Showing posts with label Formula 1. Show all posts
Showing posts with label Formula 1. Show all posts
Thursday, February 22, 2018
Scuderia Ferrari-მ ახალი ბოლიდი გამოაგორა
როგორც იცით, Scuderia Ferrari-მ ახალი ქმნილების დებიუტი დღევანდელი თარიღით დაანონსა. და აი, დადგა ის დღეც. ახალ ბოლიდს SF71H (კოდური სახელით პროექტი 669) ქვია და რიგით 64-ეა Ferrari-ს ფორმულა ერთის ისტორიაში. როგორც მოგეხსენებათ წესების გამო, ფორმულას ბოლიდები ხშირად იცვლებიან, შესაბამისად ზემოთსენებულმა მიზეზმა გამოიწვია მნიშვნელოვნად შეცვლილი აეროდინამიკისა და ფართე საბურავების შეტანა, რაც პერფორმანსის გაზრდისკენაა მიმართული. შარშანდელ ბოლიდთან შედარებით, ბაზა საგრძნობლად შეიცვალა, გვერდითი ზომებითა და გაუმჯობესებული გაგრილების სისტემასთან ერთად. დაკიდებას რაც შეეხება წინ push-rod იქნება, ხოლო უკან pull-rod-ი, ხოლო ძარა კარბონისაა.
ძალურ დანადგარად ისევ V ტიპის 1.6 ლიტრიანი მოცულობის 6 ცილინდრიანი ტურბოდამჭირხვნელიანი ძრავა მოემსახურება. თუმცა მისი გამოყენება 4-დან 3-ზე ჩამოვიდა წლევანდელ სესიაზე. იგივე ეხება ტურბო კომპრესორსა და MGU-H-ს. ხოლო ამ უკანასკნელის ენერგიის აღდგენა მიერთებულია ტურბინაზე, როდესაც მხოლოდ 2 MGU-K რომელიც გამოიმუშავებს კინეტიკურ ენერგიას მიერთებულია გადაცემათა კოლოფზე. ყოველივე ეს წელს ნებადართულია. ასევე გამოთვლა, რომელიც მიმართულია ელექტრონული მართვის სისტემაზე და ბატარიებზე. მაშასადამე, ძრავის განყოფილებას აქვთ ასევე დაფუძვნებული თავიანთი სამუშაო ამ ახალ პარამეტრებზე.
ყველაზე ნათელი ელემენტი, რომელსაც შეამჩნევთ ეს ჰალოა, რომელიც მოგეხსენებათ კოკპიტის სივრცის დასაცავად შეიქმნა. ხოლო 2 წლიანი ტესტირების შემდეგ კი წესების წიგნში შევიდა. იწონის დაახლოებით 7 კილოგრამს, პლიუს ასე ვთქვათ ჩასაჯდომი რომელიც კომპენსირებულია 5 კილოგრამის მომატებით 728-დან 733-მდე - ბოლიდის წონის მინიმუმამდე წლევანდელი რეგულაციით.
დებიუტის შემდეგ, ბოლიდს ბარსელონაში, კატალონიის ტრეკზე წაიყვანენ გადაღებაზე 25 თებერვალს, მომდევნო დღეს კი ჩვეულებისამებრ ტესტირება დაიწყება. პირველი სესია 1 მარტს დამთავრება, ხოლო მეორე 6-დან 9 მარტამდე გაგრძელდება. რა თქმა უნდა ამ ყველაფერში სკუდერიას ორივე პილოტი - სებასტიან ფეტელი და კიმი რაიკონენი იქნება ჩართული.
Wednesday, March 29, 2017
ბოტასი: გადასწრება სხვა ტრეკებზე უკეთესი იქნება
ვალტერ ბოტასის თქმით, ჯერ-ჯერობით არასწორია მოსაზრება თითქოს 2017 წლის ბოლიდებს არ შეუძლიათ გადასწრება და მისი თქმით, ეს სხვა ტრეკებზე დამტკიცდება.
მელბურნში კარგად ვნახეთ თუ როგორი რთული იყო გადასწრება, თუმცა ბოტასი ოპტიმისტურადაა განწყობილი, მისი თქმით რაც მოხდა ავსტრალიაში არ განმეორდება ყველა ტრეკზე. იგი ირწმუნება, რომ შემდეგი რბოლა, ჩინეთში სულ სხვა ისტორიის მატარებელი იქნება.
როდესაც ჰკითხეს თუ რა იყო მისი დამარცხების მიზეზი ავსტრალიაში და რას ფიქრობდა მომავალ რბოლებზე, მან უპასუხა: "ვფიქრობ ეს უფრო ტრეკის სირთულე იყო. ასევე წრეები, რომელსაც გრძელი სწორი მონაკვეთები გააჩნია უკეთესია, რადგან სლიფსტრიმს დიდი ეფექტი აქვს ახლა, ისევე როგორც DRS-ის გამოყენებას. ასე რომ, სადღაც ვიხილავთ სანახაობრივ რბოლას, სადღაც, მაგალითად როგორებიცაა ბარსელონა ან მონაკო, გადასწრებებთან რთულად იქნება საქმე. დავიცადოთ რამოდენიმე რბოლა და ვნახოთ როგორი იქნება სიტუაცია, მაგრამ წლევანდელი ავსტრალია აშკარად რთული იყო შარშანდელთან შედარებით. ვფიქრობ, როდესაც გყავთ ერთნაირი ბოლიდები ერთი და იგივე საბურავებით, უკიდურესად რთულია გადასწრება. ახალი ბოლიდებით კიდევ უფრო რთულია მიყვე, როდესაც 2 წამით დაშორებაში ხარ და დიდი რაოდენობით გრიპს კარგავ. აქედან გამომდინარე გვჭირდება დიდი სიჩქარე რათა ვცადოთ და შესაძლებელი იყოს გადასწრება.".
