• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Showing posts with label Toyota. Show all posts
Showing posts with label Toyota. Show all posts

Monday, February 11, 2019

Toyota Racing Development-მა Supra განაახლა


TRD 7 მარტს არ ელოდება (ჟენევას აუტო შოუს გახსნას) და Osaka Auto Messe-ზე (იაპონური ავტო შოუ) მათ მიერ გაუმჯობესებული ახალი Supra წარადგინა. 

ავტომობილს შემოსდა ახალი კარბონის გვერდითა ქვედა პანელებით, სპოილერით, გარნირებით (კარებებზე) და ალუმინის 19 ინჩიანი დისკებით. ყოველივე ეს როგორც ამბობენ, გააუმჯობესებს აეროდინამიკას. ძრავა, დაკიდება და გადაცემათა კოლოფი ხელუხლებელი დარჩა.


შესაბამისად, ძრავთა გამა ისევ იგივე რჩება: BMW-ს I ტიპის 6 ცილინდრიანი 3.0 ლიტრი მოცულობის ტყუპ ტურბოდამჭირხნიანი,  335 ცხენის ძალითა და 450 ნიუტონ მეტრით; ასევე, 2.0 ლიტრი მოცულობის ტურბოდამჭირხნით: 197 ცხენის ძალით, 319 ნიუტონ მეტრით და 255 ცხენის ძალითა და 399 ნიუტონ მეტრით. უკანასკნელი ორი,  ევროპისთვის და შტატებისთვის დადასტურებული არ არის.

Wednesday, May 18, 2016

Toyota-ს და BMW-ს ერთობლივი პროექტი ავსტრიაში შეიქმნება

სურათზე Toyota FT-1 (ახალი მანქანების სურათი ჯერ-ჯერობით მიუწვდომელია)

როგორც იცით, BMW და Toyota მუშაობენ ერთად ახალი სპორტული ავტომობილის პლათფორმაზე უკვე 6 წელია და საერთო ნამუშევარი ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება. ახლა კი მხოლოდ ის ვიცით, თუ საიდან იქნება ის. გერმანული გაზეთი Kleine Zeitung-ის თქმით, ორივე მანქანა იქნება შექმნილი ავსტრიის ქალაქ გრაზში, დამოუკიდებელი სამანქანო მწარმოებლის, Magna Steyr-ის მიერ. დღეის ჟამს Magna ქმნის BMW-ს ორ ავტომობილს: Mini Clubman და Paceman, ასევე სატელევიზიო შოუს ვარსკვლავს, Mercedes-Benz G-class.

BMW ადასტურებს, რომ ახალი ავტომობილი გამოჩნდება პროდუქციაში 2018 წელს, მაგრამ ჯერ-ჯერობით კვლან დუმან თუ რა მანქანა იქნება. ნათქვამია, რომ ახალი Countryman ჯეროვნად იქნება წელს და Paceman "გადაშენების" პირასაა, ამის ფონზე კი ვარაუდია, რომ საიდუმლო ავტომობილი სპორტული სახის იქნება.


ინდუსტრიის აზრით, ახალ მანქანას ერქმევა Z5 და აღარ იქნება პრობლემა სლოტთან დაკავშირებით, რისი გამოცვლაც იყო საჭირო და რაც Z4-ს გააჩნდა. გრაზში ახალი მანქანების წარმოება იქნება მცირე რაოდენობით, (დაახლოებით 60.000) როგორც ეს Toyota-ს და Subaru-ს მოდელების: GT86 და BRZ შემთხვევაში იყო.

Toyota-ს მხრიდან ბევრი არაფერია ცნობილი შეთანხმების შესახებ, რომ ახალ მანქანას ერქმევა Supra, როგორც ამას ბევრი ავტოჟურნალი თუ მედია ფიქრობდა. ასევე არ გამოჩენილა მისი მანქანის ტესტირება, როგორც ამას BMW აკეთებს. ასევე არის ცნობა, რომ Toyota იყენებს ახალ ჰიბრიდ სისტემას, რომელიც მან უკვე გამოიყენა WEC (World Endurance Championship) ტიპის მანქანებში. ეს კი მითითებაა იმისა, რომ სპორტული მანქანაა მაგრამ ერთი რამ უკვე ნაცნობია უდაოდ, ეს არ იქნება ახალი Solara.

Friday, March 18, 2016

ტოიოტა GT86-ს ანახლებს


დგება მომენტები როდესაც მანქანას უწევს განახლება,  ზუსტად ამ სიტუაციაშია დღევანდელი ჩვენი გმირი - Toyota GT86.

