Friday, March 2, 2018
Mazda როტორულ ძრავს აბრუნებს
როგორც ცნობილი გახდა, Mazda როტორულ ძრავს მომდევნო წელს ისევ დააბრუნებს. ამასთან, კვლევებისა და განვითარების ხელმძღვანელი კიოში ფუჯივარა ამბობს, რომ მწარმოებელი მის პირველ ელექტრო ავტომობილს 2019 წელს წარადგენს და ზუსტად ამ მიზეზით დასჭირდებათ მათ ზემოთხსენებული როტორული ძრავაც. როგორც უკვე მიხვდით ეს არათუ დამოუკიდებელი ძრავა, არამედ ელექტრო ძრავის გენერატორი იქნება, რომელიც მას დამუხტავს.
მანამდე, კომპანიამ ჰიბრიდული სერიის კონფიგურაციის პროტოტიპთა დემონსტრაცია მოახდინა და მისი ეს ძალური კონფიგურაცია უკვე გამოიყენება რამოდენიმე ავტომობილში, BMW i3 REx-ის ჩათვლით, რომელსაც 2 ცილინდრიანი შიგა წვის ძრავი აქვს გენერატორად.
როტორული ძრავის გამოჩენის ძირითადი მიზეზი მისი წონა და კომპაქტური დიზაინია, ასევე ე.წ "მშვიდი მუშაობა". გარდა ამისა მან განმარტა, რომ ისინი ელექტრო ავტომობილს თვითონ შექმნიან, სხვა კომპანიებთან თანამშრომლობის მაგივრად.
Mazda-ს უკანასკნელი ავტომობილი, რომელსაც როტორული ძრავა გააჩნდა RX-8 იყო, რომელიც მოუწიათ მიეტოვებინათ საწვავის გამოყენების არასაკმარისი ეფექტურობისა და გამონაბოლქვის მიზეზით. თუმცა, მწარმოებელი ტექნოლოგიის განვითარებას კვლავ განაგრძობს და როგორც ძალური დანადგარების უფროსი მითსუო ჰიტომი ამბობს, ისინი პარალელურად ახალ ავტონომიურ როტორულ ძრავაზეც მუშაობენ, რომელიც სამომავლო მოდელებზე იქნება გამოყენებული. ასევე დასძენს, რომ თუკი რაიმე შეიცვლება და არ იქნება არანაირი გეგმა მათი წარმოებაში ჩაშვების, ისინი მაინც შექმნიან ახალ ძრავს.