Ford -ი ლოს-ანჯელესის ტიუნინგ შოუ SEMA -ზე ერთდროულად რვა განსაკუთრებულ Mustang -ს გაგზავნის, რომლებიც ჩემუშავებული იქნა სხვადასხვა ატელიეებთან თანამშრომლობის შედეგად. მათ შორის იქნება პოლიციის ავტომობილი და Bisimoto Engineering -ის ძალიან მძლავრი ვარიანტი.
Ford -ში თავიანთ პოლიციის ავტომობილს უწოდებენ ” ყველაზე სექსუალური პოლიციის ავტომობილი დუბაის ემირატების ფარგლებს გარეთ”. რაც შეეხება Bisimoto -ს შემთხვევას, აქ ავტომობილი გამოიმუშავებს 900 ცხენის ძალას. ამის საშუალებას ავტომობილის 2,3 ლ მოცულობის EcoBoost -ის ძრავა აძლევს, რომელიც აღჭურვილია Turbonetics -ის ტურბინით.
რაც შეეხება სხვა ვერსიების დეტალებს, აქ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია.საშუალება გვაქვს ვიხილოთ მხოლოდ მათი ფოტოები.