• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Monday, March 7, 2016

Lamborghini-ს ახალი ექსკლუზიური სუპერ ავტომობილი


Centenario – ასე ჰქვია Lamborghini-ს კიდევ ერთ საოცარ ავტომობილს, რომელიც იტალიურმა კომპანიამ თავისი დამაარსებლის, ფერუჩო ლამბორგინის დაბადებიდან ასი წლის იუბილეს მიუძღვნა. სანტ’აგატა ბოლონეზელები ამ ავტომობილს მხოლოდ 40 ცალს დაამზადებენ, რომელთაგან ნახევარი კუპე იქნება და ნახევარიც – როდსტერი. თითოეულის ფასი 1.75 მილიონი ევროა და ისინი უკვე გაყიდულია!


Centenario კარბონის კომპოზიტის მონოკოკური სტრუქტურის ბაზაზე დამზადდა, რომელიც Aventador-ის შესაბამისი სტრუქტურის მოდიფიცირებული ვერსიაა. მას ძარაც კარბონის აქვს. იმის მიუხედავად, რომ უზარმაზარი V12 ძრავითაა აღჭურვილი, ავტომობილი მაინც „მხოლოდ“ 1520 კილოგრამს იწონის. ეს კი 55 კილოგრამით ნაკლებია Aventador-ის წონაზე.

 Centenario-ს სიგრძე 4 924 მილიმეტრია, სიმაღლე კი – 1 143 მილიმეტრი. ანუ, Aventador-ზე 144 მილიმეტრით გრძელი და 7 მილიმეტრით მაღალია. ავტომობილი აეროდინამიკური ელემენტებითაა აღჭურვილი, რომლებიც მის გარსშემოდენილ ფორმას უზრუნველყოფენ. მათ შორისაა წინა და უკანა დიფუზორები, წინა და გვერდითა სპლიტერები, ორივე კარის უკან მოთავსებული ჰაერის ამღები, რომლებითაც, ახალ Ford GT-ს ჰგავს, ასევე სახურავზე მოთავსებული ჰაერის ამღები და დასაკეცი უკანა ფრთა, რომელიც 150 მილიმეტრის სიმაღლეზე ამოდის და დახრის კუთხეს 15 გრადუსით იცვლის.


უკანა ზორბა დიფუზორის სტრუქტურაში მოთავსდა სამმაგი გამოსაბოლქვი, უკანა ფარებს კი დაწოლილი Y-ის ფომა აქვს. „ჩენტენარიოს“ წინა ბორბლები 20-დუიმიანია, უკანები კი – 21-დუიმიანი. ისინი ალუმინისგან არის ჩამოსხმული და გაჩარხული და Pirelli-ს მარკა Pzero რეზინითაა შემოსილი, რომელბიც სპეციალურად ამ ავტომობილისთვის არის შემუშავებული.

 ავტომობილს მამოძრავებელი ძალით 6.5-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავი უზრუნველყოფს, რომლის სიმძლავრეც 770 ცხენის ძალაა. ამგვარად, ეს არის „ლამბორგინის“ მიერ სერიული ავტომობილებისთვის შემუშავებული ყველაზე მძლავრი აგრეგატი. მისი დახმარებით, „ჩენტენარიოს“ ადგილიდან ასის ასაკრეფად 2.8 წამი ჰყოფნის, სამასს კი 23.5 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე საათში 350 კილომეტრია. გარდა ამისა, 100 კმ/სთ სიჩქარიდან სრულ გაჩერებამდე მხოლოდ 30 მეტრი ჰყოფნის, 300 კმ/სთ-დან გაჩერებამდე კი – 290 მეტრი.


და ბოლოს, Centenario-ს ოთხივე ბორბალი მართვადია. დაბალი სიჩქარით მოძრაობისას, უკანა ბორბლები საპირისპირო მიმართულებით მოტრიალდება, რაც ვიწრო ადგილზე მოხვევას აადვილებს. მაღალ სიჩქარეზე კი უკანა ბორბლებიც წინების მიმართულებით (ოღონდ არა ისეთივე კუთხით) ტრიალდება, რაც მოსახვევების უკეთ გავლის საშუალებას იძლევა.
წყარო:Smartbox