• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Showing posts with label სამხედრო. Show all posts
Showing posts with label სამხედრო. Show all posts

Friday, June 15, 2018

AM General-მა წლევანდელ Eurosatory-ზე ახალი Humvee წარადგინა


#EUROSATORY2018 AM General-მა Eurosatory-ს (თავდაცვითი და უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც პარიზში იმართება ყოველ 2 წელიწადში ერთელ) წლევანდელ გამოფენაზე ახალი თაობის ტაქტიკური ავტომობილი (M1100) წარადგინა. კომპანიის განცხადებით გაზრდილია ავტომობილის გადარჩენის უნარი, ოფ-როუდ მობილურობა და ტვირთამწეობის მოცულობა.

ვიცე პრეზიდენტის ინჟინერიის დარგში, რეჯის ლათჰერის თქმით, ავტომობილის საბურავებს გააჩნია გაზრდილი დაცვა კინეტიკური ენერგიისა და აფეთქებისადმი. გაუმჯობესებულია ოფ-როუდ მობილურობა გაზრდილი ბაზით, ხოლო ტრაექტორია გაზრდილი საბურავებით, რამაც საბოლოო ჯამში შეამცირა ზედაპირული წნევა.


ინტერიერში კი განთავსებულია აფეთქების საწინააღმდეგო სავარძლები, ჭილოფები და გამჭვირვალე (მინისებრი) დაცვა, B7 ბალისტიკურ დაცვის დონემდე.

მამოძრავებელ ძალაში შედის მულტ-საწვავიანი V ტიპის 8 ცილინდრიანი 6.5 ლიტრი მოცულობის ტურბოდამჭირხნიანი დიზელის ძრავა 250 ცხენის ძალით (P400) და ავტომატური 6 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი. ელექტრონულ განახლების მხრივ კი კომპანიის მიერ შექმნილი ABS სისტემა და ელექტრონული სტაბილურობის კონტროლი. საბოლოო ჯამში ამ განახლებებმა შეამცირა საწვავის ხარჯი, გაზარდა სიჩქარე, სიჩქარეთა ცვლა უფრო გლუვი გახდა და შემცირდა ინტერიერში ხმის დონე.


გაყიდვები უკვე დაწყებულია და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეიძინონ თვით შოუზე, ანდაც ოფციის სახით გაუმჯობესებული კომპლექტით.

Saturday, October 21, 2017

Partisan One - ავტომობილი საუკუნოვანი გარანტიით


ერთი შეხედვით ეს "Minecraft-ში" აწყობილი ან/და HMMWV-ის ტიპის ავტომობილი, თანამედროვეობის ნამდვილი Willys MB-ია - სახელად Partisan One. რომელიც არც თუ ისე ცნობილმა გერმანულმა კომპანიამ - Partisan Motors-მა შეიმუშავა. პირველივე შეხედვის თანავე ჩანს კომპანიის ძირითადი აქცენტი გაკეთებულია მის სამხედრო დანიშნულებაზე, თუმცა იგი სამოქალაქო ბაზარზეც გამოჩნდება და რაც ყველაზე მთავარია, მწარმოებლისგან 100 წლიანი გარანტია გაიცემა!


ასეთი ვიზუალიდან გამომდინარე მისი მომსახურება იაფი და მარტივია, ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ძალური თუ ძარული დანადგარების დაყენება მარტივად. ასეთი უპირატესობიდან გამომდინარე, მისი ტექნოლოგია ძალიან შეზღუდულია. გამოყენებულია მხოლოდ საჭის, სატერფულების, სავარძლების და განათების მექანიზმები.


მისი მამოძრავებელი ძალა გათვალისწინებულია იყოს ისევე როგორც შიგაწვის, ასევე ჰიბრიდული ან სრული ელექტრო. სტანდარტი კი Fiat-ის 2.8 ლიტრი მოცულობის I ტიპის 4 ცილინდრიანი დიზელის ძრავია, რომელიც 148 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სვლის მარაგი 1609 კილომეტრი.


სურათებზე აღნიშნული მოდელი 4 720 მილიმეტრი სიგრძის, 2 300 მილიმეტრი სიგანის და 2 230 მილიმეტრი სიმაღლის სამკარიანია ძარაა. კომპანია სამომავლოდ ხუთკარიან 6x6 და უფრო შორეულ მომავალში 8x8 ვერსიის დამზადებსაც აპირებს. ოფციის სახით კი მყიდველს ნაღმ და მტვერ საწინააღმდეგო ძირს შესთავაზებს.

Partisan One-ის საწყისი ფასი 49.500 ევროა.

