Friday, March 25, 2016
Audi Q2 ოფიციალურად
წარმოგიდგენთ Audi–ს სრულიად ახალ პროდუქტს Q2–ს, რომელიც ჟენევის ავტო შოუზე წარდგა ოფიციალურად. ეს გახლავთ ის აუდი რომელსაც სრულიად დამოუკიდებელი დიზაინი გააჩნია, უახლესი დიზაინის ცხაურით, ახალი მაშუქებით, დიდი ჰაერმიმღებებით, პლასტმასის და ალუმინის დეტალებით, დავარდნილი უკანა სახურავით, ახალი დიზაინის მქონე დისკებით, მოლდინგებით, ახალი უკანა სტოპებით, LED მაშუქებიანი ტექნოლოგიით, ანდერბოდი დამცავით და სხვა.
Audi Q2 ხელმისაწვდომი იქნება 5 კარიან ვერსიად საკმაოდ დიდი საბარგულით (1050 ლიტრი). Audi-ს ყველაზე მცირე Q მოდელის ინტერიერი MMI–ს ტაჩსქრინით, განახლებული ნავიგაციის სისტემით, სპორტული სავარძლებით და ალუმინის დეტალებით არის გაფორმებული. დამატებით საფასურად მას შესაძლოა დაემატოს ინსტრუმენტთა ახალი დაფა, სტოპ & გოუ და უამრავი დამხმარე სისტემა.
რაც შეეხება ძრავთა გამას თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება 2 დიზელის და 3 ბენზინის ძრავა, რომელთა შორისაც უმცირესია 3 ცილინდრიანი 1 ლიტრი მოცულობის TFSI 116 ცხენისძალით. შედარებით დიდი მოცულობის გახლავთ 1.4 ლიტრიანი TFSI, ხოლო ყველაზე დიდი 2 ლიტრიანი 4 ცილინდრიანი TFSI–ა, რომელსაც 190 ცხენისძალა გააჩნია. რაც შეეხება დიზელის 1.6 და 2 ლიტრიან TDI ძრავებს, მათი ტექნიკური მახასიათებლები ჯერ უცნობია.
ყველა აღნიშნულ ძრავს 6 საფეხრურიანი მექანიკური ან ოფციონალური 7–იანი ავტომატი ექნება, რომელიც სიმძლავრეს წინა ამძრავს ან ოფციონალურ კვადრო სისტემას მიაწვდის.