• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Showing posts with label Aston Martin. Show all posts
Showing posts with label Aston Martin. Show all posts

Friday, August 24, 2018

Aston Martin-ის უახლესი მოდელი ყველაზე მძლავრი ლეგალური ჰიპერქარია


Aston Martin-ი Valkyrie-ს წარდგენამდე (რომელიც წლის ბოლოს გაიმართება) გვაუწყის, რომ მის მომავალ ჰიპერქარს რეკორდულად დიდი ძრავა ექნება მოთავსებული. სამშაბათს, Cosworth-მა გაავრცელა ამბავი იმის შესახებ, რომ აღნიშნული ძრავა ატმოსფერული იქნება და 1.130 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. რაც, ყველაზე დიდი მაჩვენებელია გზისთვის განკუთვნილი (ლეგალური) ავტომობილისთვის მსოფლიოში.

თვითონ ძრავა V ტიპის 12 ცილინდრიანი 6.5 ლიტრი მოცულობისაა. ასევე ამით, კომპანიის პირობაც ასრულდა, რაშიც იგულისხმებოდა კონკრეტული მონაცემებით 1000 ცხენის ძალის გარშემო "ყოფნას".



მანამდე, Red Bull Racing-ის აეროდინამიკოსმა ადრიან ნევეიმ Autocar-თან საუბრისას აღნიშნა, რომ V12-ის არჩევა მის კონკურენტ V6-თან შედარებით მოხდა წონისა და სხვა ელემენტების გათანაბრებით. V12 არსებითაც უფრო უკეთესად ბალანსირებულია , რამაც უზრუნველყო სტრუქტურული დაყენების უპირატესობა. აღნიშნული კონფიგურაციის წონას დიდად არ შეუშინებია ინჟინრები, რადგანაც მასიური 6 ცილინდრიანი ძრავა ტურბოდამჭირხნით თითქმის იგივეს იწონის, რასაც ატმოსფერული V12.

აღნიშნული ძრავა იქნება გამოყენებული სხვადასხვა დისციპლინაში, როგორებიცაა: F1 ტრეკის დროები, სადაც Valkyrie AMR Pro მიიღებს მონაწილეობას და სხვა. Aston Martin-ის Red Bull Racing-ის გუნდის უფროსს კრისტიან ჰორნერს სჯერა, რომ აღნიშნული ავტომობილი Porsche 919 Evo-ს ახლად დამყარებულ რეკორდს მოხსნის ნიუბურგრინგზე.


კომპანია 175 მოდელის წარმოებას აპირებს. აქედან, 25 AMR Pro-ს ვარიანტი იქნება. 

თითოეულის ფასი 2.6 მილიონი დოლარია.

Wednesday, March 30, 2016

Aston Martin-ი F1-ზე სწრაფ ჰიპერ ავტომობილს გამოუშვებს

(SmartBox) Aston Martin-ს სურს, რომ მისი ახალი პარტნიორის, ფორმულა 1-ის გუნდ Red Bull-ის ტექნიკურმა დირექტორმა ედრიან ნიუიმ, მისთვის ისეთი ჰიპერ ავტომობილი შეიმუშაოს, რომელიც სილვერსტოუნის ტრეკს, ფორმულა 1-ის ბოლიდზე სწრაფად გაივლის. სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანიამ და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, ტექნოლოგური პარტნიორობის შესახებ, ფ1-ის სეზონის პირველი ეტაპის წინ გამოაცხადეს.


ხელშეკრულების თანახმად, Red Bull-ი Aston Martin-ს ისეთი ჰიპერ ავტომობილის შემუშავებაში დაეხმარება, რომელიც ყველა დროის უსწრაფესი საგზაო ავტომობილის სახელს მოიხვეს. პარალელურად, Aston Martin-ის რეკლამა, ავსტრიული გუნდის ბოლიდებზე დაიტანეს. პირველადი გეგმით, ბრიტანული კომპანია ამ ავტომობილს მხოლოდ 99 ცალს დაამზადებს, თითოეულის ფასი კი მილიონ დოლარზე მეტი იქნება.

ჰიპერ ავტომობილს სახელად AM-RB 001 შეურჩიეს. ინიციალები შესაბამისად, „ასტონ მარტინს“ და „რედ ბულს“ ნიშნავს, რიცხვი კი – მათს პირველ ერთობლივ პროექტს. მიზანი, რომლის შესაბამისადაც, ეს ავტომობილი ფ1-ზე სწრაფი უნდა იყოს, „ასტონის“ მთავარმა აღმასრულებელმა ენდი პალმერმა დასახა.