Sunday, May 1, 2016

ქართული ჯავშან მანქანა დიდგორი 1


დიდგორი I - ქართული წარმოების ჯავშან მანქანა, რომელიც შეიქმნა სსსტც "დელტას" მიერ 2009 წელს. ისევე როგორც მისი უცხოური კლასის კონკურენტები იგიც მრავალმიზნობრივია და გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით. მაგალითად დესანტის გადაყვანა, მზვერავი, საცეცხლე მხარდამჭერი და ა.შ.

შექმნილია F550 Super Duty-ის ბაზაზე. (სხვათაშორის ეს ბაზა ჩვეულებრიც F550-ის ბაზასთან შედარებით მოდერნიზირებულია და უფრო მტკიცეა.) ხოლო მის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს V ტიპის 8 ცილინდრიანი 6.4 ლიტრი მოცულობის ტურბო დიზელი ძრავა (Power Stroke - Scorpion), 356 ცხენის ძალით და დამხმარე ჰიდრავლიკური მართვით. მაქსიმალური სიჩქარე 120-140 კმ/სთ გზაზე, ხოლო უზოობაზე 80 კმ/სთ. აჩქარება 22 წამი (100 კმ/სთ). 1 გამართვით ფარავს 500 კმს, თუკი სიჩქარე იქნება არაუმეტეს 60 კმ/სთ. თითოეულ აგრეგატს მარაგში აქვს 20 ლიტრი. ავტომობილს შეუძლია ოპერაციების ჩატარება -22/+55 გრადუსში და აქედან გამომდინარე მისი გამოყენება ყველგანაა შესაძლებელი. საბურავები აღჭურვილია "Run flat tires" სისტემით, რაც საშუალებას იძლება დაზიანების შემთხვევაში გაიაროს 50 კილომეტრი, 50 კმ/სთ-ით. ასევე 60% დაქანებაზე და 40% აღმართზე ასვლა. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ არის ამფიბიური, შეუძლია 1 მეტრიანი სიღრმის გავლა წყალში.

თითოეულ მოდელი აღჭურვილია "Flir system"-ის თერმული და ღამის ხედვის ხელსაწყოებით, რომელიც დაყენებულია წინ, უკან და ე.წ "ბრმა" ადგილებში. ხელსაწყოებისგან მიღებული ინფორმაცია სალონში არსებულ 3 მონიტორს გადაეცემა. ასევე აღჭურვილია სპეციალური GPS სისტემით, რომელიც SMS სახით გზავნის ინფორმაციას ეკიპაჟთან. ყველა ჩამოთვლილი სისტემა მუშაობს ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში. კონსტრუქტორების თქმით, მას შეუძლია სრული დატვირთვით იმუშაოს -32/+55 გრადუსში ელექტრო სისტემების დაზიანების გარეშე. მთლიანი სისტემა მუშაობს 24 ვოლტზე, 200 ამპერმეტრიან გენერატორთან და 78 ამპ/სთ ბატარეასთან ერთად. ავტომობილს სტანდარტუალდ არ მოყვება რადიო, რაც დამატებით ოფციაში შედის და მყიდველის სურვილზეა დამოკიდებული.

სტანდარტულ შეიარაღებაში შედის M134 მინიგანი, რომელიც მონტაჟდება მაღლა და მუშაობს მექანიკურად ან ავტომატურად. ამ ტიპის მინიგანს შეუძლია 300-დან 6000-მდე გასროლა წუთში. დამონტაჟებული იარაღის წონა შეადგენს 22.7 კილოგრამს ამუნიციის გარეშე. ძირითადი ამუნიციაა 7.62x51mm. ამუნიციის ტევადობა 1500-დან (58კგ) 4500-მდეა (134 კგ) შესაძლებელი. არჩევითი სტანდარტული შეიარაღებაა 12.7x108 DSHK ან NSV ტიპის ტყვიამფრქვევები. უახლეს ვერსიებს აქვთ DRWS-1 ტიპის დისტანციურად მართვალი ტყუპი 12.7 და 7.62 ტყვიამფრქვევები. ალტერნატიული საშუალებაა ავტომატური ყუმბარმტყორცნი, ანტი-სატანკო და ახლო მანძილზე მომუშავე ჰსთ სისტემა.

