტემა გამუდმებით მონიტორინგს უწევს თითოეული თვლის რაციონალურ სიჩქარეს. თუკი იგი დააფიქსირებს რომელიმე თვლის საგრძნობ შენელებას ვიდრე სხვების, საბურავის ჩაკეტვის საშიშროების მიზნით იგი რთავს სარქველს რათა შეამციროს ჰიდრავლიკური წნევა ზემოთხსენებული საბურავის მუხრუჭში. ასევე ამცირებს მუხრუჭის ძალას რაც საბოლოოდ საბურავს ასწრაფებს. ხოლო თუკი ელექტრონულმა მართვის სისტემამ დააფიქსირა საპირისპირო პირიქით, ზრდის ჰიდრავლიკურ წნევას, შესაბამისად მუხრუჭის ძალასაც. ყოველივე გრძელდება გამუდმებით და მძღოლს შეუძლია გაიგოს პედალზე პულსაციის მიხედვით. ზოგიერთ ABS-ს შეუძლია გააკეთოს მოქმედება 15-ჯერ წამში. ყოველივე ამის გამო, ამ სისტემით აღჭურვილი მანქანები პრაქტიკულად შეუძლებელია გაიჭედოს პანიკურ ან ექსტრემალურ სიტუაციაშიც კი.

თანამედროვე ABS-ში გამოყენებულია ინდივიდუალური წნევის მუხრუჭი ოთხივე თვალზე სენსორების კონტროლ სისტემის და მიკრო კონტროლერების შიგნით. დღევანდელობაში ABS-ი ESC-ს (electronic stability control) მოყვება, ასევე რა თქმა უნდა შეიძლება იყოს ცალკე (თუმცა ახალი მანქანების შემთხვევაში ზემოთხსენებულშია გაერთიანებული) ასევე, საჭის მოხვევისა და გიროსკოპული სენსორი.


კომპონენტები:

გამოიყენება 4 ძირითადი კომპონენტი: 1) საბურავის სიჩქარის სენსორები, 2) კონტროლერი 3) სარქველები და ტუმბო.


სიჩქარის სენსორები:

სიჩქარის სენსორები გამოყენებულია, რათა აღნიშნული იქნას საბურავის აჩქარება და შენელება. სენსორები იყენებენ მაგნიტურ და მბრუნავ სენსორს (როგორიც მუხლა ლილვზეა) ან ელექტრომაგნიტურ კოჭას სიგნალის გამოსამუშავებალდ. საბურავის ბრუნი ან დიფერენციალი ხელს უწყობს მაგნიტური ველის წარმოშობას სენსორის გარშემო. ცვლილება კი სენსორებში ვოლტად გენერირდება. რადგანაც ვოლტი ინდუცირდება (გამოწვეულია) მაბრუნი თვლის სენსორში, იგი შესაძლოა არაზუსტი აღმოჩნდეს დაბალ სიჩქარეზე. ეს კი შესაძლოა გამოიწვიოს არაზუსტმა მაგნიტური ველის ცვლილებამ, საბოლოოდ კი კონტროლერის არაზუსტმა წაკითხვამ.

სარქველები

მუხრუჭის ხაზში გამოყენებულია სარქველები, რომელიც კონტროლირდება ABS-ით. ზოგიერთ სისტემაზე, სარქველს სამი პოზიცია აქვს:

1) სარქველი ღიაა, წნევა მთავარი ცილინდრიდან გავლილია პირდაპირ მუხრუჭში.
2) სარქველი ბლოკავს ხაზს, იზოლირებას ახდენს მუხრუჭის მთავარი ცილინდრთან. ეს კი ხელს უშლის წნევის გაზრდას რაც საბოლოოდ მძღოლს აიძულებს პედალს მაგრად დააჭიროს.
3)სარქველი უშვებს რაღაც დონის წნევას მუხრუჭში.

გავრცელებული პრობლემა სარქველთან დაკავშირებით მისი დაბინძურებაა. როდესაც ბინძურდება შეუძლებელია გაღება, დაკეტვა ან პოზიციის შეცვლა. ინოპერაბელური სარქველი ხელს შეუშლის წნევის კონტროლს სამუხრუჭე სისტემაში.

