• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Showing posts with label Nissan. Show all posts
Showing posts with label Nissan. Show all posts

Tuesday, March 28, 2017

Nissan-მა ბიუჯეტური NISMO წარადგინა


Nissan-მა წარადგინა ახალი GT-R Track Edition, რომელიც 65.000$-იან "განსხვავებას შეავსებს" GT-R Premium-სა და GT-R NISMO-ს შორის რაც არც მეტი არც ნაკლები 129,585$ ეღირება. მარტივად რომ ვთქვათ ეს არის NISMO-სა და Premium-ის ჰიბრიდი, უფრო კონკრეტულად კი იგი აერთიანებს Premium-ის V6 ტიპის 3.8 ლიტრი მოცულობის წყვილ ტურბო ძრავს 565 ცხენის ძალით და NISMO-ს შასის.


იგი ასევე შეიმოსა NISMO-ს ფრთებით და 20 ინჩიანი დისკებით, რომელსაც აწარმოებს იაპონური კომპანია Rays. აქვს Premium-თან შედარებით ნახევარი ინჩით უფრო ფართო წინა საბურავები, უფრო მტკიცე და დიდი ჭანჭიკებითა დაფიქსირებული ოთხივე საბურავი და კარკასი და სპოილერი, რომელიც 1.4 მილიმეტრით უფრო სქელია ვიდრე Premium-ის, რაც დამატებით სიმტკიცესა და უკეთეს მართვას განაპირობებს. დამატებით მას კარბონის სპოილერი "ეხმარება" გამოირჩეს მთლიან GT-R-თაგან. (ყოველშემთხვევაში ასეა ნათქვამი)


რაც შეეხება ინტერიერს, Nissan-მა გადაწყვიტა აღეჭურვა მაღალი ფიქსირებადი Recaro-ს სავარძლებით, რომელიც იქნება შავი და წითელი ფერის კომბინაციით.


უახლესი GT-R ხელმისაწვდომი იქნება ზაფხულის ბოლოდან.

Thursday, March 31, 2016

განახლებული Nissan GT-R


(SmartBox) უკვე რვა წელია, Nissan GT-R-ი ბაზარზეა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში, თითქმის არ შეცვლილა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ამ ავტომობილს პრაქტიკულად არ აქვს ნაკლი. ყოველი ფეისლიფტინგი მინიმალური გარეგნული ცვლილებებით და სიმძლავრის მცირე მატებით შემოიფარგლება. ნიუ იორკის ავტო შოუზეც, GT-R-ი ოდნავ განახლებული წარსდგა.

დიზაინში ერთი საინტერესო სიახლეა: სუპერ ავტომობილს სედან Maxima-ს რადიატორის ცხაური „გადაუნერგეს“. შეიცვალა წინა და უკანა ბამპერებიც. რაც მთავარია, ისევ 0.26-ის დონეზე დარჩა აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი. სხვა მხრივ, ის ისევ ის „ჯიტიარია“, რომელსაც მთელ მსოფლიოში უამრავი ფანი ჰყავს და რომელსაც მომავალში კლასიკური ავტომობილის თიკუნი არ ასცდება. და თუნდაც ის მინიმალურად იცვლება, მაინც პოპულარობით სარგებლობს.


ძრავიც – 3.8-ლიტრიან იV6 ტურბო, ოდნავ გაძლიერდა. ის ახლა 550-ის ნაცვლად, 570 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავთან წყვილში ისევ ორქუროიანი გადაბმით დაკავშირებული 6-საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფი მუშაობს. ის უფრო რბილად მუშაობს და ნაკლებად ხმაურიანიცაა. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ასის ასაკრეფად 2.8 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 320 კილომეტრს აღწევს.

საგრძნობლად გაიზარდა ავტომობილის მზიდი სტრუქტურის სიმტკიცე და დაიხვეწა საკიდარი. შემცირდა ხმაური, რასაც ხელი შეუწყო ტიტანის გამოსაბოლქვის აღჭურვამ სისტემა „აქტივ საუნდ ენჰანსმენტით“. ამ სისტემის დახმარებით, შესაძლებელია გამოსაბოლქვის ხმაურის რეგულირება. ძრავის სიმძლავრის ზრდას კი, ინჟინრებმა ანთების სისტემის ოპტიმიზებით და ტურბინაში ჩაბერვის წნევის გაზრდით მიაღწიეს.

სიახლეებია სალონშიც. შეიცვალა მულტიმედიური სისტემა და კლიმატ კონტროლი, ასევე მაჩვენებლების დაფა, საჭის რგოლი და გადაცემების შესაცვლელი ბერკეტი. სალონში არსებული გადამრთველების რიცხვი, 27-დან 11-მდე შემცირდა. საერთო ჯამში, ინტერიერი უფრო სადა და სპორტული ხასიათისთვის შესაფერისად მარტივი გახდა.

