Wednesday, September 9, 2015
Ford Mustang-ის საჭეების ისტორია
1964 წელი. პირველი მუსტანგი კაცობრიობის წინაშე. გრძელი ცხვირი, კლასიკურ სტილში გადაწყვეტილი ტყავის სალონი და საჭე სამი ალუმინის ღერძით, 16 დუიმიანი დიამეტრის ცენტრში კი მუსტანგის ლოგო. აი ასეთი იყო მუსტანგის პირველი საჭე.
1967 წელს საჭეს ახალი ფუნქციები დაემატა მოსახერხებელი ფუნქციონირებისათვის და ენთუზიაზმის გასაღვიძებლად. 7 განსხავევბული პოზიციის არჩევის შესაძლებლობა, რომელიც მოერგებოდა ნებისმიერ მხედარს და კომფორტულად შეაძლებინებდა ემართა მანქანა.
1968 წელი. პრიორიტეტი ხდება უსაფრთხოება და საჭის დასაკეცი სვეტი დაემატა კომპლექტს, ავარიის დროს შესაძლო დაზიანებების სიმრავლის შესამცირებლად. დიზაინის შეიცვალა, დიდი, რბილი ცენტრალური ღერძით.
1979 წელი. აქ უკვე უფრო ევროპულიუ სტილი იგრძნობა. Mustang II-ის ორქიმიანი საჭე იცვლება ოთხით. საჭის ზომაც იცვლება და ის 15 დუიმზე ჩამოდის.
1984 წელი. იქმნება მაღალი ხარისხის ლეგენდარული სპორტული მანქანა SVO Mustang, რაც განაპირობებს განახლებასა აგრესიულად დახრილ სამ ქიმს საჭეში. პატარა გარე დიამეტრი რომლის ცენტრში Ford-ისა და SVO-ს ლოგოები განთავსებული სპორტულ გამომეტყველებას სტოვებს.
1990 წელი. პირველი "აირბაგი" მუსტანგში. იმის გამო რომ ის ცენტრში იყო მოთავსებული, საყვირის ღილაკმა ქიმებზე გადაინაცვლა.
1994 წელი. საჭეზე თავსდება დამატებითი, ის აუცილებელი ღილაკები რაც მძღოლს საშუალებას მისცემს საჭიდან ხელის აუღებლად მართოს მისთვის სასურველი ოპერაცია. თანამედროვე სტილის საჭე, ცენტრში მუსტანგის ლოგოთი და მოხერხებულად განლაგებული ღილაკები. 1994 წელს ასეთ საჭეს სთავაზობდა მუსტანგი მომხმარებელს.
2005 წელი. ბრუნდება 1964-1967 წლის დიზაინი და მუსტანგის საჭეზე ისევ ჩნდება სამი ალუმის ქიმი, რომლის ცენტრი ტყავგადაკრული დისკოსა და ლოგოსგან შედგება.
2010 წელი. საჭე უფრო მეტად ფუნქციური და დატვირთული ხდება ღილაკებით. ტელეფონი, რადიო, აუდიო არჩევანი. ცენტრში ალუმინის პრიალა ლოგო ცხენისა და კობრას გამოსახულებით (Shelby GT500-ის შემთხვევაში)
2015 წელი. სრულიად ახალი დიზაინის საჭე. მეტი კონტროლი ვიდრე ერთად აღებული მუსტანგის არსებობის 50 წლის განმავლობაში. 20-მდე ღილაკები და პლიუს მართვის ოთხი რეჟიმის კონტროლი უკვე საჭიდანაც შეიძლება.
2015 Shelby GT350R
Shelby GT350 და GT350R უკვე აღიარებულია, როგორც ყველაზე აგრესიული და ქუჩის რბოლებისთვის შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო მანქანა. მასში სტანდარტული GT-ისგან განსხვავებით დამატებულია საჭის გამაძლიერებელი დისკები, რომლებიც მიზნად ისახავას მძღოლის მიერ საჭის კარგად ფლობას მაღალ სიჩქარეებზე.
წყარო: Mustang Team of Georgia