• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Wednesday, October 7, 2015

ახალი Toyota Prius: ეკონომია ჰო, მაგრამ...


ახალი ”პრიუსი” ისე გამოიყურება, თითქოს მისმა დიზაინერებმა ბნელ სარდაფში იმუშავეს. არა, ამას AUTO BILD კი არ ამბობს, არამედ ამას ერთ-ერთი მკითხველი წერს - მიხაელ ბ. ვუპერტალიდან. ძვირფასო მიხა, წამოდი ერთად დავლიოთ!

და თან, დალევისას ვისაუბროთ... ჰმ... საინტერესო დიზაინზე კი არა, არამედ ახალი ”პრიუსის” შინაგან თვისებებზე. გარეგნობას თავი რომ დავანებოთ, ”ტოიოტამ” მეოთხე თაობის ”პრიუსზე” ძალიან გულმოდგინედ იმუშავა. ნაცნობი ჰიბრიდული სისტემა, რომელიც შიდაწვის 4-ცილინდრიანი ძრავისგან და ელექტრომოტორისგან შედგება, უფრო მსუბუქია. ელემენტები კი მეტ სიმძავრეს გვთავაზობენ. რეზულტატი: ისედაც ძალიან ეკონომიური მანქანა კიდევ უფრო ეკონომიური გახდა.


     მძღოლის სამუშაო მაგიდაზე ისევ იგრძნობა სივრცე, მაგრამ ნაკლებად პრაქტიკულია

AUTO BILD-მა აქტუალური ”პრიუსი” რომ გატესტა, საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 3,2 ლიტრი გახლდათ. ახალი ”პრიუსის” საშუალო ხარჯი კი, დიდი ალბათობით, 3 ლიტრზე ნაკლები იქნება. ჰო, გასაგებია, რომ მართვის სიამოვნებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, მაგრამ სამაგიეროდ, საწვავის ჩასხმისას მიიღებ უდიდეს სიამოვნებას. აი, ახალი ”პრიუსის” შემთხვევაში კი ეს ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესი უნდა იყოს. მაგალითად, ”ტოიოტა” გვპირდება, რომ აჩქარებისას შიდაწვის ძრავის წყევლა-კრულვა წარსულს ჩაბარდა. თუმცა ამას მხოლოდ მას მერე დავიჯერებთ, როცა მარტში ახალ ”პრიუსს” გავტესტავთ. ახლა კი მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ინტერიერის ხარისხი გაცილებით გაუმჯობესებულია. ნაკლები იაფფასიანი პლასტმასი და მეტი ძვირფასი მასალები. აი, სად ჩანს პროგრესი.


     ბერკეტი წინამორბედშიც ასე იყო. მარჯვენა ღილაკი ელექტროსვლისთვის

...და კიდევ, ძვირფასო მიხაელ ვუპერტალიდან, რაც შეეხება დაიზაინს. გინდ ასე შეხედე, გინდ - ისე: განსხვავებული ნამდვილად არის. და, შესაძლოა, ეს მანქანა სულაც არ უნდა მოგეწონოთ ვუპერტალელებს, თუკი ამერიკელებს მოეწონებათ.

დასკვნა
ვისაც ”პრიუსი” უყვარდება, ღამღამობით ალბათ ექსელის ცხრილები ესიზმრება. სამაგიეროდ, ახალი ”პრიუსის” საწვავის ხარჯი 3,5 ლიტრზე ნაკლები იქნება და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მანქანა არასდროს გაფუჭდება. სხვამხრივ კი, შესაძლოა, ზედმეტად სულელი ვარ, თან პროვინციელიც გახლავართ, მაგრამ ”ტოიოტას” ახალი დიზაინი არ მესმის. არ მესმის და რა ვქნა.
ანდრეას მაი


     აი, ასეთი იქნება ახალი ”ტოიოტა პრიუსი” - კიდევ უფრო ეკონომიური უცნაური დიზაინით

                                                             წყარო: Auto Bild Georgia