• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Showing posts with label ტექნოლოგია. Show all posts
Showing posts with label ტექნოლოგია. Show all posts

Monday, January 6, 2020

Ford-ი უსინათლოებს დანახვაში დაეხმარება


Ford-მა უსინათლო ადამიანებისთვის მოწყობილობა შექმნა, რომლის დახმარებითაც ისინი "დაინახავენ" (შეიგრძნობენ) მგზავრობის ყოველ წუთს.

მოწყობილობა სამუშაოდ იყენებს ჩაშენებულ კამერას, რომელიც გადაღების შემდეგ სურათის ნაცრისფერ შკალაში კონვერტირებას მოახდენს და სხვადასხვა დონის ვიბრაციის სახით (მაქსიმუმ 255 დონემდე) ფანჯარაზე გამოისახება, რითაც ისინი ყოველივე ამის შეგრძნებას შეძლებენ.


Friday, March 2, 2018

Mazda როტორულ ძრავს აბრუნებს


როგორც ცნობილი გახდა, Mazda როტორულ ძრავს მომდევნო წელს ისევ დააბრუნებს. ამასთან, კვლევებისა და განვითარების ხელმძღვანელი კიოში ფუჯივარა ამბობს, რომ მწარმოებელი მის პირველ ელექტრო ავტომობილს 2019 წელს წარადგენს და ზუსტად ამ მიზეზით დასჭირდებათ მათ ზემოთხსენებული როტორული ძრავაც. როგორც უკვე მიხვდით ეს არათუ დამოუკიდებელი ძრავა, არამედ ელექტრო ძრავის გენერატორი იქნება, რომელიც მას დამუხტავს.

მანამდე, კომპანიამ ჰიბრიდული სერიის კონფიგურაციის პროტოტიპთა დემონსტრაცია მოახდინა და მისი ეს ძალური კონფიგურაცია უკვე გამოიყენება რამოდენიმე ავტომობილში, BMW i3 REx-ის ჩათვლით, რომელსაც 2 ცილინდრიანი შიგა წვის ძრავი აქვს გენერატორად.


როტორული ძრავის გამოჩენის ძირითადი მიზეზი  მისი წონა და კომპაქტური დიზაინია, ასევე ე.წ "მშვიდი მუშაობა". გარდა ამისა მან განმარტა, რომ ისინი ელექტრო ავტომობილს თვითონ შექმნიან, სხვა კომპანიებთან თანამშრომლობის მაგივრად.

Mazda-ს უკანასკნელი ავტომობილი, რომელსაც როტორული ძრავა გააჩნდა RX-8 იყო, რომელიც მოუწიათ მიეტოვებინათ საწვავის გამოყენების არასაკმარისი ეფექტურობისა და გამონაბოლქვის მიზეზით. თუმცა, მწარმოებელი ტექნოლოგიის განვითარებას კვლავ განაგრძობს და როგორც ძალური დანადგარების უფროსი მითსუო ჰიტომი ამბობს, ისინი პარალელურად ახალ ავტონომიურ როტორულ ძრავაზეც მუშაობენ, რომელიც სამომავლო მოდელებზე იქნება გამოყენებული. ასევე დასძენს, რომ თუკი რაიმე შეიცვლება და არ იქნება არანაირი გეგმა მათი წარმოებაში ჩაშვების, ისინი მაინც შექმნიან ახალ ძრავს.

Monday, January 29, 2018

Mazda-ს შემდეგი თაობის ძრავა უფრო სუფთა იქნება ელექტო ავტომობილთან შედარებით


ალბათ Mazda ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ცდილობს შიგა წვის ძრავების გადარჩენას. რაზეც მისი სადებიუტო, Skyactiv-X SPCCI-იც  მეტყველებს. თუმცა, მწარმოებელი მხოლოდ ამას არ სჯერდება და ამავდროულად ახალ შიგა წვის ძრავაზე - Skyactiv-3 -ზე მუშაობს. რომელიც როგორც იგი ამბობს, უფრო სუფთა იქნება ვიდრე ელექტრო ავტმობილები.

მითსუო ჰიტომის თქმით, სისტემის მთავარი არსი  არის ის, რომ გაზარდონ ძრავის მარგი ქმედება 56%-მდე. თუკი ყოველივე ეს მიიღწევა, მაშინ Skyactiv-3 იქნება პირველი შიგა წვის ძრავა, რომელიც უმეტეს ენერგეტიკულ (საწვავის) ენერგიას გარდაქმნის ძალაში, ვიდრე ხახუნსა და თბოგამტარობაზე.