როგორც ცნობილია მის განახლებაში შევა: წინა ბამპერი ახალი შემწოვით, LED განათება და "შერეული" დიზაინის დისკები.

რაც შეეხება შასის, მისი წონა შემცირებულია "დატუნინგებული" ამორტიზაციის და "პრუჟინის" დამსახურებით. ასევე ინტერიერმაც მიიღო რიგი განახლება: სალონი გადაიკვრება ტყავით ან ალკანტარით, ასევე კარები ზამშით ან ნაჭერით. ეს ყველაფერი კი თქვენზეა დამოკიდებული.
სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ინტერიერის სურათები არაა გამოქვეყნებული.


რაც შეეხება ძრავს: ისევ და ისევ ატმოსფერული 2.0-ით აღიჭურვება, რომელიც გამოიმუშავებს 197 ცხენის ძალას და 151 ნიუმეტრს.

Saturday, December 12, 2015

ექსპერტებმა მსოფლიოში საუკეთესო ძრავები დაასახელეს


ამერიკულმა გამომცემლობა Ward’s Auto -მ გამოაქვეყნა მსოფლიოში 10 საუკეთესო ძრავის რეიტინგი. პრეტედენტების სია შედგებოდა 31 ძალური აგრეგატისგან. მათგან 10 შარშანდელ კონკურსშიც მონაწილეობდა, ხოლო დანარჩენი 21 იყო ახალი და განახლებული აგრეგატი. ავტომობილები, რომლებზეც ყენდებოდა ძრავები უნდა ყოფილიყვნენ სერიულები და მათი ღირებულება უნდა შემდგარიყო არაუმეტეს 61 000 დოლარისგან.
ძრავებზე ტესტები ჩაატარეს Ward’s Auto -ს რედაქტორებმა ამ წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში. მათ შეაფასეს სიმძლავრე, ბრუნვითი მომენტი, ეკონომიურობა, ხმაური და ძრავის სხვა მახასიათებლები. “დიზელის სკანდალის” გამო კონკურსიდან მოხსნილი იქნა Volkswagen -ის ძრავები.
TOP 10 ძრავების სია კი შემდეგია:
  1.  3.0 ლ. Turbo DOHC I-6 (BMW 340i)
  2.  3.6 ლ. DOHC V-6 (Chevrolet Camaro/Cadillac ATS)
  3.  1.5 ლ. DOHC 4-cyl./120-kW Drive Motor (Chevrolet Volt EREV)
  4.  5.2 ლ. DOHC V-8 (Ford Shelby GT350 Mustang)
  5.  2.0 ლ. DOHC 4 ცილ./50კვტ. Drive Motor (Hyundai Sonata PHEV)
  6.  3.5 ლ. DOHC V-6 (Nissan Maxima)
  7.  3.0 ლ. Turbodiesel DOHC V-6 (Ram 1500 EcoDiesel)
  8.  2.0 ლ. Turbocharged DOHC 4 ცილ. Boxer (Subaru WRX)
  9.  1.8 ლ. DOHC 4-cyl./53-kW Drive Motor (Toyota Prius HEV)
  10.  2.0 ლ. Turbo/Supercharged DOHC 4 ცილ. (Volvo XC90)

                                                                       წყარო: Driver.ge

Monday, October 26, 2015

Toyota ემზადება მსოფლიოსთვის ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალების წარსადგენად


იაპონური ავტოგიგანტი აპირებს წარმოადგინოს ახალი უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალება. ავტომობილს სხვა ავტომობილებთან შედარებით აქვს ერთი შესანიშნავი მახასიათებელი – უსაფრთხოების ბალიშები როგორც მგზავრებისთვის ისე ქვეითებისთვისაც.

დღესდღეისობით ავტომობილის შემუშავება ფინალურ სტადიაშია. მწარმოებლებმა გადაწყვიტეს იზრუნონ არა მარტო სალონში არსებულ მგზავრებზე, არამედ ქვეითებზეც.

Flesby -ის (ასეთი სახელწოდება მიიღო ავტომობილმა) კაპოტ ქვეშ, ასევე რადიატორის ჩარჩოს წინ, საბარგულში და ავტომობილის კარებებში ჩამონტაჟებული იქნება  უსაფრთხოების ბალიშები, რომლებიც შეჯახებისთანავე გაიხსნება. ავტომობილი “სინათლეს იხილავს” არანაკლებ 2030 წლისა.

                                                              წყარო: Driver.ge

Monday, October 12, 2015

ამ ტოიოტას მაყუჩიდან მხოლოდ წყალი გამოდის...