აგებულებაზე დამოკიდებულების და კუთხური კომბონაციის გამო მანქანა ე.წ "კვერცხის გარსიანია". მისი ჯავშანი აკმაყოფილებს STANAG 4569 II და III დონეს მცირე კალიბრის წინააღმდეგ, 7.62x39 და 7.62x54 ჩათვლით. ძრავის და ეკიპაჟის ნაკვეთურ ადგილები განლაგებულია ორმაგი ჯავშნის ფენა, რომელიც უძლებს ისევე როგორც ნაღმს, ასევე სხვა ასაფეთქებელ საშუალებას, რომელიც ესაბამება STANAG 41569 2A დონეს. ეკიპაჟის სავარძელი ისეა დამზადებული, რომ შთანთქავდეს აფეთქებას. ისევე როგორც შესაძლებელია მასზე დაყენდეს სისტემა Run flat tires ასევე შესაძლებელია Central tires inflation system-ის დაყენება, რათა გაიზარდოს დაზიანებული საბურავის სიცოცხლისუნარიანობა. ოთხივე საბურავის კიდეები ბალისტიკურია. ჯავშნის მასალის ზუსტი კომბინაცია გასაიდუმლოებულია.

• ხელმისაწვდომი ვარიანტებია:

სამეთაურო / საკომუნიკაციო
შეჯავშნული მედევაკი

.
• საუდის არაბეთის შეიარაღებულ ძალებს ყავს 12, რომელიც მომავალში გაიზრდება კონტრაქტის მიხედვით.


• გაიმარჯვა საუდის არაბეთის ტენდერში რაც ითვალისწინებდა მანქანის დატვირთვას და ა.შ უდაბნოში.

• ტენდერის დროს მან ამერიკული Lenco BearCat და Oshkosh M-ATV დაჯაბნა.


• სისტემა Run flat tires - როდესაც ავტომობილის საბურავი მწყობრიდან გამოდის, სისტემა იწყებს მოქმედებას რაც ნიშნავს რომ "დაფუშული" საბურავებით მიაღწევს დანიშნულების ადგილას. მაგალითად დაზიანების შემთხვევაში შეუძლია განავითაროს 50 კმ/სთ და ამ სიჩქარით გაიაროს 50 კილომეტრი, რის შემდეგადაც უკვე მისი გამოცვლა იქნება საჭირო. სისტემას დღითიდღე ხვეწავენ და ცდილობენ სიჩქარე და კილომეტრაჟი გაზარდონ.


• სისტემა Central tires inflation system - საბურავის დაზიანდებისას სისტემა უზრუნველყოფს კონტროლი იქონიოს საბურავში არსებულ ჰაერის წნევაზე, რომ გაზარდოს ავტომობილის გადაადგილება სხვადასხვა რელიეფზე. მაგალითად, როდესაც ჰაერის წნევა შემცირდება, საბურავი ქმნის კონტაქტის დიდ ადგილს საბურავისა და მიწას შორის და მართვა რბილ მიწაზე ხდება უფრო მარტივი. ასევე ნაკლებ დაზიანებას აყენებს ზედაპირს.

• სისტემა Monocoque - "კვერცხის გარსი" - იგი არის სტრუქტურული მეთოდი რომლის დახმარებით ტვირთი/მგზავრი დაცულია ავტომობილის გარეგნული გარსით. სიტყვა ფრანგულიდან არის რაც ნიშნავს "ერთ გარსს" ან "ერთ ქერქს/ნაჭუჭს".

ვინაიდან და რადგან მანქანა ბრძოლაში არაა "მონათლული" მისი შეფასება ჭირს როგორც მებრძოლი, მაგრამ როგორც მანქანა დაამტკიცა მისი დადებითი მხარე საუდის არაბეთის ტენდერში.

Wednesday, April 27, 2016

ისრაელის ჯავშან მანქანა ვულფი


Wolf - ისრაელის მიერ წარმოებული დაჯავშნული ტიპის ავტომობილი, რისი შექმნის მთავარი მიზანიც იყო შეექმნათ უკეთესი განმავლობის და უკეთესად დაჯავშნული ავტომობილი, რომელიც შეცვლიდა მოძველებულ M113 (ბარდელას). მისი წონიდან გამომდინარე იგი მძიმედ დაჯავშნულ კლასში გადის და აერთიანებს სატვირთოს სიჩქარეს, მანევრულობას და "პერსონალური დაჯავშნული მზიდავის" სტილის ჯავშანს. ასე ვთქვათ, დახარისხებულია მცირე ჯგუფების საჭიროებისადმი გამოსაყენებლად. იგი ისევე როგორც ჩვენი სამამულო DIDGORI დამზადებულია F550-ის ბაზაზე და აქვს V ტიპის 8 ცილინდრიანი 6 ლიტრი მოცულობის ძრავა. ძრავა დაკავშირებულია 5 სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფზე რომელიც მართავს ოთხივე თვალს. (4x4)

როგორც მაღლა ითქვა. მისი შექმნის უმთავრესი მიზანი იყო სამხედროების უფრო უსაფრთხო ტრანსპორტირება საქალაქო სიტუაციაში, სამშვიდობი მისიებში და ა.შ. მისი პირველად გამოყენება დაფიქსირდა 2006 წლის 14 მარტს ოპერაცია - Bringing home the goods ისრაელის მიერ.

