• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Sunday, May 1, 2016

ქართული ჯავშან მანქანა დიდგორი 1


დიდგორი I - ქართული წარმოების ჯავშან მანქანა, რომელიც შეიქმნა სსსტც "დელტას" მიერ 2009 წელს. ისევე როგორც მისი უცხოური კლასის კონკურენტები იგიც მრავალმიზნობრივია და გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით. მაგალითად დესანტის გადაყვანა, მზვერავი, საცეცხლე მხარდამჭერი და ა.შ.

შექმნილია F550 Super Duty-ის ბაზაზე. (სხვათაშორის ეს ბაზა ჩვეულებრიც F550-ის ბაზასთან შედარებით მოდერნიზირებულია და უფრო მტკიცეა.) ხოლო მის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს V ტიპის 8 ცილინდრიანი 6.4 ლიტრი მოცულობის ტურბო დიზელი ძრავა (Power Stroke - Scorpion), 356 ცხენის ძალით და დამხმარე ჰიდრავლიკური მართვით. მაქსიმალური სიჩქარე 120-140 კმ/სთ გზაზე, ხოლო უზოობაზე 80 კმ/სთ. აჩქარება 22 წამი (100 კმ/სთ). 1 გამართვით ფარავს 500 კმს, თუკი სიჩქარე იქნება არაუმეტეს 60 კმ/სთ. თითოეულ აგრეგატს მარაგში აქვს 20 ლიტრი. ავტომობილს შეუძლია ოპერაციების ჩატარება -22/+55 გრადუსში და აქედან გამომდინარე მისი გამოყენება ყველგანაა შესაძლებელი. საბურავები აღჭურვილია "Run flat tires" სისტემით, რაც საშუალებას იძლება დაზიანების შემთხვევაში გაიაროს 50 კილომეტრი, 50 კმ/სთ-ით. ასევე 60% დაქანებაზე და 40% აღმართზე ასვლა. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ არის ამფიბიური, შეუძლია 1 მეტრიანი სიღრმის გავლა წყალში.

თითოეულ მოდელი აღჭურვილია "Flir system"-ის თერმული და ღამის ხედვის ხელსაწყოებით, რომელიც დაყენებულია წინ, უკან და ე.წ "ბრმა" ადგილებში. ხელსაწყოებისგან მიღებული ინფორმაცია სალონში არსებულ 3 მონიტორს გადაეცემა. ასევე აღჭურვილია სპეციალური GPS სისტემით, რომელიც SMS სახით გზავნის ინფორმაციას ეკიპაჟთან. ყველა ჩამოთვლილი სისტემა მუშაობს ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში. კონსტრუქტორების თქმით, მას შეუძლია სრული დატვირთვით იმუშაოს -32/+55 გრადუსში ელექტრო სისტემების დაზიანების გარეშე. მთლიანი სისტემა მუშაობს 24 ვოლტზე, 200 ამპერმეტრიან გენერატორთან და 78 ამპ/სთ ბატარეასთან ერთად. ავტომობილს სტანდარტუალდ არ მოყვება რადიო, რაც დამატებით ოფციაში შედის და მყიდველის სურვილზეა დამოკიდებული.

სტანდარტულ შეიარაღებაში შედის M134 მინიგანი, რომელიც მონტაჟდება მაღლა და მუშაობს მექანიკურად ან ავტომატურად. ამ ტიპის მინიგანს შეუძლია 300-დან 6000-მდე გასროლა წუთში. დამონტაჟებული იარაღის წონა შეადგენს 22.7 კილოგრამს ამუნიციის გარეშე. ძირითადი ამუნიციაა 7.62x51mm. ამუნიციის ტევადობა 1500-დან (58კგ) 4500-მდეა (134 კგ) შესაძლებელი. არჩევითი სტანდარტული შეიარაღებაა 12.7x108 DSHK ან NSV ტიპის ტყვიამფრქვევები. უახლეს ვერსიებს აქვთ DRWS-1 ტიპის დისტანციურად მართვალი ტყუპი 12.7 და 7.62 ტყვიამფრქვევები. ალტერნატიული საშუალებაა ავტომატური ყუმბარმტყორცნი, ანტი-სატანკო და ახლო მანძილზე მომუშავე ჰსთ სისტემა.