მისი აზრით, ისეთი ტრეკი როგორიც ალბერტის პარკია, არ გვთავაზობს რეალურად გადასწრების შესაძლებლობას, ისეთივეს, როგორიც კიმი რაიკონენმა შეძლო. ფაქტია, რომ ლაპინ მანქანებმა დაამტკიცა სიმარტივე, რაც არც ისეთი ცუდია როგორც ნახსენები იყო.
"ვფიქრობ ლაპინგი უფრო მარტივი იყო. ცხადია, შესაძლებელია გუნდებს შორის განსხვავება, მაგრამ როდესაც ხარ ტოპ გუნდში, ტოპ მანქანით, სხვის წინააღმდეგ, არასდროს არის ადვილი გადასწრება. აქედან გამომდინარე მხოლოდ ერთი რბოლა ვნახეთ ამ მანქანებით, ზოგი ადვილი იქნება, ზოგი რთული და მომავალ რბოლებში ვნახავთ რა იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი ხარისხის საბურავები გაქვს, რა სიჩქარით მოძრაობ და რა ხდება შენს წინ". - ამბობს რაიკონენი
Tuesday, March 28, 2017
ჰემილტონი: ფეტელი უფრო დიდი გამოწვევაა ვიდრე როსბერგი
როგორც ვიცით, ჰემილტონი და როსბერგი ოთხი წლის განმავლობაში იყვნენ თანაგუნდელები Mercedes AMG-ში, სადაც სამი წლის განმავლობაში ებრძოდნენ ერთმანეთს ტიტულების მოსაპოვებლად, 2016 წელს კი ყველასათვის მოულოდნელად გაჩემპიონებულმა ნიკო როსბერგმა კარიერა დაასრულა.
ხოლო მას შემდეგ, რაც ფეტელმა 2017 წლის პირველ რბოლაში ავსტრალიის გრან პრის კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა, ჰემილტონს კითხეს, იქნებოდა თუ არა ფეტელისგან წელს უფრო დიდი კონკურენცია, ვიდრე ამას როსბერგი აკეთებდა ოთხი წლის განმავლობაში, რაზეც მან უპასუხა: "უდაოდ. ვფიქრობ წელს ჩვენ სათავეში საუკეთესო მრბოლელებს ვიხილავთ. ასევე კარგი იქნებოდა ფერნანდო ალონსოს ყოფნაც ზემოთხსენებულში, თუმცა უახლოეს მომავალში ეს შეუძლებელია. ჩვენ გვყავს დიდებული მრბოლელი სებასტიანის სახით, რასაც მისი ოთხი ტიტულიც ადასტურებს, მას გააჩნია წარმოუდგენელი ტალღა ფორმულა ერთში. ეს ყველაფერი წლებია გრძელდება და ალბათ კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება. მასთან ბრძოლა სასიამოვნოა ასევე შესანიშნავია Ferrari-ს დაბრუნება მოწინავე პოზიციებზე.
ჰემილტონმა ასევე აღნიშნა, რომ მას სასიამოვნო დამოკიდებულება აქვს მის ახალ მეწყვილე ვალტერი ბოტასთან. ხოლო როდესაც მას კითხეს თუ რა განსხვავება იყო როსბერგსა და ფეტელს შორის ურთიერთობაზე, მას კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ შარშან ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს არაერთხელ შეეჯახნენ, მარტო ესპანეთის გრან-პრი რად ღირს. ამ ხშირი უსიამოვნო მომენტებიდან გამომდინარე მათი ურთიერთობა კრიტიკულად დაძაბული იყო, Mercedes AMG-ს ბოსს, ტოტო ვოლფს ხშირად უწევდა საქმეში ჩართვა რათა, პილოტები დაეშოშმინებინა.
Wednesday, September 28, 2016
FIA-მ გამოაქვეყნა Formula 1-ის 2017 წლის სეზონი
FiA-მ ეს-ესაა დაადასტურა 2017 წლის Formula 1-ის კალენდარი, რასაც ავსტრალიის გრან პრი გახსნის და კლავდაკვალ მიყვება ჩინეთი და ბაჰრეინი.
ლოჯისტიკური მიზეზების გამო, ავსტრალია და ჩინეთი თანმიმდევრულად იქნებიან.
Sepang Race now-ს მიზეზით, მალაიზიამ და სინგაპურმა ადგილები გაცვალეს.
კალენდარს, ისევე როგორც 2016 წელს, აბუ დაბი დაამთავრებს.
სამი რბოლა - კანადა, გერმანია და ბრაზილია დამტკიცების პროცესშია.
ასევე დადასტურებულია ევროპის გრან პრისა და ლე მანის 24 საათის "შეჯახება"
იხილეთ კალენდარი:
Sunday, May 8, 2016
ფეტელის ფერარის არანაირი ძრავის დაზიანება არ აღენიშნება
ფერარის თქმით სებასტიან ფეტელის ფერარის არ აღენიშნება დაზიანების კვალი რომელიც რუსული გრან პრის დროს მოხდა.
რბოლის დაწყებისას კვიატი "შეიბოჭა" რის შედეგადაც მეორე მოსახვევში ფეტელს დაარტყა, ფეტელმა რული ვერ დაიმორჩილა და ბარიერს შეეჯახა.
