Showing posts with label Shelby. Show all posts
Showing posts with label Shelby. Show all posts
Thursday, January 11, 2018
ქეროლ შელბი - 19 არც თუ ისეთი ცნობილი ფაქტი მისი ცხოვრებიდან
"ჩემი სახელია ქეროლ შელბი, და სიმძლავრე ჩემი საქმიანობაა" - დღეს, 11 იანვარს, სახელგანთქმულ ავტოკონსტრუქტორ ქეროლ შელბის 95 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით ცოტაოდენ არც თუ ისე ცნობილ ფაქტებს წარმოვაჩენ მისი ცხოვრებიდან.
1. ქეროლ შელბი, ერთ-ერთი ყველაზე კაცური ადამიანი ვისაც კი უცხოვრია, უიმედო რომანტიკოსი იყო
მე-2 მსოფლიო ომის დროს იგი მფრინავი ინსტრუქტორი იყო სან ანტონიოში. ხოლო როდესაც გრძელ მისიებზე მიდიოდა, ტყავის ჩექმებში სასიყვარულო წერილებს დებდა და მისი საცოლის ფერმის მიდამოებში აგდებდა.
2. 30 წლამდე, იგი ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელი იყო მსოფლიოში
1952 წელს, როდესაც მისი პირველი რბოლა გაიმართა, იმ დროისთვის ნაკლებად მძლავრი ბრიტანული MG მარკის ავტომობილით გამოდიოდა ოკლაჰომაში. თუმცა, ამ ფაქტს იგი არ შეუფერხებია და მისი ძრავის კლასის ყველა მონაწილეს გადაუსწრო და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, იმ დროინდელ Jaguar XK120-საც კი, რომელიც მის კლასზე მაღალი იყო.
3. მისთვის რანჩოს "ფორმით" რბოლა პრობლემას არ წარმოადგენდა
მოგვიანებით განაცხადა, რომ კომბინიზონი საკმაოდ მოხერხებული იყო გრძელ რბოლებზე, თუმცა ეს არც მეტი არც ნაკლები რანჩოს სამუშაო კომბინიზონი იყო. ერთ დღეს, იგი ტრეკზე პირდაპირ რანჩოს "ფორმით" მივიდა, რამაც რა თქმა უნდა მასისგან და ჯგუფებისგან სიცილი მოჰყვა. თვით მარკეტერისგანაც კი.
4. იგი კარდიოლოგთა ნამდვილი ღამის კოშმარი იყო
შელბის, რომელსაც გულის სერიოზული ქრონიკული პრობლემები ჰქონდა, გამუდმებით იყენებდა ნიტროგლიცერინს. როდესაც ლაგუნა სეკაზე მისი ბოლო რბოლა მიმდინარეობდა, ზემოთხსენებულმა პრობლემამ მას თავი ისევ შეახსენა და რბოლის მიმდინარეობისას მოუწია ტკივილის განეიტრალება, რა დროსაც პირველობა დათმო.
5. გულის პრობლემისდა მიუხედავად, ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი იყო
1955 წლის სებრინგის 12 საათიან რბოლაზე ხელი ისე მოიტეხა, რომ სპეციალურ თაბაშირში ჩაუსვეს და ლენტით შემოახვიეს საჭეზე, რათა ავტომობილის მართვა შეძლებოდა.
6. ასევე 1959 წელს, როდესაც Aston Martin-ის პილოტი გახლდათ, ლე მანის 24 საათიან რბოლამდე დიზენტერიული ბაქტერია აღმოაჩნდა, თუმცა მაინც გაიმარჯვა. როგორც ამბობდა: "მთელი 24 საათის განმავლობაში არაფერი მიჭამია დიზენტერიის ტაბლეტების გარდა. შემდეგ კი რბოლა მოვიგეთ - ღმერთო ჩემო - შემდეგ მათ მოულოდნელად შამპანიური ბოთლი ჩამტენეს და დამათვრეს".
7. მისი დამსახურებაა გამარჯვებისას შამპანურის შესხურების რიტუალი
დღესდღეისობით რბოლის დასრულებისას შამპანურის შესხურება უკვე ჩვეულებრივი რამეა. თუმცა იგივეს ვერ ვიტყოდი 60-იანების დროს. იდეა დაიბადა მაშინ, როდესაც Ford GT40-ის პილოტმა დენ გარნიმ მოულოდნელად დაიწყო შამპანურის გასხურება. და გამოიცანით ვინ ჩაუჩურჩულა ყურში ყოველივე ეს?
8. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მან Cobra სიზმრებში გამოიგონა, თანაც ზედმიწევნით
როგორც იგი ამბობდა, შუა ძილში ხშირად ჰქონდა იდეები, თუმცა დილას უკვე დავიწყებული. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძილის წინ ფანქარი და ფურცელი დაიდო გვერდით. ერთ დილასაც კი ნახა წარწერა "Cobra", მისი პირველი სატესტო ავტომობილის ჯენეზისის მაღლა.
9. ისევე როგორც ჰენრი ფორდ მეორეს, არც მას მოსწონდა ენცო ფერარი
50-იანებში, შელბი იტალიური ულაყის მრბოლელი იყო, სანამ მათ გამოეყოფოდა. რამდენიმე სერიოზული ინციდენტის შემდეგ, რასაც პილოტების სიკვდილი მოჰყვა, მისი მეგობრის ლუიჯი მუსოს ჩათვლით, 58-ე საფრანგეთის გრან პრიზე, შელბი აბუჩად ეპყრობოდა ენცოს და პირადად მას სდებდა ბრალს მათი მეგობრების გადაცვალებაში.
10. ენცო ფერართან უკმაყოფილებამ გამოიწვია ლეგენდარული Shelby Cobra Daytona-ს შექმნა, რომელიც რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ იყენებდა მე-2 მსოფლიო ომის დროინდელ გერმანულ ტექნოლოგიას
თავდაპირველად ნაცისტების შექმნილი თეორიის გამოყენებით, Cobra Daytona-ს გლუვი აეროდინამიკული პროფილი ქონდა, რომელიც ევროპული ტრეკების გრძელ რბოლებზე მის ყველა მოწინააღმდეგეს დიდ მანძილზე იტოვებდა. ხოლო მოკლეზე ისინი ნაკლებად აეროდინამიკულ FIA Cobra-ს იყენებდნენ. ამ კომბინაციამ საშუალება მისცა მათ დომინანტნი ყოფილიყვნონ ლიდერების დაფაზე, რაც საშუალებას აძლევდა შელბის დაემარცხებინა ენცო FIA World Sportscar Campionship-ზე. ამირ გარდა, იგი პირველი ამერიკელი მწარმოებელი იყო, რომელმაც ამ დისციპლინაში გაიმარჯვა. საბოლოო ჯამში, შელბის მიერ გამოყენებული ტექნოლოგია უმალვე გახდა წარმატების ნიშნული.
11. როგორც ასეთი Shelby Mustang-ი არასდროს მომხდარა
Ford-ს სურდა თავისი Mustang-ით გამოსვლა Sports Car Club of America-ს სარბოლო სერიებში, მაგრამ SCCA-ს (სადაც Corvette დომინანტობდა) არ სურდა სხვა მწარმოებლის გაბატონება და არ მოუსმენდა Ford-ს წესების შეცვლის შესახებ მოთხოვნაზე. რის გამოც, Ford-მა შელბი დაიქირავა, რათა მას Mustang-ი მაქსიმალურად მძლავრი შეექმნა, ხოლო Ford-მა მისი Cobra-ს პროგრამა სრულიად დაასპონსორა.
12. GT40 დენ გარნისთვის საკმაოდ პატარა აღმოჩნდა
შელბიმ და Ford-მა საუკეთესო პილოტები მოიყვანეს ლეგენდარული GT40-ისთვის, ისეთები როგორებიცაა: ბრიუს მაკლარენი (დიახ, Mclaren-ის დამაარსებელი) და დენ გარნი. ეს უკანასკნელი კი იმდენად დიდი იყო ფიზიკურად, რომ ავტომობილში ვერ ეტეოდა. შესაბამისად მათ მოუწიათ 4 ინჩიანი აგებულების დამატება.
13. პოპულარილი შეხედულებისდა მიუხედავათ, ყველა Cobra არ იყო კარგად მანევრირებადი
Dragon Snake Cobra-ს ერთ-ერთი მოდიფიკაციაა, რომელიც კარგი მანევრირებით არ გამოირჩეოდა, შესაბამისად დატუნინგების შემდეგ მილის მეოთხედი მის პრობლემას არ წარმოადგენდა. იგი იმდენად მძლავრი გახდა, რომ გასაჩერებლად პარაშუტი სჭირდებოდა.
