• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Friday, October 9, 2015

M4 GTS – ყველაზე სწრაფი საგზაო BMW


BMW სუპერ ავტომობილებს არ აწარმოებს, თუმცა თუ M4 GTS-ის მონცემებს გადავხედავთ, საპირისპიროში დავრწმუნდებით. მერე რა, რომ ჩვეულებრივი საგზაო ავტომობილის ფორმა აცვია. სამაგიეროდ, მის შეზღუდულ ტირაჟზე რომ არაფერი ვთქვათ, სუპერ ავტომობილის გული უძგერს და ტემპერამენტიც რჩეული „ურიკების“ შესაფერისი აქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟი 7 წუთსა და 28 წამში აქვს გავლილი, ანუ სტანდარტულ M4-ზე თითქმის 30 წამით სწრაფად.ეს 500-ცხენისძალიანი ავტომობილი ძალიან შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 700 ცალი დამზადდება. ამათგან 300 ცალი ოკეანის გაღმა გაიგზავნება, დანარჩენი კი სხვა რეგიონებს გაუნაწილდება. ფასი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. თუმცა წინდაწინ შეიძლება ითქვას, რომ მცირე ტირაჟის გამო, ის საბაზო M4-ზე გაცილებით ძვირი ეღირება.
M4 GTS-ის კონცეპტუალური ვერსია ბავარიელებმა პირველად ახლახანს, პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე წარადგინეს. კონცეპტუალური კი ერქვა, თუმცა რეალურად, ეს იყო სერიული ავტომობილი, რომელიც პრაქტიკულად არ შეცვლილა. თავისი სიმძლავრის გარდა, ის ტექნოლოგიური სიახლეებითაც გამორჩევა. ჯერ ერთი, ეს არის მსოფლიოში პირველი საგზაო ავტომობილი, რომელშიც წყლის შეფრქვევის სისტემაა გამოყენებული. და მეორეც, ეს არის მსოფლიოში პირველი ავტომობილი, რომელსაც OLED უკანა ფარები აქვს.M4 GTS-ს მამოძრავებელ ძალას 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი (ერთრიგა) წყვილი ტურბო კომპრესორით აღჭურვილი აგრეგატი ანიჭებს. როგორც უკვე ითქვა, ამ ძრავის მთავარი სიახლე, წყლის შეფრქვევის სისტემაა, რომელიც ბავარიულმა კომპანიამ პირველად მოტო GP-ს რბოლების უსაფრთხოების ავტომობილზე (M4-ზე) დანერგა. ეს სისტემა, შემშვებ კოლექტორში წყლის შეფრქვევას და ამგვარად, შეფრქვეული აირის მნიშვნელოვან გაგრილებას უზრუნველყოფს. ამის შედეგად, დაბლა იწევს კუმშვის ციკლის ბოლოს სამუშაო შეკუმშული აირის ტემპერატურა და წვის კამერაშიც ის მეტი მოცულობით შედის. შესაბამისად, იზრდება ძრავის სიმძლავრე.

წყვილი ტურბოს დახმარებით, S55 აგრეგატი 500 ცხენის ძალას (6 250 ბრ/წთ-ზე) და 600 ნიუტონმეტრს (4000-5000 ბრ/წთ დიაპაზონში) გამოიმუშავებს. შედარებისთვისმ სტანდარტული M4’ის სიმძლავრე 431 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი – 550 ნიუტონმეტრი. ძრავთან ორქუროიანი გადაბმულობით დაკავშირებულია 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფი. ამ წყვილის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასის ასაკრეფად 3.8 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 305 კილომეტრს აღწევს.

                                                                      წყარო: ავტომანიაკი