Thursday, November 16, 2017
Home »
CarLab
,
სტატიები
» ავტომობილის ძრავის და სხვა ძირითადი აგრეგატების ელექტრონული მართვის სისტემა
ავტომობილის ძრავის და სხვა ძირითადი აგრეგატების ელექტრონული მართვის სისტემა
ელექტრონული მართვის სისტემა უზრუნველყოფს აგრეგატებსა და კვანძებში მიმდინარე სამუშაო პროცესების მართვას ონლაინ რეჟიმში. რაც, აუცილებელია აღნიშნული პროცესები ოპტიმალურ დონეზე წარმართოს. მაგალითად: შიგაწვის ძრავის გაგრილების სისტემაში არსებული გამაგრილებელი სითხის ტემპერატურის სენსორის მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მართვის ბლოკი განსაზღვრავს ძრავის მუშაობის რამდენიმე პარამეტრს. მათ შორის, ძრავის ცილინდრის წვის კამერაში შეშვებული სამუშაო ნარევის პროპორციის, უქმსვლაზე (ხალასტოი) ძრავის მუშაობის ბრუნთა რიცხვს, ციფრული თერმოსტატის მოქმედებაში მოყვანის პერიოდს და სხვა.
გამაგრილებელი სითხის ტემპერატურის სენსორი
ავტომობილის აგრეგატების და კვანძების ელექტრონული მართვის სისტემებიდან ყველაზე მეტად რთული და სრულყოფილი, ძრავის მუშაობის ელექტრონული მართვის სისტემაა (სურათი პირველი). ძრავის ელექტრონული მართვის სისტემა, ისევე როგორც სხვა კვანძების მართვის სისტემები, ფუნქციონირებს ძირითადი სქემის მიხედვით. ინფორმაციის მომპოვებელი კომპონენტები > ინფორმაციის დამუშავების განყოფილება > ბრძანების შემსრულებელი ელემენტები. ინფორმაციის მომპოვებელი ელემენტები, ესაა სხვადასხვა სახეობისა და ტიპის სენსორები (სურათი მეორე), რომელთა საშუალებითაც ძრავის მუშაობის დროს ხორციელდება ძირითადი სამუშაო პარამეტრების მონიტორინგი. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველდე ძრავში მინდინარე პროცესის სამუშაო პარამეტრის მნშვნელობა კორექტირდება ისე, რომ მიღებული იყოს ძრავის მუშაობის ოპტიმალური რეჟიმი. ინფორმაციის გადამუშავების პროცესს ელექტრონულ მართვის სისტემაში ახორციელებს მართვის ბლოკი, რომელიც წარმოადგენს სრულფასოვან კომპიუტერებს და გარდა ინფორმაციის დამუშავებისა უზრუნველყოფს ძრავის მუშაობის რეჟიმის მაკორექტირებელი ბრძანების გაცემას. რაც შეეხება შემსრულებელ ელემენტებს, ესენია: სხვადასხვა ტიპის რელეები, სარქველები, აქტუატორები, სოლენოიდები (პატარა ელექტრო ძრავი), სხვადასხვა რეგულატორები და სხვა.
რელე
აქტუატორი
სოლენოიდი
რეგულატორი