• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Monday, May 2, 2016

რუსეთის დიდი პრიზი: როსბერგი - ჰემილტონი - რაიკონენი


2016 წელს რუსეთის დიდი პრიზი შემოდგომიდან გაზაფხულზე იქნა გადმოტანილი, მიუხედავათ ამისა მაისის პირველ დღეს ტრიბუნებზე ანშლაგი იყო. უიქ-ენდმა გრილ, მაგრამ მშრალ ამინდში ჩაიარა, პრაქტიკებზე მერსედესი დომინირებდა, ხოლო კვალიფიკაციაში მოულოდნელად ორი კვირის წინ განვლილი ჩინეთის ეტაპის სცენარი განმეორდა.

ჩინეთში ლიუის ჰემილტონმა კვალიფიკაციაში მონაწილეობა ვერ მოახერხა - ბოქსებიდან გამოსვლის დროს ძრავმა სიმძლავრე დაკარგა, მწყობრიდან გამოვიდა MGU-H. გუნდმა გამოძიება ჩაატარა, შეცვალეს რამოდენიმე ელემენტი და დარწმუნებულები იყვნენ, რომ პრობლემა გადაიჭრა, მაგრამ სოჭში სიტუაცია განმეორდა, ამჯერად არა პირველ, არამედ მეორე საკვალიფიკაციო სესიის დროს. ამგვარად, ნიკო როსბერგმა ადვილად მოიპოვა პოული, ხოლო ჰემილტონი ტრასაზე არ გამოსულა და რბოლას მეათე იწყებდა.

კვალიფიკაციის დროს მეორე ადგილის ავტორმა სებასტიან ფეტელმა ხუთი ადგილი დაკარგა გადაცემათა კოლოფის შეცვლის გამო, ასე რომ პირველი რიგიდან რბოლას როსბერგი და ბოტასი იწყებდნენ, მეორედან - რაიკონენი და მასა, მესამედან - რიკკარდო და პერესი.

საბურავების მწარმოებლებმა რუსეთის ეტაპზე არ მოიტანეს ახალი UltraSoft-ი და შემოიფარგლენ ტრადიციული სამეულით Medium - Soft - SuperSоft. ჯამში Medium-ით, უიქ-ენდის დროს არავის არ უმუშავია, ყველაზე რბილ SuperSoft-საც რამოდენიმე წრე ჭირდებოდა, რომ გამთბარიყო გრილ ამინდში.
ჰიულკინბერგი, გუტიერესი და ერიკსონი რბოლას Soft-ით იწყებდნენ, დანარჩენები SuperSoft-ით.

სტარტზე როსბერგმა ლიდერობა შეინარჩუნა. პირველ მოსახვევებს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია - ფეტელმა რიკარდოს შეუტია, უკნიდან დამუხრუჭების დროს გერმანელის მანქანას ორჯერ დაარგყა კვიატმა - თავიდან მეორე, ხოლო შემდგომ მესამე მოსახვევში. გუტიერესი ხარიანტოს და ხიულკინბერგს შეეჯახა. ფეტელი და ხიულკინბერგი ბრძოლას გამოეთიშნენ.

გამოვიდა უსაფრთხოების მანქანა. პერესი, გუტიერესი, კვიატი, რიკარდო და ერიკსონი ბოქსებისკენ გაემართნენ ბოლიდების შესაკეთებლად. Red Bull Racing-ის მრბოლელები და გუტიერესი Medium-ზე გადავიდნენ.

პირველი ათეული უსაფრთხოების მანქნის უკან: როსბერგი - რაიკონენო - ბოტასი - მასა - ჰემილტონი - ფერსტაპენი - ალონსო - გროჟანი - მაგნუსენი - პალმერი.
მეოთხე წრეზე ბრძოლა გაგრძელდა. როსბერგმა ლიდერობა შეინარჩუნა. ბოტასმა რაიკონენს გაასწრო, ჰემილტონმა მასას.

ერიკსონმა კვიატს შეუტია, მრბოლელები რამოდენიმე მოსახვევი ცვლიდნენ პოზიციებს, ჯამში მარკუსი წინ გავიდა, ხოლო შემდეგ კვიატს პერესმაც გაასწრო
მეშვიდე წრეზე რაიკონენი ცდილობდა ბოტასზე შეტევას, რითაც ჰემილტონმა ისარგებდა და კიმის გაასწრო.

მეცხრე წრეზე კვიატმა სტარტზე მოქმედებისთვის 10 წამიანი Stop&Go ჯარიმა მოიხადა, გუტიერესი პიტ-ლეინზე გავლით დასაჯეს.