დღესდღეისობით, უმაღლესი მარგი ქმედების მქონე შიგა წვის ძრავა ეკუთვნის Mercedes-AMG ფორმულა ერთის ჯგუფს - 50% ოდენობამდე, სტენდზე. თუმცა AMG იმედს იტოვებს, რომ პრაქტიკაში 41% -ს მაინც მიაღწევენ, რაც მათ ძრავს ყველაზე მაღალი მარგი ქმედების მქონედ გახდის.

საბოლოო ჯამში, Mazda-ს ახალი მიზანი, 27%-ით გაუმჯობესებულია მათ მიმდინარე ძრავებთან შედარებით. ჰიტომის არ უთქვია თუ როდის ჩაეშვება წარმოებაში ან რა იმედით და როგორ მაიღწევენ ამ გაუმჯობესებას.

თუკი კომპანია ყოველივე ამას შეძლებს, ამით დაეხმარება შიგა წვის ძრავებს გააგრძელონ ბრძოლა გადარჩენისთვის.

Wednesday, March 29, 2017

ამიერიდან შეგეძლებათ Mustang-ის გულისცემა შეიგრძნოთ


გაგიკვირდათ არა? მეც, სხვათაშორის. როგორც ვიცით, უახლესი Mustang-ი მის წინა თაობებისაგან საგრძნობლად განსხვავდება ტექნოლოგიურად თუ ვიზუალურად. Ford-ი მხოლოდ ამას არ ჯერდება და გადაწყვიტა შეგაგრძნობინოთ მისი ახალი ქმნილების გულისცემა, რომელიც ანალოგიურია ნამდვილი სრულწლოვანი მუსტანგის, რაც 30 ფეთქვაა წუთში. ყოველივე ეს კი სტარტერის (Engine Start/Stop) ღილაკზე აისახება წითლად. (იხილეთ ვიდეო)


რაც შეეხება მის სხვა დეტალებს: ძრავთა გამაში შესაძლებელი იქნება ახალი 2.3 ლიტრი მოცულობის 4 ცილინდრიანი ძრავისა და  V ტიპის 5.0 ლიტრი მოცულობის 8 ცილინდრიანი ძრავის ოფცია. Ford-ი ირწმუნება, რომ ახალი 5.0 ყველაზე მძლავრი იქნება რომელიც GT ვერსიას ოდესმე ქონია. ხოლო რაც შეეხება ცხენის ძალებს ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ მისი გამოქვეყნებისგან.

ასევე განახლდება გადაცემათა კოლოფიც ახალი 10 საფეხურიანი ავტომატურით, რომელიც Ford-მა General Motor-სთან ერთად შეიმუშავა და მისი მოწინააღმდეგე Chevrolet Camaro ZL1 იყენებს. 

განახლდა ექსტერიერიც, უფრო მრისხანე და ბრაზიანი წინა მხარეს, უკან კი ფარებმა რკალისებური ფორმა მიიღეს. ხოლო ინტერიერში ძველი სამუშაო პანელი ახალი ციფრული 12 ინჩიანი LCD მონიტორით შეიცვალა. ამ ოფციით შეგეძლებათ MyMode-დან შეცვალოთ არამარტო ძრავის, მართვისა და გადაცემათა კოლოფის თავისებურებანი არამედ აპარატურის. ასევე Ford-მა უკეთესი ხარისხის პლასტიკა გამოიყენა და მეტი Soft-touch იქ, სადაც ხელებს ხშირი კონტაქტი ექნება.

ყველაზე საინტერესო კი რაც მას გააჩნია არის Magnetic Adaptive Dampers, რომელსაც ახალი ასევე Shelby GT350 იყენებს. (ეს არის სისტემა რომელიც იყენებს მაგნიტურად კონტროლირებად წევის რეგულატორს, სხვა სიტყვებით, ამორტიზაციაში მაგნეტორეოლოგიური ხსნარია რომელიც კონტროლირდება მაგნიტური ველით).

ასევე აღიჭურვება ახალი უსაფრთხოების სისტემებითა და დამხმარეებით, როგორებიცაა: ქვეითის აღმომჩენისავალი ხაზიდან არ გადაცდენის და დისტანციის მატყობინებლით, (პირველი სისტემა როგორც ვიდეოშია აღნიშნული საზღვრავს და აჩვენებს მძღოლს თუ რამდენი ადამიანია მის წინ, ხოლო მეორე სისტემამ თუკი დააფიქსირა ხაზიდან გადასვლა, ნიშანს იძლევა და თავისით ასწორებს მანქანას (ეს სისტემა მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ციმციმას გარეშე ხდება გადასვლა)), ასევე ხაზიდან გადასული მანქანის დამხმარებლით (თუკი ხაზიდან გადავა უნებლიედ სისტემა ნიშანს იძლევა) და მძღოლის საგანგაშო სისტემით (როდესაც სისტემა ჩამონტაჟებული კამერების მეშვეობით საზღვრავს გზას, მძღოლის მართვას და შეგროვებული ინფორმაციის ანალიზის მიხედვით ადგენს მის ფიზიკურ მდგომარეობას თუ რამდენად დაღლილია იგი. თუკი მართვა რეგულარულს არ გავს სამუშაო პანელზე გამოჩნდება "დაისვენე"). 