რბოლის შემდეგ, team principal Maurizio Arrivabene-ის თქმით ფერარი დაურწმუნებელი იყო დაზიანების შესახებ, რაც უკვე ფეტელისთვის მესამეა სეზონში.
მან თქვა: "შეჯახება საკმაოდ ძლიერი იყო, განსაკუთრებით მანქანის უკანა ნაწილისთვის და ასევე ბარიერისთვის."
ქარხანაში ჩატარებული გამოძიების მიხედვით, ფერარის თქმით არავითარი ვარაუდი არის, რომ ძრავი დაზიანებულია.
გუნდი გამოცვლის გადაცემათა კოლოფს რაც დადგენილი წესია და არ მოიცავს დაჯარიმებას.
Monday, May 2, 2016
რუსეთის დიდი პრიზი: როსბერგი - ჰემილტონი - რაიკონენი
2016 წელს რუსეთის დიდი პრიზი შემოდგომიდან გაზაფხულზე იქნა გადმოტანილი, მიუხედავათ ამისა მაისის პირველ დღეს ტრიბუნებზე ანშლაგი იყო. უიქ-ენდმა გრილ, მაგრამ მშრალ ამინდში ჩაიარა, პრაქტიკებზე მერსედესი დომინირებდა, ხოლო კვალიფიკაციაში მოულოდნელად ორი კვირის წინ განვლილი ჩინეთის ეტაპის სცენარი განმეორდა.
ჩინეთში ლიუის ჰემილტონმა კვალიფიკაციაში მონაწილეობა ვერ მოახერხა - ბოქსებიდან გამოსვლის დროს ძრავმა სიმძლავრე დაკარგა, მწყობრიდან გამოვიდა MGU-H. გუნდმა გამოძიება ჩაატარა, შეცვალეს რამოდენიმე ელემენტი და დარწმუნებულები იყვნენ, რომ პრობლემა გადაიჭრა, მაგრამ სოჭში სიტუაცია განმეორდა, ამჯერად არა პირველ, არამედ მეორე საკვალიფიკაციო სესიის დროს. ამგვარად, ნიკო როსბერგმა ადვილად მოიპოვა პოული, ხოლო ჰემილტონი ტრასაზე არ გამოსულა და რბოლას მეათე იწყებდა.
კვალიფიკაციის დროს მეორე ადგილის ავტორმა სებასტიან ფეტელმა ხუთი ადგილი დაკარგა გადაცემათა კოლოფის შეცვლის გამო, ასე რომ პირველი რიგიდან რბოლას როსბერგი და ბოტასი იწყებდნენ, მეორედან - რაიკონენი და მასა, მესამედან - რიკკარდო და პერესი.
საბურავების მწარმოებლებმა რუსეთის ეტაპზე არ მოიტანეს ახალი UltraSoft-ი და შემოიფარგლენ ტრადიციული სამეულით Medium - Soft - SuperSоft. ჯამში Medium-ით, უიქ-ენდის დროს არავის არ უმუშავია, ყველაზე რბილ SuperSoft-საც რამოდენიმე წრე ჭირდებოდა, რომ გამთბარიყო გრილ ამინდში.
ჰიულკინბერგი, გუტიერესი და ერიკსონი რბოლას Soft-ით იწყებდნენ, დანარჩენები SuperSoft-ით.
სტარტზე როსბერგმა ლიდერობა შეინარჩუნა. პირველ მოსახვევებს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია - ფეტელმა რიკარდოს შეუტია, უკნიდან დამუხრუჭების დროს გერმანელის მანქანას ორჯერ დაარგყა კვიატმა - თავიდან მეორე, ხოლო შემდგომ მესამე მოსახვევში. გუტიერესი ხარიანტოს და ხიულკინბერგს შეეჯახა. ფეტელი და ხიულკინბერგი ბრძოლას გამოეთიშნენ.
გამოვიდა უსაფრთხოების მანქანა. პერესი, გუტიერესი, კვიატი, რიკარდო და ერიკსონი ბოქსებისკენ გაემართნენ ბოლიდების შესაკეთებლად. Red Bull Racing-ის მრბოლელები და გუტიერესი Medium-ზე გადავიდნენ.
პირველი ათეული უსაფრთხოების მანქნის უკან: როსბერგი - რაიკონენო - ბოტასი - მასა - ჰემილტონი - ფერსტაპენი - ალონსო - გროჟანი - მაგნუსენი - პალმერი.
მეოთხე წრეზე ბრძოლა გაგრძელდა. როსბერგმა ლიდერობა შეინარჩუნა. ბოტასმა რაიკონენს გაასწრო, ჰემილტონმა მასას.
ერიკსონმა კვიატს შეუტია, მრბოლელები რამოდენიმე მოსახვევი ცვლიდნენ პოზიციებს, ჯამში მარკუსი წინ გავიდა, ხოლო შემდეგ კვიატს პერესმაც გაასწრო
მეშვიდე წრეზე რაიკონენი ცდილობდა ბოტასზე შეტევას, რითაც ჰემილტონმა ისარგებდა და კიმის გაასწრო.
მეცხრე წრეზე კვიატმა სტარტზე მოქმედებისთვის 10 წამიანი Stop&Go ჯარიმა მოიხადა, გუტიერესი პიტ-ლეინზე გავლით დასაჯეს.
პირველი ათეული მეათე წრეზე: როსბერგი - ბოტასი - ჰემილტონი - რაიკონენი - მასა - ფერსტაპენი - ალონსო - გროჟანი - მაგნუსენი - პალმერი.
