• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Showing posts with label Volvo. Show all posts
Showing posts with label Volvo. Show all posts

Friday, March 25, 2016

Volvo V40 ოფიციალურად


წინა კვირაში გაკეთებული განცხადების შემდეგ, შვედური Volvo ოფიციალურად წარმოგვიდგენს 2017 V40–ის ფეისლიფტინგს, რომელიც ასევე ჟენევას ავტო შოუზე წარდგება ოფიციალურად.

ეს გახლავთ Volvo–ს ბესთსელერი ევროპაში და კომპანიის ნომერ მეორე პოპულარული ავტომობილი მსოფლიო მასშტაბით, ასე რომ კომპანიას მთელი ძალისხმევით უნდა ემუშავა მის გაუმჯობესებაზე.

ყველაზე თვალშისაცემი ცვლილება განახლებული წინა LED მაშუქებია, რომელიც დიზაინით XC90, S90 და V90 მოდელებისას წააგავს. ფეისლიფტმა მოდელს ასევე განახლებული რადიატორის ბადე, ახალი ლოგო და 5 ახალი საღებავი: Amazon Blue, Denim Blue, Bursting Blue, Mussel Blue და Luminous Sand შეამატა.

2017 Volvo V40–ის ინტერიერს ახალი ტყავი, ახალი საჭე, ალუმინის პანელები, ოფციონალური ახალი გასაღები, განახლებული მულტიმედია და ჰაერის გაფილტვრის ფუნქცია შეემატა.

რაც შეეხება ტურბოდიზელის 4 ცილინდრიან 2 ლიტრიან D2 ძრავას, იგი განახლებულ 6 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფზეა გადაბმული, რომელიც ეკოლოგიურ/ეკონომიურ მონაცემს საგრძნობლად აუმჯობესებს.

ფეისლიფტირებულ V40–ს კომპანია 1 მარტს ჟენევაში წარმოადგენს V90–თან ერთად, და მისი გაყიდვები გაზაფხულის შუა პერიოდიდან დაიწყება.

Thursday, February 25, 2016

ავტომობილები მალე გარე აირბალიშებით აღიჭურვება


Volvo პირველი საავტომობილო კომპანიაა, რომელმაც თავისი ავტომობილი – კომპაქტური ჰეჩბეკი V40, გარე აირბალიშით აღჭურვა (ფოტოზე). ის კაპოტის უკან არის ჩამალული და სახურავის საქარე შუშას იცავს. ასეთი ბალიშის დანიშნულება, ტრავმებისგან ფეხმავლების დაცვაა. ბალიში ფეხმავალს ავტომობილის მყარ ნაწილზე თავის დარტყმისგან იცავს.
ვოლვო პირველი კომპანიაა, რომელმაც ინტერიერის აირბალიშების გამოყენბა დაიწყო და როგორც ჩანს, გარე ბალიშების შემთხვევაშიც ასე იქნება. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ საავტომობილო მაკომპლექტებლების მწარმოებელმა კომპანიებმა ZF-მა და TRW-მ, რომლებიც ახლახანს გაერთიანდნენ, გარე აირბალიშებთან დაკავშირებით, განსხვავებულ იდეებზე დაიწყეს მუშაობა და უკვე ექსპერიმენტებსაც ატარებენ.
მათ მიერ შემუშავებული ერთ-ერთი იდა იმაში მდგომარეობს, რომ ავტომობილი გარე გვერდითა აირბალიშით აღიჭურვოს, რომელიც გვერდიდან შეჯახებამდე რამდენიმე მილიწამით ადრე გაიბერება და ამგვარად, სალონში მყოფებს ტრავმებისგან დაიცავს. მეორე იდეა გულისხმობს ისეთი მოწყობილობის გამოყენებას, რომელიც ასევე გვერდიდან შეჯახებისას, სავარძლებს ავტომობილის შუისკენ გადააადგილებს და მაქსიმალურად დააშორებს კარს, რომელზეც შეჯახება მოხდა. კომპანია Autoliv-ი, რომელმაც Volvo-ს გარე აირბალიში დაუმზადა, ექსპერიმენტს ატარებს ფოლადის მილზე, რომელიც აირბალიშებს უკავშირდება და საჭიროებისას მათ ერთდროულად ბერავს.
რომ გზებზე ავტონომიური ავტომობილების მომრავლება, საგზაო შემთხვევებს და ტრავმებს შეამცირებს. თუმცა ამის მიუხედავად, ახალი ტიპის აირბალიშების დამკვიდრება მაინც აუცილებელი იქნება. მაგრამ ასეთი ავტომობილების მასობრივად წარმოების დაწყებამდე ჯერაც ბევრი დროა. ამიტომ, უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ავტომწარმოებლებს სულ უფრო მეტი სიახლის დანერგვა მოუწევთ.

