Stay tuned.— BMW (@BMW) February 28, 2018
More to come in Geneva next week. pic.twitter.com/jk7LkZCTTa
Showing posts with label BMW. Show all posts
Showing posts with label BMW. Show all posts
Thursday, March 1, 2018
BMW ჟენევის ავტოშოუზე ახალ M8 Gran Coupe-ს წარადგენს
ბავარიელები დიდ პაუზას არ იღებენ და Gran Coupe-ს ახალი ვერსიის გამოჩენას აანონსებენ.
როგორც მოცემული სურათიდან ჩანს, რომ ექსტერიერი მე-8 სერიას მიანიშნებს, ხოლო მონახაზები 4 კარიან ძარას. თუმცა იმის შემდეგ რაც კომპანია თავაზობს მომხმარებელს 4 კარიან ძარას როგორც კუპეს, არცაა გასაკვირი.
2 კარიანი კონცეფტის დებიუტის შემდეგ, რომელიც გასულ გაზაფხულს შედგა, ამ უკანასკნელის გამოჩენა დადგეგმილია შემდეგ კვირაში, რასაც თვითერზე კომპანიის მიერ გაკეთებული პოსტიც ადასტურებს. ადრე კი BMW-ს ბლოგიც იუწყებოდა, რომ 4 კარიან Gran Coupe-ზე მუშაობა მიმდინარეობდა.
ძალურ დანადგარს რაც შეეხება F90 M5 უსახსოვრებს, რომელიც V ტიპის 8 ცილინდრიან 4.4 ლიტრი მოცულობის ტყუპ ტურბოდამჭირხნიან ძრავს იყენებს, რაც 600-ზე მეტ ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ZF-ს ახალ 8 სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან იქნება შეწყვილებული. ეს კომბინაცია კი ამ უკანასკნელს 3 წამში ააჩქარებს.
Wednesday, May 18, 2016
Toyota-ს და BMW-ს ერთობლივი პროექტი ავსტრიაში შეიქმნება
სურათზე Toyota FT-1 (ახალი მანქანების სურათი ჯერ-ჯერობით მიუწვდომელია)
როგორც იცით, BMW და Toyota მუშაობენ ერთად ახალი სპორტული ავტომობილის პლათფორმაზე უკვე 6 წელია და საერთო ნამუშევარი ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება. ახლა კი მხოლოდ ის ვიცით, თუ საიდან იქნება ის. გერმანული გაზეთი Kleine Zeitung-ის თქმით, ორივე მანქანა იქნება შექმნილი ავსტრიის ქალაქ გრაზში, დამოუკიდებელი სამანქანო მწარმოებლის, Magna Steyr-ის მიერ. დღეის ჟამს Magna ქმნის BMW-ს ორ ავტომობილს: Mini Clubman და Paceman, ასევე სატელევიზიო შოუს ვარსკვლავს, Mercedes-Benz G-class.
BMW ადასტურებს, რომ ახალი ავტომობილი გამოჩნდება პროდუქციაში 2018 წელს, მაგრამ ჯერ-ჯერობით კვლან დუმან თუ რა მანქანა იქნება. ნათქვამია, რომ ახალი Countryman ჯეროვნად იქნება წელს და Paceman "გადაშენების" პირასაა, ამის ფონზე კი ვარაუდია, რომ საიდუმლო ავტომობილი სპორტული სახის იქნება.
ინდუსტრიის აზრით, ახალ მანქანას ერქმევა Z5 და აღარ იქნება პრობლემა სლოტთან დაკავშირებით, რისი გამოცვლაც იყო საჭირო და რაც Z4-ს გააჩნდა. გრაზში ახალი მანქანების წარმოება იქნება მცირე რაოდენობით, (დაახლოებით 60.000) როგორც ეს Toyota-ს და Subaru-ს მოდელების: GT86 და BRZ შემთხვევაში იყო.
Toyota-ს მხრიდან ბევრი არაფერია ცნობილი შეთანხმების შესახებ, რომ ახალ მანქანას ერქმევა Supra, როგორც ამას ბევრი ავტოჟურნალი თუ მედია ფიქრობდა. ასევე არ გამოჩენილა მისი მანქანის ტესტირება, როგორც ამას BMW აკეთებს. ასევე არის ცნობა, რომ Toyota იყენებს ახალ ჰიბრიდ სისტემას, რომელიც მან უკვე გამოიყენა WEC (World Endurance Championship) ტიპის მანქანებში. ეს კი მითითებაა იმისა, რომ სპორტული მანქანაა მაგრამ ერთი რამ უკვე ნაცნობია უდაოდ, ეს არ იქნება ახალი Solara.
Tuesday, March 22, 2016
BMW ადასტურებს i8 Roadster-ის გამოშვებას
ოთხი წელი გავიდა, რაც BMW-მ პირველად გვიჩვენა i8-ს ღია ვერსია, სახელად i8 Spyder-ი. მას შემდეგ, ბაზარი ამ ავტომობილის გამოსვლის მოლოდინშია და აი, გერმანულმა კომპანიამ, მისი წარმოება გადაწყვიტა. ბავარიელთა მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ i8 Roadster-ის გარდა, ჰიბრიდული და ელექტრული მოდელების მწარმოებელი ქვებრენდი i ასევე გეგმავს ჰეჩბეკ i3-ის განახლებას, რის შემდეგაც გაიზრდება მისი ელემენტების ბლოკის ტევადობა და შესაბამისად, ავტომობილის სვლის სიშორე.
