Tuesday, October 20, 2015
Porsche-ს ლოგოტიპის ისტორია
Porsche Cars North America-ს წარმომადგენლის თქმით, როდესაც Ferry Porsche (კომპანიის დამფუძნებელი) შეხვდა ამერიკის ყველაზე პოპულარულ ავტოდისტრიბუტორს Max Hoffman-ს 1951 წელს ნიუ იორკის ერთ ერთ რესტორანში, ჰოფმანმა დაარწმუნა ფერი პორშე რომ ავტომობილს სჭირდებოდაა ძლიერი ლოგოტიპი, განსხვავებული და ელეგანტური. სახელდახელო ესკიზი დახატეს იქვე მანხეტენის რესტორანში, სალფეთქზე.
მაგრამ ლეგენდას რომელსაც ყვებაბიან Porsche Germany-ს წარმომადგენლები, განსხვავდება ამერიკის წარმომადგენლის ვერსიისაგან. მათი თქმით, მაქს ხოფმანმა მართლაც სთხოვა ფერი პორშეს მოეფიქრებინა ლოგოტიპი, მაგრამ ის არ დაუხატავთ სალფეთქზე, არამედ დახატა Franz Xaver Reimspiess-მა საინჟინრო კომპანიაში.
Porsche-ს ლოგო წარმოადგენს გერბს. მასზე გამოსახული ირმის რქები, წითელი და შავი ლენტები ნაწილია ნიურბერგის სამეფოს გერბისა. გერბის ცენტრში მოთავსებული ცხენის ლოგოტიპი აღებულია ქალაქ შტუტგარტის გერბიდან, იმის აღსანიშნავად, რომ ეს ქალაქი გაშენებულია ყოფილი ცხენსაშენის ტერიტორიაზე.