• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Showing posts with label Dodge. Show all posts
Showing posts with label Dodge. Show all posts

Friday, April 19, 2019

FCA 320.000 Dodge Dart-ს უკან იწვევს


დღეს Fiat Chrysler-მა განაცხადა 320.000 Dodge Dart-ის უკან გაწვევაზე, რომელსაც ტრანსმისიაზე - კერძოთ გადაცემათა კოლოფზე აქვს პრობლემა. 

უფრო კონკრეტულად, დეფექტურ სავიბრაციო იზოლატორში შემავალი კაბელი შეიძლება გათავისუფლდეს და გადაცემათა კოლოფიდან განცალკევდეს. რასაც მოყვება სიჩქარისა ან/და პარკინგში არ გადართვა და ავტომობილის დაგორება. 

კომპანიის განმარტებით პრობლემა კაბელის იზოლატორშია, რომელიც შესაძლოა დეგრადირდეს ხანგძლივი გარემო სითბოს გამოყოფის ან ტენიანობის მიზეზით.

აღნიშნული გაწვევა ეხება 298.000 შტატების, 20.117 კანადის, 3.400 მექსიკის და 900 ჩრდილო ამერიკის გარეთ მყოფი 2013 წლიდან 2016-მდე მყოფ მოდელებს, რომლებსაც ავტომატური გადაცემათა კოლოფი გააჩნიათ.

კომპანიას ჯერ-ჯერობით არ უთქვამს თუ როდის დაიწყება შეკეთება. მანამ კი, მფლობელებს ურჩევს დარწმუნდნენ, რომ ძრავას გათიშვის შემდეგ ხელის მუხრუჭი არის მოქმედებაში მოყვანილი.

აღნიშნული შეკეთების სერვისი სრულიად უფასო იქნება.

Saturday, December 12, 2015

ექსპერტებმა მსოფლიოში საუკეთესო ძრავები დაასახელეს


ამერიკულმა გამომცემლობა Ward’s Auto -მ გამოაქვეყნა მსოფლიოში 10 საუკეთესო ძრავის რეიტინგი. პრეტედენტების სია შედგებოდა 31 ძალური აგრეგატისგან. მათგან 10 შარშანდელ კონკურსშიც მონაწილეობდა, ხოლო დანარჩენი 21 იყო ახალი და განახლებული აგრეგატი. ავტომობილები, რომლებზეც ყენდებოდა ძრავები უნდა ყოფილიყვნენ სერიულები და მათი ღირებულება უნდა შემდგარიყო არაუმეტეს 61 000 დოლარისგან.
ძრავებზე ტესტები ჩაატარეს Ward’s Auto -ს რედაქტორებმა ამ წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში. მათ შეაფასეს სიმძლავრე, ბრუნვითი მომენტი, ეკონომიურობა, ხმაური და ძრავის სხვა მახასიათებლები. “დიზელის სკანდალის” გამო კონკურსიდან მოხსნილი იქნა Volkswagen -ის ძრავები.
TOP 10 ძრავების სია კი შემდეგია:
  1.  3.0 ლ. Turbo DOHC I-6 (BMW 340i)
  2.  3.6 ლ. DOHC V-6 (Chevrolet Camaro/Cadillac ATS)
  3.  1.5 ლ. DOHC 4-cyl./120-kW Drive Motor (Chevrolet Volt EREV)
  4.  5.2 ლ. DOHC V-8 (Ford Shelby GT350 Mustang)
  5.  2.0 ლ. DOHC 4 ცილ./50კვტ. Drive Motor (Hyundai Sonata PHEV)
  6.  3.5 ლ. DOHC V-6 (Nissan Maxima)
  7.  3.0 ლ. Turbodiesel DOHC V-6 (Ram 1500 EcoDiesel)
  8.  2.0 ლ. Turbocharged DOHC 4 ცილ. Boxer (Subaru WRX)
  9.  1.8 ლ. DOHC 4-cyl./53-kW Drive Motor (Toyota Prius HEV)
  10.  2.0 ლ. Turbo/Supercharged DOHC 4 ცილ. (Volvo XC90)

                                                                       წყარო: Driver.ge

Tuesday, December 8, 2015

“Dodge Viper”-ი დარტ ვეიდერის ტუნინგით

“Dodge Viper”-ს საკულტო ფილმის “Star Wars”-ის მეშვიდე სერიის გამოსვლასთან დაკავშირებით დარტ ვეიდერის ტუნინგი გაუკეთდა.

სარეკლამო რგოლში, რომელიც სააგენტო “Doner”-მა გადაიღო “Dodge Viper”-თან ერთად “Dodge”-ის სხვა ავტომობილებიც გამოჩდნენ, რომლებიც “Star Wars”-იდან იმპერიის მებრძოლებს განასახიერებდნენ.

