• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Showing posts with label Mazda. Show all posts
Showing posts with label Mazda. Show all posts

Friday, March 2, 2018

Mazda როტორულ ძრავს აბრუნებს


როგორც ცნობილი გახდა, Mazda როტორულ ძრავს მომდევნო წელს ისევ დააბრუნებს. ამასთან, კვლევებისა და განვითარების ხელმძღვანელი კიოში ფუჯივარა ამბობს, რომ მწარმოებელი მის პირველ ელექტრო ავტომობილს 2019 წელს წარადგენს და ზუსტად ამ მიზეზით დასჭირდებათ მათ ზემოთხსენებული როტორული ძრავაც. როგორც უკვე მიხვდით ეს არათუ დამოუკიდებელი ძრავა, არამედ ელექტრო ძრავის გენერატორი იქნება, რომელიც მას დამუხტავს.

მანამდე, კომპანიამ ჰიბრიდული სერიის კონფიგურაციის პროტოტიპთა დემონსტრაცია მოახდინა და მისი ეს ძალური კონფიგურაცია უკვე გამოიყენება რამოდენიმე ავტომობილში, BMW i3 REx-ის ჩათვლით, რომელსაც 2 ცილინდრიანი შიგა წვის ძრავი აქვს გენერატორად.


როტორული ძრავის გამოჩენის ძირითადი მიზეზი  მისი წონა და კომპაქტური დიზაინია, ასევე ე.წ "მშვიდი მუშაობა". გარდა ამისა მან განმარტა, რომ ისინი ელექტრო ავტომობილს თვითონ შექმნიან, სხვა კომპანიებთან თანამშრომლობის მაგივრად.

Mazda-ს უკანასკნელი ავტომობილი, რომელსაც როტორული ძრავა გააჩნდა RX-8 იყო, რომელიც მოუწიათ მიეტოვებინათ საწვავის გამოყენების არასაკმარისი ეფექტურობისა და გამონაბოლქვის მიზეზით. თუმცა, მწარმოებელი ტექნოლოგიის განვითარებას კვლავ განაგრძობს და როგორც ძალური დანადგარების უფროსი მითსუო ჰიტომი ამბობს, ისინი პარალელურად ახალ ავტონომიურ როტორულ ძრავაზეც მუშაობენ, რომელიც სამომავლო მოდელებზე იქნება გამოყენებული. ასევე დასძენს, რომ თუკი რაიმე შეიცვლება და არ იქნება არანაირი გეგმა მათი წარმოებაში ჩაშვების, ისინი მაინც შექმნიან ახალ ძრავს.

Monday, January 29, 2018

Mazda-ს შემდეგი თაობის ძრავა უფრო სუფთა იქნება ელექტო ავტომობილთან შედარებით


ალბათ Mazda ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ცდილობს შიგა წვის ძრავების გადარჩენას. რაზეც მისი სადებიუტო, Skyactiv-X SPCCI-იც  მეტყველებს. თუმცა, მწარმოებელი მხოლოდ ამას არ სჯერდება და ამავდროულად ახალ შიგა წვის ძრავაზე - Skyactiv-3 -ზე მუშაობს. რომელიც როგორც იგი ამბობს, უფრო სუფთა იქნება ვიდრე ელექტრო ავტმობილები.

მითსუო ჰიტომის თქმით, სისტემის მთავარი არსი  არის ის, რომ გაზარდონ ძრავის მარგი ქმედება 56%-მდე. თუკი ყოველივე ეს მიიღწევა, მაშინ Skyactiv-3 იქნება პირველი შიგა წვის ძრავა, რომელიც უმეტეს ენერგეტიკულ (საწვავის) ენერგიას გარდაქმნის ძალაში, ვიდრე ხახუნსა და თბოგამტარობაზე.

დღესდღეისობით, უმაღლესი მარგი ქმედების მქონე შიგა წვის ძრავა ეკუთვნის Mercedes-AMG ფორმულა ერთის ჯგუფს - 50% ოდენობამდე, სტენდზე. თუმცა AMG იმედს იტოვებს, რომ პრაქტიკაში 41% -ს მაინც მიაღწევენ, რაც მათ ძრავს ყველაზე მაღალი მარგი ქმედების მქონედ გახდის.

საბოლოო ჯამში, Mazda-ს ახალი მიზანი, 27%-ით გაუმჯობესებულია მათ მიმდინარე ძრავებთან შედარებით. ჰიტომის არ უთქვია თუ როდის ჩაეშვება წარმოებაში ან რა იმედით და როგორ მაიღწევენ ამ გაუმჯობესებას.

თუკი კომპანია ყოველივე ამას შეძლებს, ამით დაეხმარება შიგა წვის ძრავებს გააგრძელონ ბრძოლა გადარჩენისთვის.

Wednesday, December 9, 2015

Mazda MX-5 იაპონიაში წლის ავტომობილად იქცა


იაპონიაში ჩატარდა კონკურსი “წლის ავტომობილი”, სადაც 2015 წლის საუკეთესო ავტომობილად აღიარეს ახალი თაობის Mazda MX-5.

ჟიურის, რომელიც შედგებოდა 60 წევრისგან, უნდა აერჩია საუკეთესო 45 მოდელიდან. აქედან 24 იაპონური წარმოების იყო, 18 ევროპული, ხოლო 3 ამერიკული. ფინალამდე ასევე მიაღწიეს ისეთმა ავტომობილებმა, როგორებიცაა:

BMW 2-Series Active Tourer, Jaguar XE, Fiat 500X, Tesla Model S P85D, Nissan X-Trail, Honda S660, Suzuki Alto, Subaru Outback/Legacy და Toyota Sienta.


                                                          წყარო: Driver.ge

Tuesday, October 13, 2015

Mazda Furai - ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ავტომობილი ისტორიაში


Mazda Furai - ერთ-ერთი ყველაზე "ტრაგიკული" ავტომობილიმანქანა ისტორიაში, რომელიც კონცეფთ ავტომობილის სახით მოგვევლინა და შემუშავავებულია კომპანია მაზდას მიერ 2007 წლის 11 დეკემბერს, ხოლო დებიუტი შედგა 2008 წელს ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ავტო შოუზე დეტროიტში.

Furai იაპონურად " ქარის ხმას" ნიშნავს და იგი იყო მეხუთე და უკანასკნელი კონცეფთ ავტომობილია რომელიც Mazda-მ შექმნა მოყოლებული 2006 წლიდან. ძარა შემუშავებული იყო "Courage Competition-ის C65" ლე-მანი პროტოტიპის მოდელზე, რომელიც "Mazda-მ უკანსაკნელად გამოიყენა ამერიკის ლე-მანის რბოლების 2 სეზონში. აღჭურვილი იყო ახალი თაობის 20B ტიპის როტორული ძრავით დაფუძვნებული გერმანულ Wankel-ზე, რომელიც გამოიმუშავებდა 450 ცხენის ძალას(340კვ) და მოიხმარდა  E100 ტიპის ეთანოლის საწვავს.

2013 წლის 29 ნოემბერს "Top Gear-ს" მიეცა შესაძლებლობა მოემზადებინა ამბავი მასზე მაგრამ ზემოთხსენებული ვერ მოხერხდა. მიზეზად დასახელდა მანქანის აალება ფოტოსესიის დროს რის შემდეგადაც დაიწვა (სულ რაღაც 1 ეგზემპლარი იყო შექმნილი) "Bentwaters Parks-ში" 2008 წლის 19 აგვისტოს, დროით დილის 11:52. დამწვარი ნარჩენების ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.