მეთორმეტე წრეზე საინსმა საბურავები შეიცვალა. მეთოთხმეტე წრეზე ვერლაინმა შეასრულა პიტ-სტოპი, მეთხუთმეტეზე პალმერმა.
მეთხუთმეტე წრისათვის როსბერგს 12 წამიანი უპირატესობა ქონდა ბოტასზე, ხოლო ვალტერი, ჰემილტონი და რაიკონენი მჭიდროდ მოძრაობდნენ ბრძოლის გარეშე - შეტევის დისტანციაზე მიახლოება რთული იყო.
მეჩვიდმეტე წრეზე ბოტასმა და მაგნუსენმა შეიცვალეს საბურავები, მეთვრამეტეზე ჰემილტონმა და გრაჟანმა, მეცხრამეტეზე მასამ. ჰემილტონი ტრასაზე ბოტასის უკან დაბრუნდა და მეცხრამეტე წრეზე ვალტერის და ალონსოს გაასწრო. 21 წრეზე ბოტასმა ჰემილტონის მანევრი გამოიყენა და ალონსო უკან მოიტოვა.
21-ე წრეზე რაიკონენმა და ბატონმა შეიცვალეს საბურავები, კიმი ტრასაზე ბოტასის წინ დაბრუნდა.
22-ე წრეზე როსბერგმა და ალონსომ შეასრულეს პიტ-სტოპი. ნიკომ ლიდერობა შეინარჩუნა, ჰემილტონი კი მას თორმეტი წამით ჩამორჩებოდა . 23-ე წრეზე ფერსტაპენმა, ბოლომ შეიცვალა საბურავები.
პირველი ათეული 24-ე წრეზე: როსბერგი - ჰემილტონი - რაიკონენი - ბოტასი - მასა - პერესი - ფერსტაპენი - ერიკსონი - ალონსო - რიკკარდო.
სტიუარდებმა საინსი 10 წამიანი ჯარიმით დასაჯეს პალმერთან ინციდენტის გამო.
28-ე წრეზე პერესმა მეორედ შეიცვალა საბურავები, ხოლო კვიატმა ვერლაინს გაასწრო 17-ე ადგილისათვის ბრძოლაში.
30-ე წრეზე რიკკარდო Medium-იდან Soft-ზე გადავიდა. ბატონმა პალმერს მეთორმეტე პოზიციისთვის ბრძოლაში აჯობა.
34-ე წრეზე ფერსტაპენს ძრავმა უმტყუვნა და რბოლას გამოეთიშა ინტერვალი როსბერგსა და ჰემილტონს შორის დიდი ხანი სტაბილური რჩებოდა, მაგრამ 33-ე წრეზე ნიკომ რამოდენიმე წამი დაკარგა, რადგან წრეზე ჩამორჩენილ მრბოლელებს უსწორდებოდა, ხოლო ლიუისმა ტემპს მოუმატა.
პირველი ათეული 37-ე წრეზე: როსბერგი - ჰემილტონი - რაიკონენი - ბოტასი - მასა - ალონსო - მაგნუსენი - გროჟანი - პერესი - საინსი.
ინჟინერმა ჰემილტონს წყლის წნევის პრობლემებზე შეატყობინა, ლიუისმა ტემპს უკლო და ლიდერთან მისი დაშორები ისევ ათ წამს გადაცდა, მალე ჰემილტონმა გაიგო რომ წნევა დასტაბილურდა.
50-ე წრეზე ბატონმა მეათე პოზიციისთვის ბრძოლაში საინსს გაასწრო, 51-ეზე რიკარდომ პალმერს.
ნიკო როსბერგმა რუსეთის დიდი პრიზი მოიგო, სეზონში მეოთხე და კარიერაში 18-ე გამარჯვება მოიპოვა, პირველად კარიერაში დიდი ჩაფხუტი - პოული, გამარჯვება, საუკეთესო წრე და ლიდერობა სტარტიდან ფინიშამდე.
ლიუის ჰემილტონმა მეათე ადგილიდან დაწყებული რბოლა მეორე ადგილით დაასრულა, კიმი რაიკონენი პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდა, და ფერარის ისტორიაში მე-700-ე პოდიუმი მოიპოვა. სეზონში პირველად McLaren Honda-ს ორივე პილოტმა მოიპოვა ქულები. პირველად სეზონში Red Bull Racing-ი ქულების გარეშე დარჩა.
ორ კვირაში სეზონი ბარსელონაში გაგრძელდება.
Sunday, April 3, 2016
ბაჰრეინის დიდი პრიზი: როსბერგი - რაიკონენი - ჰემილტონი
თუ სეზონის პირველი რბოლა ხშირად გვთავაზობს სიურპრიზებს, მაშინ ჩემპიონატის მეორე ეტაპი ბაჰრეინში, რომელიც ძრავების სიმძლავრეს და ეფექტურობას მოითხოვს, უფლება მოგვცა ძალთა გადანაწილება რეალურად შეგვეფაებინა.
უიკ-ენდი უჩვეულოდ გრილი გამოდგა, შუადღისკენ ჰაერის ტემპერატურა +25C-ს არ ცდებოდა, ასე რომ უდაბნოში გუნდები ერთ-ერთი მთავარი ფაქტორის გარეშე დარჩნენ, მაგრამ მეორე დაემატა - საბურავიების ტიპებს შორის სხვაობა გრილ ამინდში ძალიან დიდი აღმოჩნდა, ასე რომ გუნდებს გეგმების კორექტირება მოუწიათ.