                                                               წყარო: SmartBox

Wednesday, January 20, 2016

Nissan Skyline R34


ეს ლეგენდარული ავტომობილი 1998 წელს გამოჩნდა , განახლებული სავალი ნაწილით და სხვა განახლებებით. R34 მოკლეა თავის წინამორბედთან შედარებით. გააძლიერეს ტურბოკომპრესორი. სპეციალურად ამ ავტომობილისთვის შეიქმნა 6 საფეხურიანი სიჩქარის კოლოფი GETRAG. V-Spec-ის მოდელებზე დაყენდა ინტერქულერის ტემპერატურის სენსორი. R34 GT-R -ზე დააყენეს 5.8" LCD ეკრანი რომელიც საშუალებას გვაძლევს თვალყური ვადევნოთ პარამეტრებს როგორიცაა : ტურბოკომპრესორის წნევა , ზეთის და გამაგრილებელი სითხის ტემპერატურა.
ისევე როგორც R33 , R34-საც უყენებდნენ ATESSA E-TS Pro System-ს. მაგრამ სტანდარტულ GT-R -ზე "Pro" სისტემას არ აყენებდნენ. V-Spec- მოდელს გააჩნდა შედარებით მდგრადი დაკიდების სისტემა.


R34 GT-R -ის შემდეგ ვერსიას ერქვა M-Spec. მოდელი V-Spec -ს გავდა , თუმცა შედარებით რბილი დაკიდების სისტემა და ტყავის სალონი გააჩნდა.
მეხუთე თაობის GT-R -ის წარმოებსას Nissan -მა დაიწყო ახალი ვერსიის დაპროექტება სახელად N1, რომელიც ადრე R32 -სა და R-33 -ზე იყო გამოშვებული, და თავიანთ წინამორბედებთან შედარებით ტექნიკურად გაცილებით რთული მახასიათებლები გააჩნდა. N1 -ში არ იყოს : კონდიციონერი და სტერეო სისტემა. ამ კომპლექტაციით მხოლოდ 45 ავტომობილი გამოუშვეს , აქედან 12 Nismo (Nissan Motorsport) -მა გამოიყენა სპორტული ჩემპიონატისთვის Super Taikyu. დარჩენილი მანქანების უმეტესობა მიჰყიდეს სპორტულ და ტუნინგის კომპანიებს.
1999 წლის აგვისტოს Nissan -მა წარადგინა მოდელი სახელად V-Spec II. ავტომობილი აღჭურვეს გაცილებით ხისტი დაკიდების სისტემით ვიდრე V-Spec . ახალ ვერსიაზე გამოჩნდა კარბონის ძრავის სახურავი , რომელიც ალუმინზე გაცილებით მჩატეა, აქამდე დაყენებულ სხვა ნებისმიერ GT-R -თან შედარებით.


2002 წლის თებერვალში Nissan -მა R34 GT-R -ის ბოლო ვერსია გამოუშვა , სახელად Nür. იგი იყიდებოდა 2 ვერსიის სახით : Skyline GT-R V-Spec II Nür და Skyline GT-R M-Spec Nür. სახელწოდება Nür ლეგენდარული ტრასის ნიურბურგრინგის (Nürburgring) საპატივცემულოდ დაერქვა. ორივე ვერსია კომპლექტირებული იყო მოდერნიზებული ძრავით RB26DETT N1-ის ბაზაზე, რომელიც ეხმარებოდა მანქანას განევითარებინა დაახლოებით 300 კმ/სთ.


