• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Showing posts with label Audi. Show all posts
Showing posts with label Audi. Show all posts

Friday, March 25, 2016

Audi Q2 ოფიციალურად


წარმოგიდგენთ Audi–ს სრულიად ახალ პროდუქტს Q2–ს, რომელიც ჟენევის ავტო შოუზე წარდგა ოფიციალურად. ეს გახლავთ ის აუდი რომელსაც სრულიად დამოუკიდებელი დიზაინი გააჩნია, უახლესი დიზაინის ცხაურით, ახალი მაშუქებით, დიდი ჰაერმიმღებებით, პლასტმასის და ალუმინის დეტალებით, დავარდნილი უკანა სახურავით, ახალი დიზაინის მქონე დისკებით, მოლდინგებით, ახალი უკანა სტოპებით, LED მაშუქებიანი ტექნოლოგიით, ანდერბოდი დამცავით და სხვა.

Audi Q2 ხელმისაწვდომი იქნება 5 კარიან ვერსიად საკმაოდ დიდი საბარგულით (1050 ლიტრი). Audi-ს ყველაზე მცირე Q მოდელის ინტერიერი MMI–ს ტაჩსქრინით, განახლებული ნავიგაციის სისტემით, სპორტული სავარძლებით და ალუმინის დეტალებით არის გაფორმებული. დამატებით საფასურად მას შესაძლოა დაემატოს ინსტრუმენტთა ახალი დაფა, სტოპ & გოუ და უამრავი დამხმარე სისტემა.

რაც შეეხება ძრავთა გამას თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება 2 დიზელის და 3 ბენზინის ძრავა, რომელთა შორისაც უმცირესია 3 ცილინდრიანი 1 ლიტრი მოცულობის TFSI 116 ცხენისძალით. შედარებით დიდი მოცულობის გახლავთ 1.4 ლიტრიანი TFSI, ხოლო ყველაზე დიდი 2 ლიტრიანი 4 ცილინდრიანი TFSI–ა, რომელსაც 190 ცხენისძალა გააჩნია. რაც შეეხება დიზელის 1.6 და 2 ლიტრიან TDI ძრავებს, მათი ტექნიკური მახასიათებლები ჯერ უცნობია.

ყველა აღნიშნულ ძრავს 6 საფეხრურიანი მექანიკური ან ოფციონალური 7–იანი ავტომატი ექნება, რომელიც სიმძლავრეს წინა ამძრავს ან ოფციონალურ კვადრო სისტემას მიაწვდის.

Thursday, March 3, 2016

MTM S8 Talladega R – ოთხბორბლიანი რაკეტა


მონაცემები, როგორებიცაა სიმძლავრე 802 ცხენის ძალა, სიჩქარე 350 კმ/სთ, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდ 3 წამში აჩქარება, ეგზოტიკურ სუპერ ავტომობილებს ახასიათებს და არა ხუთადგილიან ლუქს სედანებს, როგორიცაა მაგალითად, Audi S8. მაგრამ სატუნინგო ატელიე MTM-მა ეს წესი დაარღვია.


MTM-ი Audi S8-ს ბაზაზე საკუთარ მოდელ Talladega S-ს ადრეც აწარმოებდა. ამჯერად კი ამ ავტომობილის კიდევ უფრო მძლავრი და ტემპერამენტიანი ვერსია, Talladega R შეიმუშავა. ზემოთ მოყვანილი ტექნიკური მახასიათებლები სწორედ ამ ავტომობლს ეკუთვნის. უფრო მეტიც, Talladega R-ს ადგილიდან ორასის ასაკრეფად 9.9 წამი ჰყოფნის, სამასს კი 29 წამში აღწევს. ასეთ ავტომობილებს ხშრად სუპერ ავტომობილების მკვლელებსაც უწოდებენ.

 802 ცხენის ძალის მოთვინიერებაში, Talladega R-ს Bimoto-ს წარმოების 22-დუიმიანი ბორბლები ეხმარება, რომლებიც 265/30 ზომის საბურავებით არის შემოსილი. სამუხრუჭე სისტემაში კი კარბონ-კერამიკული დისკოებია გამოყენებული, რომლებიც ეფექტურად ახერხებენ ასეთი დინამიკის მქონე, საკმაოდ მძიმე ავტომობილის შენელებას და გაჩერებას.


სხვათა შორის, ავტომობილი რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, გერმანელმა ვალტერ რიორლმა გატესტა, რომელმაც ის ძალიან მოიწონა. „მართვა შესანიშნავია“, „გაზის პედლის უკუქმედება ფანტასტიური“, – ასე შეაფასა ლეგენდარულმა მრბოლმა Talladega R-ი. ის კი ასეთ ეპითეტებს ტყუილად არ იმეტებს

 MTM-ი თავის ოთხბორბლიან რაკეტას ძვირად – 222 000 ევროდ აფასებს. თუმცა, ამ ფასში დონორი ავტომობილის, Audi S8-ს ღირებულებაც შედის. თან, ასე „იაფად“ 800-ცხენისძალიანი ავტომობილის შოვნაც შეუძლებელია.