Wolf შედგება ტექ. ენით "კომერციული შელფის" მიერ, რაც ნიშნავს, რომ იგი გამოდის სტანდარტულად, ყველანაირი გაძლიერების, მოდერნიზაციის და ა.შ გარეშე. მართალია, მისი ბაზა სამოქალაქო ვერსიის ავტომობილიდანაა გადმოტანილი მაგრამ მისი ცოტაოდენი მოდერნიზაცია მაინც მოხდა. (მთლიანი მოდერნიზაცია მანევრულობას წაართმევდა პირველ რიგში). როგორც მაღლა ითქვა მის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს დიზელის 6 ლიტრიანი ძრავი 325 ცხენის ძალით რომელიც დაკავშირებულია 5 სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფზე. მისი წონა შეადგენს 8 ტონას. როდესაც ჯავშანი დამონტაჟებულია, მას არანაირი სისტემის შეცვლას არ საჭიროებს (რა თქმა უნდა ავტომობილის). ჯავშანი ისეა დამზადებული, რომ იცავს სამხედროებს, ავტომობილის სხვადასხვა ელემენტებს და საბურავებს. ჯავშნის გარსი დამოუკიდებლადაა შექმნილი და განცალკევებულია შასისგან, რაც შესაძლებლობას იძლევა იგივე ჯავშანი სხვა შასზე (სხვა ავტომობილზე) გადავიტანოთ. რა თქმა უნდა იგივე მოდელზე.

იგი სრულიადაა დაცული, ასევე საბურავებიც, რომელიც აღჭურვილია Run flat tires სისტემით. ჯავშნის წონა 3 ტონაა (3.048 კგ). მისთვის ჯავშნის ამხელა წონა პრობლემა არაა რადგან მთლიანად 8 ტონას იწონის (8.128 კგ). ყოველი კარი ტყვიაგაუმტარია, ასევე ძრავი და გადაცემათა კოლოფი. მთლიანობაში მას აქვს 6 კარი: 4 გვერდზე და 2 წინ რაც საშუალებას იძლევა სამხედროები ადვილად ჩასხდნენ აღჭურვილობასთან ერთად. ასევე  ავარიული (გაქცევის) რეჟიმიც. ამ ყველაფერთან ერთად ექსტერიერი V-სებრი ფორმისაა რაც საშუალებას იძლევა რპგ, სმოვი და ა.შ "აისხლიტოს". ინტერიერი აღჭურვილია ორმაგი საჰაერო გაგრილების სისტემით და ყველა აუცილებელი ატრიბუტით.. რადგანაც შასზე არ ჩატარებულა ღრმა მოდერნიზაცია  არ გააჩნია პრობლემა ძრავის გადახურებასთან ან მანევრთან. (საუბარია 50+ გრადუსზე). შედეგად მისი გამოყენება ყველგანაა შესაძლებელი უპრობლემოდ, პლიუს დიდი ხნით. ასეთი წონის გამო, შეუძლია 10 კაცის გადაყვანა და პლიუს 2ის ოფციის დამატების შემთხვევაში. ტექნიკურად ავტომობილი მაინც ორიგინალ ნაწილებზეა მაგრამ თვალსაჩინოდ აქვს შეცვლილი საბურავები და სამანევრო ღერძი. მოდერნიზაციის გამო მისი მწყობრიდან გამოყვანა არც თუ ისე ადვილია.

საქართველოს არმიას დაახლოებით 13+ ყავს.
იყენებენ როგორც სპეცდანიშნულება და ა.შ ისევე მედევაკის სახით.

•სისტემა Run flat tires - როდესაც მანქანის საბურავი მწყობრიდან გამოდის, სისტემა იწყებს მოქმედებას რაც ნიშნავს რომ "დაფუშული" საბურავებით მიაღწევს დანიშნულების ადგილას. მაგალითად დაზიანების შემთხვევაში შეუძლია განავითაროს 50 კმ/სთ და ამ სიჩქარით გაიაროს 50 კილომეტრი, რის შემდეგადაც უკვე მისი გამოცვლა იქნება საჭირო. სისტემას დღითიდღე ხვეწავენ და ცდილობენ სიჩქარე და კილომეტრაჟი გაზარდონ.

•ასევე არსებობს მისი ჩინური ასლი, რომელიც "ვულფის" და "კობრას" ნაჯვარია.

