• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Tuesday, September 8, 2015

გაიცანით: შეჯავშნული Audi A8 L


”აუდი” ფრანკფურტის ავტოშოუზე (17-დან 27 სექტემბრამდე) შეჯავშნულ Audi A8 L-ს წარმოადგენს და ფოტოებზე სწორედ ამ ავტომობილს ხედავთ.

ინგოლშტადტელები ამაყად აცხადებენ, რომ ეს ჯავშნიანი ლიმუზინი ”ყველა დროის ყველაზე უსაფრთხო ”აუდია”. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ავტომობილის სახელწოდებაში ერთი სიტყვა ემატება და მისი სრული სახელია Audi A8 L Security. თუკი ჯავშნიანი Audi A8 აქამდე VR7 კლასს აკმაყოფილებდა, ახლა უკვე VR9-ს აკმაყოფილებს.



ახალი ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ორი ძრავით. პირველი: 4-ლიტრიანი Biturbo V8 435-ცხენისძალიანი სიმძლავრითა და 600-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტით; მეორე: 500-ცხენისძალიანი W12 625-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტით. უსაფრთხოების მიზნით Security-A8 L-ის მაქსიმალური სისწრაფე 210 კმ/სთ-იქნება - ასეთი სიჩქარის განვითარების შემდეგ კი საქმეში ელექტრონიკა ჩაერთვება და სისწრაფეს შეზღუდავს.

                                                           წყარო: Auto Bild Georgia