                                                                                         წყარო: Smartbox

Saturday, December 12, 2015

ექსპერტებმა მსოფლიოში საუკეთესო ძრავები დაასახელეს


ამერიკულმა გამომცემლობა Ward’s Auto -მ გამოაქვეყნა მსოფლიოში 10 საუკეთესო ძრავის რეიტინგი. პრეტედენტების სია შედგებოდა 31 ძალური აგრეგატისგან. მათგან 10 შარშანდელ კონკურსშიც მონაწილეობდა, ხოლო დანარჩენი 21 იყო ახალი და განახლებული აგრეგატი. ავტომობილები, რომლებზეც ყენდებოდა ძრავები უნდა ყოფილიყვნენ სერიულები და მათი ღირებულება უნდა შემდგარიყო არაუმეტეს 61 000 დოლარისგან.
ძრავებზე ტესტები ჩაატარეს Ward’s Auto -ს რედაქტორებმა ამ წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში. მათ შეაფასეს სიმძლავრე, ბრუნვითი მომენტი, ეკონომიურობა, ხმაური და ძრავის სხვა მახასიათებლები. “დიზელის სკანდალის” გამო კონკურსიდან მოხსნილი იქნა Volkswagen -ის ძრავები.
TOP 10 ძრავების სია კი შემდეგია:
  1.  3.0 ლ. Turbo DOHC I-6 (BMW 340i)
  2.  3.6 ლ. DOHC V-6 (Chevrolet Camaro/Cadillac ATS)
  3.  1.5 ლ. DOHC 4-cyl./120-kW Drive Motor (Chevrolet Volt EREV)
  4.  5.2 ლ. DOHC V-8 (Ford Shelby GT350 Mustang)
  5.  2.0 ლ. DOHC 4 ცილ./50კვტ. Drive Motor (Hyundai Sonata PHEV)
  6.  3.5 ლ. DOHC V-6 (Nissan Maxima)
  7.  3.0 ლ. Turbodiesel DOHC V-6 (Ram 1500 EcoDiesel)
  8.  2.0 ლ. Turbocharged DOHC 4 ცილ. Boxer (Subaru WRX)
  9.  1.8 ლ. DOHC 4-cyl./53-kW Drive Motor (Toyota Prius HEV)
  10.  2.0 ლ. Turbo/Supercharged DOHC 4 ცილ. (Volvo XC90)

                                                                       წყარო: Driver.ge

Friday, December 4, 2015

პატარა გოგონა და რადიომართვადი Volvo -ს სატვირთო [Video]


კომპანია Volvo Trucks განაგრძობს ჩვენთვის კრეატიული სარეკლამო ვიდეო რგოლების შემოთავაზებას. კომპანიაში 4 წლის გოგონას მისცეს Volvo FMX -ის რადიომართვის კონსოლი, რათა სატვირთოს გამძლეობასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დემონსტირება გაეკეთებინათ.



                                                                 წყარო: Driver.ge