ტუმბო

ტუმბო გამოიყენება რათა შეავსოს წნევა ჰიდრავლიკურ მუხრუჭში გაშვების შემდეგ. კონტროლერიდან მიღებული სიგნალის სარქველს გახსნის საბურავის წაბუქსავების შემტხვევაში. ხოლო შემდეგ მომხმარებლიდან გამომდინარე ტუმბო შეავსებს ჰაერს სამუხრუჭე სისტემაში. კონტროლერი მოდულირებს ტუმბობს სტატუსს რათა მოახდინოს საჭირო წნევის რაოდენობა და შეამციროს წაბუქსავება.

კონტროლერი

კონტროლერი იღებს ინფორმაციას ინდივიდუალურად ყველა თვლის სენსორიდან, მაგალითისთვის თუკი თვალი დაკარგავს ტრაექტორიას სიგნალი გადაეცემა კონტროლერს, კონტროლერი კი შეამცირებს მუხრუჭის ძალას (EBD) და გააქტიურებს ABS-ის მოდულატორს (მოწყობილობა რომელიც გამოიყენება ელექტრომაგბიტური ტალღების მოდულაციისთვის) რაც საბოლოოდ აქტივობაში მოიყვანს სარქველის გაღებას ან დაკეტვას.

გამოყენება

ზოგადად ბევრი ვარიაცია და საკონტროლო ალგორითმია მისთვის. მაგალითისთვის:

1) კონტროლერი მონტორინგს უწევს სიჩქარის სენსორს გამუდმებით. საბურავის დაბლოკვამდე, იგი უეცარ შენელებას იწვევს. თუკი დარჩება შეუმოწმებელი თვალი გაჩერდება იმაზე სწრაფად ვიდრე რომელიმე მანქანას შეუძლია. შესაძლოა გააჩეროს მანქანა 5 წამში 60 მილი/საათის სიჩქარით კარგ მდგომარეობაში. მაგრამ თვალი რომელიც დაიბლოკება შეძლებს შეაჩეროს მისი სრიალი წამზე ადრე..

2) კონტროლერმა იცის, რომ უეცარი შენელება შეუძლებელია, ასე რომ იგი ამცირებს წნევას მუხრუჭში სანამ ნახავს აჩქარებას, შემდეგ ზრდის წნევას სანამ ნახავს შენელებას ისევ. იგი ისე სწრაფად აკეთებს ამას, რომ თვალი სიჩქარის შეცვლას ვერ აფიქრსირებს. საბოლოოდ გამოდის, რომ თვალი ჩერდება იგივე ინტენსივობით, როგორც მანქანა, ასევე მუხრუჭი აგრძელებს თვლების დაჭერას სანამ დაიბლოკება. ყოველივე ეს კი მაქსიმუმ სამუხრუჭე ძალას აძლევს სისტემას.

3) ეს ვერსია ცვლის ტუმბოს მექანიკურ გამოყენებას მუხრუჭში მოძრაობის დროს სრიალა ან დაბალ ტრაექტორიან ზედაპირზე. უფლებას აძლევს საჭეს იყოს უფრო მოქნილი ექსტრემალურ სამუხრუჭე პირობებში.

4) როდესაც ABS მუშაობს, მძღოლი იგრძნობს პულსაციას პედალზე. ყოველივე ეს სარქველის სწრაფად გახსნისა და დახურვის ბრალია. ასევე მძღოლს ეუბნება, რომ ABS დაჭერილია. ზოგიერთ სისტემას შეუძლია ციკლის 16ჯერ გაკეთება წამში.


ABS იყენებს სხავდასხვა სქემას გამომდინარე იქიდან, თუ რომელ მუხრუჭს იყენებს. ისინი შეიძლება განსხვავებული იყვნენ ციფრებით და არხებით.

მაგალითისთვის: 1) 4 არხიანი 2) 3 არხიანი 3) 1 არხიანი (უკანა თვლებისთვის)

1) 4 არხი, 4 სენსორი
სიჩქარის სენსორი ოთხივე თვლებზე და განცალკევებული სარქველი ოთხივე თვალისთვის. ამ თანრიგით (Setup) კონტროლერი მონიტორინგს უწევს თითოეულ საბურავს ინდივიდუალურად.

2) 3 არხი 4 სენსორი
სიჩქარის სენსორი ოთხივე თვალზე და გაყოფილი სარქველი წინა თვლებისთვის, ხოლო უკან ერთი. ძირითადად გამოყენებულია ძველი მანქანების ABS სისტემაში.

