Monday, September 7, 2015
Mercedess AMG SLS მიმოხილვა
კარგი, უკეთესი, საუკეთესო: ამ შემთხვევაში, საუკეთესოს ნაცვლად, შეგვიძლია, პირდაპირ SLS Roadster დავწეროთ. ყველაფერი საუკეთესო ძალიან ძვირიც ღირს - ამ შემთხვევაში მინიმუმ 195 160 ევრო
კარგი, უკეთესი, საუკეთესო: ამ შემთხვევაში, საუკეთესოს ნაცვლად, შეგვიძლია, პირდაპირ SLS Roadster დავწეროთ. ყველაფერი საუკეთესო ძალიან ძვირიც ღირს - ამ შემთხვევაში მინიმუმ 195 160 ევრო
ღრმად ჩაისუნთქეთ: უკიდეგანოდ გრძელი კაპოტი, მოკლე, მოხდენილი კიჩო და უამრავი რეტრო-ელემენტი - „მერსედესმა“ AMG SLS ღოადსტერ პირველად გვაჩვენა. ეს არის ფრთოსანი Mercedes SLS-ის კაბრიო ვერსია, ანუ, უფრთო ანგელოზი, საუკეთესო კაბრიოლეტი, რომელიც მხოლოდ მილიონრებისთვის და კიდევ უფრო მდიდრებისთვისაა განკუთვნილი.
ამოისუნთქეთ! ისევე, როგორ SLS კუპეს შემთხვევაში, „მერსედესმა“ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა: კუპეს კაბრიოც მოაყოლა და რაც ყველაზე მთავარია, ყოველგვარი სერიოზული სახეცვლილების გარეშე. თუკი 1954 წელს ვიზუალური ცვლილებები ფაქტობრივად აუცილებელი იყო, დღეს ასე აღარაა და შესაბამისად, სუპერსპორტული SLS კუპე, კაბრიოლეტად უმტკივნეულოდ გადაკეთდა და ერთადერთი, რაც დაკარგა, ფრთებია, ანუ, ვერტიკალურად გაღებადი კარები, რაც როდსტერს არც ჭირდება და ვერც ექნება. ამიტომაცაა, რომ ამჯერად კაბრიოლეტი კუპეს არა სამ წელიწადში, არამედ წელიწადზე ოდნავ მეტში მოყვა. კუპესთან განსხვავება კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ სავარძლების უკან მასიური ადგილი სახურავის სამალავმა დაიკავა. მიუხედავად ამისა, კაბრიოლეტი კუპეზე მხოლოდ 40 კილოგრამით მძიმეა, რასაც „მერსედესის“ შეფები ამაყად იმეორებენ, მაგრამ SLS Roadster მაინც თითქმის 1.7 ტონაა და ვერ ვიტყვით, რომ ავტომობილი მსუბუქია. თუმცა შტუტგარტელებს სიმსუბუქეზე პრეტენზია არც ქონიათ - რაც არ უნდა იყოს, „მერსედესი“ სპორტულობასთან ერთად ხომ ყოველდღიურ ლუქს-კომფორტზე აკეთებს აქცენტს, რაც ყოველთვის მანქანის წონაში მატებას მოასწავებს ხოლმე.
სამაგიეროდ, დიდი მიღწევაა ის, რომ SLS Roadster-ს როგორც დახურულ, ასევე ღია მდგომარეობაში 173-ლიტრიანი საბარგული აქვს, რითაც კუპეს მხოლოდ და მხოლოდ სამი ლიტრით ჩამორჩება. 571 ცხენის ძალა ფანტასტიკური მაჩვენებელია და 317 კმ/სთ-იანი მაქსიმალური სიჩქარის გარანტიას იძლევა. „მერსედესი“ გეგმავს, რომ აჩქარების თვალსაზრისით როდსტერი კუპერს არ ჩამორჩეს და 100 კმ/სთ-მდე 3.8 წამში აჩქარდეს. სახურავის ახდა და დაფარება ტრადიციულად, 50 კმ/სთ-მდე სისწრაფის დროსაა შესაძლებელი და SLS Roadster ერთ ან მეორე მანიპულაციას მხოლოდ და მხოლოდ 11 წამს ანდომებს. ამაზე სწრაფად ქუდს ამ კლასში მხოლოდ Audi A3 Cabrio იხდის - 9 წამი.
SLS ღოადსტერ თავის პატარა ძმისგან, SLK-სგან დამატებითი ოფციის სახით Airscarf-ს მიიღებს, რაც მძღოლსა თუ მის გვერდით მჯდომს ღია მდგომარეობაში მგზავრობისას ყელსა და კისერს გაუთბობს. სამაგიეროდ, „მერსედესმა“ ამ მოდელში უარი თქვა Aირცაპ ოფციაზე, რომელიც „E კლას კაბრიოში“ იყო გამოყენებული და რომელსაც ბევრი ექსპერტი სკეპტიკურად უყურებს. ეს არის დამატებითი სპოილერი საქარე მინის თავზე. კიდევ კარგი, რომ ამაზე უარი თქვეს - ზედმეტად ხელოვნურია.
სიახლე არი AMG-ის აქტიური „რაიდ კონტროლი“, რაც SLS Roadster-ს სამი რეჟიმის (კომფორტი, სპორტი, სპორტ-პლუსი) სრულიად ახლებურ რეგულირებას ანიჭებს. მძღოლზე იზრუნებს ოფციონალური AMG Performance Media-ც. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი უკვე დიდი ხანია აქვს იაპონურ სუპერსპორტულ ავტომობილ Nissan GTR-ს და თანაც, ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე. SLS-ის შემთხვევაში კი (როგორც კუპესთვის, ისე კაბრიოლეტისთვის) მისი ფასი 8 330 ევროა. საერთო ჯამში კი ავტომობილი მინიმუმ 195 160 ევრო ეღირება.
რას ვიზამთ, „მერსედესი“ ტრადიციას არც ფასის ამბავში ღალატობს…
დასკვნა
ისტორია მეორდება: „მერსედესმა“ SLS კუპეს როდსტერიც მოაყოლა. ყველაზე მთავარი განსხვავება ახლანდელ და მაშინდელ დროს შორის ისაა, რომ მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკური წინსვლა იყო, ახლა კი, მარკეტინგული წინსვლაა. ფასზე ფიქრითა და კალკულაციებით ტვინი რომ არ ვიჭყლიტოთ, SLS, დახურულიცა და ღიაც, მაგარი რამ არის, რომელიც ძალიან მომწონს.
იორგ მალტცანი
ტექნიკური მონაცემები
Mercedes SLS AMG Roadster
V8 ძრავა; 4 სარქველი თითო ცილინდრზე; მოცულობა: 6208 სმ3; სიმძლავრე: 420 კვ (571 ცხ. ძ)/6800; ბრუნის მომენტი: 650 ნმ/4750; უკანა ამძრაობა; გადაცემათა კოლოფი: 6-საფეხურიანი DშG; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4638/1939/1262 მმ; წონა: 1660 კგ; საბარგულის მოცულობა: 173ლ; 0-100 კმ/სთ 3.8 წამში; საწვავის ხარჯი: 13.2ლ Super Plus; CO2: 308 გ/კმ
ფასი: 195 160 ევრო
წყარო: Auto Bild Georgia