ამ ორი ავტომობილის მახასიათებლები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. სამაგიეროდ, BMW-ს რელიზში ლაპარაკია იმაზეც, რომ მალე i-ს მოდელების რაოდენობა შვიდამდე გაიზრდება. მათ შორის იქნება როგორც ელექტროობილები (როგორიცაა i3), ასევე პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილები, რომლებიც ელექტრო ძრავების გარდა, შიდაწვის ძრავებითაც აღიჭურვება. ამათგან მეორის დანიშნულება, მხოლოდ ელექტრო ენერგიის გამომუშავება იქნება. გარდა ამისა, ამ შვიდ ავტომობილს, პლაგ-ინ სისტემით აღჭურვილი Mini-ც დაემატება.
უფრო მეტიც, ჰიბრიდების და ელექტრომობილების პარალელურად, BMW წყალბადის ფიჭური ელემენტების ტექნოლოგიებსაც განავითარებს და მათ დანერგვაზეც იზრუნებს. საინტერესოა, რომ ასეთი სისტემებით აღჭურვილი მისი სატესტო ავტომობილების სვლის სიშორე 700 კილომეტრს აღწევს.
მწვანე ტექნოლოგიების გარდა, ბავარიელები ავტონომიურ ავტომობილებზეც მუშაობენ. კონცეპტუალური პროექტი, სახელად Project i 2.0, ამ მიმართულებით მათი პირველი დიდი ნაბიჯია და ისინი იმედოვნებენ, რომ მისი დახმარებით, ავტონამიური ავტომობილების მოწინავე მწარმოებლის სახელს დაიმკვიდრებენ. სხვათა შორის, ამ მიმართულებით BMW უკვე ინტენსიურად მუშაობს და ავტონომიური ავტომობილისთვის საჭირო არაერთი ტექნოლოგია, ახალ მე-7 სერიაზე დანერგა.
წყარო: SmartBox
Friday, December 25, 2015
ახალი BMW X3 -ის პირველი დეტალები ცნობილია
2017 წელს კომპანია BMW ბაზარზე კროსოვერ X3 -ის ახალი თაობის გამოშვებას აპირებს, რომელიც მიიღებს ჰიბრიდულ მოდიფიკაციას და 435 ცხენის ძალის მქონე “დამუხტულ” ვერსიას.
ინსაიდერების ინფორმაციით, ახალი BMW X3 გერმანული მარკის პირველი კროსოვერი იქნება, რომელიც აწყობილი იქნება ახალ მოდულურ არქიტექტურაზე. ასეთი გადაწყვეტილება სალონში სივრცის გაზრდის, ახალი კონსტრუქციის სავარძლების დაყენებისა და მგზავრების კომფორტის გაზრდის საშუალებას იძლევა.
კიდევ ერთი სიახლე იქნება ახალი ჰიბრიდული ვერსიის გამოჩენა, რომლის სიმძლავრეც 252 ცხენის ძალა იქნება. ასეთი BMW X3 მხოლოდ ელექტროენერგიაზე შეძლებს 40 კმ -ის დაფარვას, ხოლო ჩვეულებრივ რეჟიმში 100 კმ -ზე მხოლოდ 2,1 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ამასთანავე ლითიუმ-იონური ბატარეების დამუხტვა შესაძლებელი იქნება როგორც კაბელის საშუალებით, ასევე უსადენო რეჟიმში.
სამ ცილინდრიან ძრავებს ახალი BMW X3 არ მიიღებს. მათ მაგივრად აღიჭურვება 2,0 ლიტრი მოცულობის ოთხცილინდრიანი და 3,0 ლიტრი მოცულობის ექვსცილინდრიანი ძრავებით. ყველა აგრეგატის სიმძლავრე გაიზრდება მინიმუმ 15 ცხენის ძალებით. ამის გარდა მყიდველისთვის ხელმისაწვდომი იქნება BMW X3 xDrive M40i ვერსიაც, რომელიც აღჭურვილი იქნება 3,0 ლიტრი მოცულობის ექვს ცილინდრიანი ბი-ტურბო ძრავით, რომლის სიმძლავრეც შეადგენს 360 ცხენის ძალას. ამასთან ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ BMW X3 M -ის გამოჩენა იქნება, რომელიც აღიჭურვება 435 ცხენის ძალის მქონე ძრავით. მსგავსი ძრავა პირველად დაყენდა BMW M3 -სა დაM4 -ზე. დამუხტული კროსოვერის გამოსვლა დაგეგმილია 2018 წელს.
წყარო: Driver.ge
Saturday, December 12, 2015
ექსპერტებმა მსოფლიოში საუკეთესო ძრავები დაასახელეს
By Cobra10:08:00 PMBMW, Cadillac, Chevrolet, Dodge, Ford, Hyundai, Nissan, Subaru, Toyota, Volvo, სიახლე
ამერიკულმა გამომცემლობა Ward’s Auto -მ გამოაქვეყნა მსოფლიოში 10 საუკეთესო ძრავის რეიტინგი. პრეტედენტების სია შედგებოდა 31 ძალური აგრეგატისგან. მათგან 10 შარშანდელ კონკურსშიც მონაწილეობდა, ხოლო დანარჩენი 21 იყო ახალი და განახლებული აგრეგატი. ავტომობილები, რომლებზეც ყენდებოდა ძრავები უნდა ყოფილიყვნენ სერიულები და მათი ღირებულება უნდა შემდგარიყო არაუმეტეს 61 000 დოლარისგან.