რა თქმა უნდა პლიუსებთან ერთად მინუსებიც აქვს.
1. ცხაური (ცხვირი) არის სწორი და არა დაქანებული, რის გამოც მისი მწყობრიდან გამოსვლა ადვილია. ნაგულისხმევია ძრავის მწყობრიდან გამოყვანა და ა.შ
2. საბურავები კი არის დაცული მაგრამ ასე ვთქვათ მაინც შიშველია. რის გამოც მისი მოწყვეტა შესაძლებელია ღერძიდან.

სხვა ისეთი ვერაფერი მოვნახე ცნობილი რადგან მანქანას ჯერ კიდევ იყენებენ. მაშასადამე მისი მონაცემებიც გასაიდუმლოებულია.

Thursday, March 17, 2016

ეს მაიბახი თითქმის ტანკია


ეს მანქანა ფაქტობრივად ტანკია ავტომობილებს შორის! გაიცანით: Mercedes-Maybach S 600 Guard , რომელიც ყველაზე საიმედოა შეჯავშნულ ავტომობილებს შორის.


Maybach-ი ძალიან მდიდრულ ავტომობილს ნიშნავს, თუმცა ეს ისედაც იცით. კონკრეტულად ეს ვერსია კი არა მარტო უკიდურესად კომფორტულია, არამედ დაუჯერებლად უსაფრთხოცაა! Mercedes-Maybach S 600 Guard პირველი ცივილური ავტომობილია, რომელიც ბალისტიკურ კლას VR10-ს აკმაყოფილებს, რაც აქამდე მხოლოდ ნამდვილ ტანკებს შეეძლოთ!


თუმცა ეს Maybach-ი სხვა დაუჯერებელი შესაძლებლობებითაც გამოირჩევა. მაგალითად, თუ ეს მანქანა ცეცხლში გაივლის, ავტომობილის ქვეშ დამონტაჟებული სპეციალური სისტემა ცეცხლს ჩააქრობს. გაზის შემოტევას კი მანქანა ასე პასუხობს: რამდენიმე წამში ავტომობილის ყველა საჰაერო იკეტება და გაზი ინტერიერში არავითარ შემთხვევაში არ შეაღწევს!


ზოგადად, S600 Guard შესაძლოა, ისე გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი Maybach-ი, მაგრამ სერიულ ვერსიასთან ტექნიკურად თითქმის არაფერი აქვს საერთო. სერიულ მოდელთან ის მხოლოდ ექსტერიერის დიზაინსა და ინტერიერის რამდენიმე ელემენტს ინაწილებს. მისი წონა 4,5 ტონაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ვერსიაზე ორჯერ მძიმეა!

”უსაფრთხო ავტომობილებზე იმაზე დიდი მოთხოვნაა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამიტომაც ვქმნით საუკეთესოს!” - აცხადებს მარკუს ნასტი, რომელიც Daimler-ში შეჯავშნული ავტომობილების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

 ეს ავტომობილები ზინდელფინგენის Daimler-ის ქარხანაში მზადდება და იქ ამაზე დაახლოებით 600 ადამიანია დასაქმებული. ასეთი მაქსიმალურად უსაფრთხო Maybach-ი მინიმუმ 470 000 ევრო ღირს და ამ ფასში ზონდერ-კომპლექტაცია არ შედის. ასეთი ვერსიები მეტწილად ნახევარ მილიონზე ძვირად იყიდება. ”დაიმლერი”, რა თქმა უნდა, არაფერს გვეუბნება ასეთი ”მაიბახების” მფლობელების შესახებ - მათი ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ვიცით მხოლოდ ის, რომ Mercedes-Maybach S 600 Guard-ის გასაღების ბაზარი მეტწილად აღმოსავლეთ ევროპა, აზია და სამხრეთი ამერიკაა.

წყარო: AutoBild

Wednesday, March 16, 2016

აშშ-ს არმია იწყებს ფუნქციურად დამოუკიდებელი მართვის სისტემის ტესტირებას


ივნისის დასაწყისში აშშ-ს არმია იწყებს "თვით-მმართავი კონვოის" პროექტის ხელმძღვანელობას, რომელიც მოიცავს: მძიმე სამხედრო სატვირთო მანქანების ფუნქციიურად დამოუკიდებელი მართვის ტესტირებას. როგორც აღნიშნეს ტესტირება ჯერ ისევ ექსპერიმენტის სტატუსშია რაც ნიშნავს რომ მანქანაში ადამიანს მაინც უწევს ყოფნა.

