• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Thursday, October 8, 2015

როგორი იქნება ახალი Opel Insignia?


”ოპელი” გვპირდება, რომ Insignia-ს ახალი, მეორე თაობა უფრო ტევადი იქნება და უფრო სპორტული ვიზუალი ექნება. აი, როგორ აპირებს ”ოპელი” გერმანული პრემიუმ-ბრენდების, ”აუდის”, BMW-ს და ”მერსედესის” წინააღმდეგ გალაშქრებას.

”ოპელში” მეორე თაობის Insignia-ზე დიდი მონდომებით მუშაობენ. რიუსელსჰაიმელთა საშუალო კლასის სედანი 2017 წლის მარტში უნდა გამოვიდეს. ახალი Insignia-ს დიზაინი სტუდიური მოდელის, Opel Monza-ს დიზაინზე იქნება ორიენტირებული - განსაკუთრებით სახურავი და უკანა ტანი გამოიყურება უფრო სპორტულად, ვიდრე აქტუალური მოდელისა.


”ასტრასგან” განსხვავებით, ახალი Insignia წინამორბედზე დიდი იქნება - სიგრძეში დაახლოებით 15 სანტიმეტრით მეტი. ”ოპელის” მიზანი პირველ რიგში ინტერიერში სივრცის მატებაა, რათა Skoda Superb-ს კონკურენცია გაუწიოს. საინტერესო ის გახლავთ, რომ მიუხედავად ზომის მატებისა, წონა იკლებს. ახალი პლატფორმის დამსახურებით, ახალი Insignia აქტუალურ მოდელზე დაახლოებით 200 კილოგრამით ნაკლები იქნება.

მეორე თაობის Insignia-ში ნახავთ სრულიად ახალ მომსახურების სისტემას სენსორული ეკრანებით და ციფრული ინსტრუმენტებით. ჩამრთველებისა და ღილაკების რაოდენობა კი მინიმუმამდე იქნება შემცირებული. გარდა ამისა, რიუსელსჰაიმელები პირობას დებენ, რომ სალონში გამოყენებული მასალებიც გაცილებით უკეთესი ხარისხის იქნება. ახალ Insignia-ში სერიული იქნება ახალი მულტიმედიური სისტემა OnStar.

                                                                წყარო: Auto Bild Georgia