ძრავებზე ტესტები ჩაატარეს Ward’s Auto -ს რედაქტორებმა ამ წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში. მათ შეაფასეს სიმძლავრე, ბრუნვითი მომენტი, ეკონომიურობა, ხმაური და ძრავის სხვა მახასიათებლები. “დიზელის სკანდალის” გამო კონკურსიდან მოხსნილი იქნა Volkswagen -ის ძრავები.
TOP 10 ძრავების სია კი შემდეგია:
- 3.0 ლ. Turbo DOHC I-6 (BMW 340i)
- 3.6 ლ. DOHC V-6 (Chevrolet Camaro/Cadillac ATS)
- 1.5 ლ. DOHC 4-cyl./120-kW Drive Motor (Chevrolet Volt EREV)
- 5.2 ლ. DOHC V-8 (Ford Shelby GT350 Mustang)
- 2.0 ლ. DOHC 4 ცილ./50კვტ. Drive Motor (Hyundai Sonata PHEV)
- 3.5 ლ. DOHC V-6 (Nissan Maxima)
- 3.0 ლ. Turbodiesel DOHC V-6 (Ram 1500 EcoDiesel)
- 2.0 ლ. Turbocharged DOHC 4 ცილ. Boxer (Subaru WRX)
- 1.8 ლ. DOHC 4-cyl./53-kW Drive Motor (Toyota Prius HEV)
- 2.0 ლ. Turbo/Supercharged DOHC 4 ცილ. (Volvo XC90)
წყარო: Driver.ge
Tuesday, December 1, 2015
BMW -ს საბრძოლო M4 GTS -ები დაუმთავრდა
პრემიერის დღიდან ორი თვეც არ გასულა, ხოლო BMW M4 GTS -ი უკვე სრული ტირაჟით გაიყიდა – კომპანიამ ავტომობილის 700 ეგზემპლარი გაყიდა.
M4 GTS -ი ასევე აღჭურვილი არის ძალიან მაგარი დისკებით, 7 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. GTS -ის ჩვეულებრივ მოდელთან შედარებით ამ ვერსიამ მოიკლო 62 კგ -ით. 0-100 კმ/სთ -ს ავტომობილი ანვითარებს 3,8 წმ -ში, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 300კმ/სთ -ს.
წყარო: Driver.ge
Tuesday, November 24, 2015
BMW-ს ისტორია
BMW, 1917 წელს, კარლ რაპმა და გუსტავ ოტომ დააარსეს, თუმცა, იმჟამად, კომპანია საავიაციო თვითმფრინავების ძრავებს აწარმოებდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ, BMW ავტო გიგანტი გახდებოდა. ეს განაპირობა I მსოფლიო ომის შემდეგ დადებულმა, ვერსალის ხელშეკრულებამ…

1918 წლის 19 ივნისს, ვერსალის ხელშეკრულების თანახმად, გერმანიას აეკრძალა საავიაციო ნაწარმის, მათ შორის ძრავების დამზადება. შესაბამისად, კომპანიამ პროფილი შეიცვალა და 1923 წლიდან მოტოციკლეტების წარმოება დაიწყო.
1928 წელს კი BMW–მ ქალაქ აიზენახში ავტო–ქარხანა შეიძინა.
ამას მოჰყვა DIXI-ის მოდელის ლიცენზია და 1930 წელს წარმოებაში ჩაეშვა ლიმუზინის ტიპის პირველი ავტომობილი BMW–ს ლოგოთი. ამ პერიოდში, ასევე გამოვიდა ბავარიული ავტო–სახლის ექსკლუზიური სპორტ კუპე 328 (სულ 500 ცალი).
30იან წლებში, ახალი ომისთვის მზადების პროცესში, ხელისუფლების მოთხოვნით, კომპანიამ ისევ დაიწყო საავიაციო ძრავების შექმნა და საკმაოდ წარმატებულადაც. სამხედრო თვითმფრინავი Me 262 A-1b აღჭურვილი იყო ბმვ–ს 003jet ძრავით, რის საშუალებითაც ის საათში 800კმ/სთ სიჩქარეს ავითარებდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, BMW ისევ ავტოინდუსტრიას დაუბრუნდა, თუმცა, განადგურებული ეკონომიკის პირობებში, წარმატების მიღწევა რთული აღმოჩნდა. საწარმოების და ბაზრის დიდი ნაწილიც, კომპანიას საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰქონდა, რაც, თავისუფალი ბაზრის არარსებობის პირობებში, ხელს უშლიდა წარმოების განვითარებას, ამიტომ, საწარმო ისევ მოტოციკლეტების შექმნაზე გადავიდა. ომიდან მხოლოდ 6 წლის შემდეგ შეძლო BMW-მ ახალი ავტო–მანქანის – BMW 501-ის გამოშვება.
1958 წელს, ლიმუზინის ტიპის ავტომანქანებზე მოთხოვნის მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია ფინანსური კრიზისი. კომპანიის მესვეურებს უნდა გადაეწყვიტათ ავტო–სახლის ბედი. განიხილებოდა მისი ლიკვიდაციის ვარიანტიც, Deimler-Benz–ს სურდა BMW-ს აქციების შესყიდვა, თუმცა, საბოლოოდ, გადაწყდა, რომ კომპანია კიდევ ერთხელ გარისკავდა და ახალ მოდელს გამოუშვებდა.