14. Supersnake Cobra - როგორც შელბის პერსონალური რაკეტა
1965 წელს, ქეროლმა შექმნა Supersnake როგორც Cobra-ს ულტიმატუმი ვერსია პირადი სიამოვნებისთვის. კარბურატორს ორი სუპერდამჭირხნი ემსახურებოდა, რაც საბოლოო ჯამში 800 ცხენის ძალას იძლეოდა.
15. შელბის მეგობრისთვის - ბოლ ქოსბისთვის ნამდვილი კოშმარი იყო Supersnake
შელბიმ სულ ორადორი Supersnake შექმნა - ერთი თავისთვის, ხოლო მეორე მისი მეგობარ ბილ ქოსბისთვის. ეს უკანასკნელი კი ლამის გარდაიცვალა მისი დამორჩილების მცდელობის დროს და უმალვე უკან დაუბრუნა. რამაც საბოლოოდ გადაუწურა იმედი მისი შეძენის თაობაზე.
16. ოდესღაც შეგეძლოთ Cobra-ს შეკვეთა ავტომატური გადაცემის კოლოფით
ზოგადად არ მესმის რატომ უნდა ქნა ეს ადამიანმა, თუმცა 16 პირმა თავის დროზე მიიღო ეს გადაწყვეტილება.
17. მას გააჩნდა უსაზღვრო სიყვარული ჩილის მიმართ
ქალაქური ლეგენდაა ასეთი, რომელი მოგვითხრობს თუ როგორ გადაურჩა შეფი შელბის ხელს რადგან მან ჩილში ლობიოს მარცვლები ჩაუყარა. Mustang-ისა და Cobra-ს გარდა ასევე ჩილიც მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო. დასავლეთ ტექსასში ტერლინგუას პატარა ქალაქში იგი 220.000 აკრს (დაახლოებით 89030 ჰექტარი) მიწას ფლობდა, სადაც თანადააფუძვნა მსოფლიოს პირველი ჩილის სამზარეულო. იგი დღესაც ფუნქციონირებს eponymous chili brand-ის გვერდით.
18. ჩილის რესტორნები ქეროლის გამო არსებობს
ლარი ლევინი, ჩილის დამაარსებელი და ქეროლის სიძე, ტერლინგუაში გადიოდა პრაქტიკებს მანამ, სანამ გახნიდა პირველ ყველგან მყოფ რესტორნებს დალასში.
19. ეს კი ყველაზე სწრაფი Shelby-ია რომელიც ოდესმე შექმნილა.
ამ მოდელს, Cooper Monaco King Cobra ქვია, რომლის შასიც ჯონ კუპერმა დაამზადა, სადაც ქეროლმა Ford-ის V ტიპის 8 ცილინდრიანი 4.7 ლიტრი მოცულობის ძრავი ჩადგა. ყოველივე ეს კი ჯამში Lola-ს ბაზაზე დაფუძვნებული GT40-ის წინამორბედი იყო. მაგრამ მისი სიჩქარიდან გამომდინარე, იგი ხშირად მარცხდებოდა ავტომობილებთან, რომლებიც საბოლოოდ განვითარდა Can Am ტიპის დისციპლინაში.
Thursday, November 2, 2017
ახალი თაობის Shelby 1000
2012 წელს, როდესაც კუნთ მაგარ ავტომობილებში ბუმი იყო, თუ ვის უფრო დიდი ბლოკი ქონდა, Shelby American-მა წარადგინა Shelby 1000, რომელიც 1200 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და ამით საკმაოდ სოლიდური პასუხი გასცა იმ დროისთვის Dodge-სა და Chevrolet-ს. 5 წლის შემდეგაც არ აყოვნებს Shelby და იგივე მეთოდს იმეორებს, ისევე კარგი პასუხისთვის.
