• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Showing posts with label Mercedes-Benz. Show all posts
Showing posts with label Mercedes-Benz. Show all posts

Saturday, March 10, 2018

Project One ნიუბურგრინგის რეკორდის დამხობას შეეცდება


სამომავლო Mercedes-AMG Project One რა თქმა უნდა კითხვგარეშეა რომ სწრაფია, რადგანაც იგი სულ რომ არაფერი ფორმულა 1-ს ტექნოლოგიას იყენებს - კერძოთ ძალურ დანადგარს.

ხოლო ახლა როგორც ჩანს მან შესაძლოა ეს ნიჭი ნიუბურგრინგის წრიული რეკორდების განადგურებას მიუძღვნას. AMG შეფის, ტობიას მოერსის აზრით სამართლიანია იმის ფიქრი, რომ ბრენდის ახალ ჰიპერქარს შესწევს ძალა დაამხოს უკვე დამყარებული წრიული რეკორდები. კონკრეტულად ამაში კი მოიაზრება 6 წუთი და 11.13 წამი, რომელიც 1983 წელს Porsche -ს სარბოლო 956 -მა დაამყარა შტეფან ბელოფის პილოტაჟით.

უშუალოდ რაც შეეხება მიმდინარე ქალაქისთვის აპრობირებულ რეკორდს, იგი Mclaren P1 LM-ს ეკუთვნის 6:43.22 დროის შედეგით, ხოლო მასიური წარმოების კატეგორიაში Porsche 911 GT2 RS-ს 6:47.3 დროით რომელიც შარშან დაამყარა.


ჯერ-ჯერობით Mercedes-AMG-ის დღემდე არ გამოუვლენია მისი ქმნილების სრული დეტალები, თუმცა მას შიგაწვის V ტიპის 6 ცილინდრიანი 1.6 ლიტრი მოცულობის ტურბოდამჭირხნიანი და დამატებით 4 ელექტრო ძრავა ექნება, რაც საბოლოო ჯამში 1000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. შიგაწვის ძრავა შეწყვილებულია ელექტრო ძრავთან, რაც ხელს უწყობს ძალის გადაცემას უკანა თვლებზე. მეორე ძრავა ინტეგრირებულია ტურბოდამჭირხთან და ეხმარება კომპრესორის დატრიალებაში. ხოლო დანარჩენი ორი დამატებითი ძალისა და წევისთვის წინა 2 თვალზეა მიერთებული.

მისი სათანადოდ გლუვი და აქტიური აეროდინამიკის მქონე ძარის გამო, აღნიშნული მოდელი უნდა გამოიმუშავებდეს დაახლოებით 680 კილოგრამ დაწნევას, რაც დაეხმარება ზემოთხსენებული გეგმის განხორციელებაში.

ასეა თუ ისე, Project One-ს შეუძლია გახდეს მსოფლიოში უსწრაფესი ავტომობილი ნიუბურგრინგის გარშემო და თუკი ეს მართლაც მოხდება, სავსებით გაიზაირებს მასიური პროდუქციის მქონე ავტომობილის სტატუსს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია მას მომდევნო წელს წარადგენს, სადაც მის ნამდვილ სახელსაც გავიგებთ.

Thursday, March 30, 2017

ახალი ცნობები Mercedes-ის სამომავლო ჰიპერქარზე


გასულ წელს Mercedes-მა განაცხადა ახალი თაობის ჰიპერქარის შექმნაზე, რომელიც ფორმულა ერთის ტექნოლოგიით იქნებოდა აღჭურვილი.

ჰიპერქარს Project One ერქმევა. როგორც შტუტგარდელები ამბობენ, მისი მიზანი არ არის სიჩქარის რეკორდის მოხნა, როგორც ეს Bugatti-მ გააკეთა, არამედ იყოს უდიდესი შესაძლებლობის მქონე სარბოლო ტრეკზე. თუმცა Bugatti-ის, Koenigsegg-ის, Pagani-ის, Aston Martin-ის, Ferrarri-ის და ყველა მაღალი კლასის ჰიპერქართა მწარმოებლის კონკურენტი ნამდვილად იქნება.

