• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Thursday, March 31, 2016

Lamborghini-მ მე-5000 Aventador-ი გამოუშვა


(SmartBox) Lamborghini-ს ფლაგმანმა სუპერ ავტომობილმა Aventador-მა მნიშვნელოვანი ზღვარი გადალახა – იტალიურმა კომპანიამ ის უკვე 5 000 ცალი დაამზადა. ამგავარად, ის წინამორბედ Murcielago-ზე პოპულარული გახდა. ცნობისათვის, Murcielago ათი წლის განმავლობაში, თითქმის 4 000 ცალი გაიყიდა. Aventador-ს კი ხუთ წელიწადში 5 000 მყიდველი გამოუჩნდა.

მე-5 000 ავტომობილი არის Aventador LP700-4 Roadster-ი, რომელიც წითელ (როსო ბია) ფერშია შეღებილი, რომელიც პირველად Aventador LP750-4 Superveloce-ზე გამოიყენეს. ფერი ოქროს ნაწილაკებს შეიცავს, რომელიც ძარის ზედაპირს განსაკუთრებულ ელვარებას ანიჭებს. ეს გამორჩეული ავტომობილი იტალიაში დარჩება, რადგან ის სწორედ აპინინზე შეუკვეთეს.

საინტერესოა, რომ Aventador-ს ჯერაც წინ ელის განახლება, რაც სანტ’აგატა ბოლონეზელებს იმედს აძლევს, რომ ამ ავტომობილის გაყიდვები 10 000-ს მიუახლოვდება. განახლების გარდა, კომპანია კიდევ ერთი სპეც ვერსიის გამოშვების მიზანშეწონილებას განიხილავს. შემდგ კი ბაზარზე Aventador-ის შემცვლელი გამოვა.

მართალია, Aventador-ი უკვე ხუთი წლისაა, ის მაინც შესაშური მახასიათებლებით გამოირჩევა. მისი 6.5-ლიტრიანი V12 ატმოსფერული ძრავი, 700 ცხენის ძალას და 690 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან დაკავშირებულია 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური ტრანსმისია, რომელიც მამოძრავებელ ძალას ოთხივე ბორბალს უნაწილებს. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 2.9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 350 კილომეტრს აღწევს.

                                                                   წყარო: SmartBox