 Trucks.com-ის განცხადებით არმიას დაგეგმილი აქვს გააგზავნოს მინიმუმ 4 ექსპერიმენტული მანქანა, რომლებიც იქნება აღჭურვილი შემდეგი სისტემებით: "მანქანა-მანქანა", "მანქანა - ინფრასტრუქტული კომუნიკაციის" სისტემებით. რაც გულისხმობს თუ როგორი იქნება სამომავლოდ კონვოის მსვლელობის დროს კომუნიკაცია ეკიპაჟებს შორის, სხვა (თუნდაც სამოქალაქო მანქანებთან), ტექნოლოგიურად მაღალ ინფრასტრუქტურულ აღჭურვილობასთან, სიჩქარის ლიმიტთან, გზის მშენებლობის, ავარიის დროს მოქცევას და ა.შ.

 არმიის წარმომადგენლის თქმით ტესტირება სრული დატვირთვით მუშაობს და ფუნქციურად დამოუკიდებელი მანქანების წარმოებაში ჩაშვება არც ისე შორსაა. "მართალია ეს ივნისში არ მოხდება, მაგრამ არც დიდი დრო დარჩა" - დასძენს იგი.

 ასევე შეიარაღებული ძალები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს, რადგან მათი თქმით ეს სისტემა არამარტო კონვოის დროს არამედ ბრძოლის დროსაც შეამცირებს სამხედროთა დაშავებას და ა.შ.
კონვოის ამ მომენტში საჭიროებს 2 კაციანი ეკიპაჟი, ესკორტის და დამცავი მანქანების გარეშე.

 თუკი სისტემამ გაამართლა ექსპერტების თქმით მას სამოქალაქო ინდუსტრიაშიც გამოიყენებენ. კერძოთ: კონვოის დროს "დიდ" სატვირთო მანქანას (რომელსაც ადამიანი მართავს) გაჰყვება შედარებით "მომცრო" სატვირთო მანქანები (მძღოლის გარეშე).

Saturday, March 12, 2016

Ford-ის საპოლიციო ავტომობილები სერიოზულ ბალისტიკურ დაცვას მიიღებენ.


"ძლიერი სიტყვები კრიმინალის წინააღმდეგ, და კარგი ამბავი სამართალდამცავებს". - ასე გაიჟღერა ახალმა ამბავმა დეტროიტიდან - Ford-ის შტაბიდან.

Ford-ის საპოლიციო მანქანები როგორებიცაა: Explorer, Taurus, Fusion, ახლა უკვე ხელმისაწვდომია აშშ-ს სამართლებრივი დეპარტამენტის 4 დონის ტიპის დაცვით, რომლის ჯავშანიც უძლებს .30 კალიბრიან ვაზნებს. ასეთმა განახლებამ ზემოთ ჩამოთვლილი ავტომობილები აქცია "ერთადერთ" მდევნელ - საპოლიციო ავტომობილებად რომლებსაც ასეთი სერიოზული დაცვა აქვს.

"მეოთხე ტიპის მძიმე ჯავშანი ან მეტალის ფირფიტების ჩანართებით გატესტილია .30 კალიბრის ჯავშანგამტანი ვაზნებით სპეციფიური 10.8 გ(166 გრინიანი) მასით და ტყვიის სიჩქარით 878 მ/წ+-9.1მ/წ(2880 ფუტი/წმ+-30 ფუტი/წმ" - ასე აღწერს დეპარტამენტი 4 ტიპის დაცვის დონეს.

სამართლებრივი დეპარტამენტის განხცადებით, 4 დონე შესაძლებელია როგორც მთლიან ჯავშნად, ასევე ფირფიტებათ რომელიც წლების მანძილზე გადიოდა ტესტირებას და როგორც ავღნიშნეთ უძლებს .30 კალიბრიან ვაზნებს.


გვერდითა დაცვა, როგორიცაა: კარები და ა.შ. შესაძლოა ჯავშნის დამატება ბალისტიკურ დაცვასთან ერთად, რომელიც დამატებით ოფციაში შედის.

Tuesday, September 8, 2015

Range Rover Sentinel - AVO's პირველი შეჯავშნული მანქანა


Land Rover-ის SVO-მ (მანქანების სპეციალური ოპერაციების დივიზიამ) წარმოადგინა პირველი შეჯავშნული მანქანა Range Rover Sentinel. მანქანა დაფუძვნებულია სტანდარტულ მოდელზე და მიღებული აქვს VR8 კლასის დაცვის სისტემა. VR8 დონე უძლებს 7.62 მილიმეტრ ჩვეულებრივ  და ცეცხლგამჩენ ვაზნებს. ამასთანავე DM51 ტიპის ხელყუმბარას (ასევე იატაკი) და 15 კგ ტროტილის აფეთქებას. ეს ყველაფერი კი შეკვეთით დამზადებული პროგრამის "6 ნაწილიანი მგზავრის ჯავშანის" დამსახურებაა რომელიც ეკუთვნის Super high-strenght steel-ს. სტანდარტული შუშები შეცვლილია მრავალ-ფირფიტოვანით რომელიც უძლებს ინტენსიურ ცეცხლს მძღოლისთვის და მგზავრებისთვის.