უახლესი Mustang-ი ხელმისაწვდომი იქნება 2017 წლის შემოდგომიდან.

Monday, March 27, 2017

Ford-მა ჭერისთვის უსაფრთხოების ბალიში შექმნა


Ford-მა დააპატენტა უსაფრთხოების ბალიში, რომელიც ავტომობილის გადაბრუნებისას ამოქმედდება და მგზავრს დაიცავს.


ბალიში სენდვიჩის ტიპისაა, რომელიც ჩამონტაჟებულია ჭერსა და პანელს შორის. აქტიურდება მხოლოდ და მხოლოდ გადაბრუნების შემთხვევაში და იცავს მგზავრს მექანიკური დაზიანებებისაგან.


უსაფრთხოების გარდა მისი უპირატესობა ასევე მდგომარეობს მის სიმარტივეში, რაც აისახება იმაში, რომ მის ჩაშენება შესაძლებელია როგორც ახალ ისე ძველ მანქანებში და არ საჭიროებს სტრუქტურის მთლიან შეცვლას, რაც დაზოგავს დროსა და თანხას.

პატენტი ჯერ კიდევ 2016 წლის 16 სექტემბერს წარადგინა Ford-მა დიდ ბრიტანეთში, რომელიც საბოლოოდ გამოსცა 2017 წლის 22 მარტს.





Saturday, October 1, 2016

Mercedess-AMG-ი F1-ის ტექნოლოგიის მქონე ჰიპერქარს ქმნის


მიუხედავად ათასობით ჭორისა, Mercedes-მა მართლაც დაადასტურა ახალი ჰიპერქარის შექმნა, რომელიც გაჯერებული იქნება F1-ის ტექნოლოგიით.

მისი შექმნა კი Mercedes-AMG-ს performance-მა ითავა. რა თქმა უნდა არ ვსაუბრობ F1-ით შთაგონებულ ჰიპერქარზე, იგი მთლიანად გამოიყენებს F1-ის 1.6 ლიტრი მოცულობის V ტიპის 6 ცილინდრიან ჰიბრიდულ ძრავს, ენერგიის აღდგენის სისტემას და ჰიბრიდულ ტექნიკას. რაც, მიახლოებით 1000 ცხენის ძალის ტოლი იქნება. აქედან გამომდინარე, იგი ერთ-ერთი პირველი მანქანა იქნება, რომელიც F1-ის ტექნოლოგიას გამოიყენებს გზებზე.


Mercedes-მა AMG GT C როდსტერის პრეზენტაციისას დაადასტურა, რომ მათი ახალი ჰიპერქარი დაჯაბნის McLaren P1-სა და Ferrari LaFerrari-ის. ასევე გერმანელთა სიაში ახალი Aston Martin AM-RB-001-იც შევიდა.

ვინაიდანაც და რადგანაც მანქანა ჯერ კიდევ შექნის პროცესშია, მასზე არანაირი დეტალური ინფორმაცია არ არის, მაგრამ იმის ცნობა, რომ იგი ინტეგრირებული იქნება მთლიანად F1-თან, დამეთანხმებით საინტერესოა.

Mercedes-ის კვლევისა და განვითარების უფროსის Thomas Weber-ის თქმით, იგი ყველა დროის "ყველაზე ეფექტური და საუკეთესოდ შესრულებული" AMG-ს მანქანა იქნება.

ასევე AMG-ს უფროსის Tobias Moers-ის თქმით, მიწოდება დაიწყება "2 ან 2 წელ ნახევარში". აქედან გამომდინარე პროტოტიპი შესაძლოა მომავალ წელს ვიხილოთ.

Tuesday, May 3, 2016

როტორული ძრავი


როტორული ძრავი არის შიგაწვის ძრავთა ერთ-ერთი წარმონადგენელი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს იქნა შექმნილი (1920წ). თავდაპირველად ამ ძრავას 80 კილოვატის განვითარება შეეძლო მაგრამ, დროთა განმავლობაში მოხდა მათი ავიაციაში გამოყენება და შესაბამისად სიმძლავრეც გაიზარდა.

