• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Showing posts with label Lamborghini. Show all posts
Showing posts with label Lamborghini. Show all posts

Thursday, March 31, 2016

Lamborghini-მ მე-5000 Aventador-ი გამოუშვა


(SmartBox) Lamborghini-ს ფლაგმანმა სუპერ ავტომობილმა Aventador-მა მნიშვნელოვანი ზღვარი გადალახა – იტალიურმა კომპანიამ ის უკვე 5 000 ცალი დაამზადა. ამგავარად, ის წინამორბედ Murcielago-ზე პოპულარული გახდა. ცნობისათვის, Murcielago ათი წლის განმავლობაში, თითქმის 4 000 ცალი გაიყიდა. Aventador-ს კი ხუთ წელიწადში 5 000 მყიდველი გამოუჩნდა.

მე-5 000 ავტომობილი არის Aventador LP700-4 Roadster-ი, რომელიც წითელ (როსო ბია) ფერშია შეღებილი, რომელიც პირველად Aventador LP750-4 Superveloce-ზე გამოიყენეს. ფერი ოქროს ნაწილაკებს შეიცავს, რომელიც ძარის ზედაპირს განსაკუთრებულ ელვარებას ანიჭებს. ეს გამორჩეული ავტომობილი იტალიაში დარჩება, რადგან ის სწორედ აპინინზე შეუკვეთეს.

საინტერესოა, რომ Aventador-ს ჯერაც წინ ელის განახლება, რაც სანტ’აგატა ბოლონეზელებს იმედს აძლევს, რომ ამ ავტომობილის გაყიდვები 10 000-ს მიუახლოვდება. განახლების გარდა, კომპანია კიდევ ერთი სპეც ვერსიის გამოშვების მიზანშეწონილებას განიხილავს. შემდგ კი ბაზარზე Aventador-ის შემცვლელი გამოვა.

მართალია, Aventador-ი უკვე ხუთი წლისაა, ის მაინც შესაშური მახასიათებლებით გამოირჩევა. მისი 6.5-ლიტრიანი V12 ატმოსფერული ძრავი, 700 ცხენის ძალას და 690 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან დაკავშირებულია 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური ტრანსმისია, რომელიც მამოძრავებელ ძალას ოთხივე ბორბალს უნაწილებს. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 2.9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 350 კილომეტრს აღწევს.

                                                                   წყარო: SmartBox

Friday, March 25, 2016

Lamborghini Centenario ოფიციალურად


კომპანია Lamborghini-ი დამაარსებელი Ferrucio–ს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. Aventador SV–ს ბაზაზე აწყობილ Centenario–ს, კარბონის ექსტერიერი გააჩნია და მისი მაქსიმალური წონა 1.520 კილოგრამს იწონის, მისი წონის და სიმძლავრის ფარდობა კი 1.97 კილოგრამს შეადგენს 1 ცხენისძალაზე. კარბონის დეტალებმა ადგილი ექსტერიერში მხოლოდ წონის გამო არ დაიკავეს, მათ აგრესიული და ძალიან აეროდინამიკური ვიზუალიც შექმნეს, რაც აუმჯობესებს ავტომობილის პერფორმანსს.

ცვლილებები ინტერიერსაც შეეხო სადაც 10.1 ინჩიანი თაჩსქრინი, ძვირფასი ტყავი და კარბონის დეტალები ჩამონტაჟდა.

რაღა თქმა უნდა 6.5 ლიტრიანმა V12–მაც გარკვეული მოდიფიკაციები გაიარა და მას ამჯერად 770 ცხენისძალა გააჩნია. Centenario–ს 0–100 კმ/სთ–მდე ასაჩქარებლად 2.8 წამი სჭირდება, 0–300 კმ/სთ–მდე კი 23.5 წამი, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ–ს შეადგენს.