AMG-ს გადაწყვეტილებით, მას F1 Wo7 Hybrid-თან ბევრი საერთო ექნება და უფრო მეტიც, მისი "გავლენის" ქვეშ შეიქმნება. რაც მათი მეორე ფორმულა ერთზე დაფუძვნებული მანქანა იქნება, რომლითაც არამარტო ტრეკზე, არამედ სამოქალაქო გზებზეც იქნება გადაადგილება შესაძლებელი. (პირველი 1955 წლის W196-ია იგივე 300 SLR) წონასაც მკაცრად საზღვრავენ, 1247 კილოგრამი! რაც დღესდღეობით არცერთი ჰიპერქარის წონა არ არის.

ხელმისაწვდომი იქნება V ტიპის 6 ცილინდრიანი 1.6 ლიტრი მოცულობის 24 სარქველიანი ძრავი, 1000 ცხენის ძალით. რომლის ბრუნიც იქნება 15.000 (!) სარბოლო მდგომარეობაში, ხოლო სამოქალაქო გზების ვერსიაში 10.000. ყოველივე ამას კი ზემოთხსენებული ფორმულა ერთის ძრავი PU106C ითავებს წინა წამყვანი თვლებით. ასევე შესაძლოა პირველი მანქანა იყოს, რომელსაც ტურბულენტური რეაქტიული აალება გააჩნდეს. ამ სისტემას ფორმულა ერთში წარმატებით იყენებენ.

კომპანია მას 2019 წელს წარადგენს ლიმიტირებულ - 300 ერთეულად 2 მილიონი დოლარის ღირებულებით.

Saturday, October 1, 2016

Mercedess-AMG-ი F1-ის ტექნოლოგიის მქონე ჰიპერქარს ქმნის


მიუხედავად ათასობით ჭორისა, Mercedes-მა მართლაც დაადასტურა ახალი ჰიპერქარის შექმნა, რომელიც გაჯერებული იქნება F1-ის ტექნოლოგიით.

მისი შექმნა კი Mercedes-AMG-ს performance-მა ითავა. რა თქმა უნდა არ ვსაუბრობ F1-ით შთაგონებულ ჰიპერქარზე, იგი მთლიანად გამოიყენებს F1-ის 1.6 ლიტრი მოცულობის V ტიპის 6 ცილინდრიან ჰიბრიდულ ძრავს, ენერგიის აღდგენის სისტემას და ჰიბრიდულ ტექნიკას. რაც, მიახლოებით 1000 ცხენის ძალის ტოლი იქნება. აქედან გამომდინარე, იგი ერთ-ერთი პირველი მანქანა იქნება, რომელიც F1-ის ტექნოლოგიას გამოიყენებს გზებზე.


Mercedes-მა AMG GT C როდსტერის პრეზენტაციისას დაადასტურა, რომ მათი ახალი ჰიპერქარი დაჯაბნის McLaren P1-სა და Ferrari LaFerrari-ის. ასევე გერმანელთა სიაში ახალი Aston Martin AM-RB-001-იც შევიდა.

ვინაიდანაც და რადგანაც მანქანა ჯერ კიდევ შექნის პროცესშია, მასზე არანაირი დეტალური ინფორმაცია არ არის, მაგრამ იმის ცნობა, რომ იგი ინტეგრირებული იქნება მთლიანად F1-თან, დამეთანხმებით საინტერესოა.

Mercedes-ის კვლევისა და განვითარების უფროსის Thomas Weber-ის თქმით, იგი ყველა დროის "ყველაზე ეფექტური და საუკეთესოდ შესრულებული" AMG-ს მანქანა იქნება.

ასევე AMG-ს უფროსის Tobias Moers-ის თქმით, მიწოდება დაიწყება "2 ან 2 წელ ნახევარში". აქედან გამომდინარე პროტოტიპი შესაძლოა მომავალ წელს ვიხილოთ.

Friday, March 25, 2016

Mercedes-Benz C-Class Cabriolet


Mercedes–Benz–ის ყველაზე საინტერესო პრეზენტაცია ჟენევის ავტო შოუზე C-Class Cabriolet–ი გახლავთ. Audi A4 და BMW 4 Series Convertible–ს კონკურენტი.

ძალიან ელეგანტური და მიმზიდველია მისი LED განათება, ქრომირებული დეტალები, 18–იანი დისკების არჩევანი, 4 ფერში არსებული რბილი სახურავი (რომელსაც მხოლოდ 20 წამი უნდა ოპერირებისთვის და მისი მოხსნა 31 მლ/სთ–თი მოძრაობის დროსაც შესაძლებელია).