ლას ვეგასში SEMA კვირის შოუზე, Shelby-მ წარადგინა ახალი თაობის Shelby 1000. დიდად დროც არ გაწელა და ფანებსაც მალევე გაუმხილა მისი ტექნიკური მონაცემებიც. ასევე არც ახალი მუსტანგების მფლობელებისთვის დაუწყვიტია გული. კომპანიამ მათ წარუდგინა 1000 ცხენის ძალიანი მოდიფიკაცია, რომელიც 2015 წლის (S550 ძარის) მქონე V8 Mustang-ისთვის იქნება განკუთვნილი.
ავტომობილს ჩაუტარდა მოდერნიზაცია ტრეკისთვის განკუთვნილ ამორტიზაციაზე, ძარაზე, სამუხრუჭე სისტემაზე და სუპერდამჭირხნზე.
ძალურ აგრეგატად გამოყენებულია ქარხნული 5.2 ლიტრი მოცულობის V ტიპის 8 ცილინდრიანი ძრავი, რომელსაც 4.5 ლიტრი მოცულობის სუპერდამჭირხნი ემსახურება, 90 გრადუსის მქონე მუხლა ლილვი, მოდერნიზირებული ცილინდრის თავები GT350-დან, მაღალი წნევის შეფრქვევის სისტემა, ინტერქულერი, განახლებული მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ელექტრონული მართვის სისტემა და ტუნინგი.
ექსტერიერის განახლებაში შევიდა: ახალი წინა ფასცია, ძარის ზედა, წინა ფრთები, პანელები, უკანა დიფუზორი, გამომშვები სისტემა და გაფართოებული წინა და უკანა ბაზა. ძირზე: სრულად რეგულირებადი ამორტიზაცია, გაძლიერებული ღერძები და მორგვები, გამაგრებული საბურავების დამჭერები, გაფართოებული საბურავები და Brembo-ს სამუხრუჭე სისტემა.
განსხვავებით მისი წინამორბედისგან, რომელიც 5.8 ლიტრი მოცულობით იყო აღჭურვილი და 1200 ცხენის ძალას აღწევდა, ახალი მოდელი მას 0.6 ლიტრი მოცულობითა და 200 ცხენის ძალით ჩამორჩება. როგორც კომპანიაში ამბობენ, 5.8 ლიტრი მოცულობის ძრავები აღარ იწარმოება თუმცა, ეს ხელს არ უშლის იმ ფაქტს, რომ ახალი მოდელი წინაზე გაცილებით უკეთესია. ასევე თუკი წინა მოდელს ოფციის სახით მოყვებოდა ქალაქისა და უგზოობის ოფცია და შეიძლებოდა ქალაქში გადაადგილება, ახალი მხოლოდ ტრეკით შემოიფარგლება.
გაყიდვები დაიწყება 2018 წლის პირველ კვარტალში, წელიწადში 50 ავტომობილის დამზადების გადაწყვეტილებით და საწყისი ფასით - $170.000
Friday, May 19, 2017
შეეგებეთ უმძლავრეს პიკაპს - Ford Shelby F-150 Super Snake
Shelby-მ წარმოადგინა მეორე მოდელი რომელსაც ხვალინდელ გამოფენაზე ვიხილავთ. პირველი კონცეფტუალური Mustang-ია.
Shelby F-150 Super Snake - როგორც კომპანიაში ეძახიან, ნამდვილი ამერიკული პიკაპია. როგორც ვინს ლავიოლეტე ამბობს, "იგი მთლიანად ქეროლ შელბის ფილოსოფიითაა შექმნილი: მეტი სიმძლავრე, მეტი ხმა, მეტი დიზაინი და მეტად ვაჟკაცური სამართავი."
როგორც სხვა Super Snake-ები, ეს უკანასკნელიც 5 ლიტრი მოცულობის V ტიპის 8 ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 750 ცხენს გამოიმუშავებს. ხელმისაწვდომია 2 ან 4 თვლიანი ამძრაობით.
ექსტერიერში დამატებულია ორმაგი შემწოვი "ram air" ცხაური, ასევე ე.წ "ფიჭისებრი გრილი", გვერდითა სპლიტერი, უკანა ბამპერის პანელი, ბორლას გამოსაბოლქვი სისტემა და უკანა ძარის გადასაფარებელი. ასევე დადაბლდა ამორტიზაცია, დაუყენდა 22 ინჩიანი რეტრო ქრომირებული დისკები და გაფორმდა Shelby-ის საფირმო ზოლებითა და ნიშნებით.