„როცა ჩვენ ასეთ ავტომობილს გამოვუშვებთ, ყველას მიზანი მისი ჯობნა გახდება. ჩვენი მიზანია, ჩვენი მანქანა, სილვერსტოუნზე ფ1-ის მანქანებზე სწრაფი იყოს. ან თუნდაც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ტრეკზეც. დარწმუნებული ვარ, არის ავტომობილები, რომლებსაც სწორზე ფ1-ზე მეტი სიჩქარის აკრეფა შეუძლიათ. მაგრამ ჩვენ ავტომობილებს დრეგისთვის არ ვაკეთებთ. ჩვენ ისეთ ავტომობილებს ვუშვებთ, რომლების გამოყენებაც შესაძლებელია“, – ამბობს პალმერი.

ამ ეტაპზე, Aston Martin-ს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რა სპეციფიკაციები ექნება ახალ ავტომობილს. თუმცა ცნობილია, რომ მისი ფორმა, გრაუნდ ეფექტის აეროდინამიკის შესაბამისად შემუშავდება. ამ საქმეში კი ნიუი მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტია. სხვა თუ არაფერი, სწორედ მისი დიდი დამსახურებაა ის, რომ Red Bull-მა ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვა ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და ფ1-ის კონსტრუქტორთა თასი.

„უნივერსიტეტში ჩემი ბოლო პროექტი, ავტომობილებზე გრაუნდ ეფექტის აეროდინამიკის გამოყენებას ეხებოდა. მე ამ პროექტზე 1980 წელს დავიწყე ფიქრი და დღემდე მისი ერთგული ვარ“, – ამბობს ნიუი და დასძენს, რომ ამ ტიპის ავტომობილის შემუშავება იმ თავისუფლებას ანიჭებს, რაც ფ1-ს ძალიან აკლია: „ეს კრეატიულობის მეტ შესაძლებლობას მანიჭებს. ფორმულა 1-ის რეგლამენტი, ფაქტობრივად გამზადებულ პროექტს გვაძლევს. ამიტომაა, რომ სარბოლო ავტომობილები სულ უფრო მეტად ემსგავსება ერთმანეთს. საგზაო ავტომობილებზე მუშაობისას კი გაცილებით მეტი თავისუფლებაა და ამიტომ, არსებულისგან ძალიან განსხვავებული პროდუქტის შექმნას შევძლებთ“.

Red Bull-ის შეფი კრისტიან ჰორნერი დარწმუნებულია, რომ ერთობლივად შემუშავებული ჰიპერ ავტომობილი, ფ1-ის ხელმძღვანელობას იმას დაანახებს, თუ რისი შექმნაა შესაძლებელი, რომ არა მეტისმეტი შეზღუდვები. „ჩემი აზრით, ამ მანქანის მთავარ ღირსება, შეუზღუდავი აეროდინამიკა იქნება. ვფიქრობ, ფ1-ს აქვს იმის საშუალება, რომ გაცილებით სწრაფი იყოს. ამ მიმართულებით, 2017 წელს იგეგმება ნაბიჯის გადადგმა. შეუზღუდავი აეროდინამიკის წყალობით, ეს მანქანა ძალიან სწრაფი იქნება. მისი აეროდინამიკის საშუალებით, შესაძლებელი გახდება, ჩვენს მიერ ოდესმე შექმნილი ყველა დანარჩენ ავტომობილზე გაცილებით მეტი ჩაჭიდების ძალის გენერირება“, – ამბობს ჰორნერი.

ამ ფოტოებზე გამოსახულია ნიუის და „რედ ბულის“ მიერ შემუშავებული კონცეპტუალური ავტომობილი X2010, რომელიც პირველ რიგში, სწორედ აეროდინამიკით გამოირჩევა. კომპიუტერულმა გათვლებმა აჩვენა, რომ მას მოსახვევების გავლა, ფ1-ის ბოლიდებზე გაცილებით სწრაფად შეუძლია…

                                                                   წყარო: SmartBox

Friday, March 25, 2016

Aston Martin DB11 ოფიციალურად


Aston Martin DB11–ის მსოფლიო პრემიერა Geneva Motor Show–ზე შედგა. DB9–ის შემცვლელი DB11 ბიტურბო 5.2 ლიტრიანი V12–ით არის აღჭურვილი, მას 608 ცხენისძალა გააჩნიადა და 700 ნიუტონმეტრი გააჩნია.

შედეგად ეს გახლავთ ყველაზე მძლავრი DB ოდელი, რომელიც 0–100 კმ/სთ–მდე 3.9 წამში ჩქარდება და ავითარებს 322 კმ/სთ–ს.

ასტონელებმა ახალ ძალურ დანადგარს ZF–ის გადაცემათა კოლოფი და ბლოკირებული ხიდიც მიუმატეს. საკმაოდ მძიმე 1.770 კილოგრამი მასის მქონე სუპერქარის წონა წინ და უკან შესაბამისად 51%–49%–ზეა გადანაწილებული რაც იდეალურია პერფორმანსისთვის. ზომების მხრივ DB11 კიდევ უფრო განიერი, გრძელი და დაბალია ვიდრე DB9.