პირველი ათეული მეათე წრეზე: როსბერგი - ბოტასი - ჰემილტონი - რაიკონენი - მასა - ფერსტაპენი - ალონსო - გროჟანი - მაგნუსენი - პალმერი.

მეთორმეტე წრეზე საინსმა საბურავები შეიცვალა. მეთოთხმეტე წრეზე ვერლაინმა შეასრულა პიტ-სტოპი, მეთხუთმეტეზე პალმერმა.

მეთხუთმეტე წრისათვის როსბერგს 12 წამიანი უპირატესობა ქონდა ბოტასზე, ხოლო ვალტერი, ჰემილტონი და რაიკონენი მჭიდროდ მოძრაობდნენ ბრძოლის გარეშე - შეტევის დისტანციაზე მიახლოება რთული იყო.

მეჩვიდმეტე წრეზე ბოტასმა და მაგნუსენმა შეიცვალეს საბურავები, მეთვრამეტეზე ჰემილტონმა და გრაჟანმა, მეცხრამეტეზე მასამ. ჰემილტონი ტრასაზე ბოტასის უკან დაბრუნდა და მეცხრამეტე წრეზე ვალტერის და ალონსოს გაასწრო. 21 წრეზე ბოტასმა ჰემილტონის მანევრი გამოიყენა და ალონსო უკან მოიტოვა.

21-ე წრეზე რაიკონენმა და ბატონმა შეიცვალეს საბურავები, კიმი ტრასაზე ბოტასის წინ დაბრუნდა.

22-ე წრეზე როსბერგმა და ალონსომ შეასრულეს პიტ-სტოპი. ნიკომ ლიდერობა შეინარჩუნა, ჰემილტონი კი მას თორმეტი წამით ჩამორჩებოდა . 23-ე წრეზე ფერსტაპენმა, ბოლომ შეიცვალა საბურავები.

პირველი ათეული 24-ე წრეზე: როსბერგი - ჰემილტონი - რაიკონენი - ბოტასი - მასა - პერესი - ფერსტაპენი - ერიკსონი - ალონსო - რიკკარდო.

სტიუარდებმა საინსი 10 წამიანი ჯარიმით დასაჯეს პალმერთან ინციდენტის გამო.
28-ე წრეზე პერესმა მეორედ შეიცვალა საბურავები, ხოლო კვიატმა ვერლაინს გაასწრო 17-ე ადგილისათვის ბრძოლაში.

30-ე წრეზე რიკკარდო Medium-იდან Soft-ზე გადავიდა. ბატონმა პალმერს მეთორმეტე პოზიციისთვის ბრძოლაში აჯობა.

34-ე წრეზე ფერსტაპენს ძრავმა უმტყუვნა და რბოლას გამოეთიშა ინტერვალი როსბერგსა და ჰემილტონს შორის დიდი ხანი სტაბილური რჩებოდა, მაგრამ 33-ე წრეზე ნიკომ რამოდენიმე წამი დაკარგა, რადგან წრეზე ჩამორჩენილ მრბოლელებს უსწორდებოდა, ხოლო ლიუისმა ტემპს მოუმატა.

პირველი ათეული 37-ე წრეზე: როსბერგი - ჰემილტონი - რაიკონენი - ბოტასი - მასა - ალონსო - მაგნუსენი - გროჟანი - პერესი - საინსი.

ინჟინერმა ჰემილტონს წყლის წნევის პრობლემებზე შეატყობინა, ლიუისმა ტემპს უკლო და ლიდერთან მისი დაშორები ისევ ათ წამს გადაცდა, მალე ჰემილტონმა გაიგო რომ წნევა დასტაბილურდა.

50-ე წრეზე ბატონმა მეათე პოზიციისთვის ბრძოლაში საინსს გაასწრო, 51-ეზე რიკარდომ პალმერს.

ნიკო როსბერგმა რუსეთის დიდი პრიზი მოიგო, სეზონში მეოთხე და კარიერაში 18-ე გამარჯვება მოიპოვა, პირველად კარიერაში დიდი ჩაფხუტი - პოული, გამარჯვება, საუკეთესო წრე და ლიდერობა სტარტიდან ფინიშამდე.

ლიუის ჰემილტონმა მეათე ადგილიდან დაწყებული რბოლა მეორე ადგილით დაასრულა, კიმი რაიკონენი პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდა, და ფერარის ისტორიაში მე-700-ე პოდიუმი მოიპოვა. სეზონში პირველად McLaren Honda-ს ორივე პილოტმა მოიპოვა ქულები. პირველად სეზონში Red Bull Racing-ი ქულების გარეშე დარჩა.

ორ კვირაში სეზონი ბარსელონაში გაგრძელდება.