" 'Shelby Super snake' ნიშანი ახდენს უზარმაზარ პრესტიჟს, რადგან ყოველი მანქანა, რომელიც ამ ნიშანს ატარებს, წარმოადგენს პერფორმანსის მწვერვალს" - ამბობს გარი პატერსონი, Shelby American-ის პრეზიდენტი.
Shelby F-10 Super Snake დამზადდება სულ რაღაც 150 ცალი. ღირებულება კი 96.880 დოლარი იქნება. კომპანია მყიდველს 3 წლიან ან 36.000 მილის გარანტიას სთავაზობს.
Shelby-ის ახალი კონცეფტუალური Super Snake
როგორც უკვე ვიცით, ხვალ Shelby ქეროლ შელბის მე-5 წლისთავთან და GT500-ის დაბადების დღესთან დაკავშირებით გამოფენას ატარებს. სადაც, როგორც დაგვპირდა, 2 უახლეს მოდელს წარადგენს. ერთ-ერთი Super Snake-ის კონცეპტია.
"ლურჯი ელვა" - როგორც მას უწოდებენ კომპანიაში, წინამორბედებისგან დიდად განსხვავდება. რასაც გავრცელებული სურათები მოწმობს.
ექსტერიერში, როგორც სურათებიდან ჩანს, დამატებული აქვს ე.წ Wide Body, 4 ინჩი ზომის track-ი და 2.5 ინჩი ზომის სპლიტერი, მართვის მაქსიმალური რეგულირებისათვის. ასევე სპეციალური: ტრეკის ამორტიზაცია, უკანა ე.წ დაბლითა გიტარები, ლილვი, გიტარები, რა თქმა უნდა ახალი საბურავები თავისი დისკებითურთ და Brembo Shelby-ის სამუხრუჭე სისტემა 16 ინჩიანი როტორით და 4 ცილინდრიანი სუპორტით წინ, ხოლო უკან 14 ინჩიანი როტორით და 6 ცილინდრიანი სუპორტით.
რაც შეეხება ყველაზე მთავარს: მის მამოძრავებელ ძალას. კომპანიაში გადაწყვიტეს ისევ ის ძველი 5 ლიტრი მოცულობის V ტიპის 8 ცილინდრიანი ძრავი გამოეყენებინათ, რომელსაც ძველ Super Snake-ებში ვხვდებით. თუმცა, ამჯერად იგი 750 ცხენის ძალით იქნება აღჭურვილი.
"რეგულირებადი ამორტიზაციის "პრუჟინა" და უზარმაზარი Brembo-ს სამუხრუჭე სისტემა, ფართე დისკებისა და საბურავების გვერდით, მრავალმნიშვნელოვნად ცვლის მანქანის მართვის დინამიკას. ყოველივე ეს კი წარმოქმნის უფრო მეტ მოჭერას შემდეგი დამუხრუჭებისათვის და ნაადრევი აჩქარებისთვის კუთხეებში.
იგი უფრო მეტ კომუნიკაციას დაამყარებს მძღოლთან და უკეთესად შთანთქავს ტრეკის არასაკმარისობას" - ასე განუცხადა ვინს ლავიოლეტემ, Shelby Amerian-ის ოპერაციების ვიცე პრეზიდენტმა ჟურნალისტებს და სტუმრებს.
Monday, May 15, 2017
Shelby ქეროლ შელბისადმი მიძღვნილ გამოფენაზე 2 ახალ მოდელს წარადგენს
ქეროლ შელბის მე-5 წლისთავთან დაკავშირებით, კომპანიამ გადაწყვიტა მის საპატივსაცემოდ ჩაატაროს გამოფენა 20 მაისს, მათ მთავარ შტაბ-ბინა გარდენაში (კალიფორნია). გამოფენაზე იქნება ისევე როგორც ძველი და ახალი მოდელები, ასევე ორი უახლესი მოდელის დებიუტი, რომლის ნახვაც მედიას გამოფენამდე რამდენიმე დღით ადრე შეეძლება.