ინტერიერი კუპეს იდენტურია, თუმცა მას დამატებული აქვს კისრის გათბობის სისტემა და სიცხის ამრიდებელი ტყავის სავარძლები.

ამერიკულ ბაზარზე ყველაზე დაბალი კლასის მოდელი C300 Cabriolet იქნება, რომელსაც 2 ლიტრიანი ტრუბო I4 გააჩნია 241 ცხენისძალით. მის სამართავად უახლესი 9G-TRONIC ავტომატური გადაცემათა კოლოფი გამოიყენება, რომელიც უკანა ამძრავს ან ოფციონალურ 4MATIC სისტემას აწვდის სრულ სიმძლავრეს.

უკანა ამძრავიანი ვერსია 0–100 კმ/სთ–მდე 6.4 წამში ჩქარდება. უფრო მეტის მსურველთათვის ხელმისაწვდომია C43 AMG Cabriolet–ი, 3 ლიტრიანი ბიტურბო V6–ით, რომელსაც 362 ცხენისძალა გააჩნია.

როგორც ზემოთ აღნიშნულ ვერსიას, C43–საც 9 საფეხურიანი ავტომატი და სტანდარტულად სრული ამძრავი გააჩნია, რომელიც ელეგანტურ კაბრიოს 100–მდე 4.8 წამში აჩქარებს მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ელ.ლიმიტირებულ 250 კმ/სთ–ს შეადგენს.

Brabus Rocket 900


Brabus–ი ახალი C63 AMG–ის გვერდით ჟენევის ავტო სალონზე Rocket 900 Coupe–თი წარდგა. ეს გახლავთ Mercedes-AMG S65 Coupe სტეროიდებზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ლუქს კლასის კუპეა.

12 ცილინდრიანი ბიტურბო ძრავადან, რომლის მოცულობაც Brabus–მა 6–დან 6.3 ლიტრამდე გაზარდა, კომპანიის შეშლილმა ინჟინრებმა 887 ცხენისძალა და 1.500 ნიუტონმეტრი ამოიღეს, თუმცა ამხელა მაბრუნებელი მომენტის სამართავად, მათ 7 სიჩქარიანი გად. კოლოფის მოდიფიცირება და ხიდი ბლოკირებაც დასჭირდათ.

უკანა ამძრავიანი დიდი ზომის მდიდრული კუპე 0–100 კმ/სთ–ს 3.7 წამში ავითარებს, 0–200 კმ/სთ–ს 9.1 წამში მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ–ზეა ელექტრონულად შეზღუდული, რაც იმას ნიშნავს, რომ Rocket 900 Coupe–ს გაცილებით მეტის გავითარებას შეუძლია.

რაც შეეხება ექსტერიერის და ინტერიერის ცვლილებებს, ალბათ ყველაფერი შემჩნევადია, თუმცა მაინც გეტყვით, რომ S-Coupe–ს დიდი ჰაერმიმღებების მქონე წინა ბამპერი, ახალი რადიტორის ბადე, ვინგლეტები, ჭრილებიანი უკანა ბამპერი, დიფუზორი, სპოილერები და 4 თავიანი ჩამხშობი დაემატა, ხოლო ინტერიერში მხოლოდ ტყავი და მისი ფერები შეიცვალა.





Wednesday, March 23, 2016

მერსედესის ახალი SUV-კუპე: GLC Coupe


დაიმლერმა ნიუ იორკში GLE Coupe-ს პატარა ძმა, Mercedes GLC Coupe წარმოადგინა. გაყიდვები წლის ბოლოს იწყება


კონცეპტის პრეზენტაციიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ”მერსედესმა” ნიუ იორკის ავტოშოუზე GLC Coupe-ს სერიული ვერსიის პრეზენტაცია გამართა. ავტომობილი სიგრძეში 4,73 მეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ GLC-ზე დაახლოებით 8 სანტიმეტრით გრძელია. მიხვდებოდით, რომ GLC Coupe სწორედ GLC-ის ტექნიკურ ბაზაზეა შექმნილი. სამაგიეროდ, 1,7-ტონიანი SUV-კუპე ჩვეულებრივ GLC-ზე 4 სანტიმეტრით დაბალია (1,60 მ) და მისგან ვიზუალურადაც საკმაოდ განსხვავდება - განსაკუთრებით ცხაურით და უკან მკვეთრად ვარდნადი სახურავით.