3) 3 არხი 3 სენსორი
ეს სქემა ძირითადად გამოიყენება პიკაპებში four wheel ABS-ში. აქვს სიჩქარის სენსორი და სარქველი თითოეული წინა თვლისთვის, ხოლო 1 სარქველი და 1 სენსორი უკანა თვლებისთვის. ეს სისტემა წარმოადგენს ინდივიდუალურ კონტროლს წინა თვებისთვის, რის შედეგადაც შეუიძლიათ მიაღწიონ მაქსიმუმ სამუხრუჭე ძალას. უკანა თვლები მონიტორინგდება ერთად. ამ სისტემით შესაძლოა უკანა თვლებიდან რომელიმე დაიბლოკოს გაჩერებისას, რაც შეამცირებს სამუხრუჭე ეფექტურობას. ასევე იგი ადვილი ამოსაცნობია, არ აქვს ინდივიდუალური სიჩქარის სენსორები უკანა თვლებისთვის.

4) 2 არხი 4 სენსორი
ეს სისტემა გამოიყენებოდა 80 წლიდან 90 წლამდე. იყენებს თითოეულ თვალზე სიჩქარის სენსორს ერთი სარქველით თოთიოეულ წინა თვალზე და უკან წყვილში. თუკი სენსორი დააფიქსირებს დაბლოკვას ინდივიდუალურ თვალზე, საბოლოოდ საკონტროლო მოდული იმპულსირებას მოახდენს ორივე თვლის სარქველზე.

5) 1 არხი 1 სენსორი
მსგავსი სისტემა გამოყენებულია პიკაპებში, სუვებში და ფურგუნებში უკანა თვლის ABS სისტემით. აქვს ერთი სარქველი, რომელიც აკონტროლებს ორივე უკანა თვალს და 1 სიჩქარის სენსორი. სისტემა ოპერირებს ისევე როგორც 3 არხიანი სისტემა. უკანა თვლები მონიტორინგებულია ერთად და ისინი იძულებულნი არიან ერთად დაიწყონ დაბლოკვა სანამ ABS ჩაერთვება. ამ სისტემაში ასევე შესაძლებელია ერთი უკანა თვლის დაბლოკვა, სამუხრუჭე ეფექტურობის შემცირება.

ABS სისტემის მუშაობის ვიდეო

Wednesday, June 28, 2017

საავტომობილო შიგაწვის ძრავები



საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

შიგაწვის ძრავები სამუშაო ციკლების მიხედვით იყოფა 2 და 4 ტაქტიან ძრავებად. ძირითადი სამუშაო ციკლი არის 4 ტაქტიანი ოტოს ციკლი. ოტოს ციკლის უფრო სრულყოფილი ვარიანტია ატკინსონის ციკლი, რომელიც შიგაწვის ძრავის კოეფიციენტს 10 ერთეულით უმატებს.

2 ტაქტიანი

4 ტაქტიანი

შიგაწვის ძრავის ძირითადი სამუშაო ტაქტებია: სამუშაო ნარევის (საწვავისა და ჰაერის ოპტიმალური პროპორცია) მიწოდება ძრავის ცილინდრის წვის კამერაში. აღნიშნუ ტაქტს ეწოდება შეშვების ტაქტი. იმისთვის, რომ საწვავის წვის შედეგად მიღებული ენერგია იყოს მაქსიმალური სიდიდის, აუცილებელია ძრავის ცილინდრის სამუშაო სივრცეში მოხდეს შეშვებული სამუშაო ნარევის შეკუმშვა. აღნიშნულ ტაქტს შეკუმშვის ტაქტი ეწოდება. ხოლო, სიდიდეს კუმშვის ხარისხი. შეკუმშვის შემდგომი ტაქტია ცილინდრის წვის კამერაში შეკუმშული სამუშაო ნარევის აალება. რის შედეგადაც, ვღებულობთ ძრავის ცილინდრის სამუშაო სივრცეში დგუშის სწორხაზოვან გადაადგილებას ქვედა მკვდარი წერტილისკენ. აღნიშნულ ტაქტს მუშასვლა, გაფართოება, აფეთქება ან დეტონაცია ეწოდება. გაფართოების ტაქტის შემდგომ, აუცილებელია მოვახდინოთ ცილინდრის განიავება, ანუ განვათავისუფლოთ წვის შედეგად მიღებული პროდუქტებისგან. აღნიშნულ ტაქტს, გამოშვების ტაქტი ეწოდება.

