• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Showing posts with label Subaru. Show all posts
Showing posts with label Subaru. Show all posts

Tuesday, March 22, 2016

Global-Platform Subaru მის ახალ გლობალურ პლატფორმას გვაცნობს


Subaru-მ თავისი უახლესი, „გლობალური პლატფორმის“ მოკლე აღწერა გამოაქვეყნა. ეს პლატფორმა მოდულურია და მას იაპონური კომპანია თავისი ახალი თაობის მოდელებისთვის გამოიყენებს. მათ შორის პირველი ახალი Impreza გახდება, რომლის პრემიერაც მალე ნიუ იორკის ავტო შოუზე გაიმართება.

ახალი პლატფორმა, Subaru-ს საშუალოვადიანი გეგმის ნაწილია და კომპანიის განვითარების ძირითად ელემენტს წარმოადგენს. ისეთივეს, როგორებიცაა ბოქსერის ტიპის ძრავების ახალი ოჯახი და სიმეტრიული სრულ ამძრავიანი სატრანსმისიო სისტემა. პლატფორმა დინამიურ, უსაფრთხო და კომფორტულ მართვას, ასევე შემცირებუ ხმაურსა და ვიბრაციის დაბალ დონეს უზრუნველყოფს.


გარდა ამისა, მისი მოდულური სტრუქტურა იმის საშუალებასაც იძლევა, რომ კომპანიამ ეს პლატფორმა ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული მოდელებისთვისაც გამოიყენოს. როგორც Fuji Heavy Industries-ის (Subaru მის ჯგუფში შედის) პრეზიდენტი იასუიუკი იოშინიგა ამბობს, მისი კომპანია მალე ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებას დაიწყებს.


ახალი პლატფორმის წყალობით, მასზე დაფუძნებული მოდელების სტრუქტურული სიმტკიცე, ახლანდელი მოდელების შესაბამის მაჩვენებლებზე, 70-100 პროცენტით მეტი იქნება. გარდა ამისა, საშუალოდ 5 მილიმეტრით დაბლა დაიწევს სიმძიმის ცენტრი. გაზრდლი სიმტკიცის წყალობით, დაახლოებით 50 პროცენტით შემცირდება მოსახვევების გავლისას, ავტომობილის დახრა. ძარაში ინტეგრირებული იქნება უკანა განივი მდგრადობის სტაბილზატორი. ახალი პლატფორმის წყალობით, შეჯახებისას ავტომობილების ენერგოშთანმთქმელი უნარი დაახლოებით 40 პროცენტით გაიზრდება.


კუპე BRZ-ის გარდა, Subaru-ს პრაქტიკულად ყველა მოდელი ამ ახალ პლატფორმაზე აეწყობა. მისი აგებულება იმის საშუალებას იძლევა, რომ მასზე განსხვავებული კლასის და გაბარიტების ავტომობილები აიგოს. იგივე ითქმის შიდაწვის ძრავებზე, ჰიბრიდულ სისტემებსა და ელექტრულ ძალურ დანდგარებზე, რომლებითც ეს ავტომობილები აღიჭურვება.

                                                                   წყარო: SmartBox

Saturday, December 12, 2015

ექსპერტებმა მსოფლიოში საუკეთესო ძრავები დაასახელეს


ამერიკულმა გამომცემლობა Ward’s Auto -მ გამოაქვეყნა მსოფლიოში 10 საუკეთესო ძრავის რეიტინგი. პრეტედენტების სია შედგებოდა 31 ძალური აგრეგატისგან. მათგან 10 შარშანდელ კონკურსშიც მონაწილეობდა, ხოლო დანარჩენი 21 იყო ახალი და განახლებული აგრეგატი. ავტომობილები, რომლებზეც ყენდებოდა ძრავები უნდა ყოფილიყვნენ სერიულები და მათი ღირებულება უნდა შემდგარიყო არაუმეტეს 61 000 დოლარისგან.
ძრავებზე ტესტები ჩაატარეს Ward’s Auto -ს რედაქტორებმა ამ წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში. მათ შეაფასეს სიმძლავრე, ბრუნვითი მომენტი, ეკონომიურობა, ხმაური და ძრავის სხვა მახასიათებლები. “დიზელის სკანდალის” გამო კონკურსიდან მოხსნილი იქნა Volkswagen -ის ძრავები.
TOP 10 ძრავების სია კი შემდეგია:
  1.  3.0 ლ. Turbo DOHC I-6 (BMW 340i)
  2.  3.6 ლ. DOHC V-6 (Chevrolet Camaro/Cadillac ATS)
  3.  1.5 ლ. DOHC 4-cyl./120-kW Drive Motor (Chevrolet Volt EREV)
  4.  5.2 ლ. DOHC V-8 (Ford Shelby GT350 Mustang)
  5.  2.0 ლ. DOHC 4 ცილ./50კვტ. Drive Motor (Hyundai Sonata PHEV)
  6.  3.5 ლ. DOHC V-6 (Nissan Maxima)
  7.  3.0 ლ. Turbodiesel DOHC V-6 (Ram 1500 EcoDiesel)
  8.  2.0 ლ. Turbocharged DOHC 4 ცილ. Boxer (Subaru WRX)
  9.  1.8 ლ. DOHC 4-cyl./53-kW Drive Motor (Toyota Prius HEV)
  10.  2.0 ლ. Turbo/Supercharged DOHC 4 ცილ. (Volvo XC90)