პირველი ორი რიგი მთლიანად იმეორებდა ორი კვირის წინანდელ სიტუაციას - შაბათს ჰემილტონმა გადამწყვეტ სწრაფ წრეზე სეზონში მეორე პოული მოიპოვა, როსბერგი მას მხოლოდ 77 წამის მეათასედით ჩამორჩა, მეორე რიგიდან კი რბოლას ფეტელი და რაიკონენი იწყებდნენ.
Red Bull Racing-ისთვის შაბათის ღამემ სიტუაცია შეცვალა - ცარჯიშებზე კვიატი კმაყოფილი იყო მანქანით, ხოლო რიკარდო პრობლემებს უჩიოდა, კვალიფიკაციაში კი ყველაფერი პირიქით მოხდა, კვიატმა მხოლოდ მე-15-ე დრო ანახა, ხოლო დენი ფინალში გაძვრა და რბოლას მეხუთე იწყებდა.
McLaren Honda-ში ექიმებმა ალონსო რბოლაში არ დაუშვეს მელბურნში მომხდარის გამო, იგი გონდის სარეზერვო პილოტმა სტოფელ ვანდორნმა ჩაანაცვლა, სადებიუტო რბოლას სტოფელი მე-12-ე პოზიციიდან იწყებდა.
კვალიფიკაციაში პასკალ ვერლაინმა ყველა გააოცა - იგი თავის Manor-ით საუკეთესო აღმოჩნდა მათ შორის, ვინც ბრძოლას პირველი სესიის დროს გამოეთიშა, მან თანაგუნდელს, Sauber-ის, renault-ის პილოტებს და სერხიო პერესს გაასწრო.
კვალიფიკაცია იმავე ფორმატით ჩატარდა როგორც მელბურნში.
კევინ მაგნუსენი რბოლას პიტ-ლეინიდან იწყებდა - პარასკევს იგი ასაწონად არ მივიდა, რის გამოც იგი მსაჯებმა დასაჯეს.
პირველი რვა პილოტი რბოლას გაცვეთილი SuperSoft-ებით იწყებდა, დანარჩენებს არჩევანის უფლება ქონდათ. ჯამში საინსი, კვიატი, ვერლაინი, ერიკსონი, ხარიანტო, ნასრი და მაგნუსენი რბოლას Soft-ით, ხოლო დანარჩენები კი SuperSoft-ით იწყებდნენ.
გასახურებელ წრეზე ფეტელის მანქანაზე ძრავა გამოვიდა მწყობრიდან, მანქანამ ბოლის ღრუბელი გამოუშვა და სებასტიანი უსაფრთხოების ზონაში გაჩერდა. ჯოლიონ პალმერმა პიტ-ლეინისკენ გადაუხვია ჰიდრავლიკასთან დაკავშირებული პრობლემების გამო და რბოლაში მონაწილეობა არ მიუღია.
სტარტზე როსბერგმა ლიდერობა შეინარჩუნა. რაიკონენი ადგილიდან ცუდად მოწყდა და რამოდენიმე პოზიცია დაკარგა. ბოტასმა რამოდენიმე საფეხურით წინ წაიწია, მაგრამ დამუხრუჭების დროს დააგვიანა და პირველ მოსახვევში ჰემილტონს შეასკდა. დარტყმა საკმაოდ ძლიერი იყო, ლიუისი მოსრიალდა და მეცხრე აღმოჩნდა, მაგრამ ორივე პილოტმა განაგრძო მოძრაობა.
ჰიულკინბერგმა ინციდენტის შემდეგ ბოქსებს მიაშურა საბურავების შესაცვლელად. პერესთან კონტაქტის შემდეგ საინსს საბურავი გაუსკდა და ამის გამო ის დიდიხანი მიდიოდა ბოქსებისკენ.
პირველი ათეული მე-2-ე წრეზე: როსბერგი - მასა - ბოტასი - რიკარდო - რაიკონენი - გროჟანი - ჰემილტონი - გუტიერესი - ფერსტაპენი - ბატონი.
კვიატმა ვერლაინს და პერესს გაასწრო და მე-12-ე პოზიციაზე გადაინაცვლა
როსბერგი კომფორტულად ლიდერობდა, მეხუთე წრისთვის მასა მას შვიდი წამით ჩამორჩებოდა. რაიკონენმა რიკარდოს, ხოლო შემდეგ ბოტასსაც გადაუსწრო და მესამე პოზიციაზე ავიდა.
მეშვიდე წრეზე რიკარდომ შეიცვალა საბურავები, ხოლო ბატონმა ბოლიდი ტრასაზე გააჩერა, ძრავთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
მერვე წრეზე მასამ შეასრულა პიტ-სტოპი, იგი Medium-ზე გადაერთო, ხოლო ჰემილტონმა ბოტასს გაასწრო და სამეულში დაბრუნდა.
მეცხრე წრეზე ბოტასმა და გუტიერესმა შეიცვალეს საბურავები. მსაჯებმა ბოტასი პიტ-ლეინზე გავლით დასაჯეს ჰემილტონთან მომხდარი ინციდენტის გამო, და მეათე წრეზე მან ჯარიმა მოიხადა.
მე-11-ე წრეზე გუტიერესმა მანქანა ბოქსებში გააჩერა, ხოლო ფერსტაპენმა და ნასრმა საბურავები შეიცვალეს. ვანდორმა ჰიულკინბერგს გადაასწრო.
