Friday, March 31, 2017
რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან
თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად.
პირველი: გავზარდოთ ტაქტი.
მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი.
მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით.
ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.
Nitro-burning და Top fuel ძრავების პრინციპი იგივეა - ძრავი დაპროექტებულია ისე, რომ დაწვას ნიტრომეთანი ბენზინის მაგივრად. მათთვის ვინც ქიმიაში ერკვევა ბენზინის ფორმულაა C8H18, ხოლო ნიტრომეთანის CH3NO2. ისევე როგორც ბენზინი და ჰაერი არის შერეული ერთმანეთში რათა მოხდეს აფეთქება, ნიტრომეთანიც ასევე შერეულია აზოტის ქვეჟანგთან.
ნიტრომეთანის უდიდესი უპრატესობა არის ის, რომ ძრავში თითოეული აფეთქებიდან შეგიძლიათ მიიღოთ უფრო მეტი ცხენის ძალა. მართალია იგი ნაკლებად ენერგეტიკულია ვიდრე ბენზინი, მაგრამ შეგიძლიათ დაწვათ უფრო მეტი ნიტრომეთანი ცილინდრში. რაც უდრის მეტ ძალას თითოეულ ტაქტში. ზოგადად საჭიროა 6.8 ლიტრი ჰაერი რათა დაიწვას 0.4 ლიტრი საწვავი, ხოლო ნიტრომეთანის შემთხვევაში კი 0.7 ლიტრი ჰაერი 0.4 ლიტრისთვის. რაც ნიშნავს, რომ ბენზინთან შედარებისას, შეგიძლიათ შეაფრქვიოთ 8ჯერ მეტი ნიტრომეთანი ცილინდრში და მიიღოთ სრული წვა. ეს უფრო თეორიულად, მაგრამ რეალურად რადგანაც იგი ვერ არის ბენზინივით მასიური ენერგიის პირობებში, მასზე 2.5ჯერ უფრო მძლავრია. ასევე შეგიძლიათ ორმაგად ან სამმაგად შეცვალოთ ცხენის ძალები საწვავის შეცვლით, რაც დიდი გაუმჯობესებაა.
ჩვეულებრვივ დრაგის სარბოლო მანქანების ტაქტი 8.9 ლიტრს უდრის, არის სუპერჩარჯირებული და გამოიმუშავებს 6.000 ცხენის ძალას. შეუძლია დაწვას დაახლოებით 4 ლიტრი ნიტრომეთანი წამში, მიახლოებით ეს იგივეა ორი ჩაის კოვზი ნიტრომეთანის ჩაღვრა თითოეულ ცილინდრში.
ასევე მას ერთ-ერთი საინტერესო უნარი გააჩნია: ბენზინივით სწრაფად არ იწვის. იგი იმდენად ნელა იწვის, რომ ვერ ასწრებს მთლიანად დაწვას როდესაც ჯერ კიდევ ცილინდრშია და სარქველები იღება. ასე რომ, გამოსაბოლქვ სისტემას ჯერ კიდევ აფეთქების სტადიაში მყოფი ნიტრომეთანი გამოაქვს ძრავიდან. ზუსტად ამის გამო ვხედავთ ხოლმე მაყუჩიდან ცეცხლსროლას.