Friday, March 25, 2016
Mercedes-Benz C-Class Cabriolet
Mercedes–Benz–ის ყველაზე საინტერესო პრეზენტაცია ჟენევის ავტო შოუზე C-Class Cabriolet–ი გახლავთ. Audi A4 და BMW 4 Series Convertible–ს კონკურენტი.
ძალიან ელეგანტური და მიმზიდველია მისი LED განათება, ქრომირებული დეტალები, 18–იანი დისკების არჩევანი, 4 ფერში არსებული რბილი სახურავი (რომელსაც მხოლოდ 20 წამი უნდა ოპერირებისთვის და მისი მოხსნა 31 მლ/სთ–თი მოძრაობის დროსაც შესაძლებელია).
ინტერიერი კუპეს იდენტურია, თუმცა მას დამატებული აქვს კისრის გათბობის სისტემა და სიცხის ამრიდებელი ტყავის სავარძლები.
ამერიკულ ბაზარზე ყველაზე დაბალი კლასის მოდელი C300 Cabriolet იქნება, რომელსაც 2 ლიტრიანი ტრუბო I4 გააჩნია 241 ცხენისძალით. მის სამართავად უახლესი 9G-TRONIC ავტომატური გადაცემათა კოლოფი გამოიყენება, რომელიც უკანა ამძრავს ან ოფციონალურ 4MATIC სისტემას აწვდის სრულ სიმძლავრეს.
უკანა ამძრავიანი ვერსია 0–100 კმ/სთ–მდე 6.4 წამში ჩქარდება. უფრო მეტის მსურველთათვის ხელმისაწვდომია C43 AMG Cabriolet–ი, 3 ლიტრიანი ბიტურბო V6–ით, რომელსაც 362 ცხენისძალა გააჩნია.
როგორც ზემოთ აღნიშნულ ვერსიას, C43–საც 9 საფეხურიანი ავტომატი და სტანდარტულად სრული ამძრავი გააჩნია, რომელიც ელეგანტურ კაბრიოს 100–მდე 4.8 წამში აჩქარებს მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ელ.ლიმიტირებულ 250 კმ/სთ–ს შეადგენს.