                                                                       წყარო: Driver.ge

Friday, October 30, 2015

განახლებული Subaru Forester -ი : უფრო ადვილად სამართავი და ჩუმი


Subaru განახლებებს თავისი მოდელებისთვის რეგულარულად აკეთებს. ამჯერად მან შემოგვთავაზა წელს უკვე მეორედ განახლებული Forester-ი.

დეკორატიული ცვლილებების გარდა ახალ მოდელში შეიცვალა ბამპერი, რადიატორის ჩარჩო, საჭე და ხელსაწყთა კომბინაცია. Forester -მა მიიღო ბევრი ნამდვილად სასარგებლო განახლება. მაგალითად ის გახდება Subaru -ს პირველი მდოელი, რომელიც აღჭურვილი იქნება სრულიად შუქდიოდური ადაპტიური ფარებით. ასევე მიიღო სხვა თანამედროვე პარამეტრები – SD-კარტის მხარდაჭერის მქონე ახალი ნავიგაციური სისტემა, უკანა სავარძლების გათბობის ფუნქცია, ბოლო ვერსიის უსაფრთხოების კომპლექსი EyeSight -ი და ა.შ. ასევე ავტომობილში გაიზარდა ხმის იზოლაციის დონე.

ავტომობილის საჭის მართვის სისტემა და სავალი ნაწილი ხელახლაა დაკონფიგურებული, გამყარებულია ძარა – ელოდეთ ავტომობილს უფრო კარგი მართვითა და რბილი სიარულით.

ახალ Forester -ში ძრავების გამა უცვლელია, მაგრამ გვპირდებიან, რომ ისინი უფრო ეკონომიურები გახდებიან. მოცემული მოდელის გაყიდვები იაპონიაში რამოდენიმე დღეში დაიწყება.

                                                                  წყარო: Driver.ge

Subaru -მ WRX STI უფრო მძლავრი გახადა


Subaru -მ ტოკიოს ავტოშოუს სტუმრები WRX STI -ის სპეცვერსიით გაახარა – სუპერსედანმა მიიღო S207 პრეფიქსი და ბევრი ტექნიკური განახლება, მათ შორის დამატებითი სიმძლავრეც. ნაადრევად ნუ გაგიხარდებათ – ასეთი STI -ები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ შიდა ბაზარზე, ანუ გაიყიდება მხოლოდ იაპონიაში.

ყველაფერთად ერთად ავტომობილი ლიმიტირებული რაოდენობით გამოვა და შეადგენს 400 ეგზემპლარს. აქედან დაახლოებით ასი ავტომობილი აღჭურვილი იქნება NBR Challenge Package -თი, რომელიც ითვალისწინებს ყვითელ ფერს და სხვა კოსმეტიკურ შტრიხებს. ხოლო დანარჩენებისთვის განკუთვნილია საფირმო ლურჯი ფერი.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, აქ უნდა აღინიშნოს დამატებითი 28 ცხ.ძ.  და თითქმის 40 ნმ გამწეობა (საერთო ჯამში 328 ცხ.ძ. და 431 ნმ), რომელსაც გამოიმუშაებს 2 ლიტრი მოცულობის ძრავა – ეს ყველაფერი ახალი “ტვინის”, ტურბინის, სხვა დგუშებისა და სპორტული გამოსაბოლქვი სისტემის დამსახურებაა.

                                                               წყარო: Driver.ge