Wednesday, January 20, 2016
Nissan Skyline R34
ეს ლეგენდარული ავტომობილი 1998 წელს გამოჩნდა , განახლებული სავალი ნაწილით და სხვა განახლებებით. R34 მოკლეა თავის წინამორბედთან შედარებით. გააძლიერეს ტურბოკომპრესორი. სპეციალურად ამ ავტომობილისთვის შეიქმნა 6 საფეხურიანი სიჩქარის კოლოფი GETRAG. V-Spec-ის მოდელებზე დაყენდა ინტერქულერის ტემპერატურის სენსორი. R34 GT-R -ზე დააყენეს 5.8" LCD ეკრანი რომელიც საშუალებას გვაძლევს თვალყური ვადევნოთ პარამეტრებს როგორიცაა : ტურბოკომპრესორის წნევა , ზეთის და გამაგრილებელი სითხის ტემპერატურა.
ისევე როგორც R33 , R34-საც უყენებდნენ ATESSA E-TS Pro System-ს. მაგრამ სტანდარტულ GT-R -ზე "Pro" სისტემას არ აყენებდნენ. V-Spec- მოდელს გააჩნდა შედარებით მდგრადი დაკიდების სისტემა.
R34 GT-R -ის შემდეგ ვერსიას ერქვა M-Spec. მოდელი V-Spec -ს გავდა , თუმცა შედარებით რბილი დაკიდების სისტემა და ტყავის სალონი გააჩნდა.
მეხუთე თაობის GT-R -ის წარმოებსას Nissan -მა დაიწყო ახალი ვერსიის დაპროექტება სახელად N1, რომელიც ადრე R32 -სა და R-33 -ზე იყო გამოშვებული, და თავიანთ წინამორბედებთან შედარებით ტექნიკურად გაცილებით რთული მახასიათებლები გააჩნდა. N1 -ში არ იყოს : კონდიციონერი და სტერეო სისტემა. ამ კომპლექტაციით მხოლოდ 45 ავტომობილი გამოუშვეს , აქედან 12 Nismo (Nissan Motorsport) -მა გამოიყენა სპორტული ჩემპიონატისთვის Super Taikyu. დარჩენილი მანქანების უმეტესობა მიჰყიდეს სპორტულ და ტუნინგის კომპანიებს.
1999 წლის აგვისტოს Nissan -მა წარადგინა მოდელი სახელად V-Spec II. ავტომობილი აღჭურვეს გაცილებით ხისტი დაკიდების სისტემით ვიდრე V-Spec . ახალ ვერსიაზე გამოჩნდა კარბონის ძრავის სახურავი , რომელიც ალუმინზე გაცილებით მჩატეა, აქამდე დაყენებულ სხვა ნებისმიერ GT-R -თან შედარებით.
2002 წლის თებერვალში Nissan -მა R34 GT-R -ის ბოლო ვერსია გამოუშვა , სახელად Nür. იგი იყიდებოდა 2 ვერსიის სახით : Skyline GT-R V-Spec II Nür და Skyline GT-R M-Spec Nür. სახელწოდება Nür ლეგენდარული ტრასის ნიურბურგრინგის (Nürburgring) საპატივცემულოდ დაერქვა. ორივე ვერსია კომპლექტირებული იყო მოდერნიზებული ძრავით RB26DETT N1-ის ბაზაზე, რომელიც ეხმარებოდა მანქანას განევითარებინა დაახლოებით 300 კმ/სთ.