იმ დროს, როცა ”ფოლკსვაგენი” დიზელის ძრავების სკანდალის ჯარიმებს ითვლის, გერმანული კონცერნის უმთავრესი კონკურენტი ”ტოიოტა” ”ტოკიო მოტორ შოუზე” (29 ოქტომბერი - 8 ნოემბერი) ახალ ეკოლოგიურ კონცეფციას წარმოგვიდგენს. 

ფოტოზე ხედავთ ფუტურისტულ სტუდიურ მოდელს Toyota FCV Plus. ეს გახლავთ 3,80 მეტრი სიგრძის ორადგილიანი ავტომობილი, რომელიც არც CO2-ს გამოყოფს და არც სხვა რაიმე მავნე ნივთიერებას. ამ ”ტოიოტას” მაყუჩიდან მხოლოდ წყალი გამოდის!



უკან წყალბადის ავზია ჩამონტაჟებული, წყალბადის აგრეგატი კი ელექტროენერგიას წარმოშობს. ეს გახლავთ ”ტოიოტას” კიდევ ერთი წყალბადზე მომუშავე ავტომობილის კონცეპტი. მოგეხსენებათ, წყალბადის პირველი სერიული ავტომობილი Toyota Mirai უკვე იყიდება.

                                                                   წყარო: Auto Bild Georgia

Friday, October 9, 2015

გაიცანით Toyota -ს ახალი სპორტქარის კონცეპტი


კომპანია Toyota -მ გამოაქვეყნა ახალი კონცეპტუალური სპორტქარის S-FR -ის ფოტოები. მისი ცოცხალი ჩვენება მოხდება ოქტომბრის ბოლოს ტოკიოს ავტოსალონში.
Toyota S-FR -ის დიზაინი შესრულებულია მსუბუქ რეტრო-სტილში. სხვა მხრივ ის მოგვაგონებს სპორტქარ Toyota GT-86 -ის დიზაინს. ახალი კონცეპტის ზომებია – 3900 მმ X 1695 მმ X 1320 მმ, ამასთან ბორბლებსშოირის ბაზა შეადგენს 2480 მმ -ს.


Toyota S-FR -ის ინტერიერი გამოირჩევა მინიმალიზმით, თუმცა მან მიიღო ციფრული ხელსაწყოთა პანელი, კლიმატ-კონტროლის სისტემა, ძრავის ამუშავების ღილაკი და მულტიფუნქციური საჭე.
ყურადღებას იპყრობს ექვსაფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის ბერკეტი. toyota -ში ამ ეტაპისთვის არ ახმაურებენ თუ რა ძრავით აღიჭურვება ავტომობილი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავტომობილს “მალე ასწრაფება” შეეძლება.

არაოფიციალური მონაცემებით ახალი კონცეპტი მიიღებს 1,5 ლიტრი მოცულობის ძრავას, რომელიც გამოიმუშავებს 130 ცხენის ძალას. ასევე მოსალოდნელია, რომ Toyota -ს ეს კონცეპტი სერიულ წარმოებაში გაიშვას – სავარაუდოდ ბაზარზე 2018 წლისთვის გამოჩნდება.

                                                                           წყარო: Driver.Ge

Wednesday, October 7, 2015

ახალი Toyota Prius: ეკონომია ჰო, მაგრამ...


ახალი ”პრიუსი” ისე გამოიყურება, თითქოს მისმა დიზაინერებმა ბნელ სარდაფში იმუშავეს. არა, ამას AUTO BILD კი არ ამბობს, არამედ ამას ერთ-ერთი მკითხველი წერს - მიხაელ ბ. ვუპერტალიდან. ძვირფასო მიხა, წამოდი ერთად დავლიოთ!

და თან, დალევისას ვისაუბროთ... ჰმ... საინტერესო დიზაინზე კი არა, არამედ ახალი ”პრიუსის” შინაგან თვისებებზე. გარეგნობას თავი რომ დავანებოთ, ”ტოიოტამ” მეოთხე თაობის ”პრიუსზე” ძალიან გულმოდგინედ იმუშავა. ნაცნობი ჰიბრიდული სისტემა, რომელიც შიდაწვის 4-ცილინდრიანი ძრავისგან და ელექტრომოტორისგან შედგება, უფრო მსუბუქია. ელემენტები კი მეტ სიმძავრეს გვთავაზობენ. რეზულტატი: ისედაც ძალიან ეკონომიური მანქანა კიდევ უფრო ეკონომიური გახდა.