BMW–მ მცირე ზომის იტალიური ავტომობილის, იზო ისეტას წარმოების უფლება შეისყიდა და მასში საკუთარი მოტოციკლეტის მოდიფიცირებული ძრავი ჩადგა. რისკმა გაამართლა და ბმვ კრიზისიდან გამოვიდა.

1966 წელს, კომპანიამ ახალი მოდელი – BMW 2000 წარადგინა, რამაც ხელი შეუწყო ჩვენთვის კარგად ნაცნობი BMW–ს მე–3 სერიის ჩამოყალიბებას, მას მოჰყვა მე–5 და მე–7 სერიის პირველი ავტომობილები.
საქართველოში, BMW-ს ისტორია პირველი “ხულიგანკა” – E30–ით იწყება, რომელსაც მოჰყვა “ტროიკა”. დღეს, BMW ყველაზე სასურველ ბრენდად ითვლება, რასაც, Car Book–ის მიერ, ზაფხულში ჩატარებული კვლევის შედეგებიც ადასტურებს. 2012 წელს, ბრენდი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ავტო მწარმოებლად დასახელდა.
90იანი წლებიდან, კომპანია მუდმივად აფართოებს საკუთარ საზღვრებს და შესაძლებლობებს. 1994 წელს BMW–მ ბრიტანული როვერ ჯგუფი შეიძნა, რომელიც აერთიანებდა ბრენდებს – ROVER, Land Rover და MG, მაგრამ 2000 წელს, ROVER-მა დიდი ფინანსური დანაკარგები ნახა, რის გამოც, კომანიამ გადაწყვიტა, ეს კომბაინი კვლავ გაესხვისებინა. ROVER და MG ძველ მფლობელს, ფენიქს კონსორციუმს, ხოლო Land Rover ფორდს მიჰყიდა. BMW–მ მხოლოდ ახალი Mini–ს შექმნის უფლება დაიტოვა, რომლის პირველი მოდელიც 2001 წელს გამოუშვა და ის დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
1998 წელს BMW–მ შეიძინა Rolls Royce–ის სახელი და დღეს უკვე ის აწარმოებს ავტომობილებს ამ ბრენდის ქვეშ, თუმცა ამ გარიგებას საინტერესო ისტორია აქვს. საქმე იმაშია, რომ 1998 წელს, Rolls Royce შეიძინა VolksWagen–მა და არა BMW-მ. კომპანია Rolls Royce–ის შეძენას 380 მილიონ ფუნტ სტერლინგად გეგმავდა და თითქოს შეთანხმება მიღწეული იყო, მაგრამ VolksWagen–მა Rolls Royce–ის მფლობელებს 430 მილიონი ფუნტი შესთავაზა და ავტო საწარმოც მათ დარჩათ, მაგრამ მხოლოდ საწარმო და არა ბრენდის სახელი. ის ეკუთვნოდა არა Rolls Royce Motors-ს, არამედ აერო–ძრავების მწარმოებელ კომპანია Rolls Royce pls–ს, რომელსაც უკვე ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა BMW-სთან და ბრენდის სახელიც და ლოგოც “RR” ამ უკანასკნელს მიჰყიდა 40 მილიონ ფუნტ სტერლინგად. შესაბამისად, VolksWagen–ი ფლობდა Rolls Royce–ის ყველა საწარმოს და ამ ავტომობილების წარმოების სრული შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ არ ჰქონდა ამის უფლება. BMW-ს ჰქონდა სახელი და ლოგო, რომელშიც 40 მილიონი ფუნქტი გადაიხადა, მაგრამ არაფერი, ამის გარდა. საბოლოოდ, კომპანიებს შორის შეთანხმება შედგა და VolksWagen–ს მიეცა უფლება, 1998–2002 წლებში გამოეყენებინა Rolls Royce–ის სახელი და ლოგო, ამ დროის განმავლობაში კი BMW იმუშავებდა RR-ის მომავალი ძრავის შექმნაზე. 2003 წლიდან კი Rolls Royce–ს მხოლოდ BMW აწარმოებს და VolksWagen–ს დარჩა Rolls Royce–ის საწარმო და ბენტლი, რომელიც 430 მილიონიანი გარიგების პირობებში შედიოდა.
BMW-ს მორიგი დიდი შენაძენი, 2007 წელს, სპორტული მოტოციკლეტების ბრენდი Husqvarna იყო, რის სანაცვლოდაც, კომპანიამ 94 მილიონი ევრო გადაიხადა.
ჩვენი საუკუნის დასაწყისიდან, უზომოდ დიდი კონკურენციის პირობებში, დაიწყო ავტო სეგმენტის გაფართოება და დანაწევრება. შეიქმნა და გაიზარდა მოთხოვნა suv, hatchback და wagon-ის თუ სხვა ტიპის ავტომობილებზე. შესაბამისად, დღეს BMW, კლასების მიხედვით, 28 განსხვავებულ მოდელს გვთავაზობს. ამას ემატება M მოდიფიკაციის 10 მოდელი. ყოველ წელს იზრდება კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელი. 2012 – 1,540,085; 2013 – 1,655,138; 2014 – 1,811,719 ავტომობილი. 2014 წლის მაჩვენებელს ემატება 302 000 Mini, 4 000Rolls Royce და 123 000 გაყიდული მოტოციკლეტი.
