ავტომობილების მსხვილი მწარმოებლის ,,ფორდის’’ ისტორია საკმაოდ მოკრძალებულად, დაახლოებით ასი წლის წინ დაიწყო. ახალგაზრდა მეოცნებე ფორდმა მეგობართან ერთად შეძლო თავი მოეყარა 28 ათასი დოლარისთვის და 16 ივლისს, 1903 წელს შეექმნა ახალი ორგანიზაცია – სამრეწველო საწარმო მიჩიგანის შტატში. ასე დაიწყო თავისი მოღვაწეობა ,,ფორდ მოტორ კომპანიამ’’.
,,ფორდის” პირველი ავტომობილი ააგეს მომცრო ფაბრიკაში, რომელიც ადრე კარეტებს უშვებდა. როგორც აღწერიდან ჩანს, ეს იყო შედარებით თანამედროვე ავტომობილი ბაზარზე. ამ ავტომობილის მართვა 15 წლის ბიჭსაც შეეძლო. ავტომობილი 8 ცხენის ძალის მქონე ძრავას მოჰყავდა მოძრაობაში. ეს იმ დროისათვის საკმაოდ პროგრესული მაჩვენებელი იყო.
კომპანია ფორდის მიერ პირველი ავტომობილები გაყიდული იქნა გახსნიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ. პირველი ავტომობილის მფლობელი იყო დეტროიტის ექიმი. პირველმა გაყიდვამ დიდი იმედები გააჩინა და შემდგომი 5 წლის განმავლობაში ,,ფორდ მოტორ კომპანიამ’’ შეძლო გაყიდვების მაჩვენებელი 20 000-მდე აეყვანა. ამ დროისთვის ფირმის დამაარსებელი და კომპანიის მფლობელი გახდა ჰენრი ფორდი. კომპანიამ შემდგომ ამოცანად დაისახა შედარებით იაფი ავტომობილების გამოშვება მასიური ბაზრისათვის. 1911 წელს დღის სინათლე იხილა ,,მოდელ ტ-მ’’, ან როგორც მას ამერიკელები მოფერებით ეძახდნენ ,,თუნუქის ლიზის’’ ეძახდნენ. ამ ავტომობილის შექმნაზე ფორდი 1907 წლიდან მუშაობდა. საწყისი ფასი სულ რაღაც 260 დოლარს შეადგენდა. სწორედ დაბალი ფასის წყალობით ეს მოდელი ხელმისაწვდომი გახდა ფართო ფენისათვის. ამ დღიდან ,,მოდელი ტ’’ ითვლება ყველაზე პოპულარულად ავტომობილთა ინდუსტრიაში.
ავტომობილების აწყობა 29 ოპერაციისგან სრულდებოდა და მთელ პროცესს, სულ რაღაც, 93 წუთი სჭირდებოდა. კონვეიერული წესით ავტომობილების დამზადება იყო რევოლუციური ეტაპი მსოფლიო ინდუსტრიაში. ,,ფორდი’’ პირველი ფირმა იყო, რომელმაც ავტომანქანების კონვეიერული წესით წარმოება დაიწყო.
1919 წელს ფირმის ერთადერთი მფლობელები გახდნენ ჰენრი ფორდი და მისი შვილი ედსელი. ამისთვის მათ 105,5 მილიარდი დოლარი დასჭირდათ. ამავე წელს ფროდმა პრეზიდენტის პოსტი შვილს გადაულოცა. ედლსის ხელმძღვანელობით კომპანია აყვავდა და და მეტად იკრეფდა ძალას. 1925 წელს ,,ფორდ მოტორ კომპანიამ’’ შეიძინა ,,ლინკოლ მოტორ კომპანია’’. ამავე წელს დაუცხრომელმა ფორდმა ააგო პირველი თვითმფრინავი. 1932 წლის პირველ აპრილს, ,,ფორდმა’’ წარმოადგინა ახალი ძრავა – V8, რომელიც იყო ისტორიაში პირველი ძრავა მონოლითური 8ცილინდრული ბლოკით.