აღსანიშნავია უკანა თვლების მოხვევის სისტემა და ახალი სამუხრუჭე სისტემა, რომელიც ცენტენარიოს 100 კმ/სთ–დან 30 მეტრში ჩერდება, ხოლო 300 კმ/სთ–დან 290 მეტრში.

Lamborghini, Centenario–ს მხოლოდ 40 ერთეულად გამოუშვებს რომელთაგან 20 როდსტერი იქნება. თითქმის ყველა მათგანი უკვე გაყიდულია საწყის ფასად 1.9 მილიონი.

Monday, March 7, 2016

Lamborghini-ს ახალი ექსკლუზიური სუპერ ავტომობილი


Centenario – ასე ჰქვია Lamborghini-ს კიდევ ერთ საოცარ ავტომობილს, რომელიც იტალიურმა კომპანიამ თავისი დამაარსებლის, ფერუჩო ლამბორგინის დაბადებიდან ასი წლის იუბილეს მიუძღვნა. სანტ’აგატა ბოლონეზელები ამ ავტომობილს მხოლოდ 40 ცალს დაამზადებენ, რომელთაგან ნახევარი კუპე იქნება და ნახევარიც – როდსტერი. თითოეულის ფასი 1.75 მილიონი ევროა და ისინი უკვე გაყიდულია!


Centenario კარბონის კომპოზიტის მონოკოკური სტრუქტურის ბაზაზე დამზადდა, რომელიც Aventador-ის შესაბამისი სტრუქტურის მოდიფიცირებული ვერსიაა. მას ძარაც კარბონის აქვს. იმის მიუხედავად, რომ უზარმაზარი V12 ძრავითაა აღჭურვილი, ავტომობილი მაინც „მხოლოდ“ 1520 კილოგრამს იწონის. ეს კი 55 კილოგრამით ნაკლებია Aventador-ის წონაზე.

 Centenario-ს სიგრძე 4 924 მილიმეტრია, სიმაღლე კი – 1 143 მილიმეტრი. ანუ, Aventador-ზე 144 მილიმეტრით გრძელი და 7 მილიმეტრით მაღალია. ავტომობილი აეროდინამიკური ელემენტებითაა აღჭურვილი, რომლებიც მის გარსშემოდენილ ფორმას უზრუნველყოფენ. მათ შორისაა წინა და უკანა დიფუზორები, წინა და გვერდითა სპლიტერები, ორივე კარის უკან მოთავსებული ჰაერის ამღები, რომლებითაც, ახალ Ford GT-ს ჰგავს, ასევე სახურავზე მოთავსებული ჰაერის ამღები და დასაკეცი უკანა ფრთა, რომელიც 150 მილიმეტრის სიმაღლეზე ამოდის და დახრის კუთხეს 15 გრადუსით იცვლის.


უკანა ზორბა დიფუზორის სტრუქტურაში მოთავსდა სამმაგი გამოსაბოლქვი, უკანა ფარებს კი დაწოლილი Y-ის ფომა აქვს. „ჩენტენარიოს“ წინა ბორბლები 20-დუიმიანია, უკანები კი – 21-დუიმიანი. ისინი ალუმინისგან არის ჩამოსხმული და გაჩარხული და Pirelli-ს მარკა Pzero რეზინითაა შემოსილი, რომელბიც სპეციალურად ამ ავტომობილისთვის არის შემუშავებული.

 ავტომობილს მამოძრავებელი ძალით 6.5-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავი უზრუნველყოფს, რომლის სიმძლავრეც 770 ცხენის ძალაა. ამგვარად, ეს არის „ლამბორგინის“ მიერ სერიული ავტომობილებისთვის შემუშავებული ყველაზე მძლავრი აგრეგატი. მისი დახმარებით, „ჩენტენარიოს“ ადგილიდან ასის ასაკრეფად 2.8 წამი ჰყოფნის, სამასს კი 23.5 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე საათში 350 კილომეტრია. გარდა ამისა, 100 კმ/სთ სიჩქარიდან სრულ გაჩერებამდე მხოლოდ 30 მეტრი ჰყოფნის, 300 კმ/სთ-დან გაჩერებამდე კი – 290 მეტრი.


