Wednesday, March 30, 2016
Aston Martin-ი F1-ზე სწრაფ ჰიპერ ავტომობილს გამოუშვებს
(SmartBox) Aston Martin-ს სურს, რომ მისი ახალი პარტნიორის, ფორმულა 1-ის გუნდ Red Bull-ის ტექნიკურმა დირექტორმა ედრიან ნიუიმ, მისთვის ისეთი ჰიპერ ავტომობილი შეიმუშაოს, რომელიც სილვერსტოუნის ტრეკს, ფორმულა 1-ის ბოლიდზე სწრაფად გაივლის. სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანიამ და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, ტექნოლოგური პარტნიორობის შესახებ, ფ1-ის სეზონის პირველი ეტაპის წინ გამოაცხადეს.
ხელშეკრულების თანახმად, Red Bull-ი Aston Martin-ს ისეთი ჰიპერ ავტომობილის შემუშავებაში დაეხმარება, რომელიც ყველა დროის უსწრაფესი საგზაო ავტომობილის სახელს მოიხვეს. პარალელურად, Aston Martin-ის რეკლამა, ავსტრიული გუნდის ბოლიდებზე დაიტანეს. პირველადი გეგმით, ბრიტანული კომპანია ამ ავტომობილს მხოლოდ 99 ცალს დაამზადებს, თითოეულის ფასი კი მილიონ დოლარზე მეტი იქნება.
ჰიპერ ავტომობილს სახელად AM-RB 001 შეურჩიეს. ინიციალები შესაბამისად, „ასტონ მარტინს“ და „რედ ბულს“ ნიშნავს, რიცხვი კი – მათს პირველ ერთობლივ პროექტს. მიზანი, რომლის შესაბამისადაც, ეს ავტომობილი ფ1-ზე სწრაფი უნდა იყოს, „ასტონის“ მთავარმა აღმასრულებელმა ენდი პალმერმა დასახა.
„როცა ჩვენ ასეთ ავტომობილს გამოვუშვებთ, ყველას მიზანი მისი ჯობნა გახდება. ჩვენი მიზანია, ჩვენი მანქანა, სილვერსტოუნზე ფ1-ის მანქანებზე სწრაფი იყოს. ან თუნდაც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ტრეკზეც. დარწმუნებული ვარ, არის ავტომობილები, რომლებსაც სწორზე ფ1-ზე მეტი სიჩქარის აკრეფა შეუძლიათ. მაგრამ ჩვენ ავტომობილებს დრეგისთვის არ ვაკეთებთ. ჩვენ ისეთ ავტომობილებს ვუშვებთ, რომლების გამოყენებაც შესაძლებელია“, – ამბობს პალმერი.
ამ ეტაპზე, Aston Martin-ს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რა სპეციფიკაციები ექნება ახალ ავტომობილს. თუმცა ცნობილია, რომ მისი ფორმა, გრაუნდ ეფექტის აეროდინამიკის შესაბამისად შემუშავდება. ამ საქმეში კი ნიუი მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტია. სხვა თუ არაფერი, სწორედ მისი დიდი დამსახურებაა ის, რომ Red Bull-მა ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვა ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და ფ1-ის კონსტრუქტორთა თასი.
„უნივერსიტეტში ჩემი ბოლო პროექტი, ავტომობილებზე გრაუნდ ეფექტის აეროდინამიკის გამოყენებას ეხებოდა. მე ამ პროექტზე 1980 წელს დავიწყე ფიქრი და დღემდე მისი ერთგული ვარ“, – ამბობს ნიუი და დასძენს, რომ ამ ტიპის ავტომობილის შემუშავება იმ თავისუფლებას ანიჭებს, რაც ფ1-ს ძალიან აკლია: „ეს კრეატიულობის მეტ შესაძლებლობას მანიჭებს. ფორმულა 1-ის რეგლამენტი, ფაქტობრივად გამზადებულ პროექტს გვაძლევს. ამიტომაა, რომ სარბოლო ავტომობილები სულ უფრო მეტად ემსგავსება ერთმანეთს. საგზაო ავტომობილებზე მუშაობისას კი გაცილებით მეტი თავისუფლებაა და ამიტომ, არსებულისგან ძალიან განსხვავებული პროდუქტის შექმნას შევძლებთ“.
Red Bull-ის შეფი კრისტიან ჰორნერი დარწმუნებულია, რომ ერთობლივად შემუშავებული ჰიპერ ავტომობილი, ფ1-ის ხელმძღვანელობას იმას დაანახებს, თუ რისი შექმნაა შესაძლებელი, რომ არა მეტისმეტი შეზღუდვები. „ჩემი აზრით, ამ მანქანის მთავარ ღირსება, შეუზღუდავი აეროდინამიკა იქნება. ვფიქრობ, ფ1-ს აქვს იმის საშუალება, რომ გაცილებით სწრაფი იყოს. ამ მიმართულებით, 2017 წელს იგეგმება ნაბიჯის გადადგმა. შეუზღუდავი აეროდინამიკის წყალობით, ეს მანქანა ძალიან სწრაფი იქნება. მისი აეროდინამიკის საშუალებით, შესაძლებელი გახდება, ჩვენს მიერ ოდესმე შექმნილი ყველა დანარჩენ ავტომობილზე გაცილებით მეტი ჩაჭიდების ძალის გენერირება“, – ამბობს ჰორნერი.
ამ ფოტოებზე გამოსახულია ნიუის და „რედ ბულის“ მიერ შემუშავებული კონცეპტუალური ავტომობილი X2010, რომელიც პირველ რიგში, სწორედ აეროდინამიკით გამოირჩევა. კომპიუტერულმა გათვლებმა აჩვენა, რომ მას მოსახვევების გავლა, ფ1-ის ბოლიდებზე გაცილებით სწრაფად შეუძლია…
წყარო: SmartBox