ფერარის ძრავებზე გადასვლის შემდეგ სერიოზულად მოუმატეს Toro Rosso-ში და მაქს ფერსტაპენმა კვალიფიკაციაში მეხუთე დრო აჩვენა, იგი მხოლოდ უძლიერესებს ჩამორჩა. მის გვერდით მესამე რიგიდან რბოლას მასა იწყებდა, ხოლო მეოთხედან საინსი და რიკარდო.
Red Bull Racing-ში ახალ კვალიფიკაციას ოპტიმალურად ვერ მიუდგნენ, დანიილ კვიატი ბრძოლას პირველივე სესიაში გამოეთიშა, ტრაფიკში მოყვა. რიკარდო ფინალში კი გაძვრა, მაგრამ პირველ რვა კაცს შორის ბოლო აღმოჩნდა.
შეიცვალა სპორტული რეგლამენტი - პირელიმ ეტაპზე სამი სახის საბურავი - Medium, Soft და SuperSoft მოიტანა - პირველი ორი გამოცხადდა აუცილებლად და გუნდებმა თითო-თითო კომპლექტი გადადეს, რათა ერთ-ერთი მაინც გამოეყენებინათ რბოლაში
კვალიფიკაცია ყველამ SuperSoft-ით ჩაატარა, და თუ პირველი რვა მრბოლელისთვის აუცილებელი იყო რბოლა დაეწყოთ გაცვეთილი საბურავებით, რომლებითაც მათ საუკეთესო დრო აჩვენეს მეორე სესიაში, დანარჩენებს შესაძლებლობა ქონდათ აერჩით მათთვის სასურველი საბურავები პირველი მონაკვეთისთვის, რითაც გარკვეულ უპირატესობას მოიპოვებდნენ. ჯამში პერესი, ჰიულკინბერგი, ბატონი, ბოტასი, კვიატი, გროჟანი, და გუტიერესი რბოლას იწყებდნენ Soft-ით, დანარჩენები SuperSoft-ით.
სტარტმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა. Mercedes-ის მრბოლელები ადგილიდან ნელა მოწყდნენ, ლიდერობა ხელში ფეტელმა ჩაიგდო, მეორე პოზიციას რაიკონენი დაეუფლა,ხოლო ჰემილტონი მეექვსეზე აღმოჩნდა.
პირველი ათეული მე-2-ე წრეზე: ფეტელი - რაიკონენი - როსბერგი - ფერსტაპენი - მასა - ჰემილტონი - საინსი - ჰიულკინბერგი - რიკარდო - ალონსო.
მეორე წრეზე მაგნუსენმა საბურავები შეიცვალა, მესამეზე ჰემილტონმა მასას გაასწრო მეხუთე პოზიციისთვის ბრძოლაში, მეოთხეზე რიკარდომ მერვე პოზიციისთვის ჰიულკინბერგს აჯობა.
მერვე წრეზე საინსმა შეიცვალა საბურავები, ბოტასმა ერიკსონს და ვერლაინს გაასწრო, ხოლო მეცხრეზე რიკარდომ მასას მეექვსე პოზიცია წაართვა.
მეათე წრისათვის ფეტელი რაიკონენს 2.5 წამს უგებდა, ხოლო როსბერგს 3,4-ს.
მე-10-ე წრესე ნასრმა შეასრულა პიტ-სტოპი, მეთერთმეტეზე მასამ, ერიკსონმა და ვერლაინმა, მეთორმეტეზე ბოტასმე ეფექტური დუელის შემდეგ პალმერს გაასწრო.
მე-12-ე წრეზე როსბერგმა, რიკარდომ, ალონსომ და პალმერმა შეიცვალეს საბურავები.
მე-13-ეზე ფეტელმა და ფერსტაპენმა. ფეტელი პირდაპირ როსბერგის წინ გამოვიდა, ნიკომ მას შეუტია, მაგრამ ფეტელი წინ დარჩა.
ფეტელმა SuperSoft-ის კიდევ ერთი კომპლექტი მიიღო მეორე მონაკვეთისთვის და მე-15-ე წრეზე ჰემილტონს გაასწრო, რომელსაც საბურავები ჯერაც არ ქონია შეცვლილი.
მე-15-ე წრეზე ბატონმა, რაიკონენმა, ჰემილტონმა და ჰიულკინბერგმა შეიცვალეს საბურავები.
მე-17-ე წრეზე სერიოზული ინციდენტი მოხდა. ალონსო გუტიერესის გასწრებას ცდილობდა და წინა მარჯვენა საბურავით გამოკრა მექსიკელის მანქანას, Mclaren-ი ჰაერში ავარდა, ბარიერს შეეჯახა, უსაფრთხოების ზონისკენ გადავარდა, ორჯერ ამობრუნდა ჰაერში და ისევ ბარიერს შეასკდა.
ალონსომ დამოუკიდებლად დატოვა კოკპიდი და მაყორებელს მიესალმა, შემდეგ გამოკვლევა ჩაიტარა სამედიცინო ცენტრში - ყველაფერმა ჩაიარა!