საბოლოო ჯამში 4 ტაქტიანი შიგაწვის ძრავის სამუშაო ტაქტების თანმიმდევრობა და დასახელება მიიღებს შემდეგ სახეს: 1 ტაქტი: შეშვება. 2 ტაქტი: შეკუმშვა. 3: ტაქტი მუშასვლა. 4 ტაქტი" გამოშვება.

ორ ტაქტიან ძრავებში რჩება მხოლოდ მუშასვლისა და შეკუმშვის ტაქტები. შეშვებისა და გამოშვების ტაქტები აღნიშნულ ძრავებში წარმოადგენს შეკუმშვისა და მუშასვლის თანმდებ პროცესს.

შიგაწვის ძრავებს ნორმალური მუშაობის უზრუნველყოფისთვის ესაჭიროება 4 სისტემა და 2 მექანიზმი. ამათგან მექანიზმებია: მრუდმხარა-ბარბაცა მექანიზმი და აირ-გამანაწილებელი მექანიზმი. მრუდმხარა-ბარბაცა მექანიზმის დანიშნულებაა წვის შედეგად მიღებული დგუშის სწორხაზოვანი გადაადგილება გარდაქმნას ბრუნვით მოძრაობად. ხოლო, აირ-გამანაწილებელი მექანიზმი უზრუნველყოფს ძრავის ცილინდრების სამუშაო ნარევით შევსებას და ნამწვი-აირებისაგან ცილინდრის გათავისუფლებას.



მრუდმხარა-ბარბაცა მექანიზმი  (სურათი: champion777.ucoz .com)






აირ-გამანაწილებელი მექანიზმი  (სურათი: champion777.ucoz .com)

ძრავის სისტემებია: კვების სისტემა, გაგრილების სისტემა, შეზეთვის სისტემა, ანტების სისტემა და ძრავის ელექტრონული მართვის სისტემა. ამათგან, ანთების სისტემა დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავებს არ აქვთ, რამდენადაც დიზელის საწვავი ძრავის ცილინდრში მოხვედრისას თვით აალდება, არდგან წვის კამერაში მას ხვდება შეკუმშული ჰაერი, რომლის ტემპერატურაც საკმარისია დიზელის საწვავის აალებისთვის.

  • კვების სისტემის დანიშნულებაა უზრუნველყოს შესაამისი პროპორციის სამუშაო ნარევის მიწოდება ძრავის ცილინდრის წვის კაბინაში. ბენზინით და აირით მომუშავე ძრავებში იგი ამზადებს საწვავ ნარევს და აწვდის ცილინდრებში, ხოლო დიზელის ძრავებში უზრუნველყოფს საწვავის მაღალი წნევით შეფრქვევას ცილინდრებში. ბენზინით მომუშავე ძრავები შეიძლება იყოს კარბურატორიანი ან შეფრქვევის სისტემით აღჭურვილი. 

კარბურატორიანი ძრავის კვების სისტემა შედგება შემდეგი ძირითადი ნაწილებისგან: ავზი, საწვავის მიმღები, ტუმბო, ფილტრი და კარბურატორი. ტუმბო ავზიდან ამოიწოვს ბენზინს, რომელიც გაიწმინდება ფილტრში და მიეწოდება კარბურატორს. კარბურატორში ბენზინი და ჰაერი ერევა ერთმანეთს და მიეწოდება ცილინდრებში. ცილინდრებში ხდება საწვავი ნარევის დაწვა, რის შედეგადაც გამოყოფილი ენერგია გარდაიქმნება მუხლა ლილვის ბრუნვად.

(სურათი: champion777.ucoz .com)

ბენზინის შეფრქვევის სისტემა შეიძლება იყოს მონოწერტილოვანი ან მრავალწერტილოვანი. მონოწერტილოვანი სისტემის შემთხვევაში ბენზინი მიეწოდება შემშვებ მილსადენს ერთი ფრქვევანიდან, ხოლო მრავალწერტილოვანი სისტემის შემთხვევაში ბენზინი მიეწოდება შემშვებ მილსადენს რამდენიმე ფრქვევანიდან. მრავალწერტილოვან სისტემაში ყოველ ცილინდრს გააჩნია საკუთარი ფრქვევანა.

