• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Friday, November 13, 2015

Ford Mustang Shelby GT350R – წლის სპორტული ავტომობილი


ამერიკულმა გამოცემა Road and Track-მა, წლის სპორტულ ავტომობილად Ford Mustang Shelby GT350R დაასახელა. თავისი 5.2-ლიტრიანი V8 ძრავის 526 ცხენის ძალით, ეს ავტომობილი ბევრისთვის საოცნებოა, მაგრამ ჟურნალის კონკურსის ფინალისტთა შორის, სიის შუაში აღმოჩნდა. და მაინც, შედარებით ხელმისაწვდომი ფასით და ბევრი პარამეტრის საშუალეო მაჩვენებლებით, მაინც ყველა კონკურენტი დაჩრდილა და პოპულარული გამოცემის აღიარებაც დამსახურებულად მოიპოვა.

არადა, „როუდ ენდ ტრეკის“ კონკურსში გამორჩეულმა ავტომობილებმა მოიყარეს თავი. მათ შორის იყო: Bentley Continental GT3-R, CadillacATS-V კუპე, Chevrolet Corvette Z06, Dodge Viper ACR, Mercedes-AMG GT S, Porsche Cayman GT4. კონკურსანტებს შორის ყველაზე ძვირი Ferrarri 488 GTB იყო, რომელიც 347 942 დლარი ღირს და დაახლოებით ხუთჯერ ძვირია ყველაზე გამორჩეულ Stang-ზე. თუმცა, ჟიურის წევრებისთვის, თვის ყველაზე საინტერესო მახასიათებელი ფასი ნამდვილად არ იყო.


ჟიურიმ კონკურსში მონაწილე ავტომობილები ჯერ გზებზე ატარა, შემდეგ სარბოლო ტრეკზე და ყველა სპორტულ ვითარებაში „გაწურა“, შემდეგ კი მათ „კორვეტის ეროვნული მუზეუმის მოტორსპორტულ პარკში“ მოუყარა თავი. იქ კი „მუსტანგმა“ ყველაზე გამორჩეულ ვარსკვლავად „იგრძნო თავი“.

ჟიურიმ განსაკუთრებით გამოჰყო ამ ავტომობილის ძრავი, რომელიც მუშა მოცულობის ყოველ ლიტრზე, თითქმის 100 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამით კი ნებისმიერი სუპერ ავტომობილი იამაყებდა. რეალურად, ეს არის სარბოლო ტექნოლოგიებით შექმნილი ძრავი, თუმცა ეს გარემოება ავტომობილის ფასზე თითქმის არ აისახა.ყოველ შემთხვევაში, კიდევ ერთი ღირსება, რომელიც გამოცემის მთავარმა რედაქტორმა ლარი ვებსტერმა აღნიშნა, Shelby GT350R ხელმისაწვდომობითაც გამოირჩევა.

ცნობისათვის, Road and Track-ის წლის სპორტული ავტომობილის წოდება შარშან Sporsche 911 GT3-მა“ მოიპოვა, ერთი წლით ადრე კი გამარჯვებული Corvette გახდა.
                                                                                         წყარო: Smartbox