ავტომობილის უკანა ტანი მის უფროს ძმას, GLE Coupe-ს გაგახსენებთ, ოღონდ GLC Coupe-ს უკანალი უფრო დახვეწილი გვეჩვენება. განსაკუთრებული დიზაინერული ელემენტებია ვიწრო უკანა მაშუქები, ინტეგრირებული მაყუჩები და ქვედა დამცავი დიფუზორის რანგში.

ინტერიერში ”C-კლასის” გარემოს ამოიცნობთ. ცენტრალურ კონსოლზე განთავსებული სენსორული ეკრანი ნაწილობრივაა ინტეგრირებული. ვისთვისაც ასეთი ინტერიერი საკმარისად მიმზიდველი არ არის, შეუძლია, დამატებით ფასად AMG ხაზის ინტერიერი შეუკვეთოს - სპორტული სავარძლებით.


GLC Coupe-ს სერიულად მოყვება სპორტული სავალი ნაწილი სვლის ხუთი რეჟიმით. ჩვენ ამ მანქანით ნიუ იორკში მცირე გასეირნება მოვიწყვეთ და დავრწმუნდით, რომ GLC Coupe უფრო სპორტულად დადის, ვიდრე ჩვეულებრივი GLC. ავტომობილი კიდევ უფრო სპორტულია სავალი ნაწილით Dynamic Body Control. დამატებით ოფციებშია სავალი ნაწილი 15 მილიმეტრამდე რეგულირებით. ნებისმიერ GLC Coupe-ს მოყვება განახლებული მოხვევის სისტემა, რომელიც გაცილებით უფრო პირდაპირი და მგრძნობიარეა. GLC Coupe ხელმისაწვდომია ბენზინისა და დიზელის 4-4 ძრავით, ასევე Plug-in-ჰიბრიდული ვერსია და AMG-ვერსია.


უდავოდ გამორჩეული და განსაკუთრებული ვერსიაა Mercedes-AMG GLC 43 Coupe. AMG-ს ახალი ნომენკლატურის მიხედვით, ამიერიდან 43-ები შეცვლიან 450-AMGსპორტულ მოდელებს. ისევე, როგორც GLC 43, GLC 43 Coupe-ც AMG-სთვის დამახასიათებელი სპორტული ვიზუალით და 367-ცხენისძალიანი V6-Biturbo ძრავით გამოირჩევა. ”მერსედესის” ახალი SUV-კუპე 9-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი და, რა თქმა უნდა, სრული ამძრაობით იწარმოება.


ასეთი აღჭურვით GLC Coupe 100 კმ/სთ-მდე 5 წამზე ნაკლებ დროში ჩქარდებაო, გვპირდებიან შტუტგარტელები. გადაწყვეტილია, რომ გამოვა GLC Coupe-ს კიდევ უფრო მძლავრი ვერსია 63 AMG, რომლის სიმძლავრე 510 ცხენის ძალა იქნება (V8-Biturbo). ამ ძრავას ის C 63-სგან მიიღებს. AUTO BILD-ის ინფორმაციით, ორივე მძლავრი ვერსია 2017 წელს გამოვა. ზოგადად კი, GLC Coupe-ს გაყიდვები 2016 წლის სექტემბრიდან იწყება და მისი საწყისი ფასი დაახლოებით 40 000 ევრო გახლავთ.


                                                                      წყარო: Auto Bild

ჩავიხედოთ ბრაბუსის მაიბახში


მდიდრული ლიმუზინი, თუ სპორტული ავტომობილი? ვინც ასეთი არჩევანის წინაშე დგას და გადაწყვეტილების მიღება უჭირს, არჩევანი ”მაიბახზე” უნდა შეაჩეროს. თანაც, არა ჩვეულებრივ ”მაიბახზე” (თუკი შეიძლება, რომ ”მაიბახს” ჩვეულებრივი ეწოდოს), არამედ ახალ, კიდევ უფრო გამდიდრებულ ვერსიაზე, რომელზეც თვით ”ბრაბუსმა” იმუშავა. ამ შემთხვევაში მიიღებთ მდიდრულ ლიმუზინს წარმოუდგენელი სპორტული სულისკვეთებით.