1943 წელს, შუა ომის პერიოდში კომპანია ,,ფორდმა’’ შეწყვიტა წარმოება სამოქალაქო ავტომობილების და მთელი თავისი ძალები დაუთმო საომარი ტექნიკის წარმოებას. სპეციალური პროგრამით კომპანიამ გამოუშვა თვითმფრინავებისთვის 57 000 ძრავა, ბომბდამშენის 86 000 ძრავა, და 4 მილიონზე მეტი ტანკი, ტანკსაწინააღმდეგო დანადგარებით და განსხვავებული საომარი აღჭურვილობით.
ომის დამთავრების დროისათვის ჰენრი ფორდმა კომპანიის მთლიანი მართვის სადავეები ჰენრი ფორდ უმცროსს გადასცა და ბიზნესიდან გავიდა. 1946 წელს ჰენრი ფორდ უფროსი დაჯილდოებული იქნა ამერიკული ინსტიტუტის მიერ პრემიით – ოქროს მედლით საზოგადოების წინაშე დამსახურებისათვის. ერთი წლის გასვლის შემდეგ, 7 აპრილს 1947 წლის, 83 წლის ასაკში ლეგენდარული კომპანიის დამფუძნებელი გარდაიცვალა. ასე დასრულდა ლეგენდარული კომპანიის ლეგენდარული ეპოქა, რომელმაც აქტიური განვითარება უკვე ჰენრი ფორდ II-ს დროს ჰპოვა. კომპანია ,,ფორდი’’ დღეს მსხვილი მწარმოებელია მსოფლიო ბაზარზე, მფლობელია ისეთი სავაჭრო მარკებისა, როგორებიც არიან ლინკოლნი, მერკური და ასტონ მარტინი.
70-იან წლებამდე ,,ფორდი’’ ავტომობილებს ლურჯი, ოვალური ლოგო არ უკეთდებოდა. კომპანიამ მხოლოდ 70-იანი წლების შემდეგ ჩათვალა საჭიროდ, რომ მთელ მსოფლიოში ეცნოთ მისი სახე.
მაშინ, როდესაც XX საუკუნის 80-იანი და 2000-იან წლებში, გაცხოველებული კონკურენცია მიდი სხვადასხვა მარკებს შორის, ფორდის დიზაინერების მიზანს წარმოადგენს მსოფლიო კლასის ლიდერის შექმნა, რომელიც მისაღები იქნება საზოგადოების საშუალო ფენისთვის. საბოლოოდ, ამ მიზანს ემსახურებოდა ,,ფორდ-ტაურუსის’’ და ,,მერკური-სეიბლის’’ შექმნა. აღსანიშნავია, რომ ,,ტაურუსი’’ იქნებოდა როგორც სრულყოფილებასთან მიახლოებული ავტომობილი. ძალისხმევას ამაოდ არ ჩაუვლია, ,,ტაურუსი’’ 1986 წლის ავტომობილად იქნა გამოცხადებული. და ერთი წლის შემდეგ ამერიკაში ,,ბესტსელერადაც’’ იქცა.
ფორდის შემდგომი სიახლე იყო ,,მონდეო’’, ასევე ,,მუსტანგი’’. 1994 წელს პრემიერა შედგა ,,ფორდ-ესპაიას’’ და ,,ვინდექსის’’. ამის შემდგომ, ამერიკამ იხილა ,,ფორდ ტაურუსის’’ და ,,მერკური-ტრეისერის’’ გაუმჯობესებული მოდელი. ევროპაშიც ასევე წარდგენილი იქნენ F სერიის პიკაპი ახალი ,,ფიესტა’’. კომპანიის ძირითადი მიზანს ახალი მოდელების სრულყოფა წარმოადგენს.