Tuesday, October 20, 2015
BMW-ს ლოგოტიპის ისტორია
თავიდან BMW (Bayerische Motoren Werke) აწარმოებდა თვითმფრინავის ძრავებს. ლოგოტიპი კი შემორჩა მას შემქმნელისგან - Rapp Motorenwerke. კომპანიის საწარმო მდებარეობდა ბავარიაში, ამიტომ ლოგოტიპის წრის სეგმენტები იყო გაფერადებული თეთრ და ლურჯ ფერებში. კომპანისს „ტრანსფორმაციის“ შემდეგ, მარკეტოლოგებმა მოიფიქრეს ლეგენდა BMW-თვის - თეთრი პროპელერი რომელიც ჭრის ლურჯ ცას. მხოლოდ 10 წლის შემდეგ BMW-მ დაიწყო ავტომობილების წარმოება. პირველად BMW-ს ემბლემა დაფიქსირდა 1920 წელს.
Wednesday, October 14, 2015
BMW-მ M2 გაგვაცნო!
6-ცილინდრიანი 370 ცხენის ძალით და უკანა ამძრაობა - აი, ასეთი იქნება BMW M2 , რომელიც 2016 წლის აპრილიდან გაიყიდება
ბავარიული მარკის ფანები ამ ავტომობილს დიდხანს ელოდნენ და აი, BMW-მ, როგორც იქნა, წარმოადგინა M2 და მისი ოფიციალური მონაცემები. 370 ცხენის ძალა და 465-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტი პირველი და ყველაზე მთავარი მონაცემებია. სპორტული კომპაქტის ძრავა 3-ლიტრიანი და 6-ცილინდრიანია. Overboost-ის წყალობით, მისი პილოტების განკარგულებაში მცირე ხნით 500-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტიც იქნება.
M-ის ოფციური ორდისკიანი ტრანსმისიით M2 100 კმ/სთ-მდე 4,3 წამში აჩქარდება. მაქსიმუმი კი 250 ან 270 კმ/სთ-ია - გააჩნია პაკეტს. M2-ს, რა თქმა უნდა, ვიზუალურადაც მაშინვე იცნობთ: დიდი საჰაეროები, 4 მაყუჩი, ექსკლუზიური 19-დუიმიანი დისკები და ა.შ. მანქანამ M3-ისა და M4-ის წინა და უკანა ღერძები მიიღო.


კარგი ამბავი ის არის, რომ BMW M2 არ იქნება ლიმიტირებული, ცუდი კი ის, რომ ეს ავტომობილი მინიმუმ 55 000 ევრო ეღირება. გაყიდვები 2016 წლის აპრილში იწყება.
წყარო: Auto Bild Georgia
Tuesday, September 8, 2015
იურიული პერიოდის მანქანები: Mercedes GLE Coupe და BMW X6
ახალი Mercedes GLE Coupe ტირანოზავრის როლში. იქვე BMW X6-იც
არსებობს დისკუსიები, სადაც სიმართლეს ვერასდროს გაარკვევ. ეს მაშინაა, როცა დისკუსია მიდის თემაზე, სადაც სიმართლე ასე უბრალოდ და პირდაპირ არ არსებობს - სადაც ყველაფერი გემოვნებაზეა დამოკიდებული. ასეა ამ ავტომობილების შემთხვევაშიც - სათაურში რომ იურიული პერიოდის მანქანები რომ ვუწოდეთ. ეს ის შემთხვევაა, როცა დიდი და მძიმე SUV-დინოზავრის დიზაინში ვხედავთ კუპეს ხაზს. უხდება ბოლო ბოლო? თუ ასეთი რამ ისეთივე უდროო და უაზროა, როგორც ნამდვილი ტირანოზავრი 21-ე საუკუნეში?
ასეთ პროვოკაციულ ნაზავს BMW X6-სგან უკვე ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ, აი, ”მერსედესმა” კი, SUV-კუპეს ფენომენი მხოლოდ ახლაღა აღიარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნიშა, რომელიც პირველად BMW-მ დაიკავა, ერთობ მიმზიდველი აღმოჩნდა - წინააღმდეგ შემთხვევაში ”მერსედესი” მოსისხლე მტრის ნაბიჯს არ გაიმეორებდა. ასე და ამგვარად მივიღეთ Mercedes GLE Coupe, რომელიც სრულად იმეორებს BMW X6-ის ხაზს. ეს ეხება როგორც ფორმატს, ისე კონცეფციასაც - 4 კარითა და საბარგულის დიდი კარით.
Mercedes GLE Coupe: ტექნიკური ბაზა ML-სგან მიიღო. სიახლე GLE-ში: 9-საფეხურიანი ავტომატიკა
BMW X6: ბავარიელები SUV-კუპეს 2008 წლიდან უშვებენ და ამ მხრივ პირველები იყვნენ. ახლა მეორე თაობა გამოვიდა.