Saturday, December 12, 2015

ექსპერტებმა მსოფლიოში საუკეთესო ძრავები დაასახელეს


ამერიკულმა გამომცემლობა Ward’s Auto -მ გამოაქვეყნა მსოფლიოში 10 საუკეთესო ძრავის რეიტინგი. პრეტედენტების სია შედგებოდა 31 ძალური აგრეგატისგან. მათგან 10 შარშანდელ კონკურსშიც მონაწილეობდა, ხოლო დანარჩენი 21 იყო ახალი და განახლებული აგრეგატი. ავტომობილები, რომლებზეც ყენდებოდა ძრავები უნდა ყოფილიყვნენ სერიულები და მათი ღირებულება უნდა შემდგარიყო არაუმეტეს 61 000 დოლარისგან.
ძრავებზე ტესტები ჩაატარეს Ward’s Auto -ს რედაქტორებმა ამ წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში. მათ შეაფასეს სიმძლავრე, ბრუნვითი მომენტი, ეკონომიურობა, ხმაური და ძრავის სხვა მახასიათებლები. “დიზელის სკანდალის” გამო კონკურსიდან მოხსნილი იქნა Volkswagen -ის ძრავები.
TOP 10 ძრავების სია კი შემდეგია:
  1.  3.0 ლ. Turbo DOHC I-6 (BMW 340i)
  2.  3.6 ლ. DOHC V-6 (Chevrolet Camaro/Cadillac ATS)
  3.  1.5 ლ. DOHC 4-cyl./120-kW Drive Motor (Chevrolet Volt EREV)
  4.  5.2 ლ. DOHC V-8 (Ford Shelby GT350 Mustang)
  5.  2.0 ლ. DOHC 4 ცილ./50კვტ. Drive Motor (Hyundai Sonata PHEV)
  6.  3.5 ლ. DOHC V-6 (Nissan Maxima)
  7.  3.0 ლ. Turbodiesel DOHC V-6 (Ram 1500 EcoDiesel)
  8.  2.0 ლ. Turbocharged DOHC 4 ცილ. Boxer (Subaru WRX)
  9.  1.8 ლ. DOHC 4-cyl./53-kW Drive Motor (Toyota Prius HEV)
  10.  2.0 ლ. Turbo/Supercharged DOHC 4 ცილ. (Volvo XC90)

                                                                       წყარო: Driver.ge

Saturday, October 10, 2015

ატელიე Nismo -მ გაუმჯობესებული Nissan Patrol -ი წარმოადგინა


ატელიე Nismo -მ დუბაიში თავისი სამი პროექტი წარმოადგინა : სპორტკუპე Nissan 370Z Nismo, სპორტქარი Nissan GT-R Nismo და ყველგანმავალი Nissan Patrol Nismo, რომელიც ამ სამეულიდან პირველი გამოვა გაყიდაში.


Nissan Patrol -მა მიიღო Nismo -ს ტრადიციულ ფერებში შესრულებული ახალი წინა და უკანა ბამპერები, ასევე 22 დიუმიანი Rays -ის დისკები, გაუმჯობესებული სავალი ნაწილი და საჭის მართვის სისტემა. სალონში გაჩნდა ტყავის სავარძელი Nismo -ს ლოგოტიპითა და ახალი ხელსაწყოთა პანელი. ყურადღების გარეშე არ დარჩა 5,6 ლიტრი მოცულობის ბენზინის ძრავა, რომლის სიმძლავრეც ატელიეში 405 ცხენის ძალიდან 428 ცხენის ძალამდე გაზარდეს. გაუმჯობესებების ანალოგიურ პაკეტს მიიღებენ Nissan 370Z Nismo და Nissan GT-R Nismo.




                                                                              წყარო: Driver.ge

Friday, October 9, 2015

როგორი იქნება ნისანის ახალი გოძილა?


”ნისანის” გრანდიოზული სპორტქარის, Nissan GT-R-ის ახალი თაობა 2018 წელს უნდა გამოვიდეს. ტოკიოს ავტოშოუზე მისი წინამორბედის, კონცეპტ 2020 Vision Gran Turismo-ს ნახვაა შესაძლებელი.

ტოკიოს ავტოშოუ 30 ოქტომბერს იწყება და 8 ნოემბრამდე გაგრძელდება. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გამოფენის ერთ-ერთი უმთავრესი გმირი სწორედ ეს წითელი სპორტქარი იქნება, რომელსაც Concept 2020 Vision Gran Turismo ეწოდება და რომელიც გვიჩვენებს, როგორი იქნება ”ნისანის” მომავალი გოძილა - ახალი GT-R.


ერთი რამ ცხადია: R36-GT-R-ის დიზაინი უფრო დაკუთხული იქნება. ამ კონცეპტის წინამორბედი ”ნისანმა” გუდვუდში 2014 წელს, კომპიუტერული თამაშის, Gran Turismo 6-ის მოდელის რანგში გვიჩვენა. ახლა კი, იაპონიაში მის განახლებულ ვერსიას უკვე ცოცხლად ვნახავთ. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ აქტუალური მოდელი 1,8 ტონას იწონის, რაც უკვე ძალიან ბევრია, რადგან ”მაკლარენის”, ”პორშეს” ან ”ფერარის” მარკის კონკურენტები თითქმის 400 კილოგრამით ნაკლებს იწონიან.


GT-R-ის ფანებს მოცდა 2018 წლამდე მოუწევთ, თუმცა სანამ ახალი თაობა გამოვა და ”პორშეებს” შეუტევს, მანამდე იაპონელებს აქტუალური მოდელის ტექნიკური განახლება აქვთ დაგეგმილი. საქმე ისაა, რომ ”ნისანი” R35-ისთვის ჯერ კიდევ ხედავს გაუმჯობესების პოტენციალს.


                                                                    წყარო: Auto Bild Georgia