მე-12-ე წრეზე გროჟანმა და ვერლაინმა შეიცვალეს საბურავები. ფერსტაპენმა პერესს გაასწრო მე-11-ე პოზიციისთვის ბრძოლაში.
მე-13-ე წრეზე რაიკონენმა შეიცვალა საბურავები, რიკარდოს და მასას დუელის უკან დაბრუნდა - ჯამში ფელიპემ თავიდან დენი, შემდეგ კი კიმიც გაატარა, რაიკონენმა რიკარდოსაც გადაასწრო და ამ ჯგუფში გალიდერდა.
მე-14-ე წრეზე როსბერგმა და ჰემილტონმა შეასრულეს პიტ-სტოპი, ხოლო რაიკონენმა კვიატს გაასწრო. როსბერგი ტრასაზე ლიდერად დაბრუნდა, ჰემილტონი მხოლოდ მეექვსე.
მე-15-ე წრეზე პერესმა შეიცვალა საბურავები, მე-17-ეზე კვიატმა, მრბოლელებიდან ბოლომ. ჰემილტონმა რიკარდოს გადაასწრო და მესამე პოზიციაზე გადავიდა. მე-17-ე წრეზე ჰიულკინბერგმა მეორედ შეასრულა პიტ-სტოპი ხოლო გროჟანმა თავისი Haas-ით მასას გაასწრო Williams-ზე.
მე-20-ე წრეზე ფერსტაპენმა მასას გაასწრო მეექვსე პოზიციისთვის ბრძოლაში. კვიატმა ვერლაინს, ნასრს და ერიკსონს გაასწრო და მეცხრე პოზიციაზე გადავიდა.
პირველი ათეული 22-ე წრეზე: როსბერგი - რაიკონენი - ჰემილტონი - რიკარდო - გროჟანი - ფერსტაპენი - მასა - ვანდორნი - ბოტასი - კვიატი.
22-ე წრეზე საინსმა შეიცვალა საბურავები. 24-ე წრეზე გროჟანმა რიკარდოს გადაასწრო - Haas-ი Red Bull-ს ასწრებს მეოთხე პოზიციისთვის ბრძოლაში - ვის შეეძლო ცოტახინის წინ ასეთი რამ წარმოედგინა? კვიატმა ბოტასს გადაასწრო მეცხრე ადგილისთვის ბრძოლაში.
25-ე წრეზე რიკარდომ შეიცვალა საბურავები - პატარა შეფერხება მოხდა. 26-ე წრეზე ვანდორმა შეასრულა პიტ-სტოპი, ხოლო რიკარდომ ბოტასს გადაასწრო. 27-ე წრეზე ფერსტაპენმა შეიცვალა საბურავები, 28-ზე გროჟანმა, 29-ზე ჰემილტონმა 30-ზე რაიკონენმა.
რგოჟანმა და ფერსტაპენმა ბოტასს გაასწრეს, რიკარდომ - კვიატს და მასას.
30-ე წრეზე მასამ შეიცვალა საბურავები, 31-ზე როსბერგმა, ვერლაინმა და ერიკსონმა. როსბერგმა ლიდერობა შეინარჩუნა.
საინსი ბრძოლას გამოეთიშა, მან ბოლიდი ბოქსებში გააჩერა. გროჟანმა და ფერსტაპენმა კვიატს გაასწრეს, და დანიილმა ბოქსებისკენ შეუხვია საბურავების გამოსაცვლელად. მასამ ვანდორნს გადაასწრო, ჰიულკინბერგმა და ერიკსონმა პერესს, კვიატმა მაგნუსენს.
ვერლაინმა პერესს გადაასწრო მე-12-ე პოზიციისთვის ბრძოლაში. 38-ე წრეზე რაიკონენმა შეიცვალა საბურავები, მე-40-ზე - მაგნუსენმა და როსბერგმა.
კვიატმა ვანდორნს გადაასწრო მერვე პოზიციისთვის ბრძოლაში. 41-ე წრეზე გროჟანმა შეიცვალა საბურავები - უკანა მარცხენა საბურავის დამაგრების დროს შეფერხება მოხდა. 42-ე წრეზე ჰემილტონმა შეასრულა პიტ-სტოპი, 43-ზე ვანდორნმა და ვერლაინმა, 45-ზე კვიატმა, 46-ზე ხარიანტომ.
46-ე წრეზე გროჟანმა გადაასწრო მასას მეექვსე პოზიციისთვის ბრძოლაში. 47-ე წრეზე ფერსტპენმა შეიცვალა საბურავები.
51-ე წრეზე კვიატმა გაასწრო ბოტასს მერვე პოზიციისთვის ბრძოლაში - ვალტერიმ კონტრშეტევა განახორციელა, მაგრამ დანიილმა პოზიცია შეინარჩუნა.
ვერლაინმა ჰიულკინბერგს გაასწრო, ფერსტაპენმა მასას. 53-ე წრეზე ჰიულკინბერგმა შეიცვალა საბურავები.
ბოლოსწინა წრეზე კვიატმა მასას გადაასწრო მეშვიდე პოზიციისთვის ბრძოლაში.
ნიკო როსბერგმა ბაჰრეინის რბოლა მოიგო, სეზონში მეორე, ზედიზედ მეხუთე და კარიერაში მე-16-ე გამარჯვება მოიპოვა და პირად ჩათვლაში უპირატესობა გაზარდა.
კიმი რაიკონენმა ზედიზედ მეორედ დაასრულა ბაჰრეინის რბოლა მეორემ, მაგრამ ამჯერადაც ფინიშამდე Ferrari-ს მხოლოდ ერთმა ბოლიდმა მიაღწია. ლიუის ჰემილტონი პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდა.
