სანამ უშუალოდ 999-ის ისტორიას დავიწყებდე, მანამდე პატარა ისტორიით დავიწყებ, რაც ამ ყველაფერს უძევს წინ. ჰენრი ფორდმა გარდა გამოგონებისა, ადრეული ინტერესი ნახა სარბოლო ავტომობილებშიც და 1901 წელს 26 ცხენის ძალიანი ავტომობილი შექმნა, რომელსაც Sweepstakes უწოდა. გააჩნდა 8.8 ლიტრი მოცულობის 2 ცილინდრიანი 40 ცხენის ძალის მქონე ძრავი (შედარებისთვის იგი 2.9 ლიტრით უფრო მეტი იყო, ვიდრე დღეს NASCAR-ი იყენებს) მარტივი საწვავის შეფრქვევის სისტემით ფაიფურის იზოლატორით (თანამედროვე სანთლების წინაპარი) რომელიც ადგილობრივი სტომატოლოგის მიერ იქნა დამზადებული პროტეზის მასალისაგან. ჯამში 115 კმ/სთ-ს ანვითარებდა, რომლითაც იმ დროინდელი საუკეთესო ამერიკელ მრბოლელი, ალექსანდერ ვინტონი დაამარცხა და საკუთარი კომპანია დაარსა Henry Ford Company-ს სახელწოდებით. ამ მოვლენას Ford Motor Company-ს ისტორიაში "რბოლა რომელმაც ყველაფერი შეცვალა" ეწოდება. თუმცა, 1902 წელს როდესაც მას უკვე გააჩნდა საკუთარი კომპანია და შეეძლო დამოუკიდებელი საქმიანობა, მოულოდნელად იგი დატოვა და კადილაკს შეუერთდა იმავე წელს. აქვე დავძენ, რომ ამ რბოლის შემდეგ მან მისი "სარბოლო კარიერა" დაასრულა.
ჰენრი ფორდის პირველი სარბოლო ნაბიჯები Sweepstakes-ით. დღეს იგი აღდგენილია და იმყოფება მისივე სახელობის მუზეუმში.
სწორედ აქედან იწყება ზემოთხსენებული ავტომობილის (Ford 999) ისტორიაც. მან დაიწყო თანამშრომლობა ველომრბოლელ ტომ კუპერთად და გუნდთან, რომელთაც უნდა შეექმნათ ორი მსგავსი აგებულების სარბოლო ავტომობილი, რომლებსაც სახელები არ ქონდა. ისინი უბრალოდ წითელ და ყვითელ ფერებში გადაღებეს. საბოლოო შედეგი ამ პროექტის იყო - უზარმაზარი ძრავი ე.წ შიშველ შასზე, რომელსაც არანაირი ექსტერიული სამუშაოები არ ჩატარებია. ორივე ავტომობილი ღრმად მოდერნიზირებული იყო, რასაც მისი 18.9 ლიტრი მოცულობის I ტიპის 4 ცილინდრიანი ძრავი, 100 კილოიანი მქნევარა, 184 მილიმეტრის მქონე წვის კამერის დიამეტრი და 180 მილიმეტრის მქონე დგუში მეტყველებდა. რაც საბოლოო ჯამში 70-დან 100 ცხენის ძალამდე მერყეობდა. არ გააჩნდა ამორტიზაცია, დიფერენციალი, ხოლო საჭის მექანიზმი დაუმუშავებელი მაბრუნებელი მეტალის ღერძით მუშაობდა. პროექტი საბოლოო ჯამში 5000 დოლარი დაჯდა.
როდესაც ავტომობილები რბოლამდე ორი კვირით ადრე ტესტირებისას არ დაიქოქნენ ფორდმა მისი წილი 800 დოლარად მიყიდა ბარნი ოლდფილდსა და კუპერს. 1902 წლის ზაფხულში ამ ორმა წითელს დაარქვეს 999 Empire State Express No.999 საპატივცემულოდ (4-4-0 ტიპის ორთქმავალი, რომელმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა სიჩქარის განვითარებაში 1893 წლის 10 მაისს (181.1 კმ/სთ), ხოლო ყვითელს - Arrow (ისარი). ოლდფილდმა რომელსაც არანაირი მართვის გამოცდილება არ ქონია, 999 ის მართვა შეისწავლა და იმავე წლის ოქტომბერში 8 კილომეტრიან რბოლაში, ცნობილი როგორც "მწარმოებელთა თასი" მიიღო მონაწილეობა, სადაც ვინტონი დაამარცხა. (ჯამში 2-0 ფორდის სასარგებლოდ) და გროსსე პოინტეს ტრეკზე სიჩქარის რეკორდიც დაამყარა. ამავდროულად კუპერმა თავი შეიკავა რბოლებისგან როდესაც ოლდფილდი ვინტონს ეპაექრებოდა დარჩენილი დრო.
ჰენრი ფორდი (მარჯვნივ) ბარნი ოლდფილდთან ერთად Ford 999-ის ფონზე
ისარს, რომელსაც ქონდა არაჩვეულებრივი სარბოლო ისტორია, 1903 წლის სექტემბერში რბოლის დროს დაიმტვრა. სადაც ფრენკ დეი, რომელიც მას მართავდა გარდაიცვალა. ფორდმა იგი გამოისყიდა, შეაკეთა და უნდოდა ისევ 999-ის დარქმევა. ვინაიდან და რადგანაც ეს სახელი უკვე დაკავებული იყო, მას მოუწია New 999 (ახალი 999), Red Devil (წითელი ეშმაკი) ან რაიმე კომბინაციის დარქმევა. 1904 წლის 12 იანვარს ნიუ ბალტიმორში (მიჩიგანის შტატი), ფორდი თვითონ მართავდა თავიდან მონათლულ 999-ს სადაც ახალი რეკორდი, 147. 05 კმ/სთ დაამყარა ყინულზე, სენთ ქლეირის ტბაზე, რამაც საბოლოოდ ფორდის ახალი კომპანიის სახელის გათქმას შეუწყო ხელი.