როტორულ ძრავში არ არის ისეთი ნაწილები გამოყენებული, რომელთაც ჩვეულებრივში ვხვდებით. არსებობს ერთ, ორ, სამ და ოთხ როტორიანი ძრავები. პირველი ავტომობილი რომელიც ამ უკანასკნელით აღიჭურვა იყო Mazda Cosmo (2 როტორიანი).

მოკლედ განვიხილოთ ამ ძრავის მუშაობის პრინციპი. ჩვეულებისამებრ ბლოკში მოთავსებულია მუხლა ლილვი და იგი შიგ ბლოკშივე ტრიალებს, მაგრამ როტორულ ძრავის შემთხვევაში, კი პირიქით. მუხლა ლილვი ადგილზეა და მთლიანი ძარა ტრიალებს მის გარშემო.


   როგორ მუშაობს როტორული ძრავი

ამ ძრავებს, სხვა მრავალთაგან გამოარჩევს ისიც, რომ უძველესი დროიდან (ავიაციის პერიოდშიც კი) უარი ითქვა კარბურატორზე და მისი ადგილი ფრქვევანებმა დაიკავეს.
როტორულ ძარებს უფრო ხშირად მაზდას RX სერიის ავტომობილებში ვიხილავთ, მაგალითად RX-7 ან RX-8.
ქარხნულად ეს ძრავები არ გამოირჩევიან სიმძლავრით, მაგრამ მცირედი ცვლილებების შეტანისას (ბლოკი, როტორები, ფრქვევანები) 80-იდან 300მდე და უფრო მეტ კოსმიურ რიცხვებთან ახლოვდებიან.

აღსანიშნავია ასევე ის, რომ დიდი ზომის ტურბინის დაყენებისას როტორულ ძრავებს არ აქვთ ე.წ. Turbo Lag რაც ნიშნავს დროის მონაკვეთს ტურბინის გახსნამდე.
სამწუხაროდ, მაზდამ 2010 წელს უარი თქვა როტორიან ძრავებზე, რამაც ავტომოყვარულები იმედგაცრუებული დატოვა, მაგრამ მაზდას განცხადებით, ისინი მუშაობენ RX-9 კონცეპტზე რომელიც 3 როტორიანი ძრავით აღიჭურვება და ქარხნულად 300+ ცხენის ძალა ექნება.

ზემოთხსენებული როტორული ძრავები არის ძალიან პატარა, ანუ სურვილისამებრ, ჩაის მაგიდაზე შეგიძლიათ იგი ააწყოთ რაც მის სიმსუბუქეზეც მეტყველებს. ყველაფერ ამასთან ერთად აქვს მინუსიც და ეს მინუსი მის სიჩქარეში გამოიხატება. ანუ, დიდი სისწრაფისას და დიდი დატვირთვისას ხშირია მისი "დასტუკება", რაც გამომდინარეობს მისი ინტენსიური ცვეთისგან და დაბალრესურსიანობისგან.

არსებობს ბევრი მითი ამ ძრავთა კუბატურაზე. ქარხნულად 1.0-დან 1.3-მდე მერყეობს მაგრამ დიდი წვის გამო, ბევრი ამბობს რომ ეს 2.5 ან სულაც 3.6 არის.

Thursday, March 31, 2016

Ford Escape შუშის საწმენდის გამათბობლით


ამიერიდან, ფორდი თავის ქროსოვერ „ისკეიპის“ მყიდველს, საქარე შუშის საწმენდის გამათბობელით აღჭურვას შესთავაზებს. ასეთი სისტემა ვერსია „ტიტანიუმის“ სტანდარტულ ეკიპირებაში შევა, მოდიფიკაცია SE-ს მყიდველს კი მას დამატებითი ოპციის სახით შესთავაზებენ. ახალი სისტემა საკმაოდ მარტივია და ცივ მხარეებში მცხოვრებლებს ბევრ პრობლემას აარიდებს. მათ აღარ მოუწევთ მანქანის გაჩერების შემდეგ, საწმენდების ამოწევა, რათა ისინი შუშას არ მიეყინოს.

იმისათვის, რომ საქარე შუშის და მისი საწმენდის გაყინვა აირიდოს თავიდან, „ფორდი“ შუშას გამათბობელი ელემენტით აღჭურვავს, რომელიც ზუსტად იმ ადგილის გათბობას უზრუნველყოფს, სადაც საწმენდი არის გაჩერებული. ასეთი გამათბობლის დახმარებით, მინუს 28 გრადუსი ყინვის დროს, გაყინული შუშის და საწმენდის გალღობა 10 წუთში არის შესაძლებელი. ასეთი გამათბობელი დაახლოებით ისე მუშაობს, როგორც გაყინული უკანა შუშის გალღობის სისტემა.


