• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Wednesday, September 9, 2015

ბენტლის ახალი განზომილება "ბენტლი ბენტაიგა"


დიდხანს ველოდით და აი ისიც: ”ბენტლის” პირველი SUV ყოველგვარი შენიღბვის გარეშე! ფრანკფურტის ავტოშოუს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ბრიტანელებმა Bentley Bentayga-ს პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნეს და ტექნიკური მონაცემებიც გაამხილეს. პირველი დასკვნები კი ასეთია: ”ბენტაიგა” არა მარტო სუპერ-მდიდრული ავტომობილია, არამედ ექსტრემალურად სწრაფიცაა. ყველაზე სწრაფი თავის კლასში!



ოთხი მრგვალი მაშუქი, დიდი მატრიქს-ცხაურა - ”ბენტაიგა” წინიდანვე კლასიკური ”ბენტლია”. თუმცა ავტომობილის სიმაღლე და SUV-კლასის ავტომობილისთვის დამახასიათებელი ფორმა გვიჩვენებს, რომ ”ბენტლი” ამ ავტომობილით ფაქტობრივად ახალ ეპოქას იწყებს.

საუკეთესო ტყავი, ხე და გასართობ-საინფორმაციო სისტემა - კომფორტის თვალსაზრისით ”ბენტლიმ” თავის ახალ გმირს არაფერი დააკლო. 1,35 კვადრატული მეტრი პანორამული ჭერი ჩაბნელებადია, წინა სავარძლები 22 მიმართულებით მოძრაოვს, უკანები - 18 მიმართულებით. სავარძლებს, რა თქმა უნდა, მასაჟის ფუნქციაც აქვთ. ”ბენტაიგა” ხელმისაწვდომი იქნება როგორც 4, ისე 5-ადგილიანი კონფიგურაციით. ინტერიერში გამოყენებული ტყავი კი 15 ფერშია ხეწლმისაწვდომი.





”ბენტლის” მდიდრული SUV მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული SUV იქნება! Bentayga 301 კმ/სთ-ს განავითარებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ”ბენტლის” ეს მდიდრული ”გემი” სერიულ SUV-ებში ყველაზე სწრაფი იქნება. შედარებისთვის: BMW X5 M-ის მაქსიმალური სიჩქარე 275 კმ/სთ-ია, Porsche Cayenne Turbo S მაქსიმუმ 284 კმ/სთ-ს ახერხებს, Bentley Bentayga კი მაქსიმალური სისწრაფის კრიტერიუმში ორივეს აჯობებს.

ეს ავტომობილი 2016 წლიდან გაიყიდება და მისი ასეთი სისწრაფის მთავარი მიზეზი სრულიად განახლებული, 12-ცილინდრიანი, 6 ლიტრი მოცულობის მქონე ძრავაა (W12 Twin-Turbo). ამ აგრეგატის სიმძლავრე 608 ცხენის ძალა გახლავთ, ბრუნის მაქსიმალური მომენტი კი 900 ნმ. Bentayga 100 კმ/სთ-მდე 4,1 წამში უნდა აჩქარდეს. 80 კმ/სთ-მდე მაქსიმალური კლირენსით ივლის, 160 კმ/სთ-დან კლირენსი ავტომატურად დაიწევს, მერე კი, 240 კმ/სთ-ის შემდეგ კიდევ შემცირდება.



”ბენტლი” ”ბენტაიგას” ძრავას მთავარ ქარხანაში, ქრიუში აწარმოებს. სიტუაციების მიხედვით ძრავას 2 ცილინდრების გათიშვის ფუნქციაც ექნება და ხანდახან 6-ცილინდრს ამუშავებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ გარემო ნაკლებად დააბინძუროს. გადაცემათა კოლოფი 8-საფეხურიანი ავტომატიკაა. Bentley Bentayga-მ ტექნიკის დიდი ნაწილი Audi Q7-სგან მიიღო. Bentayga-ს სავარაუდო მინიმალური ფასი 200 000 ევროა.



ტექნიკური მონაცემები
► Bentley Bentayga

ძრავა: 6-ლიტრიანი-W12 TSI Twin-Turbo; 608 ცხ. ძ. (447 კვტ) 5250-6000 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 900 ნმ/1250-4500 ბრ/წთ; გადაცემათა კოლოფი: ZF-ის 8-საფეხურიანი ავტომატიკა; მუდმივი სრული ამძრაობა; მობრუნების რადიუსი: 12,4 მეტრი; ბაზა: 2,992 მეტრი; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე (მმ): 5141/2200(სარკეებით)/1742; ავზის მოცულობა: 85 ლიტრი, საბარგულის მოცულობა: 430 ლიტრი; წონა: 2422 კგ; მაქს. სიჩქარე: 301 კმ/სთ; საწვავის საშუალო ხარჯი: 12,8 ლიტრი/100 კილომეტრზე.





                                                                   წყარო: Auto Bild Georgia