წყარო: Smartbox

Wednesday, December 30, 2015

Audi 2016 წელს ორ კროსოვერს გამოშვებს


Audi -მა 2016 წლის ზოგიერთი გეგმა გაგვიზიარა – კომპანია გამოუშვებს ორ ახალ კროსოვერს, უფრო კონკრეტულად კი ახალი თაობის Q5 -სა და კომპაქტურ Q2 -ს. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის პრეს სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.

უმცროსი, როგორც მოსალოდნელია, ჟენევის ავტოსალონში წარსდგება. მარკის ყველაზე პატარა კროსოვერი აწყობილი იქნება MQB -ს ბაზაზე, ხოლო ძრავათა გამაში შევლენ ბენზინისა და დიზელის ტურბო ძრავები, სიმძლავრით 140-230 ცხენის ძალა. ამას გარდა გამოჩნდება პლაგინ-ჰიბრიდული ვერსიაც და შესაძლოა ბენზინის 300 ცხენის ძალის მქონე ტურბო ძრავაც.

ახალი Q5  გამოვა  RS ვერსიაშიც, რომელიც აღიჭურვება 2,5 ლიტრი მოცულობის 5 ცილინდრიანი ტურბოო ძრავით, რომლის სიმძლავრეც შეადგენს 400 ცხენის ძალას. მოდელი აწყობილი იქნება ახლანდელი A4 -ის გაუმჯობესებულ პლატფორმაცზე ( იგივე MLB). ავტომობილი წონაში 100 კგ -ით დაიკლებს.

ამით სიახლეები არ დამთავრებულა – ასევე ცნობილია, რომ შემდეგ წელს Audi თავის განვითარებაში 3,2 მილიარდ ევროს ჩადებს. თანხები კომპანიის საშინაო ქარხნების მოდერნიზაციაზე, კონცეპტ e-tron quattro -ს სერიულ გაგრძელებასა და სხვა ღონისძიებებში დაიხარჯება.

                                                               წყარო: Driver.ge

Tuesday, September 8, 2015

გაიცანით: შეჯავშნული Audi A8 L


”აუდი” ფრანკფურტის ავტოშოუზე (17-დან 27 სექტემბრამდე) შეჯავშნულ Audi A8 L-ს წარმოადგენს და ფოტოებზე სწორედ ამ ავტომობილს ხედავთ.

ინგოლშტადტელები ამაყად აცხადებენ, რომ ეს ჯავშნიანი ლიმუზინი ”ყველა დროის ყველაზე უსაფრთხო ”აუდია”. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ავტომობილის სახელწოდებაში ერთი სიტყვა ემატება და მისი სრული სახელია Audi A8 L Security. თუკი ჯავშნიანი Audi A8 აქამდე VR7 კლასს აკმაყოფილებდა, ახლა უკვე VR9-ს აკმაყოფილებს.



ახალი ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ორი ძრავით. პირველი: 4-ლიტრიანი Biturbo V8 435-ცხენისძალიანი სიმძლავრითა და 600-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტით; მეორე: 500-ცხენისძალიანი W12 625-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტით. უსაფრთხოების მიზნით Security-A8 L-ის მაქსიმალური სისწრაფე 210 კმ/სთ-იქნება - ასეთი სიჩქარის განვითარების შემდეგ კი საქმეში ელექტრონიკა ჩაერთვება და სისწრაფეს შეზღუდავს.

                                                           წყარო: Auto Bild Georgia

Monday, September 7, 2015

ვიღაცამ Mercedes-ს, BMW-ს და Audi-ის გადაუფრინა...


Opel-მა ახალი სარეკლამო კლიპისთვის ახალი Opel Astra გააფრინა - ყოველგვარი ტრიუკების გარეშე.

Opel-ის ახალ სარეკლამო კლიპში ახალმა Astra-მ მაღალი კლასის ავტომობილებს გადაუფრინა. რიუსელსჰაიმელთა ამ რეკლამის სლოგანი ასეთია: ”ახალი Opel Astra მაღალ კლასს აბრაზებს!” რატომ ასეთი სლოგანი? საქმე ისაა, რომ კომპაქტური კლასის წარმომადგენელი Astra ისეთი ტექნიკითაა აღჭურვილი, როგორსაც აქამდე სწორედ მაღალ კლასში ვხედავთ, კომპაქტ-კლასში კი პირველად სწორედ Astra-ში გამოჩნდა.


ვიდეოში ნახავთ, რომ Astra-მ 15 მეტრი იფრინა და ზემოთ ჩამოთვლილი მარკების ავტომობილებს გადაუფრინა. აღსანიშნავია, რომ ვიდეოს გადაღებისას არანაირი ტრიუკები არ ყოფილა. აქვე ვთქვათ, რომ ეს პირველი ვიდეოა. მოგვიანებით Opel-ი შემოგვთავაზებს სარეკლამო კლიპებს ცნობილ საფეხბურთო მწვრთნელ იურგენ კლოპთან ერთადაც (სლოგანით: Astra-ს განათება ისეთი ბრწყინვალეა, როგორც სტადიონის განათება.”)

Opel-ი ახალი Astra-ს ოფიციალურ პრეზენტაციას 15 სექტემბერს, ფრანკფურტის ავტოშოუზე გამართავს..


                                                                წყარო: Auto Bild Georgia