Sentinel-ის VR8 ასევე უძლებს ბალისტიკურ საფრთხეს რომელიც QinetiQ-მა დაამზადა. კომპანია არის დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილი კვლევის საააგენტო.

 სავალი ნაწილი განახლებულია რომელიც უზრუნველყოფს Range Rover-ის ლეგენდარულ კონფორტს, რის გამო მართვა არის საკმაოდ "თავშეკავებული". Sentinel-ს აქვს იგივე ტესტირება გავლილი რაც სტანდარტულს აქედან გამომდინარე ოფ-როუდის სისტემა ისეთივეა რითაც Land Rover-ია განთქმული.


გააჩნია ანტი-ფალსიფიცირების მქონე გამოსაბოლქვი სისტემა, ასევე საწვავის გადმოდინების თვით-შემაჩერებელი ავზი (მანქანის დაზიანების შემთხვევაში სისტემა ხელს უშლის ბენზინის გადინებას და აალებას. სისტემა გამოიყენება 2 მსოფლიო ომიდან მოყოლებული), სათადარიგო ბატარიით და გაყოფილი დატენვის სისტემით. მძღოლის შუშა იწევა 100 მილიმეტრამდე, რათა საბუთები გადასცეს/გადასცენ. მანქანის კარკასს შიგნიდან აკრავს ანტი-მსხვდევადი შუშა რომელიც მანქანას უფრო დაცულს ხდის

ექსტერიერის მხრივ 20 ინჩის მქონე დისკები და შენადნობი საბურავები, რომელიც უზრუნველყოფს მანქანის სიარულს თუკი იგი დაზიანდება. ასევე გააჩნია სარადარიგო 3.0 ლიტრი მოცულობის V6 ძრავი 340 ცხენის ძალით, რომელიც გადაბმულია სპეციალურად-დაკალიბრებულ 8 სიჩქარიან ავტომატურ კოლოფთან. ხოლო მისი 380 მილიმეტრიანი წინა და 365 უკანა დისკის დამჭერები მაღალ სიმჭიდროვეს უზრუნველყოფს დამუხრუჭებისას, როდესაც საჭიროა.


ჩვეულებრივ მთავარი კარებები დაბლოკილია, ამისთვის არის საავარიო გასასვლელი უკანა კარებების სავარძლებთან, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრის და მძღოლის გამოსვლას.

Sentinel-ი ხელმისაწვდომია გაერთიანებულ სამეფოში, ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში და შუა აღმოსავლეთში VR8 ტიპის დაცვის სისტემით.

შეკვეთა შესაძლებელი იქნება 2015 წლის სექტემბრიდან, ფასი კი 400.000 ევრო იქნება. გარანტია 3 წელი ან 50.000 მილი.

გაიცანით: შეჯავშნული Audi A8 L


”აუდი” ფრანკფურტის ავტოშოუზე (17-დან 27 სექტემბრამდე) შეჯავშნულ Audi A8 L-ს წარმოადგენს და ფოტოებზე სწორედ ამ ავტომობილს ხედავთ.

ინგოლშტადტელები ამაყად აცხადებენ, რომ ეს ჯავშნიანი ლიმუზინი ”ყველა დროის ყველაზე უსაფრთხო ”აუდია”. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ავტომობილის სახელწოდებაში ერთი სიტყვა ემატება და მისი სრული სახელია Audi A8 L Security. თუკი ჯავშნიანი Audi A8 აქამდე VR7 კლასს აკმაყოფილებდა, ახლა უკვე VR9-ს აკმაყოფილებს.



ახალი ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ორი ძრავით. პირველი: 4-ლიტრიანი Biturbo V8 435-ცხენისძალიანი სიმძლავრითა და 600-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტით; მეორე: 500-ცხენისძალიანი W12 625-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტით. უსაფრთხოების მიზნით Security-A8 L-ის მაქსიმალური სისწრაფე 210 კმ/სთ-იქნება - ასეთი სიჩქარის განვითარების შემდეგ კი საქმეში ელექტრონიკა ჩაერთვება და სისწრაფეს შეზღუდავს.