(სურათი: champion777.ucoz .com)

შეფრქვევის მქონე ძრავის კვების სისტემა შედგება შემდეგი ძირითადი ნაწილებისგან: ავზი, ტუმბო, ფილტრი, ფრქვევანები, დროსელი, მართვის ელექტრონული ბლოკი და გადამწოდები. რამდენიმე გადამწოდისაგან მიღებულ ინფორმაციას გადაამუშავებს მართვის ელექტრონული ბლოკი და ფრქვევანების საშუალებით ცილინდრებს მიაწვდის ბენზინს ზუსტი დოზირებით. შეფრქვევის სისტემის მქონე ძრავები გაცილებით ეკონომიურია კარბურატორიან ძრავებთან შედარებით.

(სურათი: champion777.ucoz .com)

დიზელის კვების სისტემაში საწვავად გამოიყენება სოლიარის ზეთი(ე.წ. "სალიარკა"). დიზელის საწვავით მომუშავე ძრავს არ გააჩნია ანთების სისტემა. ასეთ ძრავში "სალიარკა" აალდება შეკუმშვის შედეგად გახურებულ ჰაერში მისი შეფრქვევის გზით. დიზელის კვების სისტემა შედგება შემდეგი ძირითადი ნაწილებისგან: ავზი, ფილტრი, საწვავმიმწოდებელი ტუმბო, მაღალი წნევის ტუმბო, მაგისტრალი და ფრქვევანები. საწვავმიმწოდებელი ტუმბო ავზიდან საწვავს გადატუმბავს მაღალი წნევის ტუმბოში, საიდანაც საწვავი მაღალი წნევით მიეწოდება ფრქვევანებს მაგისტრალის გავლით. ფრქვევანების საშუალებით ხდება საწვავის გაფრქვევა ცილინდრებში შეკუმშულ ჰაერში, რის შედეგადაც ხდება საწვავი ნარევის წარმოქმნა და პარალელურად მისი აალება მაღალი ტემპერატურის გავლენით.

(სურათი: champion777.ucoz .com)

საავტომობილო ძრავებში საწვავად ასევე გამოიყენება ბუნებრივი აირი და თხევადი აირი. აირბალონიანი კვების სისტემის ძირითადი ნაწილებია: ბალონი, რედუქტორი, გაზის სარქველი, შემრევი, დოზატორი და მართვის ელექტრონული ბლოკი. ბალონიდან მაღალი წნევით გამოსული აირი გაივლის რედუქტორში, სადაც წნევა მცირდება საჭირო ზომამდე და მიეწოდება შემრევს. შემრევში ჰაერი და გაზი ერევა ერთმანეთს და წარმოქმნილი საწვავი ნარევი მიეწოდება ძრავის ცილინდრებს. დოზატორი და ელექტრონული ბლოკი უზრუნველყოფენ აირის საჭირო რაოდენობით მიწოდებას შემრევში.