     მძღოლის სამუშაო მაგიდაზე ისევ იგრძნობა სივრცე, მაგრამ ნაკლებად პრაქტიკულია

AUTO BILD-მა აქტუალური ”პრიუსი” რომ გატესტა, საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 3,2 ლიტრი გახლდათ. ახალი ”პრიუსის” საშუალო ხარჯი კი, დიდი ალბათობით, 3 ლიტრზე ნაკლები იქნება. ჰო, გასაგებია, რომ მართვის სიამოვნებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, მაგრამ სამაგიეროდ, საწვავის ჩასხმისას მიიღებ უდიდეს სიამოვნებას. აი, ახალი ”პრიუსის” შემთხვევაში კი ეს ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესი უნდა იყოს. მაგალითად, ”ტოიოტა” გვპირდება, რომ აჩქარებისას შიდაწვის ძრავის წყევლა-კრულვა წარსულს ჩაბარდა. თუმცა ამას მხოლოდ მას მერე დავიჯერებთ, როცა მარტში ახალ ”პრიუსს” გავტესტავთ. ახლა კი მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ინტერიერის ხარისხი გაცილებით გაუმჯობესებულია. ნაკლები იაფფასიანი პლასტმასი და მეტი ძვირფასი მასალები. აი, სად ჩანს პროგრესი.


     ბერკეტი წინამორბედშიც ასე იყო. მარჯვენა ღილაკი ელექტროსვლისთვის

...და კიდევ, ძვირფასო მიხაელ ვუპერტალიდან, რაც შეეხება დაიზაინს. გინდ ასე შეხედე, გინდ - ისე: განსხვავებული ნამდვილად არის. და, შესაძლოა, ეს მანქანა სულაც არ უნდა მოგეწონოთ ვუპერტალელებს, თუკი ამერიკელებს მოეწონებათ.

დასკვნა
ვისაც ”პრიუსი” უყვარდება, ღამღამობით ალბათ ექსელის ცხრილები ესიზმრება. სამაგიეროდ, ახალი ”პრიუსის” საწვავის ხარჯი 3,5 ლიტრზე ნაკლები იქნება და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მანქანა არასდროს გაფუჭდება. სხვამხრივ კი, შესაძლოა, ზედმეტად სულელი ვარ, თან პროვინციელიც გახლავართ, მაგრამ ”ტოიოტას” ახალი დიზაინი არ მესმის. არ მესმის და რა ვქნა.
ანდრეას მაი


     აი, ასეთი იქნება ახალი ”ტოიოტა პრიუსი” - კიდევ უფრო ეკონომიური უცნაური დიზაინით

                                                             წყარო: Auto Bild Georgia

Tuesday, September 22, 2015

Toyota Supra-ს შემცვლელი Corvette-ზე ძვირი ეღირება


Toyota მუშაობს BMW-თან ერთად ახალ სპორტულ ავტომობილის პლატფორმაზე რომელიც იქნება გამოყენებული იაპონული სუპრას შემცვლელად, რომელიც ნაჩვენები იყო FT-1 სერიის "კონცეფტ" მანქანაზე. BMW არ ამხელს მის გეგმები პლატფორმის შესახებ მაგრამ ფიქრობს რომ გამოიყენებს მას Z4-ის შესაცვლელად. სანამ ორივე მანქანა არის ჯერ კიდევ პროცესში და მოგვევლინება წლების შემდეგ- მათი ჩვენება შესაძლოა 2017ში იყოს.

ავტოჟურნალი Car and Driver ადასტურებს რომ Toyota-ს ახალი სპორტ ავტომობილი ეღირება Corvette-ზე მეტი, ხოლო ამ უკანასკნელის ფასი 55.000დან იწყება გადაზიდვის ჩათვლით. თუ Toyota-ს ახალი მოდელი იქნება ხელმისაწვდომი პროგრესული ჰიბრიდული სისტემით (როგორც ხმები ვრცელდება) უფრო ძვირად იქნება ხელმისაწვდომი.

ეს ასევე ბადებს კითხვას როგორი ფინანსური მოთხოვნილებები ექნება BMW-ს ახალ სპორტულ ავტომობილს. აქედან გამომდინარე შესაძლოა BMW-მ გაყიდოს "პრემიუმი" Toyota-ს საწინააღმდეგოდ მაგრამ მისი ფასის გათვალიწინებით, იგი კონკურენციას გაუწევს Jaguar F-type და Porsche 911-ის ვერსიას ვიდრე Z4-ის შემცვლელი, რომლის ფასიც იქნება 50,000ზე ნაკლები.

BMW-ს ახალი მანქანა დიდი შანსით იქნება უფრო თანამედროვე ვიდრე Z4-i, რომელსაც შესაძლოა ერქვას Z5-ი და აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიით როგორც BMW-სშეეფერება.