ახალმა Mercedes-Benz SLC -მ (სახელ შეცვლილი SLK) უკვე მიიღო რამოდენიმე კოსმეტიკური განახლება – როდსტერს ტრადიციული Night Package დაუმატეს. მსგავსი განახლება მოუმზადეს მოდელის თითქმის ყველა ვერსიას, AMG ვარიანტის ჩათვლით.
“ჩვეულებრივ” SLC -ებს შეუძლიათ დაიკვეხნონ შავ ქრომში გადაწყვეტილი რადიატორის ჩარჩოებით, 18 დიუმიანი დისკებით, ასევე შავ ქრომში გადაწყვეტილი გამოსაბოლქვი სისტემის მილებითა და ა.შ.
ყველაფერ ამის ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია. ავტომობილის გაყიდვები დაიწყება იანვრის შუა რიცხვებში. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ სახელ შეცვლილი SLK ასევე შეიცვალა გარეგნულადაც. ავტომობილმა მიიღო შუქდიოდური ოპტიკა, ახალი ძრავების გამა, 9 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და რეჟიმის არჩევის სისტემა Dynamic Select-ი.