პირველი შთაბეჭდილება ასეთია: რამდენიმემეტრიანი დაშორებით ეს დიდი მანქანა საკმაოდ მოხდენილი ჩანს, კუპესებრი და ჩვეულებრივი. თუ მოშორებით დგახარ, ნაღდად არ მოგეჩვენება ისეთ სპილოდ, როგორსაც ელოდი. თუ ფორმებით ვიმჯსლებთ, GLE Coupe ნამდვილად იმეორებს ”მერსედესის” აქტუალური დიზაინისთვის დამახასიათებელ ტენდენციებს - იხილეთ ცხაურა, ძარის მოსახვევები და ჩაღრმავებები, უკან ჩამრგვალებული მინა და ათლეტური მაშუქები. ამ დეტალებს დაიმლერის აქტუალური კუპეებიდან იცნობთ. თუმცა მიუახლოვდები თუ არა, მაშინვე დაინახავ ამ ავტომობილის რეალურ სიდიდეს: საშუალო ზომის, ანუ 1,75-მეტრიან კაცს მისი კაპოტი ლამის ნიკაპამდე მისწვდება, უკან კი, ბარგი ჩვეულებრივი მაგიდის სიმაღლის რაფიდან უნდა ჩატვირთო, ჩაჯდომისა და გადმოსვლის ნაცვლად კი, ტერმინებად ასვლა და ჩამოსვლა უნდა გამოიყენო. მოკლედ, ამ თვალსაზრისით ტიპიური, Fullsize SUV გახლავთ. უცნაური მხოლოდ ისაა, რომ შესვლისას თავი უნდა დახარო. SUV-კუპეა რა.
Mercedes GLE Coupe: თვალშიმოსახვედრი სიახლე შუაში თავისუფალი მონიტორია. ავტომატიკის ბერკეტი ჩვეულებისამებრ საჭის უკანაა, მაგრამ ახლა უკვე 9-საფეხურიანია
მიუხედავად კუპესებრი ფორმისა, თავს ზემოთ საკმარისზე მეტი სივრცეა. GLE Coupe-ს საბარგულის მინიმალური მოცულობა 650 ლიტრია, მაქსიმალური - 1720 ლიტრი, რაც ძალიან კარგი შედეგია
პნევმატიკური დაკიდება ოთხი პროგრამით
ინტერიერში, მძღოლის სავარძელზე ამბები გელოდება, ჩვეულებრივი GLE-სგან თითქმის არაფრით რომ არ განსხვავდება. კოკპიტზე გხვდება სრული ფუნქციურობა, რომელიც Deluxe-გარემოსთან ისეა შერწყმული, რომ თავის მფლობელს ისეთ განცდას უტოვებს, თითქოს ბევრი ფული მართლა ხეირიანად დააბანდა. თუმცა ვინც ML-ს იცნობს, მალევე გამოფხიზლდება. თუ არ ჩავთვლით 8-დუიმიან სენსორულ ეკრანს, რომელიც ცენტრალურ კონსოლზე თავისუფლად განისვენებს, აქ ბევრი არც არაფერი შეცვლილა.
ამ კუპეში... პარდონ, SUV-კუპეში უკანა სავარძლებიც კომფორტულია. თუმცა თავსზემოთ სივრცე მხოლოდ საკმარისია. არც მეტი, არც ნაკლები. მიუხედავად იმისა, რომ სახურავი უკან მაგრად ვარდება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ GLE-ს ეს ვარიანტი 4 ზრდასრული ადამიანისთვის შეუზღუდავი ტრანსპორტია. თავისი სამოგზაურო ბარგით, რაღა თქმა უნდა. საბარგულში მინიმუმ 650-ლიტრიანი სივრცეა, ხოლო თუ უკანა სავარძლების საზურგეებს გადაწევთ, სულაც 1720-ლიტრიან სივრცეს მიიღებთ. ვიმეორებ: ერთი ეგაა, რომ რაფა მაღალია და ჩაბარგება ცოტათი ჭირს. თუმცა იატაკი აბსოლუტურად სწორია და, ჩემოდანი იქნება, თუ სხვა რამ, ბოლომდე შეუზღუდავად შეაცურებ.
BMW X6: კოკპიტზე ყველაფერი ჩვეულებისამებრ ფუნქციურია. ავტომატიკის ბერკეტი ცენტრალურ კონსოლზე, მის გვერდით iDrive-ის ღილაკი სენსორული ზედაპირით
შედარების ამ სტადიაშივე ჩანს სერიოზული განსხვავებები BMW X6-თან. მიუხედავად იმისა, რომ დიდი და გაბერილი ჩანს, BMW მაინც უფრო მოქნილად და სპორტულად გამოიყურება. და ეს განცდა მის ინტერიერშიც გრძელდება: X6-ში წინ უფრო ღრმად ზიხარ, საერთო ჯამში კი ბავარიელში უფრო მეტი სივიწროვეა, რაც განსაკუთრებით უკანა განყოფილებას ეხება, სადაც თავსზემოთ ადგილიც ცოტაა და მუხლების წინაც. ამრიგად, კუპესთვის დამახასიათებელი მინუსები BMW X6-ში უფრო იგრძნობა, ვიდრე Mercedes GLE Coupe-ში. იგივე ეხება საბარგულსა და უკანა სავარძლების ვარირებასაც, რის შედეგადაც არცთუ მთლად სწორი იატაკი წარმოიქმნება, საბარგულის მინიმალური მოცულობა კი 550 ლიტრია, მაქსიმუმი - 1525 ლიტრი. ცხადია, არც ესაა ცუდი მონაცემები, მაგრამ ”მერსედესთან” შედარებით, მნიშვნელოვნად ცოტაა. ამიტომაცაა დაუჯერებელი ის, რომ მინიმალურად უფრო ბრტყელი X6 იმავე სიგრძისაა, რაც GLE Coupe. თუმცაღა, BMW უფრო მსუბუქია. 110 კილოგრამით მსუბუქი, ჯამში 2,14 ტონა
ჩვენ მომხვდურები დიზელის ძრავებით გავტესტეთ. ორივე შემთხვევაში, ძრავის 3-ლიტრიანი მოცულობა 6 ცილინდრზეა გადანაწილებული. ”მერსედესშიც” და BMW-შიც, ჩვენ განკარგულებაში 258 ცხენის ძალაა. პლუსი ”მერსედესს” ბრუნის მომენტის თვალსაზრისით: 620 ნმ (GLE Coupe) 560 ნმ-ის (BMW X6) წინააღმდეგ. 2.3-ტონიანი ”ტირანოზავრისთვის” ეს სავსებით საკმარისია, რაშიც GLE-მ სწრაფადვე დაგვარწმუნა. მისი დიზელი არც იკბინება და არც მთებს გადადგამს - საქმეს უფრო სოლიდურ-სერიოზულად აკეთებს.