და ბოლოს, Centenario-ს ოთხივე ბორბალი მართვადია. დაბალი სიჩქარით მოძრაობისას, უკანა ბორბლები საპირისპირო მიმართულებით მოტრიალდება, რაც ვიწრო ადგილზე მოხვევას აადვილებს. მაღალ სიჩქარეზე კი უკანა ბორბლებიც წინების მიმართულებით (ოღონდ არა ისეთივე კუთხით) ტრიალდება, რაც მოსახვევების უკეთ გავლის საშუალებას იძლევა.
წყარო:Smartbox

Sunday, December 6, 2015

Lamborghini Urus-ი V8 წყვილ ტურბოიანი ძრავით აღიჭურვება


მაშ ასე, გადაწყდა, ტურბო ეპოქა ლამბორგინისთვისაც იწყება და მას უგზოობის მოდელი Urus-ი გახსნის. ბრიტანულ გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას, ლამბორგინის მთავარმა აღმასრულებელმა სტეფან ვინკელმანმა და ამავე კომპანიის კვლევისა და განვითარების ცენტრის უფროსმა მაურიციო რეჯანიმ დაადასტურეს, რომ Urus-ის მამოძრავებელ ძალას, 4.0-ლიტრიანი V8 წყვილ ტურბოიანი ძრავი მიანიჭებს.


იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფი აჩქარება შეძლოთ და უგზოობაში მოძრაობისას, სწრაფადვე მოახერხოთ კრიტიკული სიტუაციიდან თავის დაღწევა, მაღალი მაბრუნი მომენტი დაგჭირდებათ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ უგზოობის სპორტული ავტომობილისთვის საუკეთესო არჩევანი, ტურბო კომპრესორით აღჭურვილი ძრავი იქნება. ის უნდა იყოს მსუბუქიც და მძლავრიც და დაბალ ბრუნვებზე, მაღალი მომენტი უნდა გააჩნდეს“, – ამბობს რეჯანი და დასძენს, რომ ტურბო ძრავით აღჭურვილ პროტოტიპს უკვე გავლილი აქვს სატრეკო ტესტები, უგზოობის პირობებში ტესტები კი გაზაფხულზე დაიწყება.

ვინკელმანის თქმით, რვაცილინდრიანი აგრეგატი სრულიად ახალია და მას ფოლკსვაგენის ჯგუფის არცერთი სხვა ბრენდი არ გამოიყენებს. ის ასევე დასძენს, რომ Urus-ს კონცეპტუალურ ვერსიასთან (რომლის პრემიერაც სამი წლის წინათ, პეკინის მოტორ შოუზე შედგა) შედარებით, გარეგნობაც შეუცვალეს. ვინკელმანი ირწმუნება, რომ Urus-ი მსოფლიოში უსწრაფესი უგზოობის ავტომობილი გახდება.


Urus-ი იმავე პლატფორმაზე აიგება, რომელიც საფუძვლად Audi Q7-ს და ბენტლი ბენტაიგას უდევს. „ლამბოს“ უგზბის ავტომობილის ბაზარზე გამოსვლამდე, უსწრაფესის სახელს სწორედ „ბენტაიგა“ მოიხვეჭს, რომლის წარმოებაც ქრიუში (ბრიტანეთი) ახლახანს დაიწყო. ეს ავტომობილი 6.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი W12 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 608 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 4.1 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 301 კილომეტრია.