საქმე იმაშია, რომ ”ბრაბუსმა” ”მაიბახი” არა მარტო კიდევ უფრო კომფორტულ ავტომობილად გადააქცია, არამედ გაცილებით სწრაფიც გახადა.

”ბრაბუსის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, ამ შავ ლიმუზინს 530-ის ნაცვლად 900 ცხენის ძალა აქვს და მისი მაქსიმალური სისწრაფე 350 კმ/სთ-მდე გაიზარდა, რაც სერიულ მოდელზე 100 კმ/სთ-ით მეტია!



რა თქმა უნდა, შეიცვალა ვიზუალიც: ”ბრაბუსმა” გარეგნულად სპეციალური, აეროდინამიკური კომპონენტები და 21-დუიმიანი დისკები დაამატა, ინტერიერში კი - უფრო მეტი ურბილესი ტყავი, ალკანტარა, კარბონი და უახლესი, საუკეთესო მულტიმედია-სისტემა.

ცხადია, რომ ამ ყველაფერმა Brabus Rocket 900 6.3 V12 Biturbo-ს ფასზეც ძალიან იმოქმედა: მხოლოდ ძრავის გადაკეთება 94 000 ევრო ჯდება! მანამდე კი, ”მაიბახის” მფლობელს ”მერსედესისთვის” უკვე 187 000 ევრო უნდა ჰქონდეს გადარიცხული...


                                                                  წყარო: AutoBild

Thursday, March 17, 2016

ეს მაიბახი თითქმის ტანკია


ეს მანქანა ფაქტობრივად ტანკია ავტომობილებს შორის! გაიცანით: Mercedes-Maybach S 600 Guard , რომელიც ყველაზე საიმედოა შეჯავშნულ ავტომობილებს შორის.


Maybach-ი ძალიან მდიდრულ ავტომობილს ნიშნავს, თუმცა ეს ისედაც იცით. კონკრეტულად ეს ვერსია კი არა მარტო უკიდურესად კომფორტულია, არამედ დაუჯერებლად უსაფრთხოცაა! Mercedes-Maybach S 600 Guard პირველი ცივილური ავტომობილია, რომელიც ბალისტიკურ კლას VR10-ს აკმაყოფილებს, რაც აქამდე მხოლოდ ნამდვილ ტანკებს შეეძლოთ!


თუმცა ეს Maybach-ი სხვა დაუჯერებელი შესაძლებლობებითაც გამოირჩევა. მაგალითად, თუ ეს მანქანა ცეცხლში გაივლის, ავტომობილის ქვეშ დამონტაჟებული სპეციალური სისტემა ცეცხლს ჩააქრობს. გაზის შემოტევას კი მანქანა ასე პასუხობს: რამდენიმე წამში ავტომობილის ყველა საჰაერო იკეტება და გაზი ინტერიერში არავითარ შემთხვევაში არ შეაღწევს!


ზოგადად, S600 Guard შესაძლოა, ისე გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი Maybach-ი, მაგრამ სერიულ ვერსიასთან ტექნიკურად თითქმის არაფერი აქვს საერთო. სერიულ მოდელთან ის მხოლოდ ექსტერიერის დიზაინსა და ინტერიერის რამდენიმე ელემენტს ინაწილებს. მისი წონა 4,5 ტონაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ვერსიაზე ორჯერ მძიმეა!

”უსაფრთხო ავტომობილებზე იმაზე დიდი მოთხოვნაა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამიტომაც ვქმნით საუკეთესოს!” - აცხადებს მარკუს ნასტი, რომელიც Daimler-ში შეჯავშნული ავტომობილების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

 ეს ავტომობილები ზინდელფინგენის Daimler-ის ქარხანაში მზადდება და იქ ამაზე დაახლოებით 600 ადამიანია დასაქმებული. ასეთი მაქსიმალურად უსაფრთხო Maybach-ი მინიმუმ 470 000 ევრო ღირს და ამ ფასში ზონდერ-კომპლექტაცია არ შედის. ასეთი ვერსიები მეტწილად ნახევარ მილიონზე ძვირად იყიდება. ”დაიმლერი”, რა თქმა უნდა, არაფერს გვეუბნება ასეთი ”მაიბახების” მფლობელების შესახებ - მათი ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ვიცით მხოლოდ ის, რომ Mercedes-Maybach S 600 Guard-ის გასაღების ბაზარი მეტწილად აღმოსავლეთ ევროპა, აზია და სამხრეთი ამერიკაა.