მელბურნში ყველას გაოცების შემდეგ, გროჟანმა ამჯერად მეხუთე პოზიციაზე დაასრულა რბოლა. სტოფელ ვანდორნმა თავის სადებიუტო რბოლაში Mclaren Honda-სთვის სეზონში პირველი ქულები მოაგროვა.
ორ კვირაში ბრძოლა შანხაიში გაგრძელდება! დრო სწრაფად გაივლის!
Sunday, March 20, 2016
ავსტრალიის დიდი პრიზი: როსბერგი - ჰემილტონი - ფეტელი
ფერარის ძრავებზე გადასვლის შემდეგ სერიოზულად მოუმატეს Toro Rosso-ში და მაქს ფერსტაპენმა კვალიფიკაციაში მეხუთე დრო აჩვენა, იგი მხოლოდ უძლიერესებს ჩამორჩა. მის გვერდით მესამე რიგიდან რბოლას მასა იწყებდა, ხოლო მეოთხედან საინსი და რიკარდო.
Red Bull Racing-ში ახალ კვალიფიკაციას ოპტიმალურად ვერ მიუდგნენ, დანიილ კვიატი ბრძოლას პირველივე სესიაში გამოეთიშა, ტრაფიკში მოყვა. რიკარდო ფინალში კი გაძვრა, მაგრამ პირველ რვა კაცს შორის ბოლო აღმოჩნდა.
შეიცვალა სპორტული რეგლამენტი - პირელიმ ეტაპზე სამი სახის საბურავი - Medium, Soft და SuperSoft მოიტანა - პირველი ორი გამოცხადდა აუცილებლად და გუნდებმა თითო-თითო კომპლექტი გადადეს, რათა ერთ-ერთი მაინც გამოეყენებინათ რბოლაში
კვალიფიკაცია ყველამ SuperSoft-ით ჩაატარა, და თუ პირველი რვა მრბოლელისთვის აუცილებელი იყო რბოლა დაეწყოთ გაცვეთილი საბურავებით, რომლებითაც მათ საუკეთესო დრო აჩვენეს მეორე სესიაში, დანარჩენებს შესაძლებლობა ქონდათ აერჩით მათთვის სასურველი საბურავები პირველი მონაკვეთისთვის, რითაც გარკვეულ უპირატესობას მოიპოვებდნენ. ჯამში პერესი, ჰიულკინბერგი, ბატონი, ბოტასი, კვიატი, გროჟანი, და გუტიერესი რბოლას იწყებდნენ Soft-ით, დანარჩენები SuperSoft-ით.
სტარტმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა. Mercedes-ის მრბოლელები ადგილიდან ნელა მოწყდნენ, ლიდერობა ხელში ფეტელმა ჩაიგდო, მეორე პოზიციას რაიკონენი დაეუფლა,ხოლო ჰემილტონი მეექვსეზე აღმოჩნდა.
პირველი ათეული მე-2-ე წრეზე: ფეტელი - რაიკონენი - როსბერგი - ფერსტაპენი - მასა - ჰემილტონი - საინსი - ჰიულკინბერგი - რიკარდო - ალონსო.
მეორე წრეზე მაგნუსენმა საბურავები შეიცვალა, მესამეზე ჰემილტონმა მასას გაასწრო მეხუთე პოზიციისთვის ბრძოლაში, მეოთხეზე რიკარდომ მერვე პოზიციისთვის ჰიულკინბერგს აჯობა.
მერვე წრეზე საინსმა შეიცვალა საბურავები, ბოტასმა ერიკსონს და ვერლაინს გაასწრო, ხოლო მეცხრეზე რიკარდომ მასას მეექვსე პოზიცია წაართვა.
მეათე წრისათვის ფეტელი რაიკონენს 2.5 წამს უგებდა, ხოლო როსბერგს 3,4-ს.
მე-10-ე წრესე ნასრმა შეასრულა პიტ-სტოპი, მეთერთმეტეზე მასამ, ერიკსონმა და ვერლაინმა, მეთორმეტეზე ბოტასმე ეფექტური დუელის შემდეგ პალმერს გაასწრო.
მე-12-ე წრეზე როსბერგმა, რიკარდომ, ალონსომ და პალმერმა შეიცვალეს საბურავები.
მე-13-ეზე ფეტელმა და ფერსტაპენმა. ფეტელი პირდაპირ როსბერგის წინ გამოვიდა, ნიკომ მას შეუტია, მაგრამ ფეტელი წინ დარჩა.
ფეტელმა SuperSoft-ის კიდევ ერთი კომპლექტი მიიღო მეორე მონაკვეთისთვის და მე-15-ე წრეზე ჰემილტონს გაასწრო, რომელსაც საბურავები ჯერაც არ ქონია შეცვლილი.
მე-15-ე წრეზე ბატონმა, რაიკონენმა, ჰემილტონმა და ჰიულკინბერგმა შეიცვალეს საბურავები.
მე-17-ე წრეზე სერიოზული ინციდენტი მოხდა. ალონსო გუტიერესის გასწრებას ცდილობდა და წინა მარჯვენა საბურავით გამოკრა მექსიკელის მანქანას, Mclaren-ი ჰაერში ავარდა, ბარიერს შეეჯახა, უსაფრთხოების ზონისკენ გადავარდა, ორჯერ ამობრუნდა ჰაერში და ისევ ბარიერს შეასკდა.