და ბოლოს, ურუსის გაყიდვები სავარაუდოდ 2018 წელს დაიწყება, სერიული ვერსიის პრემიერა კი იმავე წელს, ჟენევის მოტორ შოუზე შედგება.
                                                                                        წყარო: SmartBox

Lamborghini-მ ავტომობილის სახელ Egoista-ზე პატენტი აიღო


სტელსის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის სტილში შესრულებული კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად Egoista, Lamborghini-მ 2013 წელს შექმნა და ის თავისი დაარსებიდან 50 წლის იუბილეს მიუძღვნა. ეს არის ყველაზე გიჟური ავტომობილი მათ შორის, რაც კი ადამიანს ოდესმე შეუქმნია. და ალბათ ბევრისთვის სასურველი. მაგრამ აქამდე, სანტ’აგატა ბოლონეზელები მის წარმოებას არ აპირებდნენ და რამდენიმე გამოფენაზე მისი წარდგენის შემდეგ, საკუთარ მუზეუმში დააბინავეს.


მაგრამ მალე შეიძლება მათი გადაწყვეტილება შეიცვალოს. ამ ვარაუდის საფუძველს ის გარემოება იძლევა, რომ ახლახანს, ლამბორგინიმ სახელი Egoista დააპატენტა. საპატენტო ცნობაში აღნიშნულია, რომ იტალიურ კომპანიას სახელი Egoista ავტომობილების და სატრანსპორტო საშუალებათა გრაფაში აქვს რეგისტრირებული, რაც შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ Egoista სახელით მყიდველს მალე ახალ ავტომობილს შესთავაზებენ.

მაგრამ ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ ავტომწარმოებლები ამათუიმ სახელს მხოლოდ იმისთვის აპატენტებენ, რათა ის სხვებმა არ გამოიყენონ. მაგრამ შესაძლოა, Lamborghini-მ თავის კონცეპტზე იმდენად კარგი გამოხმაურება მიიღო, რომ მისი წარმოება მართლაც ჩაიფიქრა. თუ მართლაც ასეა, მაშინ Egoista ძალიან შეზღუდული ტირაჟით დამზადდება და საკმაოდ ძვირი ეღირება.


Lamborghini-ს ძალიან შეზღუდული რაოდენობით ავტომობილები ხშირად გამოუშვია. ასეთებია „ვენენო“ და „ვენენო როდსტერი“, „სესტო ელემენტო“ და „რევენტონი“ და „რევენტონ როდსტერი“. რაც შეეხება კონცეპტ Egoista, ის 5.2-ლიტრიანი V10 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 600 ცხენის ძალას იძლევა. ამ ძრავს „ლამბო“ მოდელ „ურაკანზე“ იყენებს.
                                                                                      წყარო: SmartBox

Sunday, September 6, 2015

Lamborghini Huracan Spyder To Debut At Frankfurt?


Lamborghini have released a teaser video named "The Sky Will Never Be The Same". The video ends with a date of a live press conference that will take place on 15th September at 12:20CET. This date is one of the press days for the Frankfurt IAA due to take place later this month 



With the Aventador SV Roadster already unveiled, and the next Lamborghini hypercar, the LP770-4 Centenario due to be unveiled in Geneva, the only other models fans believe could be revealed is the HUracan Spider. It is also a logical model to release, with Ferrari recently announcing their 488 Spiderm amd Mclaren's 650S already on the market, Lamborghini require a convertible to complete in this luxury market.


The folding Roof is expected to be fabric, unlike thee metal roofs on it's competitors vehicles. This will however have much smaller effect on the Huracan's performance, which is expected to be powered by the same 5.2L V10, producting 601 BHP. Only time will tell if the Spider will be Lamborghini's next release!

                                                                           Source: The Supercarkids

Lamborghini Huracan-ის დებიუტი ფრანკფურტში?


"ლამბორგინიმ" გამოაქვეყნა ვიდეო სახელწოდებთ "ცა არასდროს იქნება იგივე". ვიდეო მთავრდება პრეს კონფერენციის თარიღით რომელიც გაიმართება 15 სექტემბერს. ეს თარიღი არის ერთ-ერთი პრესის დღე ფრანკფურტისთვის, რომელიც გეზს მომდევნო თვეს იღებს.


