Aston Martin-ის მთავარმა აღმასრულებელმა ენდი პალმერმა დაადასტურა, რომ შემუშავების სტადიაშია ოთხკარიან კუპე „რეპიდის“ ელექტრული ვერსია, რომლის დებიუტის სავარაუდო დროც 2017 წელია. მას მოჰყვება ჟენევაში ნაჩვენებ კონცეპტუალურ ქროსოვერ DBX-ის (ფოტოზე) ასევე ელექტრული ვერსია.
ბლუმბერგის მიერ ორგანიზებულ ფინანსურ სამიტ „ნიუ ენერჯიზე“ გამოსვლისას, პალმერმა განაცხადა, რომ პირველი ელექტრული „ასტონ მარტინის“ სიმძლავრე 800-1000 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება. პალმერი თვლის, რომ ელექტრულ ძალურ დანდგარებზე გადასვლა ნთელი ავტოინდუსტრიის გარდაუვალია და ამ ტრენდს არც მისი კომპანია ჩამორჩება.
ამ ტრენდის სიძლიერეს კი ის ფაქტი განაპირობებს, რომ სულ უფრო მკაცრდება გამონაბოლქვის სტანდარტები და მათი დაკმაყოფილება, მალე მხოლოდ ელექტრომობილებით იქნება შესაძლებელი. იმავდროულად, ელექტრომობილების ტექნოლოგიები სულ უფრო ვითარდება, რაც მომხმარებლის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა.
„ჩვენ V12 ძრავების მომხმარებელი კომპანია ვართ. გავივლით იმავე გზას, რასაც ახლა ბევრი მწარმოებელი, ძრავების ცილინდრების და ლიტრაჟის შემცირებით მიჰყვება? წარმომიდგენია „ასტონ მარტინი“ სამცილინდრიანი ძრავით? ღმერთმა არ ქნას. ხანდახან რაღაც რადიკალურის გაკეთებაა საჭირო და ასეთ რადკალურობის საშუალებას, ელექტრული აგრეგატები მოგვცემს. ასეთი ძრავები საკმარის ძალასაც და მომენტსაც მოგვცემს“, – ამბობს პალმერი.