აგებულებაზე დამოკიდებულების და კუთხური კომბონაციის გამო მანქანა ე.წ "კვერცხის გარსიანია". მისი ჯავშანი აკმაყოფილებს STANAG 4569 II და III დონეს მცირე კალიბრის წინააღმდეგ, 7.62x39 და 7.62x54 ჩათვლით. ძრავის და ეკიპაჟის ნაკვეთურ ადგილები განლაგებულია ორმაგი ჯავშნის ფენა, რომელიც უძლებს ისევე როგორც ნაღმს, ასევე სხვა ასაფეთქებელ საშუალებას, რომელიც ესაბამება STANAG 41569 2A დონეს. ეკიპაჟის სავარძელი ისეა დამზადებული, რომ შთანთქავდეს აფეთქებას. ისევე როგორც შესაძლებელია მასზე დაყენდეს სისტემა Run flat tires ასევე შესაძლებელია Central tires inflation system-ის დაყენება, რათა გაიზარდოს დაზიანებული საბურავის სიცოცხლისუნარიანობა. ოთხივე საბურავის კიდეები ბალისტიკურია. ჯავშნის მასალის ზუსტი კომბინაცია გასაიდუმლოებულია.

• ხელმისაწვდომი ვარიანტებია:

სამეთაურო / საკომუნიკაციო
შეჯავშნული მედევაკი

.
• საუდის არაბეთის შეიარაღებულ ძალებს ყავს 12, რომელიც მომავალში გაიზრდება კონტრაქტის მიხედვით.


• გაიმარჯვა საუდის არაბეთის ტენდერში რაც ითვალისწინებდა მანქანის დატვირთვას და ა.შ უდაბნოში.

• ტენდერის დროს მან ამერიკული Lenco BearCat და Oshkosh M-ATV დაჯაბნა.


• სისტემა Run flat tires - როდესაც ავტომობილის საბურავი მწყობრიდან გამოდის, სისტემა იწყებს მოქმედებას რაც ნიშნავს რომ "დაფუშული" საბურავებით მიაღწევს დანიშნულების ადგილას. მაგალითად დაზიანების შემთხვევაში შეუძლია განავითაროს 50 კმ/სთ და ამ სიჩქარით გაიაროს 50 კილომეტრი, რის შემდეგადაც უკვე მისი გამოცვლა იქნება საჭირო. სისტემას დღითიდღე ხვეწავენ და ცდილობენ სიჩქარე და კილომეტრაჟი გაზარდონ.


• სისტემა Central tires inflation system - საბურავის დაზიანდებისას სისტემა უზრუნველყოფს კონტროლი იქონიოს საბურავში არსებულ ჰაერის წნევაზე, რომ გაზარდოს ავტომობილის გადაადგილება სხვადასხვა რელიეფზე. მაგალითად, როდესაც ჰაერის წნევა შემცირდება, საბურავი ქმნის კონტაქტის დიდ ადგილს საბურავისა და მიწას შორის და მართვა რბილ მიწაზე ხდება უფრო მარტივი. ასევე ნაკლებ დაზიანებას აყენებს ზედაპირს.

• სისტემა Monocoque - "კვერცხის გარსი" - იგი არის სტრუქტურული მეთოდი რომლის დახმარებით ტვირთი/მგზავრი დაცულია ავტომობილის გარეგნული გარსით. სიტყვა ფრანგულიდან არის რაც ნიშნავს "ერთ გარსს" ან "ერთ ქერქს/ნაჭუჭს".

ვინაიდან და რადგან მანქანა ბრძოლაში არაა "მონათლული" მისი შეფასება ჭირს როგორც მებრძოლი, მაგრამ როგორც მანქანა დაამტკიცა მისი დადებითი მხარე საუდის არაბეთის ტენდერში.