"Aventador SV Roadsterის" უკვე საზეიმოდ წარდგენა, ასევე ახალი ჰიპერქარ "LP 770-4 Centenarioს" რომელიც იქნება წარმოდგენილი ჟენევაში, ამის გათვალისწინებით ფანები ფიქრობენ რომ ისინი წარმოადგენენ "Huracan Spider" ვერსიას. და ეს ლოგიკურიცაა, რადგან "ფერარიმ" ესესაა დაანონსა თავისი "488 spider-ი" და "Mclaren-ის 650S" უკვე მაღაზიებშია, "ლამბორგინს" ესაჭიროებოდა Convertible რომ ყოფილიყო ამ მდიდარ მაღაზიაში.


დასაკეცი ჭერი სავარაუდოდ ქსოვილის იქნება, განსხვავებით მეტალის ჭერისგან რომელიც მის კონკურენტებს გააჩნია. ამას მცირე ეფექტი ექნება "Huracan-ის" წარმოდგენაზე, რომელიც მოსალოდნელია აღჭურვილი იყოს იგივე 5.2 ლიტრი მოცულობის V10 ძრავით რომელიც გამოიმუშავებს 601 ცხენის ძალას. მხოლოდ დრო გვეტყვის თუ "Spider-ი" იქნება "ლამბორგინის" შემდეგი გამოშვება.

Saturday, September 5, 2015

ახალი Lamborghini Centenario LP 770-4


ახალი Lamborghini-ი რომელიც იყო წარდგენილი მონტერეიში გასულ თვეს მცირე წრისთვის, არ ერქმევა SuperVeloce როგორც ამას ფრანგული მედია ავრცელებდა.

მას იგივე დამთხვევა ექნება როგორც Veneno-ს და მხოლოდ 20 ერთეული იქნება დამზადებული, ასევე 10 Spyder ვერსია იქნება ხელმისაწვდომი მაღაზიაში. მანქანა წარდგენილი იქნება ჟენევის ავტო შოუზე მომავალ წელს, ღირებულებით 1.000.000 ევრო.

ფრანგულმა მედიამ ასევე თქვა: "TF1" ადასტურებს რომ "ლამბორგინიმ" გადაწყვიტა სახელის შეცვლა რადგან ამ დროს დაემთხვა კომპანიის დამაარსებლის, ფერუციო ლამბორგინის ასი წლისთავი. გეგმაშია V12 ტიპის ძრავი, 770 ცხენის ძალით.

Wednesday, September 2, 2015

2016 Lamborghini Aventador LP750-4 SV (SuperVeloce)


2016 Lamborghini Aventador LP750-4 SV (SuperVeloce)
იტალიურმა კომპანიამ გადაწყვიტა ახალი Aventador-ის წარმოება, მაგრამ იმ ინფორმაციით შემოიფარგლებიან, რომ მხოლოდ 600 ცალს დაამზადებენ რომლებზეც შეკვეთების მიღება უკვე დასრულებულია.

მისი მონაცემები კი ასე გამოიყურება:
6.5-ლიტრიანი V12 ძრავით (რა თქმა უნდა, ატმოსფერულით) აღიჭურვება, რომელიც 739 ცხენის ძალას და 690 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.
ახალ "SV-ს“ 0-100km/h განვითარება 2.8 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კილომეტრია საათში.
წინამორბედთან შედარებით ახალ "ლამბოს" 49 ცხენის ძალით მეტი ექნება და 50 კილოთი უფრო მსუბუქი იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ იტალიურმა სუპერ ავტომობილმა 6 წუთსა და 59.73 წამში გაიარა ნურბურგრინგის "მწვანე ჯოჯოხეთის“ წრე და ღირსეულად დაიკავა ადგილი სერიული ავტომობილების რეკორდების სიაში რომელსაც porsche 918 spyder უდგას სათავეში 6 წუთსა და 57 წამით.