“Fiat Chrysler”-ი იმ იღბლიან მწარმოებელთა სიაში მოხვდა, რომლებთანაც “Disney” და “Lucas Films”-მა სარეკლამო კამპანიის “ძალის გაღვიძების” ფორმატში  კონტრაქტი გააფორმეს.

Wednesday, September 2, 2015

Dodge Charger concept


წარმოგიდგენთ Dodge Charger concept-ს, რომელიც ტრადიციულ რეტრო სტილშია შექმნილი.

• აღჭურვილიa 5.7 ლიტრი მოცულობის V8 HEMI ძრავით. თუ თქვენ ასევე დაამატებთ დამატებით 3,600$-ს თქვენი RT ვერსია მიიღებს SXT-ის სტანდარტულ მახასიათებლებს. ასევე იგივე 5.7 ლიტრი მოცულობის HEMI ძრავს, 370 ცხენის ძალით და 395 ტორქვეთი.
•პლიუს ამას TorqueFlite-ს 8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი.
•რაც შეეხება ექსტერიერს - ბამპერები და სპოილერი გაძლიერებული იქნება, ასევე ექნება ალუმინის 20 დიუმიანი დისკები, ორმაგი გამოსაბოლქვი სისტემა, გაძიერებული ამორტიზაცია და მანქანის ფერი სპოილერი.

Dodge Dakota-ს აცოცხლებს


Dodge წინ მიიწევს და ახალი მოდელით წარმოგვიდგება. Dodge dakota რომელიც პირველად 1987 წელს მოევლინა, განაგრძობს განვითარებას.

•როგორც გეგმავენ ძრავის ტიპი იქნება V6 სხვა დანარჩენი უცნობია.
•ასევე განაცხადეს რომ წვა იქნება 30 ლიტრზე ნაკლები.
•სხვა ტექნიკური მახასიათებლები ჯერ-ჯერობით უცნობია.
•გაყიდვები დაიწყება 2016 წლის დასაწყისში.

პირველი "ჯოჯოხეთის კატა"

სურათზე წარმოდგენილია პირველი "ჯოჯოხეთის კატა", სრული სახელით Coronet Super Bee 440 Six Pack. 390 ცხენით, 4 სიჩქარიანი გადაცემატა კოლოფით და რაღათქმაუნდა V8 ძრავით.

Dodge აპირებს შეცვალოს Challenger-ი ახალი მოდელით, რომელიც აღადგენს დავიწყებულ Barracuda-ს.


ჭორების მიხედვით Dodge აპირებს შეცვალოს Challenger-ი ახალი მოდელით, რომელიც აღადგენს დავიწყებულ Barracuda-ს
.
•აქედან გამომდინარე Challenger-ი დარჩება მეორე გენერაციაში.
•ზემოთხსენებულ მანქანას ექნება გაძლიერებული შასი და უფრო მოჭიმული ამორტიზაცია.
•Challenger-ის მოდელი SRT8 დატოვებს R/T-ს, რომელსაც ჩაანაცვლებს Barracuda-ს ახალი მოდელი (ეს Hellcat Challenger-ს არ ეხება).
•ასე რომ ახალ Barracuda-ს ექნება უკეთესი და უფრო თანამედროვე მონაცემები ვიდრე ამჟამინდელ SRT8-ს.
.

Dodge Ram 1500 "მეამბოხე"


Dodge-მ წარადგინა თავისი ახალი ყველგანმავალი Dodge Ram 1500, რომელსაც "მეამბოხე" უწოდა და ტრადიცია "სწორი ნაწილი, სწორ ადგილას" მიხედვით შექმნა.
მან "მეამბოხით" პასუხი გასცა Ford-ის F-150 FX4-ს და Chevrolet-ის Silverado Z27-ს.

მონაცემები:

მისთვის განკუთვნილია 2 ტიპის ძრავი:
•3,6 ლიტრის მოცულობის V6 ტიპი, 305 ცხენით და 269 ნიუმეტრი ტორქვეთი.
•5,7 ლიტრის მოცულობის V8 ტიპი, 395 ცხენით და 410 ნიუმეტრი ტორქვეთი.
•ორივე ძრავისთვის განკუთვნილია 8 საფეხურიანი ავტომატური კოლოფი.
•მაქსიმალური სიჩქარე: 170 km/h
•ამორტიზაციის სისტემა "air-ride" სტანდარტულია, და 1 ინჩით გაზრდილია.
•ინჟინრებმა შეანელეს მოხვევის სისტემა უკეთესი off-road კონტროლისთვის.
•ასევე აღჭურვილია 17 დიუმიანი Toyo Open Country A/T საბურავებით.
•წონა:2517 კილოგრამი
•ღირებულება: 44,000$