Sunday, October 18, 2015

Aston Martin-ი ელექტრულ რეპიდს გამოუშვებს


Aston Martin-ის მთავარმა აღმასრულებელმა ენდი პალმერმა დაადასტურა, რომ შემუშავების სტადიაშია ოთხკარიან კუპე „რეპიდის“ ელექტრული ვერსია, რომლის დებიუტის სავარაუდო დროც 2017 წელია. მას მოჰყვება ჟენევაში ნაჩვენებ კონცეპტუალურ ქროსოვერ DBX-ის (ფოტოზე) ასევე ელექტრული ვერსია.


ბლუმბერგის მიერ ორგანიზებულ ფინანსურ სამიტ „ნიუ ენერჯიზე“ გამოსვლისას, პალმერმა განაცხადა, რომ პირველი ელექტრული „ასტონ მარტინის“ სიმძლავრე 800-1000 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება. პალმერი თვლის, რომ ელექტრულ ძალურ დანდგარებზე გადასვლა ნთელი ავტოინდუსტრიის გარდაუვალია და ამ ტრენდს არც მისი კომპანია ჩამორჩება.

ამ ტრენდის სიძლიერეს კი ის ფაქტი განაპირობებს, რომ სულ უფრო მკაცრდება გამონაბოლქვის სტანდარტები და მათი დაკმაყოფილება, მალე მხოლოდ ელექტრომობილებით იქნება შესაძლებელი. იმავდროულად, ელექტრომობილების ტექნოლოგიები სულ უფრო ვითარდება, რაც მომხმარებლის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა.


იმავდროულად, „ასტონ მარტინი“ ვერ მისცემს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ შიდაწვის ძრავების ცილინდრების რაოდენობა შეამციროს, რასაც სუპერ ავტომობილების მწარმოებლები ცდილობენ. ბრიტანული კომპანია ცნობილია, როგორც V12 ძრავების მწარმოებელი და ეს ჯერჯერობით ასეც გაგრძელდება.

„ჩვენ V12 ძრავების მომხმარებელი კომპანია ვართ. გავივლით იმავე გზას, რასაც ახლა ბევრი მწარმოებელი, ძრავების ცილინდრების და ლიტრაჟის შემცირებით მიჰყვება? წარმომიდგენია „ასტონ მარტინი“ სამცილინდრიანი ძრავით? ღმერთმა არ ქნას. ხანდახან რაღაც რადიკალურის გაკეთებაა საჭირო და ასეთ რადკალურობის საშუალებას, ელექტრული აგრეგატები მოგვცემს. ასეთი ძრავები საკმარის ძალასაც და მომენტსაც მოგვცემს“, – ამბობს პალმერი.

პალმერი ამბობს, რომ ელექტრული „რეპიდი“ არ იქნება „ტესლას“ პოპულარული „მოდელ S-ის“ კონკურენტი, რადგან „ასტონ მარტინი“ ეგზოტიკური ლუქს კლასის ავტომობილების მწარმოებელია და ასეთადვე დარჩება. და მათი ავტომობილის ფასიც შესაბამისი იქნება. ყველაფერთან ერთად, ბრიტანული კომპანიის შეფმა დიზელის ძრავების ეპოქის დასასრული იწინსწარმეტყველა. მისი აზრით, ახლო პერსპექტივაში, დიზელის აგრეგატებს, ბენზინისძრავიანი ჰიბრიდული აგრეგატები ჩაანაცვლებს, რომლებსაც შემდგომში ელექტრული აგრეგატები შეცვლის.
                                                                                          წყარო: Smartbox

Wednesday, September 2, 2015

იშვიათი ASTON MARTIN V12 ZAGATO


2012 წლის თებერვალში Aston Martin -მა წარმოადგინა მოდელი V12 Zagato. თავდაპირველად იგეგმებოდა ამ ავტომობილის 150 ეგზემპლარის გამოშვება, მაგრამ შემდგომ ეს რიცხვი 101 -მდე შეამცირეს. ავტომობილი შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში:



Aston Martin V12 Zagato გამოშვების დროს ღირდა 330 ფუნტი სტერლინგი. ერთი ასეთი ავტომობილის აწყობას უნდებოდნენ 2000 საათი. სწორედ აწყობის სირთულემა და ბრიტანელი მყიდველის ნაკლებმა ინტერესმა გამოიწვია წარმოების 101 ერთეულამდე დაყვანა.
ავტომობილი აღჭურვილია 6,0 ლიტრი მოცულობის მქონე v12 ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 510 ცხენის ძალასა და 570 ნმ ბრუნვით მომენტს. 0-100 კმ/სთ სიჩქარეს ავტომობილი ანვითარებს 4,2 წმ -ში, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე კი შეადგენს 305 კმ/სთ -ს.