Shelby American International-ის და Caroll Shelby Foundation-ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელების ჯო ქონვეისა და ნეილ ქუმინგსის თქმით: "გასული ხუთი წლის მანძილზე, Shelby American-მა ბევრი საინტერესო მოდელი წარადგინა მთავარ ავტო შოუებსა თუ საერთაშორისო ღონისძიებებზე. ხოლო წელს, გვინდა ჩვენმა ერთგულმა ფანებმა ახალი მოდელები პირველებმა ნახონ და ვფიქრობ, ამით ქეროლი ნასიამოვნები დარჩებოდა"
"ასევე ვფიქრობთ ეს ქეროლის საპატივსაცემოდ საუკეთესო გზაა, გავაგრძელოთ მისი მემკვიდრეობა საინტერესო, ამაღელვებელი მანქანებით და მსგავსი ღონისძიებებით ენთუზიასტებისთვის, რაც მას ძალიან უყვარდა."
აქვე დავამატებ, რომ 20 მაისი არამარტო გამოფენის თარიღია, არამედ Shelby GT500-ის დაბადების დღეცაა. რაც, რა თქმა უნდა გამოფენასთან ერთად აღინიშნება.
Saturday, September 5, 2015
Shelby "Daytona" Cobra
გამძლეობაზე რბოლების მსოლიო ჩემპიონატში თავისი გუნდის 1965 წლის ტრიუმფის 50 წლის იუბილეს აღსანიშნად, „შელბი ამერიკენმა“ ტრიუმფატორ ავტომობილ „დეიტონა კობრას“ რეპლიკა მოამზადა, რომელსაც მხოლოდ 50 ცალს გამოუშვებს. ავტომობილის პრემიერა 12 აგვისტოს გაიმართება ლაგუნა სეკას (შეერთებული შტატები) ტრეკზე.
„შელბი ამერიკენი“ მყიდველს რეპლიკას ორი მოდიფიკაციის სახით შესთავაზებს. ერთის ძარა ალუმინისგან დამზადდება, მეორისა კი – შუშაბოჭკოვანი კომპოზიტისგან. „დეიტონა კობრა“ რეპლიკები ფოლადის მილებისგან შეკრულ სივრცულ ჩარჩოზე აიგება. ისევე როგორც ორიგინალურ ავტომობილზე, ამ შემთხვევაშიც ალუმინსძარიანი ვერსიის უკანა საკიდარი რესორულია. კოკპიტი შავი ტყავით გაიწყობა, საჭე კი ხისა იქნება. მუხრუჭები თანამედროვეა, დისკური, „უილვუდის“ წარმოების.
კომპოზიტის ძარის მქონე ვერსიაზე, ავტომობილს ზამბაროვანი საკიდარი და უფრო თანამედროვე ეკიპირება ექნება. მათ შორისაა საჭის გამაძლიერებელი, შუშების ელექტრო ამწევები და კონდიციონერი. გარდა ამისა, ოპციის სახით, მყიდველს სალონის გამათბობელს და ხმის დამატებით იზოლაციას შესთავაზებენ. სხვა მხრივ, ორივე ავტომობილი გარეგნულად იდენტურია და რაც მთავარია, ორივე ეგრეთ წოდებული მგორავი შასის (ძრავის გარეშე) სახით გაიყიდება.
რაც შეეხება ძრავს, ესაა „შელბის“ ძრავების მწარმოებელი შტოს მიერ შემუშავებული, 4.7-ლიტრიანი V8, რომელსაც ალუმინის ბლოკი აქვს. სამწუხაროდ, მისი ტექნიკური მახასიათებლები არ გამოქვეყნებულა. ძრავს კუპეს სერიული ნომერი ექნება.
ალუმინის ძარიანი ავტომობილის ფასი 349 900 დოლარია, კომპოზიტის ძარიანისა კი – 179 900 დოლარი. მყიდველს ცალკე ძრავი 25 500 დოლარი დაუჯდება.
წყარო: SmartBox
Wednesday, September 2, 2015
Shelby-ის საჩუქარი იუტას პოლიციას
Shelby-მ საჩუქარი გაუკეთა იუტას პოლიციას და მათ დაქვემდებარებაში მყოფი F-150 მტაცებელი გადააქცია ზემტაცებელად.
•აღიჭურვა 6.2 ლიტრი მოცულობის სუპერჩარჯირებული ძრავით.
•ახალი კომპიუტერის დენისწყაროთი
•ბამპერებით
•საბურავებით
•სარბოლო "ხაზებით"







