Mercedes GLE 350 d 4Matic
ძრავა: V6, Turbo; მოცულობა: 2987 სმ3; სიმძლავრე: 190 კვტ (258 ცხ. ძ) 3400 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 620 ნმ/1600; მაქს. სიჩქარე: 225 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 7,1 წმ; ამძრაობა: სრული/9-საფ. ავტომატიკა; ავზი: 93 ლ; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4900/2003/1700 მმ; საბარგული: 650-1720 ლ; წონა: 2250 კგ; საწვავის ხარჯი (EU): 6,9 ლ. დიზელი/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 180 გ/კმ; ფასი (EU): 66 700 ევრო
GLE თავისი სამაგალითო გადაცემათა კოლოფის 9 საფეხურს შორის შეუმჩნევლად დააბოტებს და მხოლოდ სპორტულ რეჟიმშია ცოტათი უფრო ცოცხალი. მოკლედ, სპორტული გართობა თითქმის შეუძლებელია. სამაგიეროდ, შესაძლებელია სასიამოვნო მგზავრობა, რაც ბევრისთვის ასევე გართობაა.
ჩვეულებრივი GLE-სგან განსხვავებით, GLE Coupe-ში სავალი ნაწილია დინამიზირებული - ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამას ამბობენ ”მერსედესის” ტექნიკოსები. სიმართლე გითხრათ, ეს იგრძნობა კიდეც. ნამდვილად იგრძნობა. მაგრამ ასეა, თუ ისე, Mercedes GLE Coupe-ს უმთავრეს ატრაქციონად მაინც მისი კომფორტი რჩება. მაგალითად ის, რომ Comfort-რეჟიმში პნევმატური დაკიდება გზებს დაუჯერებლად რბილად აუთოებს - ოდნავი გადახრით, რაც ტორტმანი არ არის. ერთი სიტყვით, ამ მანქანით შორ გზაზე მგზავრობა დიახაც სიამოვნებაა. ამაში თავისი წილი როლი აქვს სტაბილიზაციის სისტემას თავისი „Active Curve System-ით“, რაც ავტომობილის ძარას დამატებით სიმშვიდეს სძენს. და თუ მიიჩნევთ, რომ ზედმეტად რბილია, მაშინ ჩართეთ Sport-რეჟიმი, რაც მოხდენილი ალტერნატივაა: მანქანა იჭიმება, ხისტდება და მაინც კომფორტულად დადის. უბრალოდ, მოსახვევებში მეტი სიმამაცით შევა და მოხვევის სისტემა უფრო მგრძნობიარე გახდება. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ GLE Coupe სპორტულია, თანაც, ამ კლასში სპორტულობაზე საუბარი, თქვენი არ იყოს, ჩვენც სასაცილოდ მიგვაჩნია, მაგრამ ფაქტია, რომ გეხმარება. გარკვეულწილად, რაღა თქმა უნდა.
BMW X6 xDrive 30d
ძრავა: 6-ცილინდრიანი, Turbo; მოცულობა: 2993 სმ3; სიმძლავრე: 190 კვტ (258 ცხ. ძ) 4000 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 560 ნმ/1500; მაქს. სიჩქარე: 230 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 6,7 წმ; ამძრაობა: სრული/8-საფ. ავტომატიკა; ავზი: 85 ლ; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4909/1989/1702 მმ; საბარგული: 550-1525 ლ; წონა: 2140 კგ; საწვავის ხარჯი (EU): 6,0 ლ. დიზელი/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 157გ/კმ; ფასი: 66 900 ევრო
ახლა კი BMW-ში გადავინაცვლოთ. სეისმოგრაფის გამოცდილება სულაც არაა საჭირო იმისათვის, რომ გადამწყვეტი განსხვავებები შეიგრძნო. იქ, სადაც GLE ლივლივებს, X6 თვით კომფორტულ რეჟიმშიც კი ხისტია, ხოლო Sport ან Sport+ რეჟიმებში კი განრისხებულ დინოზავრს ემსგავსება. მოკლედ, ამ ბავარიელში კომფორტი მეორეხარისხოვანია. სამაგიეროდ, პირველხარისხოვანი და მნიშვნელოვანია დინამიკურობა: X6-ის მოხვევის სისტემა უფრო მალე რეაგირებს, ვიდრე ”მერსედესში” - უფრო სწრაფად და თითქმის ზედმეტად ნერვიულადაც კი. ამავდროულად, ამძრაობა მძღოლის მარჯვენა ფეხის რეაქციებზე უფრო ბეჯითად რეაგირებს და მანქანაც მეტი ზეწოლით ჩარდება. აქვე ვთქვათ, რომ ამ გუნდში 8-საფეხურიანი ავტომატიკა ოპტიმალური თანაგუნდელია.