წყარო: AutoBild

Saturday, February 27, 2016

Mercedes-Benz–ის ახალი ძრავა


Mercedes-Benz–მა წარმოადგინა უახლესი ტურბო–დიზელის 2 ლიტრიანი I ტიპის 4 ცილინდრიანი ძრავა, რომელსაც პირველად E220d–ში ვიხილავთ. აღნიშნული მოდელი 2016 წლის გაზაფხულიდან გაიყიდება და უახლესი ტექნოლოგიების მქონე თანამედროვე ტურბო დიზელის ძრავათი "OM654–ით" იქნება აღჭურვილი.



ეს გახლავთ პირველი 4 ცილინდრიანი ალუმინის ძრავა Mercedes-Benz–ისგან, რომელიც 13%–ით უფრო ეკონომიურია ვიდრე აქამდე არსებული 2.1 ლიტრიანი ვერსია. ძრავას მუშა მოცულობა შემცირებულია 2 ლიტრამდე, მისი წონა კი სულ რაღაც 168 კილოგრამს შეადგენს.

უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით ახალ ძალურ დანადგარს ძალიან დაბალი ხმა აქვს, ვიბრაციები კი მინიმუმამდეა დაყვანილი. ძალიან საინტერესო ფაქტი გახლავთ ის, რომ შემცირებული მოცულობის მიუხედავად, 2 ლიტრიან ტურბო–დიზელს 1,600–2,800 ბრუნამდე–მდე 192 ცხენისძალა და 400 ნიუტონმეტრი გააჩნია, წარმავალ 2.1 ლიტრიან ძრავას კი 168 ცხენი ჰქონდა 3,800 ბრუნზე. მოცემული ძრავათი აღჭურვილი 2016 Mercedes-Benz E-Class–ი 0–100 კმ/სთ–მდე 7,3 წამში აჩქარდება მაქსიმალური სიჩქარე კი 240 კმ/სთ იქნება.



რაც შეეხება ყველაზე საინტერესო ეკოლოგია/ეკონომიას, უახლესი OM654 ქალაქში 4.3–4.7 ლიტრამდე დიზელს მოიხმარს, ქალაქგარეთ მისი წვა 3.6–4.1 ლიტრამდეა, შერეულად კი მას 3.9–4.3 ლიტრი დიზელი სჭირდება 100 კილომეტრის დასაფარად. ძრავა დაბინძურების თვალსაზრისითაც იდეალურია, რადგან იგი გავლილ კილომეტრზე მხოლოდ 112–102 გრამ CO2–ს გამოყოფს.


როგორც უკვე გითხარით ახალი E220d–ს გაყიდვები 2016 წლის გაზაფხულიდან დაიწყება და მისი ფასი 47,124 ევრო იქნება.


Wednesday, December 30, 2015

Mercedes-Benz -ში “ღამის” SLC გააკეთეს


ახალმა Mercedes-Benz SLC -მ (სახელ შეცვლილი SLK) უკვე მიიღო რამოდენიმე კოსმეტიკური განახლება – როდსტერს ტრადიციული Night Package დაუმატეს. მსგავსი განახლება მოუმზადეს მოდელის თითქმის ყველა ვერსიას, AMG ვარიანტის ჩათვლით.

“ჩვეულებრივ” SLC -ებს შეუძლიათ დაიკვეხნონ შავ ქრომში გადაწყვეტილი რადიატორის ჩარჩოებით, 18 დიუმიანი დისკებით, ასევე შავ ქრომში გადაწყვეტილი გამოსაბოლქვი სისტემის მილებითა და ა.შ.

ყველაფერ ამის ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია. ავტომობილის გაყიდვები დაიწყება იანვრის შუა რიცხვებში. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ სახელ შეცვლილი SLK ასევე შეიცვალა გარეგნულადაც. ავტომობილმა მიიღო შუქდიოდური ოპტიკა, ახალი ძრავების გამა, 9 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და რეჟიმის არჩევის სისტემა Dynamic Select-ი.