                                                           წყარო: Auto Bild Georgia

Saturday, September 5, 2015

მიესალმეთ სწრაფ, მტკიცე საბრძოლო მანქანას რომელიც ცვლის "ჰამვის"


3 ათწლეულის განმავლობაში, არმიისთვის და საზღვაო ქვეითებისთვის "ჰამვი" იყო ამერიკის სამხედრო ძალა ყველგან სადაც აშშს ფეხი დაუდგამს. პირველი პროდუქცია შეიქმნა 1985 წელს "AM GENERALის" მიერ. მას არამარტო გადაყავდა ათასობით ამერიკელი ბრძოლის ველზე, არამედ იგი იქცა საკულტურო გამოსახულებად. როგორც ლეგენდარული ვილისის ჯიპი.

პენტაგონის JLTV( Joint Light tactical Vehicle) პროგრამა ითხოვდა მანქანას რომელიც იქნებოდა ბალანსირებული მარგ დატვირთვაზე, სიმძლავრეზე და დაცვაზე კრიტიკულ სიტუაციებში როგორც დღეს ისევე ხვალ. პროგრამამ გადაწყვეტილება მიიღო" "Oshkosh Defenceს" L-ATV (Light Combat All-Terrain Vehicle) სასარგებლოდ.

რატომ ოშკოში? გადავინაცვლოთ 2006-2007 წლებში სადაც სამხედროები და საზღვაო ქვეითები ფეთქდებოდნენ IEDზე ერაყში. ფაქტიურად IEDმა 60% ცოცხალი ძალის დანაკარგი გამოიწვია. სიტუაცია ისეთი საშინელი იყო რომ ჯგუფები იძულებულნი იყვნენ გამოეყენებინათ დასამაგრებელი მეტალი დაცვის მხრივ თავიან ჰამერებზე. ამის შემდგომ დაიწყო ე.წ MRAPის შექმნა რომელიც საკმაოდ ეფექტური იყო, მაგრამ ავღანეთის მაღალმთიანი ტერიტორიებისათვის მიუდგომელი. ეს პრობლემა კი "ოშკოშმა" გადაჭრა მისი M-ATVთი.

მაგრამ სამხედროებს და საზღვაო ქვეითებს სჭირდებოდათ უფრო მსუბუქი მანქანა - რაღაც რომელსაც შეეძლო წასულიყო იქ სადაც ჰამერს შეეძლო, მაგრამ დაცვის მხრივ ისეთივე ძლიერი ყოფილიყო როგორც MRAP ან M-ATV. ეს იყო JLRV პროგრამის მოთხოვნები რომელიც ზემოთხენებულმა შეძლო დაეკმაყოფილებინა.

L-ATV ჰამერთან შედარებით დიდია და იგი 2 სახით იქნება ხელმისაწვდომი. 4 კარიანი საბრძოლო შეჯავშნული მანქანა და 2 კარიანი შეჯავშნული მხარდამჭერი/სადაზვერვო. მისი მაქსიმალური წონა 7.1 ტონა. ამ წონის გამო მისი ტრანსპორტირება შესაძლოა შვეულმფრენით. ასევე მას აქვს შესაძლებლობა ოფროუდის მობილურობის და "Baja racerის". იგი პირველი მანქანაა რომელმაც დაამთავრა "Baja 1000ის" უდაბნოს რბოლა 2010 წელს. L-ATV შეუძლია გადალახოს ყველაზე მკაცრი პირობების მქონე გზები. ასევე იგი 70%ით უფრო სწრაფია ვიდრე M-ATV, სიჩქარით 160კმ/სთ.

"ოშკოშის" თავდაცვის პრეზიდენტის თქმით მას ისეთივე ჯავშანი აქვს გარედან როგორც MRAPს.იგი ამსგავსებს მის ჯავშანს 1080 დაცვის ჯგუფის სისტემას რომელიც მძღოლს თავიდან ააცილებს საშინელ ავარიას.

მანქანა აღჭურვილია GM Duramaxის 6.6 ლიტრი მოცულობის V8 ტურბო-დიზელი ძრავით და TAK 4i დამოუკიდებელი ამორტიზაციით. ასევე მისი სათადარიგო ელექტრო-დიზელი ძრავი უზრუნველყოფს 70კილოვატის ენერგიას. დამოუკიდებელი ამორტიზაციის სისტემას გააჩნია არათანაბარი-სიგრძე შეთავსებით ხვეულ წკირთან. ამის გამო იგი ადვილად ერგება 20 ინჩის მქონე საბურავებს. (Ford F-150 "მტაცებელი" "Baja racerისგან" განსხვავებით რომელსაც 15 ინჩი აქვს) ამის ფონზე იგი დადის როგორც დიდი "პიკაპი".

პირველი პარტიას არმია მიიღებს 2018 წელს და დამთავრდება 2040 წელს. ხოლო საზღვაო კორპუსი გამოსვლისთანავე, რომელიც 2022 წელს დამთავრდება.

P.S ჰამერი მაინც ჩემი ფავორიტია.