• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Showing posts with label Ferrari. Show all posts
Showing posts with label Ferrari. Show all posts

Thursday, February 22, 2018

Scuderia Ferrari-მ ახალი ბოლიდი გამოაგორა


როგორც იცით, Scuderia Ferrari-მ ახალი ქმნილების დებიუტი დღევანდელი თარიღით დაანონსა. და აი, დადგა ის დღეც. ახალ ბოლიდს SF71H (კოდური სახელით პროექტი 669) ქვია და რიგით 64-ეა Ferrari-ს ფორმულა ერთის ისტორიაში. როგორც მოგეხსენებათ წესების გამო, ფორმულას ბოლიდები ხშირად იცვლებიან, შესაბამისად ზემოთსენებულმა მიზეზმა გამოიწვია  მნიშვნელოვნად შეცვლილი აეროდინამიკისა და ფართე საბურავების შეტანა, რაც პერფორმანსის გაზრდისკენაა მიმართული. შარშანდელ ბოლიდთან შედარებით, ბაზა საგრძნობლად შეიცვალა, გვერდითი ზომებითა და გაუმჯობესებული გაგრილების სისტემასთან ერთად. დაკიდებას რაც შეეხება წინ push-rod იქნება, ხოლო უკან pull-rod-ი, ხოლო ძარა კარბონისაა.


ძალურ დანადგარად ისევ V ტიპის 1.6 ლიტრიანი მოცულობის 6 ცილინდრიანი ტურბოდამჭირხვნელიანი ძრავა მოემსახურება. თუმცა მისი გამოყენება 4-დან 3-ზე ჩამოვიდა წლევანდელ სესიაზე. იგივე ეხება ტურბო კომპრესორსა და MGU-H-ს. ხოლო ამ უკანასკნელის ენერგიის აღდგენა მიერთებულია ტურბინაზე, როდესაც  მხოლოდ 2 MGU-K რომელიც გამოიმუშავებს კინეტიკურ ენერგიას მიერთებულია გადაცემათა კოლოფზე. ყოველივე ეს წელს ნებადართულია. ასევე გამოთვლა, რომელიც მიმართულია ელექტრონული მართვის სისტემაზე და ბატარიებზე. მაშასადამე, ძრავის განყოფილებას აქვთ ასევე დაფუძვნებული თავიანთი სამუშაო ამ ახალ პარამეტრებზე.


ყველაზე ნათელი ელემენტი, რომელსაც შეამჩნევთ ეს ჰალოა, რომელიც მოგეხსენებათ კოკპიტის სივრცის დასაცავად შეიქმნა. ხოლო 2 წლიანი ტესტირების შემდეგ კი წესების წიგნში შევიდა. იწონის დაახლოებით 7 კილოგრამს, პლიუს ასე ვთქვათ ჩასაჯდომი რომელიც კომპენსირებულია 5 კილოგრამის მომატებით 728-დან 733-მდე - ბოლიდის წონის მინიმუმამდე წლევანდელი რეგულაციით.


დებიუტის შემდეგ, ბოლიდს ბარსელონაში, კატალონიის ტრეკზე წაიყვანენ გადაღებაზე 25 თებერვალს, მომდევნო დღეს კი ჩვეულებისამებრ ტესტირება დაიწყება. პირველი სესია 1 მარტს დამთავრება, ხოლო მეორე 6-დან 9 მარტამდე გაგრძელდება. რა თქმა უნდა ამ ყველაფერში სკუდერიას ორივე პილოტი - სებასტიან ფეტელი და კიმი რაიკონენი იქნება ჩართული.

Wednesday, March 30, 2016

Mansory 4XX Siracusa 778 ცხენის ძალით


(SmartBox) Ferrari-ს ავტომობილები თავისი სრულყოფილებით გამოირჩევიან, მაგრამ ტუნინგზე ორიენტირებული კომპანიები მაინც ახერხებენ ამ სრულყოფილების უფრო დახვეწას და თავიანთ მყიდველს, კიდევ უფრო დახვეწილ პროდუქტს სთავაზობენ. სატუნინგო ატელიეებს შორის კი Mansory ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ამის დასტურია 4XX Siracusa, რომელიც Ferrari 488 GTB-ს ბაზაზე შეიქმნა და ახლა უკვე 778 ცხენის ძალით ხიბლავს მდიდარ ავტო გურმანებს.


როგორც Mansory ამბობს, 4XX Siracusa უნიკალურ, კარბონის სტრუქტურაზეა აგებული. მისი წყვილ ტურბო კომპრესორიანი 3.9-ლიტრიანი V8 ძრავი კი 778 ცხენის ძალას და 870 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ავტომობილის მთავარი ღირსება კი მისი ძარაა, რომელიც აეროდინამიკური ელემენტებით არის დახუნძლული. ამ ელემენტების დახმარებით, ავტომობილის გზასთან ჩაჭიდება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. ყველა ეს ელემენტიც კარბონისგან არის დამზადებული, რაც 4XX Siracusa-ს სიმსუბუქეს განაპირობებს.


„4XX სირაკუზა“ 20- (წინ) და 21-დუიმიან (უკან) ბორბლებზე დგას, რომლებიც შესაბამისად, 255/30 და 325/25 ზომის საბურავებით არის შემოსილი. დამოკლებული ზამბარების წყალობით, ავტომობილის სიმძიმის ცენტრმა 20 მილიმეტრით დაბლა დაიწია. „მანსორი“ ირწმუნება, რომ ძრავის გაძლიერებას, მხოლოდ მხოლოდ ძრავის მართვის ოპტიმიზებით და სპეციალური გამოსაბოლქვი სისტემის გამოყენებით მიაღწია.

ამ ყველაფრის მეშვეობით, „სირაკუზა“ საბაზო მოდელზე ოდნავ ტემპერამენტიანი გამოდგა: ადგილიდან ასის აკრეფა 2.9 წამში შეუძლია (488 GTB ამას 3.0 წამშ ახერხებს), მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 341 კილომეტრია (488 GTB-ს შემთხვევაში, 330 კმ/სთ).

                                                                 წყარო: SmartBox

Wednesday, December 9, 2015

როგორი იქნება ფერარი 2040 წელს?

ფერარიმ ჩაატარა გამოკითხვა თუ როგორი იქნება ფერარი 2040 წელს. ესეც კანდიდანტები:






























































აირჩიე შენი რჩეული აქ