ალონსომ დამოუკიდებლად დატოვა კოკპიდი და მაყორებელს მიესალმა, შემდეგ გამოკვლევა ჩაიტარა სამედიცინო ცენტრში - ყველაფერმა ჩაიარა!
გამოვიდა უსაფრთხოების მანქანა , მე-18-ე წრეზე რბოლა წითელი დროშებით შეაჩერეს - საჭირო იყო ნატეხების გატანა და ბარიერის აღდგენა.
პირველი ათეული მე18-ე წრეზე: ფეტელი - როსბერგი - რაიკონენი - რიკარდო - ფერსტაპენი - საინსი - ჰემილტონი - მასა - გროჟანი - ბოტასი.
ბევრმა პილოტმა შეიცვალა საბურავები, Medium-ზე გადაერთვნენ, რომ ფინისამდე არ შეესრულებინათ პიტ-სტოპი, მაგრამ ფერარი SuperSopt-ზე დარჩა - და ფინიშის შენდეგ შეცდომა აღიარეს.
მაგნისენს უფლება მიცეს ლიდერთან ერთ წრეში დაბრუნებულიყო.
მე-19-ე წრეზე უსაფრთხოების მანქანა პიტ-ლეინზე დაბრუნდა. ფეტელმა ლიდერობა შეინარჩუნა. ბატონმა პერესს გაასწრო მე-13-ე პოზიციისთვის ბრძოლაში.
22-ე წრეზე რაიკონენმა ბოქსებში შეუხვია და ბოლში გახვეული მანქანა გააჩერა - გაჩნდა ცეცხლი და მექანიკოსებს ცეცხლჩამქრობის გამოყენება მოუწიათ.
პირველი ათეული 24-ე წრეზე: ფეტელი - როსბერგი - რიკარდო - ფერსტაპენი - საინსი - ჰემილტონი - მასა - გროჟანი - ჰიულკინბერგი - ბოტასი.
ფეტელი SuperSoft-ზე დარჩა და ვერ ახერხებდა Medium-ზე დარჩენილი როსბერგის მოცილებას - თავიდან ინტერვალი სტაბილური რჩებოდა, შემდეგ ფეტელის საბურავებმა ეფექტურობა დაკარგა და ნიკომ ჩამორჩენა შეამცირა.
პერესმა ბატონს გაასწრო მე-12-ე პოზიციისთვის ბრძოლაში.
30-ე წრეზე ბატონმა შეიცვალა საბურავები, 31-ეზე საინსმა, 32-ეზე ვერლაინმა და ფერსტაპენმა - მანქნის მომსახურების დროს შეყოვნება მოხდა. 35-ე წრეზე ფეტელი ეწვია პიტ-ლეინს და ტრასაზე მეოთხე დაბრუნდა.
პირველი ათეული 35-ე წრეზე: როსბერგი - რიკარდო - ჰემილტონი - ფეტელი - მასა - გროჟანი - ჰიულკინბერგი - ბოტასი - პალმერი - საინსი.
მე-40-ე წრეზე მარკუს ერიკსონი ბრძოლას გამოეთიშა, მანქანა კი ბოქსებში გააჩერა.
საინსი პალმერის უკან გაიჭედა, უკნიდან მას ფერსტაპენი უტევდა, რომელიც გუნდს თავაზობდა რომ იგი კარლოსს გაეტარებინა, მაგრამ საინსი არ დანებდა და პალემრს გაასწრო, შემდეგ კი მაქსმაც.
42-ე წრეზეჰემილტონმა რიკარდოს მეორე ადგილისთვის ბრძოლაში გაასწრო და დანილმა ბოქსებისკენ შეუხვია საბურავების გამოსაცვლელად, ტრასაზე კი მეხუთე დაბრუნდა SuperSoft-ის კომპლექტით.
45-ე წრეზე რიკარდომ მასას გაასწრო მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში.
პირველი ათეული 46-ე წრეზე: როსბერგი - ჰემილტონი - ფეტელი - რიკარდო - მასა - გროჟანი - ჰიულკინბერგი - ბოტასი - საინსი - ფერსტაპენი.
ბოლო წრეებზე ჰემილტონის საბურავებმა ეფექტურობა დაკარგა, ფეტელი მას შეტევის დისტანციაზე მიუახლოვდა - -ბრძოლა მეორე ადგილისათვის გრძელდებოდა იქამდე, სანამ სებასტიანი ბალახისკენ არ გადავარდა შეცდომის შემდეგ - იგი ტრასაზე დაბრუნდა, მაგრამ ლიუისი გაუშვა.
ნიკო როსბერგმა სეზონის პირველი, კარიერაში მე-15-ე და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ლიუის ჰემილტონი პოდიუმის მეორე საფეხურზე ავიდა - Mersedes-მა დუბლი მოიპოვა, მესამე ადგილი ფეტელმა მოიპოვა. წელს Mercedes-ისა და Ferrari-ის ბრძოლა საინტერესოდ უნდა განვითარდეს.
ახალმა ამერიკულმა გუნდმა Haas F1-მა თითქმის შეუძლებელი შეძლო - პირველივე რბოლაში ქულები მოიპოვა - გროჟანმა რბოლა მეექვსე პოზიციაზე დაასრულა!
სამ დებიუტანტს შორის საუკეთესო ჯოლიონ პალმერი აღმოჩნდა, მე-11-ე ადგილი.
ორ კვირაში სეზონი ბაჰრეინის რბოლით გაგრძელდება. დრო მალე გაივლის!



