Tuesday, October 20, 2015

Mercedes-Benz-ის ლოგოტიპის ისტორია


 ცნობილია,  რომ Mercedes იყო კომპანიის დამფუძნებლის ქალიშვილის სახელი - მას ერქვა მერსედესი. მაგრამ სამ სხივიანი ვარსკვლავი მის ემბლემაზე, რომელიც 1909 წელს გახდა კომპანიის სიმბლო, არის ნიშანი იმისა რომ კომპანია  Mercedes-Benz წარმატებულია, მიწაზე, ჰაერში და წყალზე. გარდა ავტომობილებისა, კომპანია დაიმლერი აწარმოებდა ავტომობილებისა და თვითმფრინავების ძრავებს. დღესდღეობით მერსედესის მუზეუმი განთავსებულია გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, სადაც დაინტერესებულ მნახველს შეუძლია იხილოს მერსედეს-ბენცის ისტორია დაწყებული მსოფლიოს პირველი ავტომობილით - ,,Motorwagen”-ით და დამთავრებული ლეგენდარული ,,Silberpfeil”-ით.

Friday, October 9, 2015

ყველაფერი მომავალი Mercedes CLC-ს შესახებ


4-კარიანი Mercedes CLC 2020 წელს გამოვა და ამ ავტომობილით ”მერსედესი” CLA-სა და CLS-ს შორის არსებულ სიცარიელეს ამოავსებენ. რაც ყველაზე საინტერესოა, CLC მხოლოდ ეკონომიურ-ეკოლოგიური ჰიბრიდული ამძრაობით კი არ გამოვა, არამედ V8-ძრავითაც იქნება ხელმისაწვდომი.

CLC არ იქნება ორკარიანი სპორტული კუპე. ეს იქნება 4-კარიანი სედანი სადღაც CLA-სა და CLS-ს შორის. თუკი CLA A-კლასის ბაზას იყენებს, CLC C-კლასის ბაზაზე აეწყობა.

”მერსედესს” მყარად აქვს გადაწყვეტილი AMG-მოდელების შექმნაც. CLC 450 Sport ახალი 6-ცილინდრიანი ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 435 ცხენის ძალაა. ცხადია იქნება ჰიბრიდული და დიზელის ვერსიებიც. აი, CLC 63 AMG-ში კი 4-ლიტრიან V8-ს ვიხილავთ, რომელსაც ავტომობილი AMG GT-სგან მიიღებს (510 ცხენის ძალა).

                                                                      წყარო: Auto Bild Georgia

Wednesday, October 7, 2015

G-კლასი მეტი სიმძლავრით და მეტი კომფორტით



”გელენდევაგენის” მოყვარულებო, სწორდი, სმენა: Mercedes G-კლასი ამიერიდან AMG-GT-ს ბაზაზე აწყობილი 422-ცხენისძალიანი V8 ძრავით ირბენს. ჩვენ სწორედ G 500-ით ვიარეთ - გზაზეც და, რა თქმა უნდა, უგზოობაზეც

მთელი მსოფლიო რომ შეიცვალოს, G-კლასი მაინც არ შეიცვლება და რა გასაკვირია, რომ ”მერსედესის” ფეისლიფტიც თითქმის არაფერს ცვლის. თითქმის, რადგან ფეისლიფტში მხოლოდ მცირეოდენი მოდიფიკაცია შედის და G-ც ოდნავ უფრო აგრესიულად გამოიყურება, რაც უხდება კიდეც.

Auto Bild

მთავარი ცვლილება კი კაპოტის ქვეშ მოხდა და ასევე AMG-სგან მოდის: ეს გახლავთ 4-ლიტრიანი V8 ძრავა, რომელიც AMG-GT-ს ბაზაზე დამუშავდა და ახლა უკვე G 500-შიც გუგნებს. ჰო, ეს არ არის ერთი-ერთზე გადმოღებული ვარიანტი, რადგან G-კლასით არც არავინ იდრიფტავებს და არც სარბოლო ტრეკზე შევა. თუმცა ძრავის ძირითადი პრინციპი ორ ტურბოდამბერთან ერთად შენარჩუნებულია. ამ აგრეგატით აღჭურვილ G 500-ს 422 ცხენის ძალა და 610-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტი აქვს. ამიტომაცაა, რომ ავტომობილი მაშინაც გრიალებს, როცა დგას და გვერდებზე წყვილი მაყუჩები შესაბამის ხმასაც გამოსცემენ.