გამოვიდა უსაფრთხოების მანქანა , მე-18-ე წრეზე რბოლა წითელი დროშებით შეაჩერეს - საჭირო იყო ნატეხების გატანა და ბარიერის აღდგენა.
პირველი ათეული მე18-ე წრეზე: ფეტელი - როსბერგი - რაიკონენი - რიკარდო - ფერსტაპენი - საინსი - ჰემილტონი - მასა - გროჟანი - ბოტასი.
ბევრმა პილოტმა შეიცვალა საბურავები, Medium-ზე გადაერთვნენ, რომ ფინისამდე არ შეესრულებინათ პიტ-სტოპი, მაგრამ ფერარი SuperSopt-ზე დარჩა - და ფინიშის შენდეგ შეცდომა აღიარეს.
მაგნისენს უფლება მიცეს ლიდერთან ერთ წრეში დაბრუნებულიყო.
მე-19-ე წრეზე უსაფრთხოების მანქანა პიტ-ლეინზე დაბრუნდა. ფეტელმა ლიდერობა შეინარჩუნა. ბატონმა პერესს გაასწრო მე-13-ე პოზიციისთვის ბრძოლაში.
22-ე წრეზე რაიკონენმა ბოქსებში შეუხვია და ბოლში გახვეული მანქანა გააჩერა - გაჩნდა ცეცხლი და მექანიკოსებს ცეცხლჩამქრობის გამოყენება მოუწიათ.
პირველი ათეული 24-ე წრეზე: ფეტელი - როსბერგი - რიკარდო - ფერსტაპენი - საინსი - ჰემილტონი - მასა - გროჟანი - ჰიულკინბერგი - ბოტასი.
ფეტელი SuperSoft-ზე დარჩა და ვერ ახერხებდა Medium-ზე დარჩენილი როსბერგის მოცილებას - თავიდან ინტერვალი სტაბილური რჩებოდა, შემდეგ ფეტელის საბურავებმა ეფექტურობა დაკარგა და ნიკომ ჩამორჩენა შეამცირა.
პერესმა ბატონს გაასწრო მე-12-ე პოზიციისთვის ბრძოლაში.
30-ე წრეზე ბატონმა შეიცვალა საბურავები, 31-ეზე საინსმა, 32-ეზე ვერლაინმა და ფერსტაპენმა - მანქნის მომსახურების დროს შეყოვნება მოხდა. 35-ე წრეზე ფეტელი ეწვია პიტ-ლეინს და ტრასაზე მეოთხე დაბრუნდა.
პირველი ათეული 35-ე წრეზე: როსბერგი - რიკარდო - ჰემილტონი - ფეტელი - მასა - გროჟანი - ჰიულკინბერგი - ბოტასი - პალმერი - საინსი.
მე-40-ე წრეზე მარკუს ერიკსონი ბრძოლას გამოეთიშა, მანქანა კი ბოქსებში გააჩერა.
საინსი პალმერის უკან გაიჭედა, უკნიდან მას ფერსტაპენი უტევდა, რომელიც გუნდს თავაზობდა რომ იგი კარლოსს გაეტარებინა, მაგრამ საინსი არ დანებდა და პალემრს გაასწრო, შემდეგ კი მაქსმაც.
42-ე წრეზეჰემილტონმა რიკარდოს მეორე ადგილისთვის ბრძოლაში გაასწრო და დანილმა ბოქსებისკენ შეუხვია საბურავების გამოსაცვლელად, ტრასაზე კი მეხუთე დაბრუნდა SuperSoft-ის კომპლექტით.
45-ე წრეზე რიკარდომ მასას გაასწრო მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში.
პირველი ათეული 46-ე წრეზე: როსბერგი - ჰემილტონი - ფეტელი - რიკარდო - მასა - გროჟანი - ჰიულკინბერგი - ბოტასი - საინსი - ფერსტაპენი.
ბოლო წრეებზე ჰემილტონის საბურავებმა ეფექტურობა დაკარგა, ფეტელი მას შეტევის დისტანციაზე მიუახლოვდა - -ბრძოლა მეორე ადგილისათვის გრძელდებოდა იქამდე, სანამ სებასტიანი ბალახისკენ არ გადავარდა შეცდომის შემდეგ - იგი ტრასაზე დაბრუნდა, მაგრამ ლიუისი გაუშვა.
ნიკო როსბერგმა სეზონის პირველი, კარიერაში მე-15-ე და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ლიუის ჰემილტონი პოდიუმის მეორე საფეხურზე ავიდა - Mersedes-მა დუბლი მოიპოვა, მესამე ადგილი ფეტელმა მოიპოვა. წელს Mercedes-ისა და Ferrari-ის ბრძოლა საინტერესოდ უნდა განვითარდეს.
ახალმა ამერიკულმა გუნდმა Haas F1-მა თითქმის შეუძლებელი შეძლო - პირველივე რბოლაში ქულები მოიპოვა - გროჟანმა რბოლა მეექვსე პოზიციაზე დაასრულა!
სამ დებიუტანტს შორის საუკეთესო ჯოლიონ პალმერი აღმოჩნდა, მე-11-ე ადგილი.
ორ კვირაში სეზონი ბაჰრეინის რბოლით გაგრძელდება. დრო მალე გაივლის!