(სურათი: champion777.ucoz .com)
  • გაგრილების სისტემის დანიშნულებაა უზრუნველყოს მომუშავე ძრავის ოპტიმალური სითბური რეჟიმის შენართუნება. კერძოდ: არ უნდა მოხდეს ძრავის გადახურება ან გადაციება. ბენზინზე მომუშავე ძრავებისათვის ოპტიმალურ სითბურ რეჟიმად ითვლება 90–95° C. ძრავების უმეტესობა სითხით გრილდება. გამაგრილებელ სითხედ გამოიყენება წყალი ან ანტიფრიზი. ანტიფრიზი არის ნივთიერება, რომელიც არ იყინება. გაგრილების სისტემის ძირითადი ნაწილებია: ტუმბო, თერმოსტატი, გაგრილების პერანგები, რადიატორი და ვენტილატორი.
(სურათი: champion777.ucoz .com)
  • შეზეთვის სისტემის დანიშნულებაა ძრავის შეუღლებული დეტალები ერთმანეთთან კავშირში იყონ არამშრალი ან ნახევრადმშრალი ხახუნით, რითაც მიიღწევა დეტალების ცვეთის ინტენსიურობის შემცირება. ძრავის ყველაზე დატვირთულ დეტალებს ზეთი წნევით მიეწოდება, ხოლო ნაკლებად დატვირთულს–გაშხეფვით და თვითდინებით. შეზეთვის სისტემის ძირითადი ნაწილებია: ტუმბო, ზეთმიმღები, კარტერის ხუფი, ფილტრი და მაგისტრალები.
(სურათი: champion777.ucoz .com)
  • ანთების სისტემის დანიშნულება დროულად უზრუნველყოს ცილინდრის წვის კამერაში შეშვებული სამუშაო ნარევის აალება. კერძოდ: ადგილი არ ქონდეს სამუშაო ნარევის ნაადრევ ან დაგვიანებულ აფეთქებას. მისი საშუალებით დაბალი ძაბვა გარდაიქმნება მაღალ ძაბვად და მიეწოდება ცილინდრებში განლაგებულ სანთლებს ნაპერწკლის წარმოსაქმნელად. თანამედროვე ავტომობილებში იყენებენ ანთების უკონტაქტო სისტემებს. ასეთი სისტემის ძირითადი ნაწილებია: სანთლები, ანთების კოჭა, მწყვეტარა, მანაწილებელი, მართვის ბლოკი და მაღალი ძაბვის სადენები. დაბალი ძაბვის დენი გაივლის მწყვეტარაში და პერიოდულად წყდება. დაბალი ძაბვის შეწყვეტისას ანთების კოჭაში წარმოიქმნება მაღალი ძაბვის დენი, რომელიც მანაწილებელის და მაღალი ძაბვის სადენების საშუალებით მიეწოდება სანთლებს. მაღალი ძაბვა სანთლებზე წარმოქმნის ნაპერწკალს, რომელიც აალებს საწვავ ნარევს. მართვის ბლოკი საჭიროებისამებრ ცვლის წინსწრების კუთხეს გამოყენებული საწვავის ხარისხის მიხედვით.
(სურათი: champion777.ucoz .com)
  • ელექტრონული მართვის სისტემა საავტომობილო ტრანსპორტში შემოვიდა მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან. აღნიშნული სისტემა შედარებით ახალია და ჯერ-ჯერობით დამუშავებისა და დახვეწის პროცესშია. მისი დანიშნულებაა ონლაინ რეჟიმში უზრუნველყოს ძრავში მიმდინარე ძირითადი პროცესების მართვა, რომლის მიზანია ძრავის კონკრეტული სადატვირთო რეჟიმი მაქსიმალურად შეესამებოდეს ავტომობილზე აღნიშნული მომენტისათვის მოქმედ გარემო პირობებს. რაც, უზრუნველყოფს ძრავის მიერ მხმარებული საწვავის ხარჯის შემცირების და შესაბამისად წვის პროდუქტებში არსებული მცირე ნივთიერებების ოდენობის სიმცირეს.

ელექტრონული მართვის სისტემის კიდევ ერთი მახასიათებელია საბორტე დიაგნოსტიკის არსებობა. საბორტე დიაგნოსტიკის სისტემა (OBD - On-Boad Diagnostic) მუშაობის პროცესში გამოავლებს მართვის სისტემაში არსებულ ხარვეზებს და ამის შესახებ ინფორმაციას გადასცემს მძღოლს. (OBD სისტემა ინფორმაციას პრობლემის შესახებ გადასცემს საკონტროლო ნათურის ე.წ Check უწესრიგობის გამომსახველი კოდის ან მართვის კვადრატზე არსებული სხვა სიმბოლოს საშუალებით. OBD 2 ინფორმაციას გამოსახავს როგორც Check-ის საშუალებით, ასევე დიაგნოსტიკის კოდის და სხვა ინდიკატორული ანთების მიხედვით. ხოლო, OBD 3 ინფორმაციას ტექნილური პრობლემის შესახებ ონლაინ რეჟიმში გადასცემსმძროლის მიერ შერჩეულ სერვისის ობიექტს.)

OBD პორტი

და ბოლოს..

გამომშვები სისტემის დანიშნულებაა წვის შედეგად წარმოქმნილი მომწამვლელი აირები გააუვნებელყოს, შეუმციროს მათ ხმა და ისე გამოუშვას ატმოსფეროში. გამომშვები სისტემა შედგება შემდეგი ნაწილებისგან: გამშვები კოლექტორი, კატალიზატორი, პირველი და მეორე მაყუჩი და მილსადენები. გამშვები მილსადენის საშუალებით ნამწვი აირები გადადიან კატალიზატორში, სადაც მომწამვლელი აირების გაწმენდა მიმდინარეობს. გაწმენდილი გამონაბოლქვი გაივლის პირველ და მეორე მაყუჩებს, სადაც უმცირდება ხმა და გამოიდევნება ატმოსფეროში.

(სურათი: champion777.ucoz .com)