• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Friday, March 25, 2016

Koenigsegg Regera ოფიციალურად


Koenigsegg Regera–ს მზა ვერსია გახლდათ წლევანდელი Geneva Motor Show–ს ერთ–ერთი ყველაზე დიდი ინტრიგა და საინტერესო მოდელი, რომელსის პირდაპირი კონკურენტი Bugatti Chiron–იც სწორედ ამ ავტო შოუზე წარდგა, (მის შესახებ სტატიასაც აუცილებლად იხილავთ).

ორიგინალი მოდელისგან განსხვავებული 3,000 დეტალის შემჩნევა ამ მზა ვერსიაში ცოტათი რთულია თუმცა რადგან კოენიგსეგელები ასე ამბობენ უნდა დაუჯეროთ.

მხოლოდ 2 ფოტოს მიუხედავად შეგვიძლია ავღნიშნოთ, რომ მისი ძირითადი სტილი და დიზაინი უცვლელია, ინტერიერში კი რამდენიმე გასართობი და დამხმარე სისტემაა ჩამატებული, თუმცა ეს ვის აინტერესებს ? ალბათ ძალიან ცოტას.

უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო 5 ლიტრიანი ბიტურბო V8–ა, რომელსაც 3 ელექტრო ძრავა და Direct Drive System–აა, რომელმაც გადაცემათა კოლოფი ჩაანაცვლა, (სამწუხაროდ ინფორმაცია ამ მექანიზმის და ავტომობილის სრული პერფორმანსის შესახებ ჯერ უცნობია). შიგაწვის 8 ცილინდრიანი და 3 ელექტრო ძრავა ჯამში 1.500 ცხენისძალას გამოიმუშავებს. ალბათ ყველაზე სწრაფი ავტომობილი მსოფლიოში, 0–100 კმ/სთ–მდე 2.8 წამში ჩქარდება, 0–200 კმ/სთ–მდე 6.6 წამში, 0–300 კმ/სთ–მდე 10.9 წამში, 0–400 კმ/სთ–მდე 20 წამში, მაქსიმალური სიჩქარე კი უცნობია.

სრულ მონაცემებთან ერთად ამ ეტაპზე Regera–ს ფასიც უცნობია.