წეღანაც ვთქვი, რომ ამ კლასში სპორტულობაზე საუბარი, რა თქმა უნდა, სასაცილოა, მაგრამ X6-ს აქვს თავისი წილი სპორტულობა იმდენად, რამდენადაც ეს დიდ SUV-კუპეშია შესაძლებელი. თანაც, ეს ყველაფერი საწვავის საკმაოდ დაბალ ხარჯთან ერთად: ჩვენი ტესტ-დრაივის ფარგლებში X6-მა თავისი ბორტკომპიუტერის თანახმად, 100 კილომეტრზე საშუალოდ 9,0 ლიტრი დიზელი მოიხმარა (BMW-ს ოფიციალური დაპირება: 6,0 ლ), ხოლო GLE Coupe-მ კი - 10,3 ლიტრი დიზელი (ოფიციალური დაპირება: 6,9 ლ).
GLE Coupe (მარჯვნივ) და X6 დინოზავრებივით კი არიან, მაგრამ ყველანაირი თანამედროვე ტექნიკა აქვთ. თითქმის ერთნაირი ფორმატი: ”მერსედესი” ერთი სანტიმეტრით განიერია, BMW ერთი სანტიმეტრით გრძელი. სიმაღლეში ორივე 1,70 მეტრია
აი, ფასებსაც მივადექით: GLE-ს კუპე-ვერსია ევროპაში 66 700 ევრო ღირს - როდესაც 350d აწერია. ეს ჩვეულებრივ GLE-ზე დაახლოებით 5500 ევროთი მეტს ნიშნავს. BMW თავის X6 3.0d-ს სანაცვლოდ 66 900 ევროს ითხოვს. რა თქმა უნდა, ორივეს მოყვება უამრავი დამატებითი ოფცია. ასეა: იურიული პერიოდის მანქანებს იაფად ვერ იშოვნით.
Mercedes GLE Coupe 350 d: პრინციპში, იგივე X6-ია, ოღონდ ვარსკვლავით, მაგრამ უფრო ტევადი და კომფორტული.
BMW X6 xDrive 30d: SUV-კუპეების მამა, პირველი დინოზავრი, შეძლებისდაგვარად სპორტული, მაგრამ ნაკლებად კომფორტული.
დასკვნა
რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ამ ავტომობილების შემთხვევაშიც არსებობს სოლიდური, რაციონალური მიზეზები. ბევრს მოწონს და მორჩა. Bingo! ამ შედარებაში მცირე უპირატესობას Mercedes GLE Coupe-ს ვანიჭებ - იმიტომ, რომ ახალია, უფრო ტევადი და უფრო კომფორტული. შესაბამისად, უფრო გონივრულიც, ვიდრე X6.
ვოლფგანგ კიონიგი
წყარო: Auto Bild Georgia
Monday, September 7, 2015
ვიღაცამ Mercedes-ს, BMW-ს და Audi-ის გადაუფრინა...
Opel-მა ახალი სარეკლამო კლიპისთვის ახალი Opel Astra გააფრინა - ყოველგვარი ტრიუკების გარეშე.
Opel-ის ახალ სარეკლამო კლიპში ახალმა Astra-მ მაღალი კლასის ავტომობილებს გადაუფრინა. რიუსელსჰაიმელთა ამ რეკლამის სლოგანი ასეთია: ”ახალი Opel Astra მაღალ კლასს აბრაზებს!” რატომ ასეთი სლოგანი? საქმე ისაა, რომ კომპაქტური კლასის წარმომადგენელი Astra ისეთი ტექნიკითაა აღჭურვილი, როგორსაც აქამდე სწორედ მაღალ კლასში ვხედავთ, კომპაქტ-კლასში კი პირველად სწორედ Astra-ში გამოჩნდა.
ვიდეოში ნახავთ, რომ Astra-მ 15 მეტრი იფრინა და ზემოთ ჩამოთვლილი მარკების ავტომობილებს გადაუფრინა. აღსანიშნავია, რომ ვიდეოს გადაღებისას არანაირი ტრიუკები არ ყოფილა. აქვე ვთქვათ, რომ ეს პირველი ვიდეოა. მოგვიანებით Opel-ი შემოგვთავაზებს სარეკლამო კლიპებს ცნობილ საფეხბურთო მწვრთნელ იურგენ კლოპთან ერთადაც (სლოგანით: Astra-ს განათება ისეთი ბრწყინვალეა, როგორც სტადიონის განათება.”)
Opel-ი ახალი Astra-ს ოფიციალურ პრეზენტაციას 15 სექტემბერს, ფრანკფურტის ავტოშოუზე გამართავს..
წყარო: Auto Bild Georgia










