”მერსედესმა” G 500-ის სავალ ნაწილზეც წაიმუშავა და იზრუნა იმისათვის, რომ მოსახვევებში უკეთესად შევიდეს. და მართლაც: 130 კმ/სთ-ზე მეტი სისწრაფისას და განსაკუთრებით კი მოსახვევებში, პროგრესი აშკარაა. ახალი G მკვეთრ მანევრებზე საგრძნოვლად უკეთესად რეაგირებს, ვიდრე მისი წინამორბედი. ”მერსედესმა” ესეც არ იკმარა და G 500 ოფციურად ადაპტირებადი სავალ ნაწილიც უსახსოვრა, რაც ფასიანი სიამოვნებაა და 1400 ევრო ღირს.

Auto Bild
Auto BildAuto Bild
Auto Bild

ცენტრალურ კონსოლზე მოთავსებული ღილაკის მეშვეობით მძღოლს შეუძლია აირჩიოს სვლის სპორტული ან კომფორტული რეჟიმი. სპორტულ რეჟიმში ამორტიზაცია ხისტდება, რაც ავტომობილის უფრო სწრაფ და უკეთეს უკურეაქციას იწვევს და, შესაბამისად, G მოსახვევებს საგრძნობლად უკეთესად ყლაპავს. ვინ უნდა ირბოლოს 2,6-ტონიანი ყუთით? მართალია, ამას მხოლოდ ერთეულები თუ გააკეთებენ და ისიც მხოლოდ გართობის მიზნით, მაგრამ ფაქტია, რომ V8 ძრავის მეშვეობით ”G-კლასი” 100 კმ/სთ-მდე 5,9 წამში ჩქარდება. მაგრამ თუ ამ მანქანას ასე ხშირად ააჩქარებთ, არც ის უნდა გაგიკვირდეთ, რომ საწვავის ხარჯი ”მერსედესის” დაპირებას (საშუალოდ 12,3 ლიტრი 100 კმ-ზე) მნიშვნელოვლად გადასცდება.

თუმცა G-კლასი პირველ რიგში თავისი გამავლობით გამოირჩევა და ამ მხრივ ტრადიციებს, რა თქმა უნდა, არ ღალატობს - მისი სტიქია პირველ რიგში სერიოზული უგზოობაა. დიფერენციალის ბლოკირებებით G-კლასი ასფალტს მიღმა ნამდვილი მეფეა. როგორც წესი, უგზოობაზე უკანა ხიდის დიფერენციალის ბლოკირებაც კი საკმარისია ხოლმე, მაგრამ თუ ექსტრემალური ოფროუდია, მაშინ წინა ხიდის დიფერენციალის ბლოკირებაც შესაძლებელია.

Auto Bild

G 500, რომელიც დაახლოებით 100 000 ევრო ღირს, გამორჩეულ გამავლობასთან ერთად კლასში ერთ-ერთ საუკეთესო კომფორტსაც გვთავაზობს. ტყავის სავარძლები კლიმატიზაციით, ბევრი ქრომი, ალკანტარა და ერთი სიტყვით, ბევრი ლუქსი სალონში. ოფროუდის შარმი შერჩენილია კარსა და მხარს შორის დარჩენილ მცირე სივრცეში. განახლებულ კოკპიტზე 11,4-სანტიმეტრიანი მულტიფუნქციური ეკრანია და ”სამუშაო მაგიდაზე” ახალ მაჩვენებლებსა და ციფერბლატებს შეხვდებით. ამაზე მეტი პრინციპში საჭირო არცაა.

Auto Bild

                                                                     დასკვნა
36 წელია, რაც G-კლასი სანდო და გამორჩეული ოფროუდერია. ავტომობილმა ამ ტრადიციას არც ფეისლიფტის შემდეგ უღალატა. სამაგიეროდ, გზაზე უფრო კომფორტული გახდა, რაც გაუმჯობესებული სავალი ნაწილის დამსახურებაა. AMG-GT-ს ბაზაზე შექმნილი V8 ძრავით 2,6-ტონიანი მანქანა სპრტქარად, რა თქმა უნდა, არ გადაიქცა, მაგრამ უფრო სწრაფი კი ნამდვილად გახდა.
რობინ ჰორნიგი
Auto Bild
Auto Bild


                                                                წყარო : Auto Bild Georgia