კავშირის სისტემა SYNC-ით აღჭურვილი „ისკეიპის“ მფლობელებს, გამათბობლის შორიდანვე, მანქანაში ჩაჯდომამდე კარგა ხნით ადრე, სმარტფონის დახმარებით ჩართვის საშუალება ექნებათ. სმარტფონით მფლობელს თავისი ავტომობილის გადატვირთულ სადგომზე მოძებნა, მისი ჩაკეტვა ან გახსნა და დაქოქვაც კი შეუძლია. ახლა კი ამ ფუნქციებს საქარე შუშის და მისი საწმენდის გამათბობლის ჩართვაც დაემატა. უფრო მეტიც, SYNC კავშირის სისტემა იმის საშუალებასაც იძლევა, რომ ავტომობილი დათქმულ დროს სრულ მზადყოფნაში (რა თქმა უნდა, გალღობილი საქარე შუშით და მისი საწმენდით) დაგახვედროთ.

ცივი რეგიონებისთვის განკუთვნილ პაკეტში ასევე შედის გამათბობლით აღჭურვილი სავარძლები და გარე სარკეები, ასევე ძრავის გამთბობი სისტემა, რაც ცივ ამინდში მის დაქოქვას აადვილებს.

                                                              წყარო: Ford Georgia

Tuesday, March 22, 2016

Global-Platform Subaru მის ახალ გლობალურ პლატფორმას გვაცნობს


Subaru-მ თავისი უახლესი, „გლობალური პლატფორმის“ მოკლე აღწერა გამოაქვეყნა. ეს პლატფორმა მოდულურია და მას იაპონური კომპანია თავისი ახალი თაობის მოდელებისთვის გამოიყენებს. მათ შორის პირველი ახალი Impreza გახდება, რომლის პრემიერაც მალე ნიუ იორკის ავტო შოუზე გაიმართება.

ახალი პლატფორმა, Subaru-ს საშუალოვადიანი გეგმის ნაწილია და კომპანიის განვითარების ძირითად ელემენტს წარმოადგენს. ისეთივეს, როგორებიცაა ბოქსერის ტიპის ძრავების ახალი ოჯახი და სიმეტრიული სრულ ამძრავიანი სატრანსმისიო სისტემა. პლატფორმა დინამიურ, უსაფრთხო და კომფორტულ მართვას, ასევე შემცირებუ ხმაურსა და ვიბრაციის დაბალ დონეს უზრუნველყოფს.


გარდა ამისა, მისი მოდულური სტრუქტურა იმის საშუალებასაც იძლევა, რომ კომპანიამ ეს პლატფორმა ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული მოდელებისთვისაც გამოიყენოს. როგორც Fuji Heavy Industries-ის (Subaru მის ჯგუფში შედის) პრეზიდენტი იასუიუკი იოშინიგა ამბობს, მისი კომპანია მალე ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებას დაიწყებს.


ახალი პლატფორმის წყალობით, მასზე დაფუძნებული მოდელების სტრუქტურული სიმტკიცე, ახლანდელი მოდელების შესაბამის მაჩვენებლებზე, 70-100 პროცენტით მეტი იქნება. გარდა ამისა, საშუალოდ 5 მილიმეტრით დაბლა დაიწევს სიმძიმის ცენტრი. გაზრდლი სიმტკიცის წყალობით, დაახლოებით 50 პროცენტით შემცირდება მოსახვევების გავლისას, ავტომობილის დახრა. ძარაში ინტეგრირებული იქნება უკანა განივი მდგრადობის სტაბილზატორი. ახალი პლატფორმის წყალობით, შეჯახებისას ავტომობილების ენერგოშთანმთქმელი უნარი დაახლოებით 40 პროცენტით გაიზრდება.


კუპე BRZ-ის გარდა, Subaru-ს პრაქტიკულად ყველა მოდელი ამ ახალ პლატფორმაზე აეწყობა. მისი აგებულება იმის საშუალებას იძლევა, რომ მასზე განსხვავებული კლასის და გაბარიტების ავტომობილები აიგოს. იგივე ითქმის შიდაწვის ძრავებზე, ჰიბრიდულ სისტემებსა და ელექტრულ ძალურ დანდგარებზე, რომლებითც ეს ავტომობილები აღიჭურვება.

                                                                   წყარო: SmartBox